They Should Remaster, {General Topic}

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

They Should Remaster

Unread post#1 » 01 May 2017 12:15

როგორც ჩანს ძველი თამაშების განახლება მომავალში ბევრად უფრო აქტუალური თემა იქნება. რაც იდეაში ყველა მხარეს აწყობს. დეველოპერისთვის მომგებიანია, თამაშისთვის გადარჩენის საშუალება და ახალი თაობის მოთამაშემდე მისვლის შანსი, ხოლო ბებრებისთვის საინტერესოა საყვარელი თამაშის გათანამედროვებული ვერსიის ნახვა.
და მოდის ხარისხის თემა. ბევრი იტყუება, მარა რაც უფრო იზდება თამაშების განახლების ფაქტები, მით უფრო მეტია კრიტიკაც და კონტროლიც, ამიტო მოტყუებაც ნაკლებად ჭრის.

იყოს რემასტერების საერთო თემა. რა როგორი გამოვიდა, რისი ლოდინი ღირს, და მთავარი.
როგორ ფიქრობთ რა თამაშების Remaster დროა? რომლების Remaster ვერსიები იქნებოდა ყველაზე საინტერესო სანახავი?
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#2 » 07 May 2017 19:12

კაი მე დავიწყებ.

S.T.A.L.K.E.R. - სამივე სერია.
თითქმის ყველა ტექნიკურ თემაში შეილება თამაშის გიგანტური ნაბიჯით წინ წაწევა. არაფერი არ უვარგოდა თავის დროზეც და ყველა ელემენტი დასამუშავებელი იყო. პროსტა სამყარო იმდენად მაგარიაქ ყველაფერი აიტანა. წარმოდგენა მიჭირს ეხა თანამედროვე ძრავზე (მამენტ ვიდეო იყო, მარა ოფიციალურს ვგულისხმობ), იმ კვადრატული ანიმაციების მაგივრად დინიამიური მოდელი, მტრებზეც და ენპისიებზეც, ადამიანური განათების ეფექტები, დღეღამის მონაცვლეობა, ამინდი (ქარი), გადამუშავებული აგურივით იარაღები. თამაშის მეორე დაბადებასავით იქნებოდა.
კვაზი-mode

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#3 » 08 May 2017 00:49

სტალკერზე ერთი ისაა, რომ რემასტერების ამბავში მთავარია ჭუჭყიანი და გაფუჭებული გრძნობა არ დაიკარგოს. ვფიქრობ მთელი ის მინუსები რაც ჰქონდა, რაღაც მაზოხისტური გზით პირიქით, ეხმარებოდა კიდეც სტალკერის ატმოსფეროს აღქმაში. საბჭოთა', დაჟანგებული, გატეხილი თამაში იყო საბჭოთა', დაჟანგებულ, გატეხილ რამეზე

მაგრამ თან ღირს ცდად
ასის მაგივრად ათასი რომ უნდა გაზომო და ისე რომ უნდა გადაჭრა
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#4 » 08 May 2017 01:34

ხო აი რისი ხაზგასმაც დამავიწყდა ისაა რო თვითონ თამაშის შემქმნელი თიმი უნდა აკეთებდეს ნებისმიერ ვარიანტში. რაც სტალკერზე ალბათ შეუძლებელი იქნება, იმიტო რო მგონი რაღაც განხეთქილებებს და დაყოფას ქონდა ადგილი.


Parasite Eve - პირველი ორი ნაწილი. არც ჭირდება პირველი რეზიდენტის დონის რემასტერი. უმარტივესია დღევანდელი გათვლებით ამის დაბალი დონის პრერენდერის დახვეწვა, ან მოდელების. განსაკუთრებით პირველის.

Fear Effect - ესეც ზუსტად იგივე მდგომარეობაა რაც ზედა. მარა ამის ვიზუალური მხარე თავის დროზე ძალიან მაგარ ატმოსფეროს იძლეოდა, ეგეთი ჩაძირული არასდროს არ ვყოფილვარ კიბერპანკში. თანამედროვეს ვნახავდი დიდი სიამოვნებით.

Driver - პირველი ნაწილი. 18 წლის წინ გამოვიდა და ანალოგი არ ყავს. ხმები, ფიზიკა, მისიები იგივე რო დატოვონ და მარტო ვიზუალი განაახლონ დარწმუნებულივარ ისევ გაისვრის.

Red Faction: Guerrilla - სუფთა ტექნიკური ელემენტების დემონსტრირებაზე გათვლილი თამაში, რომელსაც ძალიან ბევრი ემოცია მოქონდა. გათანამედროება საერთოდ სხვა დონეზე გაშლიდა.

Need For Speed Underground - პირველი ორი სერია. დატოვონ ხელუხლებელი ყველაფერი ვიზუალის გარდა და გამოვა უმაღლესი დონის კანფეტი. იმას მაინც გავიხსენებთ ამდენი მძღნერი ნაწილის მოთმენა რატო გვიწევს.

Comix Zone - ესეც უნიკალურია თავის მხრივ. უბრალოდ დახვეწვა უნდა რაღაც მოემენტებს, რო თანამედროვე მონიტორებზე ბუნებრივად გამოჩდეს. და არა გადახატვა რაც საცოდავ ჯიმს უქნეს...

The Witcher - მე ძალიან მაგარ კრასოტკად მახსოვს, მარა ეხა სქრინებს რო უყურებ ცრემლები მომდის. ძაან პატარა წრემ დააფასა რეალურად ამ თამაშის სიმაგრე და მესამეს გამოცდილებით ონავ რო ხელი შეავლონ მაგარი საჩუქარი იქნება.

System Shock 2 - ბიოშოკის რემსატერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამისი კიდე უფრო საინტერესო გამოვიდოდა.

Thief: Deadly Shadows - ისეთი ვიზუალიაქ რო თამაშობ გგონია რო გრაფიკა დაწეული ვარიანტია. ძალიან ცოტაზე უნდა ხელის წაკვრა და უსერიოზულესი ეფექტი ექნება.

Gothic II - ეს უპატრონო ხო თითქმის ყველას უყვარს, მარა ყველა დატანჯა ვაფშე. ეხა რო რაღაც ყ...ს უშვებენ ამის ავტორები, მაგის მაგივრად მეორე გოტიკის გათანამედროვებული ვარიანტი რო დაედოთ ყველასთვის კარგი იქნებოდა. მარა მგონი ეხაც არ გამოუვიდოდათ ))

Beyond Good & Evil - ფერებით და მარტივი ტექსტურებით იყო მთელი თამაში აწყობილი, ამიტო ამის რემასტერის იდეაც არ მგონია ცუდი.

Psychonauts - იგივეს ვიტყვი აქაც. ულამაზესია თავისი კრივოი ერთ პოლიგონიანობითაც.

Commandos 2: Men of Courage - ამას არაფერი არ ჭირდება გარდა ოფიციალური თანამედროვე ვერსიის, რომელიც უპრობლემოდ ჩაირთვება თანამედროვე ოსზე და ექნება მონიტორების მხარდაჭერა. ისეთი ვიზუალიაქ არასდროს არ დაძველდება.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#5 » 08 May 2017 14:23

კიდევ ერთს დავამატებ - Freedom Fighters
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#6 » 21 May 2017 02:05

No One Lives Forever <3
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#7 » 24 May 2017 01:32

Bully: Scholarship Edition
ზუსტად იმ მომენტზეა როცა იმდენად ძველი არაა რო რემასტერს სერიოზული ძალები დაჭირდეს და მეორეს მხრივ ვფიქრობ რო ძაან მაგრად შეირგებდა ახალ ტექნოლოგიებს.
ამ თამაშის ატმოსფერო ცალკე მოვლენაა.

The Saboteur
ანალოგიური აზრისვარ ამაზე. დაჟე უფრო უკეთესი ვარიანტია.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#8 » 11 Aug 2017 01:29

გემრიელად შეავსო კაცმა აქ მოყვანილი სია
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#9 » 15 Nov 2017 11:43

კიდე ერთი ტოპი ამ თემაზე

ცალკე ბიზნესის განშტოება უნდა გახდეს ამ თამაშების დაბრუნება წესით.
ბიოშოკი ხო ვაფშე არაფერი თითქოს, მარა საქმეზე უნიკალურ რამეს იღებ. ერთის მხრივ, თამაშში დაბრუნება თუ გინდა და მიზეზი არ გაქ ხო ყველაზე კაი საბაბია და მეორეს მხრივ, თუ სწორი ხალხი აკეთებს ფაქტიურად ძველი კლასიკის კიდე უფრო გაუმჯობესებული ვერსია იდება, რომელიც დროსაც უფრო გაუძლებს და რაღაც მითი არ გახდება.
კვაზი-mode

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Re: They Should Remaster

Unread post#10 » 15 Nov 2017 21:40

ვამპირები ისე მომეწონა, სტიმზეც მაქს.

მოვა დღე და დიდ დიდ მასალას მივუძღვნი მაგ თამაშს. მანამდე ერთი ორი სხვა პროექტი მელის.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests