Greatest Endings, გამოკითხვა / განხილვა

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Greatest Endings

Unread post#1 » 15 Oct 2016 21:24

ორმაგი დატვირთვის ტოპიკია რომელიც 2 კითხვას სვავს.

1) რომელია საუკეთესო ენდინგი თამაშებში თქვენი აზრით
2) როგორი ტიპის ენდინგი სჯობს თქვენი აზრით ?(1 ენდინგი გაწერილი ბოლომდე, Fallout-ს 300 ენდინგიანი სლაიდშოუ, გოთიკის 3 მთარი ენდინგი, Game Over რო გამოაქ უცერემონიოდ ეკრანზე)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Best Game Endings

Unread post#2 » 15 Oct 2016 21:45

ჩემთვის საუკეთესო ენდინგის ექსპერიენსი იყო Planescape Torment, რადგან კულმინაცია აერთიანებდა თითქმის ყველა ასპექტს და თემატიკას რომელიც მიყვარს. მიზანმიმართული და მთლიანად თამაშის ისტორიიდან გამომდინარე იყო, დეუს ექს მანქანასავით არ იყო შეთხრილი ბოლოში. ქონდა დამაჯერებელი მაგრამ საინტერესო პლოტ ტვისტი რომელიც ასევე არ არღვევდა სიუჟეტურ ხაზს. ეხებოდა ახალ და საინტერესო კონცეპტებს რომელიც ფანტაზიას აღძრავს, რის გარეშეც ჩემი აზრით ფენტეზი ფენტეზი არ არის და უბრალო ალეგორიული სკინი ხდება. იყო თან ძალიან პერსონალური და ასევე წარმოუდგენლად ეპიკური ტონის და მნიშვნელობის.

► Show Spoiler

ენდინგის ტიპს რაც შეეხება, იმის მიუხედავათ რომ თვითონ თამაშის პროცესში მაქსიმალურად ვემხრობი არჩევანის მრავალფეროვნებას და მოთამაშის მიერ მართულობას, რის გარეშეც ჩემი აზრით თამაშები აკნინებს თავის ინტერაქტიულ ბუნებას და მედიუმის ღირებულებებს. ედნიგზე როცა მიდგება საქმე რამდენიმე ენდინგები და სლაიდშოუები და ა.შ. აუფასურებს ხოლმე ჩემთვის ისტორიას. განსაკუთრებით როცა ენდინგის ტიპი წყდება თამაშის ბოლო მომენტში არჩევნის გაკეთებით. ეგრევე მაგდებს იმერსიიდან და ჩართულობიდან ისტორიაში.

ენდინგის ინტერაქტიულობა მომწონს უფრო პატარა დოზებში და როცა ეს მთელი შენი თამაშის პროცესის შედეგით გამომდინარეობს, რომ შეგექმნას შეგრძნება რომ იმსახურებ ამ ენდინგს და შენი არჩევნების, შეცდომების და შრომის შედეგია. მაგალითად ძალიან კარგი მაგალითია Mass Effect 2-ის სუიციდის მისია, სადაც ვინ იქნება ენდინგში შენთან ერთად და ვინ გადარჩება დამოკიდებულია იმაზე თუ შეუსრულებ ხალხს პირად მისიებს და რამდენად კარგად მოემზადები ბოლო ბრძოლისთვის. თუმცა ნაკლებად ფორმალური ფორმით რომ იყოს და ერთზე მეტ მისიის შედეგით ისაზღვრებოდეს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Best Game Endings

Unread post#3 » 15 Oct 2016 23:22

ენდინგებში სლაბივარ. ენდინგის არჩევანს დღემდე ვერ დაუჭირე მუღამი და მაინც უფრო განსაზღვრული, არა ეპიკური, მაგრამ საინტერესო ენდინგები მომწონს. ვაფშე დრამატული მამახსოვრდებოდა ყველაზე დიდხანს, აი ამბავი რო სრულდება, მაგრამ გმირის ბედი მაინც განუსაზღვრელი რო რჩება. სამყაროს ვერ შეცვლის და არც არასდროს ცდილობს ამის გაკეთებას, უბრალოდ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა უწევს. ნანახი ამბავი მხოლოდ რაღაც მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო მისი ცხოვრებიდან. სულიერი ძმასავით რო ემშვიდობები პერსონაჟს, რაღაც საერთო ტკივილი და სევდიანი ნოტა რო რჩება.

არ მევასება როცა უარესით მთავრდება, ანუ ტვისტი რო იჩითება და ვსო ვჟოპუ, ი პაშლი ნახუი ))
არ მევასება როცა 30 საათიან თამაშს ბოლოში მიიყვან და პროჭი აღმოჩდები ))
არ მევასება სიცარიელეში რო გტოვებს ენდინგი, ანუ დამატებითი განმარტების ლოდინი რო გიწევს
არ მევასება ძაან ორ აზროვანი ენდინგი სადაც შენი ინტერპრეტაციის გარეშე ვერცერთ აზრზე ვერ შეჯერდები
კვაზი-mode

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Best Game Endings

Unread post#4 » 22 Nov 2016 04:41

თამაში სანამ დამთავრდება სუ ჩახლართული რო იყოს მაინც ნელნელა იასნდება ყველაფერი და სანამ სუ ბოლო სცენა დადგება უკვე მზად ხარ რაც უნდა მოხდეს, მაგეთებში ყველაზე მაგარი რაც მახსენდება ბიოშოკ ინფინიტი და საილენთ ჰილ 2 იყო და რაც შეეხება მოულოდნელ ენდინგს ისეთს რო არ ელოდები და უცბად ჟრუანტელი დაგივლის life is strange (უკან რო დააბრუნებ ყვლაფერს მაგ ენდინგზე ვამბობ) და to the moon ს ქონდა, ამ მეორეს ენდინგს პრინციპში მთლად მოულოდნელს ვერ დავარქმევ მარა მაგრა იმოქმედა მაინც

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests