Unread post#4 » 05 Jun 2016 15:10
საინტერესო ჟანრია და ვფიქრობ, რომ სტუდიების უმეტესობას უბრალოდ არ ესმის "სწორი" სტელსის კონცეფცია. ღვინის მსგავსი სიტუაციაა. ვიცი რო მაგარია, ძალიან მიყვარს, მაგრამ ნამდვილის შოვნა რთულია, ფალსიფიცირებულის რაოდენობა კი ამ ნამდვილის ძებნის სურვილს გიკარგავს.
კიპერამ კარგად ახსნა რამდენიმე ფუნდამენტური პრინციპი. განსაკუთრებით გახსნილი ლოკაციის და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობის შესახებ. რომელშიც შენგან დამოუკიდებელად მიდის ცხოვრება, შენ ვერ გამჩნევენ, არ იციან შენი არსებობის შესახებ და ამ დროს ხდება მთავარი, შენ ხდები დამკვირვებელი, რომელიც უხილავად მანიპულირებს სხვადასხვა პროცესს, რაც უზომოდ საინტერესო და ჩამთრევია (პროსტა ძაან ცოტაა ეგეთი).
დღევანდელი სტელსების მთავარი მინუსი მარტივი დასანახია. თამაშებში სტელს მექანიკა არის მეორე ხარისხოვანი, იგი არის ძირითადი მექანიკის დამატებითი ოფცია . რაც აფსოლიტური სისულელეა და მაგრად არ მომწონს. არ მომწონს კარადას ამოფარებული სუპერ გმირი. სტელსი მთელი მისი არსით რეალიზმისკენ იხრება, რაც გულისხმობს სიტუაციიდან მაქსიმალურად ნაკლები ძალისმიერი მოქმედებით გამოსვლას.
ერთ ადამიანს არ შეუძლია მოკლას 30, მაგრამ სკილით და ჩახედულობით, სიტყვაზე 10-ის მოტყუება შეიძლება შეძლოს. ეს უკვე სხვა თამაშეის წესები მოდის, უფრო დამაჯერებელი. მე უნდა ვგრძნობდე ჩემი გმირის სისუსტეს და მისი მოქმედებება ჩემთვის იქნება ბუნებრივი.
მათი შესაძლებლობები არ შეესაბამება გმირების შესაძლებლობებს, მაგრამ მათ მაინც უწევთ მოქომედება - აი ეს კონცეპტია ჩემთვის ყველაზე საინტერესო.
მოტივებსაც უნდა შევეხო. სტელსის ძირითადი მოტივი - გარკვეულ ტერიტორიაზე შეპარვა და პერსონა X-ის განეიტრალება. მე ვკლავ "ცუდ-ტიპს" და თუ მის ქვეშევრდომებს ცოცხალს ვტოვებ მაშინ კაი ბიჭივარ. მე ეს არ მომწონს. ჩემი შეხედულებით, მთელი მუღამი იმაშია, რომ სტელსის მთავარი მიზანი არ იყოს მკვლელობა. სტელსის მთავარი მიზანი უნდა იყოს მრავალფეროვანი და რაც უფრო ნაკლებად იქნება ძალადობასთან დაკავშირებული მით უფრო საინტერესო გამოვა - ქურდობა, სახლებში ძრომიალი, პროცესების ფარული მართვა, ინფორმაციის მოპოვება, ვიღაცის უხილავად დახმარება, ხელის შეშლა, ადამიანების ფარული მხარეების თვალყურის დევნება, საიდუმლო ადგილებში შეხწევა, ჰორორ ელემენტები სადაც თავს ვერ იცავ და იმალები, გამოძიება...
ამ მექანიკებზე მორგებული საინტერესო გაჯეტები, მათი განვითარების შესაძლებლობა და მაქსიმუმ ვინმეს მოწამვლა, ან უბედური შემთხვევის ინსცენირება. აი ეს იქნება ჩემთვის იდეალური სტელსი გახსნილ სამყაროში.
თუმცა ყველაფერი გარემოებებიდან გამომდინარეობს და მათი სწორად დასმის შემთხვევაში, სტელსი შეიძლება გაცილებით სწორხაზოვან ფორმატშიც მაგრად გრძნობდეს თავს. პლიუს ამას, მას შეუძლია აიტანოს მკვლელობაც. მაშინ როდესაც მოტივაცია არ არის "ოთკუთხედი", ვიღაცის დავალება, ან სპეცოპერაცია. თუ ავტორი ახერხებს და მსგავს თამაშში შემოაქვს დრამატრურგია და სიღრმე, აქ უკვე სტელსი სრულიად სხვა სახით წარსდგება. მაგალითად ადამიანი რომელსაც აქეთ დასდევენ, ეძებენ მოსაკლავად, მას კი თავდაცვა უწევს. ან, გმირი რომელსაც აქვს თავდასხმის პირადი მოტივი და მიდის იმ ხალხის გასანადგურებლად ვინც რაღაც დაუშავა, მაგრამ ეს არის ერთი ადამიანის ამბავი და არა გენერლის ქვეშევრდომი, გუნდის რაზმის წევრის, რომელიც მითითებებს ასრულებს.
საერთო-ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ სტელსი არ უნდა იყოს ქვეჟანრი.
ეს არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე თემა, რომელიც იქით მოირგებს ჟანრების უმეტესობას. მისი მეშვეობით თავგადასავლის მცნება სრულიად ახლებურად შეილება დაანახოს შემქმნელმა მოთამაშეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხდება ამ საკითხის მეორე პლანზე გადატანის გამო.