Best Games of 2016, გამოკითხვა / დისკუსია

გახსენით {საერთო თემები}{ჩამონათვალი}{ხმის მიცემა}{კითხვები}{შედარებები}
User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Best Games of 2016

Unread post#1 » 31 Dec 2016 12:07

იქიდან გამომდინარე რო წელს ძაან ცოტა დრო მქონდა სათამაშოდ, გამოსული თამაშების 80% არ მინახია. რის გამოც 2016 წლის საუკეთესო თამაშების გარჩევის თემა ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. უყურე რამდენიმე ცნობილ, ან ნაკლებად ცნობილ youtube-რების ტოპებს და ორიგინალური რაღაცეები დადეს. ფაქტია, რომ 2016 AAA და გაღორებული კომპანიების წელი არ ყოფილა და მარტო ამ ფაქტის გამოც აღსანიშნავი პერიოდია.

დავწეროთ პირადი გამოცდილებით საუკეთესო პროექტები რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა და ასევე დავწეროთ თამაშები რომლებზეც ვფიქრობთ რომ აუცილებლად საცდელია. ერთი სიტყვით თავი მოუყაროთ იმ თამაშებს რომლებიც უნდა ვიცოდეთ ამ წლის მაშტაბით :bats:
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#2 » 31 Dec 2016 15:01

რამდენიმეს ჩამოვწერ რასაც ზოგს დადებითად და ზოგს უარყოფითად ჩემი ყურადღება შეეხო.

ჩემი ფავორიტები:
Dark Souls 3
Witness
Last Guardian ამას უთამაშებლად ვაფავორიტებ )))

დალშე პოპულარულები ესენი მახსენდება:
Dishonored 2
Deus Ex: Mankind Divided
Doom
Uncharted 4
Ratchet & Clank (რიმეიქი PS4-ზე, რომელიც ეჭვიც არ მეპარება რო უბადლო თამაში იქნება)
Final Fantasy XV
Street Fighter V

ინდის ცალკე გამოვყოფ:
Abzu
Inside
Firewatch
No Man's Sky
Hyperlight Drifter
Banner Saga 2
Owlman
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#3 » 31 Dec 2016 15:35

რაც ვითამაშე წელს და მახსენდება ეხა ყველაზე მეტად მომეწონა
Witcher 3 : Blood and Wine იმენა შვებულებაში გამიშვა
დალშე მომეწონა
Dungeon Rats - ძაან გემრიელი და რთული ტაქტიკური კომბატიზა.
Batman Arkham Knight - გემრიელი დახვეწილი გეიმპლეი და გახსნილი სამყარო
Deus Ex- გეიმპლეის გამო, სთორი არ ვარგოდა

დალშე ეხა არაფერი მახსენდება, სხვები kinda ok იყო.
ინდი თამაშები მინიმალისტურ/არტი სტილში აღარ მიზიდავს და არ ვთამაშობ. რაღაც ჟანრივით იქცა უკვე და ერთგვაროვანია ძაან აღარ მაქ მუღამი, განსაკუთრებით ექსპლორაციაზე, walking simulators და პაზლები უკვე ძაან კლიშე პონტია. უფრო Dungeon Rats-სავით კაი გეიმპლეიზე აგებული აგებულ ვეშებს ვუყურებ, ან ვინმე თუ ახალ საინტერესო გეიმპლეის ცდის მაგალითად transistor.

რაც ჯერ არ მითამაშია მაინტერესებს
Mafia 3
Doom
Dishonored

ჩემი გემოვნებისთვის 2017 წელს უფრო საინტერესო line up-ია. RPG-ების თემაში, Red dead etc.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#4 » 31 Dec 2016 18:47

ახლა დავფიქრდი და ვერც გავიხსენე უცებ წესიერად წელს გამოსული თამაშები რომლები იყო
ნუ dark souls 3 რათქმაუნდა. თამაშიცაა და თამაშიც

deus ex: mankind divided კიდევ
შესანიშნავი თამაშია შესანიშნავი გეიმპლეით და ატმოსფეროც ძალიან საკაიფოდ მოაქვს
არ დამიხურავს და სთორიშიც არ ვარ ძალიან წინ წასული
არ ვიცი სთორის უტრაკებს ყველა, აი ჰელვოკერმაც აღნიშნა, საწყენია ნამდვილად მაგრამ ჰაილაითი ნამდვილად არის.

firewatchი წელს იყო? ძალიან მაგრად გამისწორა მაგან, ცადეთ როცა მოახერხებთ



ყველაზე მეტად რაზეც გული მწყდება რომ ვერ მოვახერხე ჯერ თამაში არის Doom
გული მიგრძნობს თხუთმეტ წელს მომაკლებს ეგ თამაში
last guardianი კიდე :3

ნუ კიდე uncharted 4
და dishonored 2
იმედი მაქვს 17ში ავითვისებ ამეებს და უფრო მეტი კარგი თამაშიც გამოვა
rpgები გვინდა

რა გამოვიდა კიდე წელს? ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#5 » 31 Dec 2016 18:59

რავი ასეთ ლისტებში შეილება ნახვა ალბათ :D
http://www.gamespot.com/best-of-games-2016/
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#6 » 31 Dec 2016 22:04

უი უი რა თამაშები გამომრჩენია <3
battlefield 1საც ვითამაშებდი სიამოვნებით მილიონის გადახდა რომ არ გიწევდეს რეალური იქსფერიენსის მისაღებად

xcom 2 <3
ახალ ჰიტმენსაც მოსინჯავდა კაცი
და civilizationიც
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#7 » 01 Jan 2017 00:28

თითქმის არაფერი არ მითამაშია, სევდა მომაწვა რო ვნახე ეხა )))
ნუ PS4 თამაშები ვითამაშე ძირითადად, იმიტო რო იქ რო ვარ ძაან მსიამოვნებს როცა არი ხოლმე საშუალება.

Ratchet & Clank ვითამაშე და რო არ მოგატყუო დიდი ვერაფერი. ანუ საკაიფოა, მარა არაფერი განსაკუთრებული. არც ჩელენჯი არაა რამე გამორჩეული, არც ლეველდიზაინი არაა საინტერესო. ანუ მსგავსი თამაშების პლიუსები რაც არი. სადღაც 90% დავანებე თავი, მარა ცუდიც არაა.

Uncharted 4 ვითამაშე კიდე და სტატიას ვწერ "უკვე ორი კვირაა" მთლიან სერიაზე, ამიტო სპილერი არ მინდა. ერთს ვიტყვი რო მულტიფლეიერი აქ სასწაულად მაგარი. 41 lvl ვარ და სადღაც 140 საათიმაქ ნათამაშები. სერიის საუკეთესო ნაწილია ყველა ასპექტში.

Battlefield one ვითამაშე კომპანია და საკაიფო იყო, ძველი დრო გამახსენდა, პროსტა ჯოისტიკით ძაან ტასკაა რა. რულით რო RPG ითამაშო იგივეა ჯოისტიკით ამის მულტიფლეიერის თამაში. ვიღაც ალბათ შემაგინებს, მარა ნუ მე ვერ შევეგუე (მითუმეტეს Uncharted ბოდრი TPS მულტიფლეიერის მერე)

The Witness მოვლენაა რათქმაუნდა, ყოველთვის ჩელენჯი იქნება ეგ თამაში და თავის სიმაღლეზე იდგება, მარა მე სერიოზული პრეტენზიები გამიჩნდა და დავასაბუთე კიდეც თავის თემაში. არ შეილება რო თამაში გავდეს მძიმე სამუშაოს. მაგრამ იმდენად საინტერესოა, რო მენატრება და მინდება დაბრუნება.

აქ მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება
ანუ თამაშები რომლებიც არ მითამაშია მარა მგონია რო მასთია და თვალი დავადგი სამომავლოდ:

Dark Souls III - ეს რაღაც მამაშვილურ მოვალეობათ მაქ დასახული ისე მინდა, მარა ყიდვა მინდა და ალბათ ჯერ კიდე მენდომება რამდენიმე თვე
The Last Guardian - ეს გაქირავება თუ ამუშავდა უეჭველი გვექნება და თუნდაც მარტო მაგიტო ვიჩალიჩებ რო ამუშავდეს
Hyper Light Drifter - არვიცი მარა მაგრად მიყვარს პიქსელარტი და რაცარუნდა ტრაკში პერო ტენდენციას ვემთხვეოდე მკიდია სერიოზული შუბლშეკრული სახით. ძალიან მომწონს და მგონია რო ვიზუალითაც და გეიმფლეითაც ფლობს თემას.
Stardew Valley - ჩისტა უჩვეულო ექსფერიანსების გამო და ვიზუალის რომელიც ასევე ძაან მომწონს. + ნაკლები აგრესია და მეტი საინტერესო საიდ მექანიკა.
Samorost 3 - მაშინარიუმი არი გულის წამალი და უბრალო სიუჟეტის მიუხედავათ სუ დარჩება. Botanicula/სამაროსტის სერია არი პრიცელში მთლიანად.
Inside - ეს ძაან ტრენდულია და არმიყვარს ჰაიპების მოდნი პროექტებით გატაცება, მარა თუ ლიმბოს პირველი 30% ვით არი მთელი თამაში მაშინ ვიქნები თემაში.
ABZÛ - ვაფშე წყლის ქვეშ რაც ხება მა.... და ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი რატო. ამის ყიდვა მოვალეობა იყო.
Furi - ძაან სტრანნი ვიზუალის და ახალი ექსფერიანსის დიდ კვალს ტოვებს. უნდა ინახოს.
კვაზი-mode

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#8 » 01 Jan 2017 23:39

battlefield კომპანიამ გაგისწორა? ვა აი ამას კი ნამდვილად არ ველოდი. ვითომ ძველი medal of honorების დუხი მოაქვს?
მე multiplayerის ამბავში ვუყურებდი მაგას და ძალიან გამიხარდა ახლა რაღაც პონტში სინგლიც თუ მოიტანს თავისას

ისე კი ჯოისტიკით bfს თამაშს განსაკუთრებული ხიბლი აქვს ;დ ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამას თუ ვიტყოდი მაგრამ მართლა ეგრეა
ოდნავ შეჩვევა უნდა და რაღაც უფრო დაბალანსებულ და დაღვინებულ თამაშს იღებ ვიდრე დავუშვათ მაუსით და კლავიატურით
უფრო ნელი და გააზრებული ბრძოლა მიდის

uncharted 4ის multiplayerზეც დაახლოებით ისე ვიყავი განწყობილი როგორც ბფ1 ის სინგლზე ;დ

ბაჩო თოვლის ბაბუა ხარ <3 ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Gameover Top 2016 Games

Unread post#9 » 01 Jan 2017 23:51

კომპანია აქ საკმაოდ კარგი. მთლიანად არ მინახია, მარა რაც ვნახე მართლა ქონდა ძველი medal of honor-ების მუღამი. მულტიფლეიერზე საინტერესო რაღაცას ამბობ, თავიდან მართლა ვერ მიხვდები რო შეილება მაუსს ჯობდეს რაღაც პერიოდის მერე. თუ მექნა საშუალება და მუღამი ჩაუჯდები კიდე.

uncharted 4 მულტიფლეიერი მართლა მასთია. ძალიან გასართობია რაცმთავარია. ანუ წაგების და სიკვდილის გამო გაბოროტების თემა მინიმუმია. ეგ მომენტი BF-შიც არაა დიდი ჩემი აზრით, მარა აი კაუნტერი და დოტა არაა ნამდვილად. არც ფრაგერობაზე არ დებ თავს, უბრალოდ ექშენ სიტუაციებით ტკბები და ხანდახან ძაან სერიოზული რემბო რო გამოდიხარ გისწორდება. თან პერკები და ოთხი სახის სპეშალები გაქ + იარაღების განვითარების სისტემა, რაც საკმაოდ ღრმადაა გაკეთებული, სუ რაღაცის გახსნას ჩალიჩობ და თან რეალურად საინტერესო ბილდებს აწყობ. შეილება რო პისტოლეტით და სტრატეგიულად აწყობილი დანარჩენი ბილდით ისე დაასუფორთო თიმი რო სუ პირველზე გახვიდე და თამაში ერთმა მოთამაშემ შემოაბრუნო.
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests