Definition of Stealth, განხილვა / განხილვა

გახსენით {საერთო თემები}{ჩამონათვალი}{ხმის მიცემა}{კითხვები}{შედარებები}
User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Definition of Stealth

Unread post#1 » 07 May 2016 04:04

სტელსი მაგარ ტრენდში იყო. ერთი პერიოდი ყველა ექშენ თამაში დარწმუნებული იყო, რომ მასში სტელს ელემენტი უნდა ყოფილიყო. და ნაწილობრივ ესეც დარჩა. სტელსი რაღაცის გარანტია, მარა აზზე არ ვარ რისი, რადგან სტელსის განსაზღვრებას ვერ ვწვდები ბოლომდე. კი რათქმაუნდა მესმის რაც არი, მაგრამ ეს მისტიური სიამოვნების განცდა ძალიან შორს არი ჩემგან, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე თამაშში დამიჭერია დამალულულად თამაშის მუღამი, MGS მათ შორის კი საერთოდ არ ყოფილა. ჩემთვის ეს ამბავი რაღაც აკვიატებას გავს, გარშემო რო გამუდმებით გესმის და ვერ ხვდები რა არის ამ ყველაფერში ესეთი ფასეული. ხოდა მინდა რო გავარკვიო.
მინდა ვკითხო სტელსის მოყვარულებს თუ რა არის სწორი სტელსი, კონკრეტულად რითი იღებთ ამ მექანიკით სიამოვნებას?
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#2 » 07 May 2016 10:01

სტელსი არის RPG -ს მერე ჩემი საყვარელი ჟანრი. მახსოვს Thief Metal Age იყო პირველი "ინტელექტურლუარი" თამაში PC -ზე რაც ვითამაშე. თამაშებზე ძირითადათ ბიძაჩემზე ვიყავი დამოკიდებული და ბიძაშვილებზე, მაგათ ქონდათ პატარა კოლექცია დაგროვილი და სულ შუტერებს თამაშობდნენ, შესაბამისად მეც მათი თამაში მიწევდა.

Thief რო დავინახე ბიძაჩემის ეკრანზე რაღაც გადატრიალდა ტვინში ეგრევე, "რეალისტური" გრაფიკის არათანამედროვე სამყაროს "ხმლებიანი თამაში" რაღაც სხვა მოვლენად წარმომიდგა თავიდანვე. მაგრამ ეს თამაშიც ექშენად გავიცანი რადგან მასე თამაშობდა ბიძაჩემი, Thief'ის მოუხერხებელი Melee კომბატით და ძალიან საკაიფო რეალისტური მშვილდის კომბატით 3~4 ჯერ დავხურე მთელი თამაში და მერე აღმოვაჩინე რომ ექსპერტ მოუდი ქონდა, უფრო რთული და მეტი მისიებით და მაგას ჩავუჯექი.

ერთ დღეს ვთამაშობდი მისიას სადაც ძალიან დიდი ქალაქის რუკაა, ბევრი მცველით და ბევრი მისიით. მინი გახსნილი სამყაროს ექსპერიენსი. რაღაც მომენტში ჩამოვვარდი სიმაღლიდან, თითქმის მოვკვდი და Quick Load -ის მაგივრად Quick Save დავაჭირე. თავიდან დაწყება არ მინდოდა მისიის, მაგრამ მტრები იმდენი იყო ძნელი იყო ძაან ყველას მოკვლა ისე რომ ერთხელ მაინც არ დაერტყათ შენთვის და ამ მომენტში იძულებული ვიყავი სტელზისთვის მიმემართა და მანდ აღმოვაჩინე რომ მთელი ახალი განზომილება ამოვხსენი.

რამდენიმე თვის მერე თვალებდახუჭულს შემეძლო ოთახში ფეხის ნაბიჯის ხმით დამეფიქსირებინა რამდენიმ მცველი იყო სად, შემეძლო მცველების პატრულის გზის დამახსოვრება და ინსტინქუტრად გაპარვა მათ შორის და მტრის მიერ დანახვა ან მტრის მოკვლა იქცა სასირცხვილო წაგების წინაპირობად. ეს ყველაფერი ისე რომ სიტყვა Stealth საერთოდ არ გამეგო და ისიც არ ვიცოდი რომ მაგ ჟანრზე იყო მორგებული თამაში.

მაგის მერე ყველა თამაშს ვცდიდი რომელშიც მიპარვის მექანიკები იყო, თუმცა აქამდე მარტო Thief, Hitman და MGS 5-ზე ვიპოვე სტელზი რომელიც მომეწონა.

Stealth-ის განსაზღვრება და ფილოსოფია არის "An art of deception", "მოტყუების ხელოვნება". შენ ატყუებ თვალს, სმენას, გონებას და დამალობანა ამ ტყუილის მხოლოდ პატარა ნაწილია. შეიძლება მიწაზე გაწოლილი მიხოხავდე და თვალის ხედვის არეალს გაურბოდე, შეიძლება შენი გარეგნობა ან პიროვნება შენიღბო და ფიზიკურად დაუმალავად მოატყუო თვალი და გონება.

არაფილოსოფიურად კი სტელზის მუღამი ჩემთვის არის:
*ძალიან სარისკო და მაღალი სკილის მომთხოვნი მანევრები, შესრულებული იმპროვიზაციის და გარემოს ტაქტიკურად შესწავლის ხარჯზე.
*ფარული სამყაროს შეუმჩნეველ ნაწილად ყოფნა, იმ შეუმჩნეველ ნაწილად რომელიც ამ სამყაროს ნამდვილ შეუნიღბავ სახეს ხედავს.

ჯერ რუკაზე სწავლობ და ცდილობ სივრცულად წარმოისახო გარემო სადაც მოგიწევს ნავიგაცია, მერე აკვირდები მცველებს მენტალურ სურათს იწყობ მათი ტრაექტორიებს. ფორმულირებას უკეთებ უხეშ გეგმას, ღრმად ჩაისუნთქავ და იმპროვიაზიის და სკილის ხარჯზე ახორციელებ გეგმას.

ეს რაღაც თეატრის პერფომანს გავს ან ორკესტრის დირიჟორობას. რაღაც მოვლენების ჯაჭვია, რომელიც თუ იმპროვიზაციის და სკილის ხარჯზე შეიკრა ქმნის ერთგავრ კომპოზიციას. როდესაც უზარმაზარი, მცველებით და კამერებით სავსე ოთახის ნავიგაციას მოახდენ ერთი ცდით, ან იდეალურად დაგეგმილ ასასინაციას განახორციელებ და სუფთად გამოიპარები უკან ძალიან მაგარი, ადრენალინით სავსე და კრეატიული feel მოდის.

ამასობაში თუ სამყარო სრულ იმერსიაში გაქცევს, გაძლევს საშუალებას სხვების პირადი ცხოვრება ნახო სხვა კუთხით კიდევ უფრო ივსება ექსპერინსი და სრულფასოვანი ხდება. წვიმიან ღამეს სახურავის კიდეზე ჩამოკიდული რომ მიიპარები და ფანჯრიდან გესმის ცოლი როგორ ცდილობს ქმრის მანიპულაციას რომ მოითხოვოს უფროსისგან ხელფასის მომატება, ან ნაგვის ყუთიდან ამოღებული 5 დაუმთავრებული წერილის წაკითხვით ხედავ როგორ ცდილობდა კაცი შეყვარებულის ხან მოთაფლვას, ხან გალანძღვას და ხან მისთვის პატიების თხოვნას და წერილზე ხელის ჩაქნევის მერე მერე პოულობ ამ კაცს გალეშილს ბარში. რაღაც სხვანაირ დონეზე ცოცხლება ესეთი დეტალებით, პერსონაჟებიც, სამყაროც და შენი ექსპერიენსიც.

იმისთვის რომ სტეალზის ესეთი ტიპის სიამოვნება განიცადო:
*თამაში არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სწორხაზოვანი. შეიძლება მთელი მისია არ გქონდეს გახსნილი, მაგრამ საკმარისად დიდი არეალები უნდა გქონდეს თავისუფლად გადაადგილებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ თამაშობ თაიმინგიან Puzzle თამაშს და საკუთარ იმპროვიზაციას კი არ ახდენ, დიზაინერის Puzzle ჩანაფიქრს ხსნი.
*არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენი გმირი იყოს ყველა პერსონაჟის ინტრიგების "ძუკნა", სადაც ყველა ვისაც არ ეზარება სიუჟეტურად ახერხებს რომ მოგატყუოს, გამოგიყენოს და არანაირი კონტროლი არ გაქვს საკუთარ ბედზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ არ თამაშობ "მოტყუების ხელოვნების მასტერს" ეს კი აუცილებელია სტელზის იმერსიითვის.
*აუცილებელია საკმარისი სიღმე ქონდეს გეიმპლეის და AI's, და ინტერფეისი იყოს მორგებული იმერსიაზე. არავითარ შემთხვევაში არ შეილება გქონდეს ინტერფეისის ელემენტები რომელიც იმერსიის დარღვევით გამცნობს მტრის ადგილმდებარობას, ხედვის არეალს და ა.შ. ამის ამოცნობა და გათვლა არის მთელი მუღამი სტელზით სიამოვნების.
*აუციელებლია სამყაროს ქონდეს სიღრმე და იყოს დინამიური. რაც მთავარია ცოცხალი და პერსონაჟები ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, და მათზე მიპარვით ან მათ ოთახში შეპარვით შეგეძლოს მათ ფარულ ცხოვრებას და საუბრებს დააკვირდე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#3 » 08 May 2016 18:06

მე იმიტომ მევასება სტელსი რომ მაგ დროს მეთვითონ ვგრძნობ თავს ცუდ პერსონაჟად თამაშში, მაგ დროს კარგავს აზზრს თამაში ძნელზე გაქვს თუ მარტივზე, მტრებს სათამაშოებად აქცევ და აწვალებ როგორც გინდა, კარგი ხარისხის რომაა სტელსი მაგ დროს გეძლევა საშუალება რომ ერთიდაიგივე თამაშს სხვადასხვა გადმოსახედიდან შეხედო, ჩემთვის სტელს ელემენტები თამაშში იგივეა რაც თამაშში ორი გზა რო იჩითება, ერთი ძირითადი და მეორე კიდე პროსტა გამოსაკვლევი, მაგ დროს ეგრევე მანდ მივდივარ ხოლმე და აქაც ეგრეა, ძაან ვაფასებ როცა ხარისხიანი სტელსია თამაშში და არასდროს მინდა რო გამომრჩეს ეგეთი მომენტები, ზოგან იმდენად უხარისხოა ჯობია არ იხმარო, ჩემთვის პირველ ადგილზე დგას ჰიტმენი, მერე სპლინტერ სელ მესამე, შემდეგ დეუს ექს და thief, დალშე ვერ ვიტყვი რომ სადმე ხარისხიანი სტელსი შემხვდა რაც ვითამაშე, შეილება პროსტა დამავიწყდა კიდეც არვიცი. ზოგადად კიდევ არის ისეთი ელემენტები რასაც ბევრი არ აკვირდება მარა ამ ელემენტებითაა სტელსი ძაან მაგარი, მაგალითად სად სიჩუმეში რომ გაიგებ სისხლის გასხმას და სად ტყვიების ხმაში, კილომეტრიდან რო მოკლავ ტიპს კაია მარა ბოლო ამოსუნთქვა რო გესმის მაგის მაგას ცალკე მუღამი აქვს, კიდევ რაღაცას რო გააფუჭებ პატარა ბავშვივით მერე სადმე ყუთში დაიმალები და იცი რო შენ გამო მალე რაღაც ნა###რობა მოხდება ეგეც ცალკე მუღამია, მოკლედ ასწორებს სტელსი თუ დაუმუღამებ

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#4 » 05 Jun 2016 15:10

გამოხმაურება რო ვნახე გამისწორდა და მინდოდა რო ჩემი შეხედულებაც საკაიფოდ ჩამომეყალიბებინა, მარა იმ მომენტში ვერ ვახერხებდი, მერე კიდე ან დამეზარა ჩაჯდომა, ან უბრალოდ დრო არ იყო.

საინტერესო ჟანრია და ვფიქრობ, რომ სტუდიების უმეტესობას უბრალოდ არ ესმის "სწორი" სტელსის კონცეფცია. ღვინის მსგავსი სიტუაციაა. ვიცი რო მაგარია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ნამდვილის შოვნა რთულია, ფალსიფიცირებულის რაოდენობა კი ამ ნამდვილის ძებნის სურვილს გიკარგავს.
კიპერამ კარგად ახსნა რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი. განსაკუთრებით გახსნილი ლოკაციის და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის შესახებ. რომელშიც შენგან დამოუკიდებელად მიდის ცხოვრება, შენ ვერ გამჩნევენ, არ იციან შენი არსებობის შესახებ და ამ დროს ხდება მთავარი, შენ ხდები დამკვირვებელი, რომელიც უხილავად მანიპულირებს სხვადასხვა პროცესს, რაც უზომოდ საინტერესო და ჩამთრევია (პროსტა ძაან ცოტაა ეგეთი).

დღევანდელი სტელსების მთავარი მინუსი მარტივი დასანახია. თამაშებში სტელს მექანიკა არის მეორე ხარისხოვანი, იგი არის ძირითადი მექანიკის დამატებითი ოფცია (ექშენი სტელს ელემენტებით). რაც აფსოლიტური სისულელეა და მაგრად არ მომწონს. მე არ მომწონს კარადას ამოფარებული სუპერ გმირი. სტელსი მთელი მისი არსით რეალიზმისკენ არი გადახრილი, რაც გულისხმობს სიტუაციიდან არა ძალით, არამედ აზროვნების მეშვეობით გამოსვლას. ერთ ადამიანს არ შეუძლია მოკლას 30, მაგრამ სკილით და ჩახედულობით, სიტყვაზე 10-ის მოტყუება შეიძლება შეძლოს. ეს უკვე ლოგიკაა. მე უნდა ვგრძნობდე ჩემი გმირის სისუსტეს (ადამიანურ ელემენტს) და მისი მოქმედებება ჩემთვის იქნება ძალიან ბუნებრივი. სტელსს უხდება სუსტი და ხშირ შემთხვევაში უფრო ბნელი პერსონაჟები (თუნდაც ფარული დადებითი მოტივებით). მათი შესაძლებლობები არ შეესაბამება გმირების შესაძლებლობებს, მაგრამ მათ მაინც უწევთ მოქომედება და უმეტეს შემთხვევაში მათი თავგადასავალი ბევრად უფრო საინტერესო და მოვლენებით აღსავსეა ვიდრე მათი ყოვლისშემძლე "კოლეგების".

მოტივებსაც უნდა შევეხო. სტელსის ძირითადი მოტივი - გარკვეულ ტერიტორიაზე შეპარვა და პერსონა X-ის განეიტრალება. მე ვკლავ "ცუდ ტიპს" და თუ მის ქვეშევრდომებს ცოცხალს ვტოვებ მაშინ კაი ბიჭივარ. მე ეს არ მომწონს და მგონია მაგარი შეცდომა. ჩემი შეხედულებით, მთელი მუღამი იმაშია, რომ სტელსის მთავარი მიზანი არ იყოს მკვლელობა. სტელსის მთავარი მიზანი უნდა იყოს მრავალფეროვანი და რაც უფრო ნაკლებად იქნება ძალადობასთან დაკავშირებული მით უკეთესი.

ქურდობა, სახლებში ძრომიალი, პროცესების ფარული მართვა, ინფორმაციის მოპოვება, ვიღაცის უხილავად დახმარება, ხელის შეშლა, ადამიანების ფარული მხარეების თვალყურის დევნება, საიდუმლო ადგილებში შეხწევა, ჰორორ ელემენტები სადაც თავს ვერ იცავ და იმალები, გამოძიება... ამ მექანიკებზე მორგებული საინტერესო გაჯეტები, მათი განვითარების შესაძლებლობა და მაქსიმუმ ვინმეს მოწამვლა, ან უბედური შემთხვევის ინსცენირება. აი ეს იქნება ჩემთვის იდეალური სტელსი გახსნილ სამყაროში.


თუმცა ყველაფერი გარემოებებიდან გამომდინარეობს და მათი სწორად დასმის შემთხვევაში, სტელსი შეიძლება გაცილებით სწორხაზოვან ფორმატშიც მაგრად გრძნობდეს თავს. პლიუს ამას, მას შეუძლია აიტანოს მკვლელობაც. მაშინ როდესაც მოტივაცია არ არის "ოთკუთხედი", ვიღაცის დავალება, ან სპეცოპერაცია. თუ ავტორი ახერხებს და მსგავს თამაშში შემოაქვს დრამატრურგია და სიღრმე, აქ უკვე სტელსი სრულიად სხვა სახით წარსდგება. მაგალითად ადამიანი რომელსაც აქეთ დასდევენ, ეძებენ მოსაკლავად, მას კი თავდაცვა უწევს. ან, გმირი რომელსაც აქვს თავდასხმის პირადი მოტივი და მიდის იმ ხალხის გასანადგურებლად ვინც რაღაც დაუშავა, მაგრამ ეს არის ერთი ადამიანის ამბავი და არა გენერლის ქვეშევრდომი, გუნდის რაზმის წევრის, რომელიც მითითებებს ასრულებს.

ჩემთვის მსგავსი თამაშია Riddick. მიზეზი მარტივია, ეს არ არის ექშენს მიბმული სტელსი, ეს არის სრულფასოვან, ინდივიდუალურ სთორიზე დაფუძვნებული სტელს თამაში, სადაც უკვე ექშენი შემოდის დამატებით ელემენტად.

დაახლოებით იგივე შემიძლია ვთქვა Metro-ს ორივე ნაწილზე. კი აქ არი ჩვეულებრივი ექშენ მომენტების სიმრავლეც, მაგრამ ამ თამაშის სტელსი ძალიან სასაიამოვნო იყო. მექანიკურად იმდენად არა, რამდენადაც სეთინგიდან და სიტუაციებიდან გამომდინარე. ძალიან უხდება პოსტაპოკალიფტურ მეტროს სტელსი. თამაშების მსვლელობისას ხვდები უამრავ, კონკრეტულად ამ ჟანრიდან გამომდინარე მომენტში, რაც ოსტატურად არის გაკეთებული და ამ თამაშს ძალიან მნიშვნელოვანს ხდის ჩემთვის.

ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ სტელსი არ უნდა იყოს ქვეჟანრი (დამხმარე ჟანრი). ეს არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე თემა, რომელიც იქით მოირგებს ჟანრების უმეტესობას. მისი მეშვეობით თავგადასავლის მცნება სრულიად ახლებურად შეილება დაანახოს შემქმნელმა მოთამაშეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება ამ საკითხისადმი ერთგვარი მეორეპლანზე გადატანის გამო.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#5 » 28 Jun 2016 02:33

რა მაინტერესებს იცით. თანამედროვე სეთინგის thief რატო არ არსებობს? რატო არი ჰიტმენი და არ არი thief მაგალითად? მისიებათაც რომ იყოს მაინც მაგარი იქნება. ოუფენვორლდი ხო ვაფშე პიზდეცი იქნებოდა. არანაირი სროლის მექანიკა არ უნდა, მაქსიმუმ რამე ტრანკვილიზატორი.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: რა არის ნამდვილი სტელსი?

Unread post#6 » 28 Jun 2016 07:48

აპირებდნენ მეოთხე ეგეთი უნდა ყოფილიყო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests