WTF is Stealth?, გამოკვლევა > რა არის სწორი სტელსი?

სადისკუსიო < გამოკითხვა < შედარება < განცხადება < საერთო თემა
Riddick
Posts: 11696

WTF is Stealth?

Unread post#1 » 07 May 2016 04:04

>>>

ერთი პერიოდი სტელსი სერიოზულ ტრენდში იყო. მაშინ ყველა ექშენ თამაში დარწმუნებული იყო, რომ მასში სტელს მექანიკა უნდა ყოფილიყო შესული. და ნაწილობრივ ესეც დარჩა. მსგავს შემთხვევებში, სტელსი რაღაცის გარანტივით არი - გარანტი იმის, რომ თამაშის პროცესი არ იქნება ძალიან ერთფეროვანი... ეს ამბავი კი ზოგადად სტელსს, როგორც დამოუკიდებელ და სერიოზული პოტენციალის მქონე ჟანრს ხელს უშლის მისი რეალური პოტენციალის გამოვლენაში.

აქ მინდა თქვენი დახმარებით, ცოტა გავაცალო სტელს თავს მოხვეული ექშენი და გკითხოთ - რა არის თქვენთვის "სწორი" სტელსი ? და რა მექანიკებისგან უნდა შედგებოდეს ?

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#2 » 07 May 2016 10:01

სტელსი არის RPG -ს მერე ჩემი საყვარელი ჟანრი. მახსოვს Thief Metal Age იყო პირველი "ინტელექტურლუარი" თამაში PC -ზე რაც ვითამაშე. თამაშებზე ძირითადათ ბიძაჩემზე ვიყავი დამოკიდებული და ბიძაშვილებზე, მაგათ ქონდათ პატარა კოლექცია დაგროვილი და სულ შუტერებს თამაშობდნენ, შესაბამისად მეც მათი თამაში მიწევდა.

Thief რო დავინახე ბიძაჩემის ეკრანზე რაღაც გადატრიალდა ტვინში ეგრევე, "რეალისტური" გრაფიკის არათანამედროვე სამყაროს "ხმლებიანი თამაში" რაღაც სხვა მოვლენად წარმომიდგა თავიდანვე. მაგრამ ეს თამაშიც ექშენად გავიცანი რადგან მასე თამაშობდა ბიძაჩემი, Thief'ის მოუხერხებელი Melee კომბატით და ძალიან საკაიფო რეალისტური მშვილდის კომბატით 3~4 ჯერ დავხურე მთელი თამაში და მერე აღმოვაჩინე რომ ექსპერტ მოუდი ქონდა, უფრო რთული და მეტი მისიებით და მაგას ჩავუჯექი.

ერთ დღეს ვთამაშობდი მისიას სადაც ძალიან დიდი ქალაქის რუკაა, ბევრი მცველით და ბევრი მისიით. მინი გახსნილი სამყაროს ექსპერიენსი. რაღაც მომენტში ჩამოვვარდი სიმაღლიდან, თითქმის მოვკვდი და Quick Load -ის მაგივრად Quick Save დავაჭირე. თავიდან დაწყება არ მინდოდა მისიის, მაგრამ მტრები იმდენი იყო ძნელი იყო ძაან ყველას მოკვლა ისე რომ ერთხელ მაინც არ დაერტყათ შენთვის და ამ მომენტში იძულებული ვიყავი სტელზისთვის მიმემართა და მანდ აღმოვაჩინე რომ მთელი ახალი განზომილება ამოვხსენი.

რამდენიმე თვის მერე თვალებდახუჭულს შემეძლო ოთახში ფეხის ნაბიჯის ხმით დამეფიქსირებინა რამდენიმ მცველი იყო სად, შემეძლო მცველების პატრულის გზის დამახსოვრება და ინსტინქუტრად გაპარვა მათ შორის და მტრის მიერ დანახვა ან მტრის მოკვლა იქცა სასირცხვილო წაგების წინაპირობად. ეს ყველაფერი ისე რომ სიტყვა Stealth საერთოდ არ გამეგო და ისიც არ ვიცოდი რომ მაგ ჟანრზე იყო მორგებული თამაში.

მაგის მერე ყველა თამაშს ვცდიდი რომელშიც მიპარვის მექანიკები იყო, თუმცა აქამდე მარტო Thief, Hitman და MGS 5-ზე ვიპოვე სტელზი რომელიც მომეწონა.

Stealth-ის განსაზღვრება და ფილოსოფია არის "An art of deception", "მოტყუების ხელოვნება". შენ ატყუებ თვალს, სმენას, გონებას და დამალობანა ამ ტყუილის მხოლოდ პატარა ნაწილია. შეიძლება მიწაზე გაწოლილი მიხოხავდე და თვალის ხედვის არეალს გაურბოდე, შეიძლება შენი გარეგნობა ან პიროვნება შენიღბო და ფიზიკურად დაუმალავად მოატყუო თვალი და გონება.

არაფილოსოფიურად კი სტელზის მუღამი ჩემთვის არის:
*ძალიან სარისკო და მაღალი სკილის მომთხოვნი მანევრები, შესრულებული იმპროვიზაციის და გარემოს ტაქტიკურად შესწავლის ხარჯზე.
*ფარული სამყაროს შეუმჩნეველ ნაწილად ყოფნა, იმ შეუმჩნეველ ნაწილად რომელიც ამ სამყაროს ნამდვილ შეუნიღბავ სახეს ხედავს.

ჯერ რუკაზე სწავლობ და ცდილობ სივრცულად წარმოისახო გარემო სადაც მოგიწევს ნავიგაცია, მერე აკვირდები მცველებს მენტალურ სურათს იწყობ მათი ტრაექტორიებს. ფორმულირებას უკეთებ უხეშ გეგმას, ღრმად ჩაისუნთქავ და იმპროვიაზიის და სკილის ხარჯზე ახორციელებ გეგმას.

ეს რაღაც თეატრის პერფომანს გავს ან ორკესტრის დირიჟორობას. რაღაც მოვლენების ჯაჭვია, რომელიც თუ იმპროვიზაციის და სკილის ხარჯზე შეიკრა ქმნის ერთგავრ კომპოზიციას. როდესაც უზარმაზარი, მცველებით და კამერებით სავსე ოთახის ნავიგაციას მოახდენ ერთი ცდით, ან იდეალურად დაგეგმილ ასასინაციას განახორციელებ და სუფთად გამოიპარები უკან ძალიან მაგარი, ადრენალინით სავსე და კრეატიული feel მოდის.

ამასობაში თუ სამყარო სრულ იმერსიაში გაქცევს, გაძლევს საშუალებას სხვების პირადი ცხოვრება ნახო სხვა კუთხით კიდევ უფრო ივსება ექსპერინსი და სრულფასოვანი ხდება. წვიმიან ღამეს სახურავის კიდეზე ჩამოკიდული რომ მიიპარები და ფანჯრიდან გესმის ცოლი როგორ ცდილობს ქმრის მანიპულაციას რომ მოითხოვოს უფროსისგან ხელფასის მომატება, ან ნაგვის ყუთიდან ამოღებული 5 დაუმთავრებული წერილის წაკითხვით ხედავ როგორ ცდილობდა კაცი შეყვარებულის ხან მოთაფლვას, ხან გალანძღვას და ხან მისთვის პატიების თხოვნას და წერილზე ხელის ჩაქნევის მერე მერე პოულობ ამ კაცს გალეშილს ბარში. რაღაც სხვანაირ დონეზე ცოცხლება ესეთი დეტალებით, პერსონაჟებიც, სამყაროც და შენი ექსპერიენსიც.

იმისთვის რომ სტეალზის ესეთი ტიპის სიამოვნება განიცადო:
*თამაში არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. შეიძლება მთელი მისია არ გქონდეს გახსნილი, მაგრამ საკმარისად დიდი არეალები უნდა გქონდეს თავისუფლად გადაადგილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ თამაშობ თაიმინგიან Puzzle თამაშს და საკუთარ იმპროვიზაციას კი არ ახდენ, დიზაინერის Puzzle ჩანაფიქრს ხსნი.
*არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენი გმირი იყოს ყველა პერსონაჟის ინტრიგების "ძუკნა", სადაც ყველა ვისაც არ ეზარება სიუჟეტურად ახერხებს რომ მოგატყუოს, გამოგიყენოს და არანაირი კონტროლი არ გაქვს საკუთარ ბედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ არ თამაშობ "მოტყუების ხელოვნების მასტერს" ეს კი აუცილებელია სტელზის იმერსიითვის.
*აუცილებელია საკმარისი სიღმე ქონდეს გეიმპლეის და AI's, და ინტერფეისი იყოს მორგებული იმერსიაზე. არავითარ შემთხვევაში არ შეილება გქონდეს ინტერფეისის ელემენტები რომელიც იმერსიის დარღვევით გამცნობს მტრის ადგილმდებარობას, ხედვის არეალს და ა.შ. ამის ამოცნობა და გათვლა არის მთელი მუღამი სტელზით სიამოვნების.
*აუციელებლია სამყაროს ქონდეს სიღრმე და იყოს დინამიური. რაც მთავარია ცოცხალი და პერსონაჟები ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, და მათზე მიპარვით ან მათ ოთახში შეპარვით შეგეძლოს მათ ფარულ ცხოვრებას და საუბრებს დააკვირდე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#3 » 08 May 2016 18:06

მე იმიტომ მევასება სტელსი რომ მაგ დროს მეთვითონ ვგრძნობ თავს ცუდ პერსონაჟად თამაშში, მაგ დროს კარგავს აზზრს თამაში ძნელზე გაქვს თუ მარტივზე, მტრებს სათამაშოებად აქცევ და აწვალებ როგორც გინდა, კარგი ხარისხის რომაა სტელსი მაგ დროს გეძლევა საშუალება რომ ერთიდაიგივე თამაშს სხვადასხვა გადმოსახედიდან შეხედო, ჩემთვის სტელს ელემენტები თამაშში იგივეა რაც თამაშში ორი გზა რო იჩითება, ერთი ძირითადი და მეორე კიდე პროსტა გამოსაკვლევი, მაგ დროს ეგრევე მანდ მივდივარ ხოლმე და აქაც ეგრეა, ძაან ვაფასებ როცა ხარისხიანი სტელსია თამაშში და არასდროს მინდა რო გამომრჩეს ეგეთი მომენტები, ზოგან იმდენად უხარისხოა ჯობია არ იხმარო, ჩემთვის პირველ ადგილზე დგას ჰიტმენი, მერე სპლინტერ სელ მესამე, შემდეგ დეუს ექს და thief, დალშე ვერ ვიტყვი რომ სადმე ხარისხიანი სტელსი შემხვდა რაც ვითამაშე, შეილება პროსტა დამავიწყდა კიდეც არვიცი. ზოგადად კიდევ არის ისეთი ელემენტები რასაც ბევრი არ აკვირდება მარა ამ ელემენტებითაა სტელსი ძაან მაგარი, მაგალითად სად სიჩუმეში რომ გაიგებ სისხლის გასხმას და სად ტყვიების ხმაში, კილომეტრიდან რო მოკლავ ტიპს კაია მარა ბოლო ამოსუნთქვა რო გესმის მაგის მაგას ცალკე მუღამი აქვს, კიდევ რაღაცას რო გააფუჭებ პატარა ბავშვივით მერე სადმე ყუთში დაიმალები და იცი რო შენ გამო მალე რაღაც ნა###რობა მოხდება ეგეც ცალკე მუღამია, მოკლედ ასწორებს სტელსი თუ დაუმუღამებ
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#4 » 05 Jun 2016 15:10

საინტერესო ჟანრია და ვფიქრობ, რომ სტუდიების უმეტესობას უბრალოდ არ ესმის "სწორი" სტელსის იდეა.

კიპერამ კარგად ახსნა რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი. განსაკუთრებით გახსნილი ლოკაციის და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის. რომელშიც შენგან დამოუკიდებელად მიდის ცხოვრება, შენ ვერ გამჩნევენ, არ იციან შენი არსებობის შესახებ და ამ დროს შენ ხდები დამკვირვებელი, რომელიც უხილავად მანიპულირებს სხვადასხვა პროცესს.

დღევანდელი სტელსების მთავარი მინუსი. თამაშებში სტელს მექანიკა არის მეორე ხარისხოვანი, იგი არის ძირითადი მექანიკის დამატებითი ოფცია (როგორც თავიდან დავწერე). რაც აფსოლიტური სისულელეა და მაგრად არ მომწონს. არ მომწონს კარადას ამოფარებული სუპერ გმირი. სტელსი მთელი მისი არსით რეალიზმისკენ მიდის, რაც გულისხმობს სიტუაციიდან მაქსიმალურად ნაკლები ძალისმიერი მოქმედებით გამოსვლას.

ერთ ადამიანს არ შეუძლია მოკლას 30, მაგრამ სკილით, სიტყვაზე 10-ის მოტყუება შეიძლება შეძლოს. ეს უკვე სხვა თამაშეის წესები მოდის, უფრო დამაჯერებელი - მე უნდა ვგრძნობდე ჩემი გმირის სისუსტეს და მისი მოქმედებება ჩემთვის იქნება რეალისტური.

მათი შესაძლებლობები არ შეესაბამება გმირების შესაძლებლობებს, მაგრამ მათ მაინც უწევთ მოქომედება - აი ეს კონცეპტია ჩემთვის ყველაზე მუღამიანი.

სტელსის ძირითადი მოტივი - გარკვეულ ტერიტორიაზე შეპარვა და პერსონა X-ის განეიტრალებაა. მე ვკლავ "ცუდ-ტიპს" და თუ მის ქვეშევრდომებს ცოცხალს ვტოვებ მაშინ კაი ბიჭივარ. მთელი მუღამი კი იმაშია, რომ სტელსის მთავარი მიზანი არ იყოს მკვლელობა...

სტელსის მთავარი მიზანი უნდა იყოს მრავალფეროვანი და რაც უფრო ნაკლებად იქნება ძალადობასთან დაკავშირებული მით უფრო კარგი - ქურდობა, პროცესების ფარული მართვა, ინფორმაციის მოპოვება, ვიღაცის უხილავად ხელის შეშლა, საიდუმლო ადგილებში შეხწევა, ჰორორ ელემენტები სადაც იმალები და ბანალურად გამოძიება...
ამ მექანიკებზე მორგებული საინტერესო გაჯეტები, მათი განვითარების შესაძლებლობა და მაქსიმუმ ვინმეს მოწამვლა, ან უბედური შემთხვევის ინსცენირება.
აი ეს რამე პატარა გახსნილ სამყაროში იქნება ჩემთვის იდეალური სტელსი.

საერთო-ჯამში, მთავარი რისი თქმაც მინდა, არის რომ სტელსი არ უნდა იყოს ქვე-ჟანრი.
ეს არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე თემა, რომელიც იქით მოირგებს ჟანრებს. მისი მეშვეობით თავგადასავლის მცნება სრულიად ახლებურად შეილება დაანახოს შემქმნელმა მოთამაშეს.

Riddick
Posts: 11696

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#5 » 28 Jun 2016 02:33

რა მაინტერესებს იცით. თანამედროვე სეთინგის thief რატო არ არსებობს? რატო არი ჰიტმენი და არ არი thief მაგალითად? მისიებათაც რომ იყოს მაინც მაგარი იქნება. ოუფენვორლდი ხო საერთოდ. არანაირი სროლის მექანიკა არ უნდა ოღონ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#6 » 28 Jun 2016 07:48

აპირებდნენ მეოთხე ეგეთი უნდა ყოფილიყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: WTF is Stealth?

Unread post#7 » 03 Oct 2020 16:18

გუშინ რაღაც ინდის კონცეპტზე ვლაპარაკობდით და სტელსის თემაც ჩამოვარდა.
იდეაში სტელსი რითიც არი თავის ქორით საინტერესო არი სუსტი - დამაჯერებელი პერსონაჟების გეიმფლეი, რაც ორმაგად ფასეულია, რადგან გარე სამყაროს რეალისტურობას გაჯერებს და დრამატულობას მატებს.

სტელსის გმირს არ უნდა შეეძლოს ის, რაც შეულია სოლიდ სნეიქს, ან აგენტ 47, სემ ფიშერს, კორვო ატანოს, სეკიროს და სხვა, გმირის ტიპის პერსონაჟებს...

ის სტელსი რაზეც მე ვლაპარაკობ, ყველაზე ახლოს ალბათ Amnesia: The Dark Descent, Alien: Isolation და A Plague Tale მიდის. სტელსი რომელშიც თუ ვერ დაიმალე, სხვა ალტერნატივა არ გაქ. ვერ ამოიღებ იარაღს და ყველას ვერ დახოცავ, თუ დაგინახეს უნდა გაიქცე და დიდი ალბათობით მოგკლავენ, მორჩა.

რო ადგე და თამაშის ძირითად პრინციპად ეს მიდგომა აიღო, ისეთ კონცეპტებს მოგცემს, რაც ორიგინალურ პროექტზე გაგიყვანს.

პ.ს. საღამოს თუ მექნა დრო რამე იდეებს დავდებ ამის გარშემო.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: WTF is Stealth?

Unread post#8 » 03 Oct 2020 16:49

Thief არის მასეთი, მინიმალური აღჭურვილობა აქვს, სულ ჩრდილში უნდა იყოს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: WTF is Stealth?

Unread post#9 » 03 Oct 2020 19:28

კი, მეც არ მიყვარს პრედატორული სტელზი და რაც შენ აღწერე მირჩევნია.
ოღონდ შედარებითია მანდ სისუსტე. გმირის და მტრების ურთიერთ შეხამებაზეა. ბოლო სპლინტერ სელები პრედატორული სტელზია, მესამე სიტყვაზე არ არის და გაჯეტების მიუხედავათ. იგივე ჰიტმანი მაღალ სირთულეზე სტელზია ჯიგრული პროსტა სოციალური სტელზი.

ოღონდ მე არ მიყვარს დიდად თამაშები სადაც არ ხარ სტელზის სპეციალისტი გმირი და უბრალო ადამიანის ჩელენჯს გიდებენ. ცოტა გაჯეტები თუ არ არის და ტულები დამაჯერებელი რომ მოუგო ჩელენჯს ძალიან მოსაწყენია ჩემთვის. განსაკუთრებით როცა რეჟისორის მიერ დადგმულ სცენებს მიყვები. Alien Isolation 2საათზე მეტი ვერ გავძელი, ძალიან მომბეზრდა თამაში.

A Plague Tale პაზლია არაა სტელზი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: WTF is Stealth?

Unread post#10 » 04 Oct 2020 11:42

A Plague Tale ერთი საათი ვითამაშე, ფაქტიურად არვიცი .
დაუცველობის და დამალვაზე დამოკიდებულობის გამო გამოვყავი თამაშები.

იზოლაცია და ამნეზია ისეთი სტელსია სადაც მოწინააღმდეგე არ კვდება. ეგ ხდის ბევრად უფრო საინტერესოს, ჩემთვის.

ვიქტორიანული ლონდონის, ან ნიუიორკის ბანდების დროინდელ სეთინგში, ვინმე უსახლკარო მოზარდის როლს რო ირგებ. ელემენტარული ხელსაწყოები და ოუფენვორლდი. "გაჯეტების" სიმცირეს გავამრავალფეროვნებდი სხვადასვა მიმართულების სტელს მისიებით - საჭმლის, ტანსაცმლის, მედიკამენტების მოძიება, თავშესაფრისთვის საჭირო რესურსების ძებნა, ხალხის თვალთვალი, ინფორმაციის მოპოვება, ქალაქში ვინმეს ძებნა, მტრებისგან ეფექტურად დამალვა, გაქცევა.

ეს ყველაფერი გაზავებული სურვაიველ მექანიკებთან, ლაითად - დაავადებები, შიმშილი, სიცივე, რეპუტაცია, იგივე თავშესაფრის მოწყობა.

ქეი მომენტი არის, რომ შენი მხრიდან ფიზიკური ძალადობა უნდა იყოს მინიმუმი და მაქსიმალურად არა ეფექტური, რაც სხვა მექანიკებს მისცემს ცენტრალურ როლს (სტელსი არი ცენტრალური და არა ოფციონალური).

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: WTF is Stealth?

Unread post#11 » 27 Oct 2020 11:06

ღადაობაა, მაგრამ ვაბშე სხვა კუთხით იდეაზე ფიქრის დაწყებისას ცოტა მსგავს კონცეპთან მივედი.

Off Topic
ცოტა რთული ასახსნელია. GTA + Silent Hill + Shenmue რო შეართო რაღაც ფსიქოლოგიურ ტრილერთან.

სეტინგი არის ესეთი, რომ დედამიწა დაიპყრეს უცხო რასამ. ოღონდ არა მილიტარისტულად. იმენა დანებდა მთავრობები და ასიმილაცია მოხდა. და რაღაც ნაცისტი კტჰულჰუ ელიენები მოძრაოებნ ქალაქში და მთელი მთავრობა აქვთ ათვისებული. ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება ოღონდ ამ რეჟიმის ქვეშ.

შენ უბრალო როჟა ხარ, რომელიც დღისით ცხოვრობს ამ დისტოპიის რუტინაში, და ღამით დივერსანტობ და ცდილობ გაიქცე რეჟიმიდან. და ეს სოციალური სურვივალი და დისტოპიური ჰორორი არის ნაჩვენები. ანუ იდეაში გადასკინული "ებრაელი რო იმალებოდე ნაცისტურ გერმანიაში" თემაა.

ამ ელიენებს ყავთ დაშნირებული ყველა. ორველიანური დისტოპიის სტილში დასმენას აკეთებენ თუ ვინმე არ დაემორჩილა ადამიანები უკვე თვითონ. სერიოზული დაჩმორება მიდის. და შენ ან შენ ally-ები თუ გამოაშკარავდით მოდიენ ეს ჰორორ მასტები ეგრევე გაბრუტალებენ.

და ქალაქი გაქ პატარა სადაც ამ დივერსიებს და ყოველდღიურ ცხოვრებას უთავისებ ერთმანეთს. და იმენა რაღაც Cthulhu/Alien/Noir ლოკაცია იდება. ადამიანის არქიტექტურიდან რო არის რაღაც ლორწოვანი კტჰულჰუ მექანიზმები გამოზრდილი.


On Topic:
ანუ იდეაში ეს Survival მექანიკა და Stealth გადაბმულია ერთმანეთზე ბუნებრივად. მაგრამ მაინც განხვავებული Core მექანიკები და ექსპერიენსებია.

Stealth -ით შეილება იყო:
პრედატორი(Batman/Sam Fisher)
დივერსანტი (Military Games)
მიმიკი (Hitman)
სპეციალისტი/Ghost (Thief)
Prey/Survivor (Horror games)


ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის დივერსანტი, მიმიკი და სპეალისტი.

და თითონ კომბატს რაც შეეხება. ეგ არის ჩემი აზრით უფრო მარკეტინგული პრობლემა. სუფთა სტელზი ექსპერიენსი არ მოწონს იმდენს რომ AAA თამაში გარისკონ ხოლმე სტუდიებმა. ამიტომ აყოლებენ შიგნით უფრო ფართო რეინჯს. პროსტა მაგის ცუდი და კარგი ჩაყოლების მაგალითები არსებობს. Dishonored ცუდია, Thief არაუშავს, Hitman (ძველები) ძალიან კარგია.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: WTF is Stealth?

Unread post#12 » 28 Oct 2020 11:37

ჩემი აზრით ჩვეულებრივი რეჟიმის გათამაშება უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე "ქთულჰუსთან" დაპირისპირება. ეგ დღე/ღამის მონაცველობის ელემენტია მთავარი. დღე ერთი თამაშია ფაქტიურად, ღამე მეორე. ეს კონტრასტი რაც უფრო მკვეთრი იქნება, უშუალოდ ერთი ლოკაციის ფარგლებში, მით უფრო კარგი იქნება ექსფერიანსი.

ღამე საბოტაჟების მოწყობა და დღე დაკითხვებზე სიარული :) დღე დაწესებულებაში სამუშაოდ მოწყობა და მუშაობის პროცესი, ღამე იგივე ობიექტზე ფარული შეღწევა და შპიონაჟი. დღე რეჟიმის ლიდერების გასართობ სფეროში მუშაობა, ღამე ანდერგრაუნდ მოძრაობისთვის რესურსების მიწოდება :) კაი რაღაცეები მოდის ეგეთი, ორ ფსკერიანი კონცეპტით.

და ერთ-ერთი მთავარი რაც მოდის, ეს არი პირდაპირი, ხელჩართული ბრძოლის მინიმალიზაცია ყველა მიმართულებით. მთავარი მუღამი მოდის დიალოგების სისტემაზე და მაქსიმუმ, ჩუმ განეიტალებაზე.

Return to “Discussion”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 104 guests


cron