WTF Is Role Play Game ?, გამოკვლევა > რა მოიაზრება RPG თამაშში?

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#21 » 27 May 2017 00:57

ნუ მაშინ მოროვინდს დაამატე ფრაქციული სკილები, მეტი პროფესიული აქტივობები და ეგაა(რაც პრინციპში აქ გარკვეულწილად, უნიკალურ სერვისებს და გეარს გთავაზობენ, ასევე გთხოვენ რომ გილდიისთვის საჭირო სკილები გქონდეს აწეული).

მანდ გილდიაში რომ შედიხარ მეინ სიუჟეტთან არაა კავშირში, პროსტა ორგანიზაციაში ერთიანდები და საკუთარ ადგილს იმკვიდრებ შინგით და ბოლოს ლიდერი ხდები. თავის სიუჟეტებიც აქ შიდა ფრაქციას და გარკვეული არჩევნები.

შეგილია არცერთ გილდიაში არ შეხვიდე და ისე დახურო მეინ ქვესტი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#22 » 27 May 2017 02:26

მაგას დაამატე ყველა მათგანით თამაშის ენდინგზე გასვლის შესაძლებლობა და დაახლოებით ეგ გამოდის მართლა. პროსტა გილდიაში თვითონ სიუჟეტის დრამატურგია უნდა იყოს მეტი რო დამოუკიდებელ სრულფასოვან ამბავს ქმნიდეს. და რო დახურავ მოგცემს შენ პირად ენდინგს + საერთო სურათს იმის გათვალისწინებით თუ რამდენად იყავი ჩართული გლობალში.

გილდიები თავის ენდინგებით + დამოუკიდებელი თამაშის გლობალური მეინ სთორი.
რავი მემგონი არარიალური არ უნდა იყოს.

საერთო ჯამში ერთი 5 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სცენარი გინდა ალბათ მაგისთვის. ოთხი პირადი, ერთი საერთო ოფციონალური.

Riddick
Posts: 11696

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#23 » 05 Jun 2017 13:43

გუშინ უყურე Persona 5 მიმოხილვას და ეგრევე თემა გამახსენდა. მარა ამ თემასთან ერთად გამახსენდა Shenmue და Shenmue-ს როლფლეი მექანიკები.
Persona 5 თვითონ სიუჟეტური იდეა, რო რეალური სამყაროს პარალელურად ერთგვარი ემოციური სამყარო არსებობს და ორივეში ერთად ცხოვრობ რაღაც გენიალური ვეშის დონეზეა, მარა ეგ ამ თემასთან კავშირში არაა, ამიტო გადავდებ.
სიუჟეტური მიდგომის იქით, სუფთა როლფლეიზე რაც ხდება აი ეგ გავშალოთ. დასავლური RPG-ებისგან განსხვავებით, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი შემოდის - ცხოვრებისეული რუტინა. რაც თამაშის რეალისტურობას, მარტივი მიზეზების გამო ერთი ათად ზრდის.
და რატო გამახსენდა Shenmue. იმიტო რო იდეაში მოცემული პირველად ამ თამაშში ვნახე. რაში მდგომარეობს პრინციპი? ანუ გაქვს მთავარი სიუჟეტური ხაზი, რომელიც ვითარდება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში, სადაც შემოდის ყოველდღიური რუტინა, რომელიც თამაშში სხვადასხვა გამეორებადი, მაგრამ საინტერესო მექანიკებით არი წარმოდგენილი.
ქვიქთაიმ ევენთების მსგავსად, მოცემული პრინციპის დანერგვაც აქ მოხდა პირველად, მარა ჩქარა ღილაკების დაჭერისგან განსხვავებით, რუტინის ფასეულობის ესე ცალსახად დანახვა მარტივი დღემდე არაა. რუტინა იყო ყოველდღიურობა, რომელიც ფაქტიურად ქმნიდა თამაშს. სამსახურში სიარული, ადამიანებთან ურთიერთობა, პატარა დღითიდღე პროგრესირებადი ისტორიები (და არა საიდ ქვესთები). ზუსტად ამ გზაზე მიდის Persona 5 და ძირითად რუტინად შემოაქ მოსწავლე და სწავლის პროცესი, მეგობრებთან უერთიერთობა, სხვადასხვა გატაცებები და უკვე მერე მოდის მთავარი სიუჟეტი, რაც ამ ყოველდღიური აქტივობის ფონზე ნამდვილად მნიშვნელოვან და მთავარ სიუჟეტად აღიქმება, ანუ ერთგვარი ფონი ექმნება, რომ სწორად გამოიკვეთოს. ეს კი პო მაიმ აშუშენიამ, უდიდესი როლფლეი მექანიკაა, რომელიც ჯერ კიდევ გამოიჩენს თავს.

და აქ ისევ Bully მახსენდება, რომელიც ზუსტად იგივე პრინციპით იქცევა. მოსწავლე, სკოლა, გაკვეთილები და კოლეჯის ტერიტორიის ყოველდღიური ცხოვრება, რომელზეც უკვე თვითონ პერსონაჟის პირადი ისტორიაა მორგებული. ეს ფანტასტიურად აცოცხლებს სამყაროს. შენ შენივე რუტინით გრძნობ, რომ შენზე არაა ყველაფერი მორგებული, შენ ხარ მორგებული სამყაროს და ხანდახან გეძლევა საკუთარი პირადი აქტივობის საშუალება, რაც ერთგვარი თავისუფლების მსგავსია. მაგაზე რეალისტური როგორ უნდა იყოს ვინმე რჩეულის ისტორია, სადაც არაფერს აზრი არააქ უშუალოდ მის გარეშე?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#24 » 05 Jun 2017 20:01

არ მითამაშია არცერთი და დეტალურად ვერ შევაფასებ. მაგრამ კი ეგ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს Roleplay-ით.

ეგ ისტორიის ფორმაზეა უკვე დამოკიდებული. მოხეტიალე Adventurer-ს დიდად არ უხდება ეგეთი მიდგომა, ხშირად უჭუპუჭუ მინი-გეიმების ფენად იქცევა რომელიც ფოკუსს უკარგავს მთავარ თამაშს. თუმცა Adventurer-ის ყოველდღიური რუტინული პრობლემების ჩადება შეიძლება თუ კარგად იყო გაკეთებული. (თუნდაც იარაღის ცვეთის, წონის, სიცივის, სურვაივალის მექანიკები თუ ოდნავ დაუბალანსებელი გამაღიზიანებელ რუტინად იქცევა)

კიდე მაგალითად Dreamfall-ში მისტიური ისტორია რო ვითარდებოდა კედლებზე დავდიოდი ისე მაღიზიანებდა და მეკიდა Zoe-ის ისტორია. რომელიც ცხოვრების აზრს და მიმართულებას მოკლებული გოგოს ყოველდღიურობას გადმოცემდა. რაც იდეაში ძაან აქტუალური თემაა, ბევრს ემართება ცხოვრებაში ეგ მომენტი რო არ იცი რა ქნა და საით წახვიდე. მაგრამ ისეთი მისტიკა და ამბები ხდებოდა ამის უკან, აი საერთოდ შეუსაბამო იყო.

რაღაც ერთი ადგილის გარშემო შექმნილ თამაშში უფრო უხდება მაგ ფენის დამატება. თუმცა ყველაფერი დადის იმაზე რა არის მთავარი თამაშში და რა მეორადი და რამდენი რესურსი აქ დეველოპერს. მაგალითად Game of throne-ის წიგნშია ძაან დასკანალნა აღწერილი ყველა პერსონაჟის ცხოვრებისეული რეალობა და განწყობა იმ მომენტში, მაგრამ მომენტებში ძაან ზედმეტია. რაღაც ეპიკური ინტრიგები და ომები რო იმართება და ტირიონი როგორ დგას დახუთულ ცერემონიაზე, მთელი დღე ეფსია და მერე ნეტარებით დაიცლება ცერემონიის მერე მაგარი პოხუი მაროზ თემად იქცევა.

მეორესმხრივ არის სიუჟეტის ტიპები სადღაც მთავარი სიუჟეტი ვაბშე არაა მთავარი და პერსონაჟების რეალობით, ცხოვრებასთან გამკლავებით და ამ ყოველდღიური ჭიდილის ატმოსფეროთი იქმნება მთელი მთავარი არსი ისტორიის. მაგალითად Deadwood-ში არის ეგრე, მთავარი სიუჟეტი ფაქტიურად არაა. რეალურ მოვლენებზე და ადამიანებზე დაფუძვნებული სთორია, რომელიც ამ ადამიანების წერილების, პირადი მიმოწერებით და დღიურებით იყო ინსპირირებული.

რაღაც დონეზე ნებისმიერ სიუჟეტს უხდება რეალიზმი რომელიც ყოველდღიურობის დანახებას მოაქ. მაგრამ სწორი ბალანსი და ფოკუსია საჭირო რა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#25 » 06 Jun 2017 01:44

რაღაც დონეზე ნებისმიერ სიუჟეტს უხდება რეალიზმი რომელიც ყოველდღიურობის დანახებას მოაქ.

აი ეს არი ის მომენტი ზუსტად რაზეც ვილაპარაკე. და ერთადერთი გზა თანამედროვე სეთინგში კარგი RPG შესაქმნელად, ჩემი აზრით.

აი რო დაფიქრდე თანამედროვე სეთინგის RPG ყოველდღიური რუტინის გარეშე წარმოუდგენელია საინტერესო რო გამოვიდეს, იმიტო რო სხვანაირად სთორიდრივენ, არა ოუფენვორლდ უნდა იყოს, რაც ისედაც ძალიან ბევრია და იმას უკვე RPG ნაკლებად დაერქმევა. ან რაღაც Far Cry-ს მსგავსი ოუფენვორლდის მქონე "საგიჟეთი", რომელიც ქალაქზე არ გადის და უშუალოდ ბუნებაში, რაიმე კონფლიქტურ ზონაში ვითარდება.

იდეაში GTA უნდა იყოს თანამედროვე RPG, მარა ვერ ქაჩავს იმიტო რო გასართობი, არარიალისტური კონტენტითაა გამოტენილი. და იმის მიუხედავათ რომ რუტინული დავალებებით სავსეა, არცერთი არაა რეალურ ცხოვრებასთან კავშირში, ანუ სერიოზული ხასიათის. არადა თავიდან რო იწყებ ტრევერის გამოჩენამდე რაღაც დონეზე მიდის მაქამდე და მერე უცებ იჯვავს.

და მეორე მხრივ გვაქ შუა საუკუნეების სეთინგი, სადაც გარემო იმდენად ველურია, რომ საერთოდ არ მოეთხოვება რაიმე სახის რუტინა. გარკვეულ დონეზე არსებობს, მარა სათანადო ყურადღება არსად არ ეთმობა, რადგან ფონზე ყოველთვის რაღაც ფორმის ომია, რომელიც მშვიდობიანი გარემოს მომენტს გამორიცხავს - ერთადერთ მდგომარეობას სადაც რუტინა მართლა ცენტრალური შეიძლება რომ იყოს.

და რა გამოდის. გვაქ ძველი დროის RPG-ები სადაც მოქმედება არასდროს არ ვითარდება მშვიდობიან გარემოში, რომ უშუალოდ მოქმედი გმირის პირად ცხოვრებაზე იყოს ორიენტირებული. და გვაქ თანამედროვე სეთინგის მქონე ოუფენვორლდები, რომლებიც იმდენად ზედაპირულია, რომ RPG ვერ დაარქმევ. და ვერ დაარქმევ იმიტომ, რომ ზოგად ცივილიზებულ გარემოში მიდის არადამაჯერებელი ომობანის მსგავსი მოვლენები.

აქ კიდე ლაპარაკია თამაშზე რომელიც ყვება ისტორიას, ვითარდება გახსნილ სამყაროში, სადაც არაა აქცენტი გლობალურ კონფლიქტზე. ზოგადი არის მხოლოდ ფონი მოვლენების, ისევე როგორც ვთქვათ ჩვენ ყოვედღიურობაში.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#26 » 06 Jun 2017 07:17

მანდ იგივე პრობლემა ჩნდება რაც ვაბშე არა-ომურ, არა-პაზლურ სეტინგებზე. არაა წესიერი გეიმპლეი მაგაზე მორგებული. რაღაც მინიგეიმების და აბსტრაქტიზებული ინტერაქტივის ხარჯზე მიღებული რაღაცეები არსებობს მარტო. მარა ეგეც მოდუნებულ სიტუაციაში მაგარი მოსაწყენია.

იგივე Heavy Rain-ის ინტერაქტივი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის კონფლიქტური სცენები იყო. თავიდან შვილების თამაში დამამახსოვრდა არაკონფლიქტურ გარემოში და დანარჩენი ერთი სცენა არ მახსენდება.

ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით არის რომ მშვიდობიანი გარემოს ნარატიულ თამაშებში, ინტერაქტივს იყენებენ იმისთვის რომ პროსტა ბაზურ დონეზე "დაგაკავონ" და არ მოგბეზრდეს სწორხაზოვანი სიუჟეტის მოსმენა/ყურება. იმიტო რო "რადიო"-ზე ვიღაცის სმენა ან 40 წუთიანი სინემატიკის ყურება ძალიან დამღლელია. და ამიტომ ეხლა ახტი, ეხა კარი გააღე, ეხა კიბეზე აცოცდი, მერე ფანარი მიანათე და ა.შ. მე უკვე მაგარი მეტასკავება ეგ და მაგის გამო უკვე აღარც ვუყურებ Walking Simulator თამაშებს და მშვიდობიანი სეტინგის TellTale-ის მსგავს ვეშებს. და იგივე თუნდაც, უაზრო მარტივი პაზლები ამოხსენი და ისტორიას უსმინე თამაშებს.

მასეთი თამაშის შექმნაში ჩემი აზრით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ისეთი პროფესიის შერჩევა და მისი გეიმპლეის მოფიქრება რომ სრულფასოვანი თამაში იყოს და დიდი ხნის განმალობაში არ გახდეს მოსაწყენი. იმენა ეგ ერთიანობა არის საჭირო, რომ ადგილი და მიზანი ქონდეს გეიმპლეის ისტორიაში. და თუ ვაბშე თამაში და გეიმპელი თვითმიზანი არაა, მაშინ სხვანაირად უნდა შეიფუთოს ეს. თამაშსს უნდა მოშორდეს და ინტერაქტიული ნარატიული ექსპერიენსის კუთხით განვითარდეს.

ანუ რო შეხედო ინდის, ცდილობს ხალხი მაგ მშვიდობიანი ცხოვრებისეული ისტორიების შემოტანას. მაგრამ არ არის ჯერ კარგი ფორმატი მოფიქრებული და Firewatch-ის ნაირი ვეშება მარტო, ან რაღაც აფსურდული ჰიპსტერული ვეშები.

თანამედროვე სეტინგებში პირველი მაფია არის ჩემი აზრით ერთ-ერთი კარგი მაგალითი მაგ მხრივ სწორედ აწყობილი თამაშის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#27 » 06 Jun 2017 14:09

მანდ იგივე პრობლემა ჩნდება რაც ვაბშე არა-ომურ, არა-პაზლურ სეტინგებზე. არაა წესიერი გეიმპლეი მაგაზე მორგებული. რაღაც მინიგეიმების და აბსტრაქტიზებული ინტერაქტივის ხარჯზე მიღებული რაღაცეები არსებობს მარტო. მარა ეგეც მოდუნებულ სიტუაციაში მაგარი მოსაწყენია.

არადა რეალურად პრობლემა საერთოდ არაა და მეც არ ვლაპარაკობ პრობლემაზე. აქ რასაც ვწერ არი ჟანრის შეგნების ამბავი. მე მინახავს მოდერნ სეთინგის როლფლეი თამაშები და დეტალურად გამოვყოფ მათ პლიუსებს. შენ შეილება უბრალოდ არ გინახია, რადგან თვითონ პროდუქტი რაზეც ვლაპარაკობ ძალიან ხარისხიანია და არ იმსახურებს რაიმე სახის ინდი ნაგავ ექსპერიმენტში აღრევას, დამიჯერე. უაზრო ინტერაქტივი, ჩემთვის არის, უშინაარსო (ნი კ მესტუ), უხარისხო ინტერაქტივი და თუ თამაშში ქუქინგი საინტერესოდაა ჩაშენებული + რაცმთავარია მთლიანი თამაშის აზრობრივ დატვირთვას უკეთესად გადმოსცემს ჩემთვის ეგ მოსაწყენი არასდროს არ იქნება.

ყველაზე დიდი პრობლემა ჩემი აზრით არის რომ მშვიდობიანი გარემოს ნარატიულ თამაშებში, ინტერაქტივს იყენებენ იმისთვის რომ პროსტა ბაზურ დონეზე "დაგაკავონ" და არ მოგბეზრდეს სწორხაზოვანი სიუჟეტის მოსმენა/ყურება. იმიტო რო "რადიო"-ზე ვიღაცის სმენა ან 40 წუთიანი სინემატიკის ყურება ძალიან დამღლელია. და ამიტომ ეხლა ახტი, ეხა კარი გააღე, ეხა კიბეზე აცოცდი, მერე ფანარი მიანათე და ა.შ. მე უკვე მაგარი მეტასკავება ეგ და მაგის გამო უკვე აღარც ვუყურებ Walking Simulator თამაშებს და მშვიდობიანი სეტინგის TellTale-ის მსგავს ვეშებს. და იგივე თუნდაც, უაზრო მარტივი პაზლები ამოხსენი და ისტორიას უსმინე თამაშებს.


პრობლემა ამ შემთხვევაში ისაა რომ ჩემი ნალაპარაკები Heavy Rain და TellTale, Walking Simulator და Firewatch მსგავს თამაშებზე გადაგყავს. ანუ სხვა მხარეს მიდიხარ და იქიდან დარჩენილ შთაბეჭდილებას წერ რაც საერთოდ არ ეხება ჩემ ექსფერიანსს და რის თქმასაც მე ვცდილობ.

ანუ რო შეხედო ინდის, ცდილობს ხალხი მაგ მშვიდობიანი ცხოვრებისეული ისტორიების შემოტანას. მაგრამ არ არის ჯერ კარგი ფორმატი მოფიქრებული და Firewatch-ის ნაირი ვეშება მარტო, ან რაღაც აფსურდული ჰიპსტერული ვეშები.


მოფიქრებული როგორ არაა, აბა ამდენიხანი რაზე ვლაპარაკობ? ) პროსტა ფართო მასებში არაა ცნობილი, რადგან ჟანრის შედარებით მაღალი დონის თვითშეგნება და ფართო ექსფერიანსის ქონაა საჭირო ამის დასაჭერად. რის გამოც ძაან ცოტაა ხარისხიანი, მარა არი და თან ფუნდამენტურად ცნობილი როგორც შენმუ, ასვე პერსონა და რამდენიმე რაც მეც არ ვიცი, მაგალითად იაკუძას ზოგი სერია. Bully ითამაშე, სტრუქტურა ნახე, რამე ზედმეტი და ტასკა მინიგეიმი, ან რუტინული მომენტი თამაშის შინაარსობრივი, ან ხარისხის ფორმატიდან თუ იქნა ამოვარდნილი მერე ვილაპარაკოთ. ბულის მეფი.

თანამედროვე სეტინგებში პირველი მაფია არის ჩემი აზრით ერთ-ერთი კარგი მაგალითი მაგ მხრივ სწორედ აწყობილი თამაშის.

კი, გეთანხმები და უნდა დამეწერა. მარა მაფიას ერთი რაღაცააქ რაც ექშენში ტოვებს და როლფლეიში არ უშვებს, განგსტერიხარ და მეტი არანაირი აქტივობა არ გაქ. მაფიის სეთინგში, ოუფენ ვორლდში, ჩვეულებრივი ტიპი, მაგალითად მამის მკვლელობის ამბავს რო იძიებდე, ეგ უკვე სხვა თემა იქნებოდა. და ეგეთი ისტორიების შესაქმნელად, როგორც უკვე რამდენიმე შედევრალურმა თამაშმა დადო, გვჭირდება მთავარი გმირის საინტერესო რუტინა, რომელიც შერწყმული იქნება და სწორად გააზავებს მეინ სთორილაინს.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#28 » 06 Jun 2017 17:57

ხო არ მითამაშია ეგენი და არ მინახავს ეგ მომენტი კარგად და შეკრულად შესრულებული.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#29 » 06 Jun 2017 23:50

ემულატორით შენმუს თავისუფლად ითამაშებ და ბულის თანამედროვე საზომებითაც უქაჩავს ვიზუალი. ნახე თუ არ დაგეზარა და მერე გავაგრძელოთ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#30 » 07 Jun 2017 00:35

ითამაშება შენმუ ემულატორით? არ ვიცოდი. შეილება მაგისი დაწყება. ბული ვცადე და კამერა ვერ შევირგე და კონტროლი 2 წლის წინ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: What Is Modern Roleplay?

Unread post#31 » 07 Jun 2017 12:05

სლეიერამ დახურა ორივე ნაწილი და ხარისხიან კონსულტაციას გაგიწევს :)

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 68 guests


cron