Mortal Kombat vs Tekken, გამოკითხვა

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /

Poll: Mortal Kombat vs Tekken

Mortal Kombat
2
40%
Tekken
3
60%
Total votes: 5

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Mortal Kombat vs Tekken

Unread post#1 » 10 Mar 2017 14:42

ამ ორ თამაშს შორის სხვაობა ალბათ ყველა მათ შემადგენელ ელემენტს ეხება და სუფთა შედარების და უკეთესისის გამოვლენის თვალსაზრისით სისულელეა. მარა არი სხვა კუთხე რომლითაც ვფიქრობ, რო ყოველთვის ედრებოდა. ორივე ძალიან ცნობილი იყო აქ და გარკვეული კულტურის ნაწილადაც იქცა. რათქმაუნდა იყნენ და არიან ჰარდკორ მოთამაშეები, რომელთა რიცხვშიც მე არასდროს შევდიოდი, მარა ორივე თამაში თავისებურად მომწონდა. MK თავის "კრუტოი" სტილისტიკით, პირველი, მეორე ფილმით და რაცმთავარია საუნდტრეკით. მეორე მხარეს შედარებით მარტივად ასათვისებელი Tekken სუფთა Fანით და ორიგინალური საბრძოლო ტექნიკებით, რომელშიც შედარებით სერიოზული მიდგომის გარეშეც შეილებოდა სიამოვნების მიღება. ერთი სიტყვით თქვენი პირადი ფავორიტი:

>>>
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Mortal Kombat vs Tekken

Unread post#2 » 10 Mar 2017 17:43

ქართულ რეალობაში პრინციპში მართლა ეს ორი იყო ცნობილი კონსოლებიდან გამომდინარე - სეგაზე MK და Sony-ზე Tekken. სიღრმის თვალსაზრისით Tekken 3 ჯობია, სისწრაფის თვალსაზრისით MK2 და UMK3. მიჭირს გამორჩევა ძალიან :D
ზოგადად სტილისტიკა MK-სი მომწონდა ყოველთვის, Street Fighter-იც ძალიან კარგი იყო, განსაკუთრებით ანიმე აღვიძებდა მაგ ინტერესს. Tekken-ის სამყარო მეზიზღება, უინტერესო და უაზროა. დღეს სუფთა თამაშის თვალსაზრისით, როცა Tekken-იც ძალიან ასწრაფდა hardware-ის ხარჯზე, ფაქტიურად იმ სეგმენტშიც არანაკლებია რაშიც MK და 2D fighting-ები არის ძლიერი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Mortal Kombat vs Tekken

Unread post#3 » 11 Mar 2017 13:17

ტეკენის სამყარო მეც არ მევასებოდა არასდროს. MK ბევრად შეკრული და გამოყვანილია სტილის ამბავში, მარა ტეკენში ჩისტა გეიმფლეია დადებითი. MK-ს სწავლობ და მერე საკუთარი სკილით იწყებ სიამოვნების მიღებას, რომელი სიღრმეც ტეკენშიც არი, მარა ტეკენის მექანიკა გართობის საშუალებასაც გაძლევს. შეილება რო ერთი სამი ნუბი დაჯდეთ და მაგრად იკაიფოთ, MK ნაკლებად, SF ხო საერთოდ არაა ეგ მომენტი. ერთი სიტყვით ჩემი ხმა ტეკენს

პ.ს. Soulcalibur იყო არანაკლებ მნიშვნელოვანი ვეში ჩემთვის და ისიც ზუსტად მაგ ელემენტის გამო მიყვარდა. ანუ იწყებდი გართობით და ნელნელა, ძაან დინამიურად იხვეწებოდი, ბუნებრივად გიჩდებოდა სიახლეების დამუღამების სურვილი და ისე არ იყო რო ტრეინინგში შესულიყავი თავიდანვე კომბოების საათობით გასარჩევად. ძაან დიდიხანი ვერთობოდით მაგით და იასნა ერთმანეთსაც ვხოცავდით, მარა წაგების გულში ჩადება და ეგეთი მარაზმი არ ყოფილა
რაცმთავარია ))
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests