Georgian Larp Legend, საერთო თემა

გახსენით {საერთო თემები}{ჩამონათვალი}{ხმის მიცემა}{კითხვები}{შედარებები}
User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Georgian Larp Legend

Unread post#1 » 21 Dec 2015 18:55

"hi. მე 29 წლის ვარ და მე ვხმალაობ პლასმასის წყლის ტრუბებზე შემოხვეული პარალონით, რომელიც დასკოჩვისას ისე დავამძიმე, რომ მისი მოხვედრა ნამდვილ ხმალს ვერა, მარა ბიტას თავისუფლად უდგება. "ხმლისთვის" საჭირო მასალები დენის გადასახადიდან მოტეხილი ფულით ვიყიდე, რითიც ორი კურდღელი ერთი გასროლით მოვკალი. ერთის მხრივ შეიქმნა ლეგენდარული ხმალი, რომელიც ჩვენ მიწებს მტრის უღელისგან დაიხსნის, ხოლო მეორეს მხრივ, სანთლის შუქზე მუშაობის დროს, გაჭირვებული მებრძოლის როლში შესვლის შეგრძნება, რომელიც ისეთი დაუვიწყარი აღმოჩნდა, რომ ერთი თვე მზეზე გამთბარი წლით ვბანაობდი."

>>>


ზოგადი წესები
ზოგად წესებში მოიაზრება ის ნორმები, რომლებიც უნდა დაიცვას ლარპის ყველა მონაწილემ. ზოგადი წესები მიზნად ისახავს მეგობრული და კეთილი ატმოსფეროს შექმნას .
* გახსოვდეთ, რომ თამაშში თქვენ ხართ პერსონაჟი და არა ის ვინც თქვენს პირადობის ბარათზე ან პასპორტზეა გამოსახული.
* არ წამოიწყოთ რეალური კონფლიქტი (ქართველებს გვჭირდება ამის შეხსენება).
* ნუ იჭიჭყინებთ, თუკი ეს თქვენს პერსონაჟის თვისება არ არის.
* თამაშისას შეეცადეთ არ იხმაროთ თანამედროვე ტექნოლოგიები : ტელეფონი, ნაუშნიკები, სანთებელა (იხმარეთ კაჟი ან ასანთი) და ა.შ - სათვალეებს ეს წესი არ ეხება.
* პატივი ეცით GM-ებს, მათ გადაწყვეტილებებს და თამაშის წესებს.


გამხსნელი ტექსტის მიუხედავათ, გუშინ, როცა იპოდრომზე სპონტანურად მოვხვდი, ამ წესების შესახებ არაფერი ვიცოდი. საყურებლად მივედი, სეირის ყურება ხო გვიყვარს ქართველებს. მაგრამ მისვლის შემდეგ, ჩემი გეგმები დინამიურად შეიცვალა. შევხვდი მეგობარ რაინდებს (მარჯვენა - ნინძა, პა კლიჩკე "Разборки в маленьком Токио", შუა - იდუმალების ბურუსით მოცული ნახალოვკელი სამურაი და ვირზე ამხედრებული, ადგილობრივი ფრისთი, რომელიც ბრძოლის დაწყებამდე ცეროზით დაიღუპა, ამიტო მის ვინაობაზე საუბრით აღარ მოგაწყენთ). ერთი სიტყვით დაახლოებით 40 წუთში, ძალიან იუმორისტულ სტილში გადაწყვეტილი ხმლით (რომელიც ერთ დიეტაზე მყოფ ვიკინგს შემთხვევით გვინტში მოუგე), იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ, ნახევრად მოყინულ მთაზე მივცოცავდი. წინ "არჩერები" მიდიოდნენ, უკან ერთი ბახტრიონელი ნინძა და რამდენიმე ჩემსავით გამოუცდელი და ამ გამოუცდელობისგან ჯერ კიდევ უსახური რაინდი მომდევდა. დავალება მარტივი და ლაკონური იყო - არჩერების დანიშნულების წერტილამდე ესკორტირება და საფრთხის შემთხვევაში, მათი ნებისმიერ ფასად დაცვა. და აი ზუსტად ამ მთაზე ასვლის შემდეგ - ნეტა აქ რამინდა, ფიქრის პარალელურად დავიწყე ზევით ნახსენები წესების გამოცნობა და საფუძვლებს მარტივად ჩავწვდი. სიტუაციის გააზრების შემდეგ, ცოტა როლის მორგება ვცადე, მარა იმხელა დუტის კურტკა მეცვა, რო ერთადერთი Siegmeyer-ათ თუ გავასაღებდი თავს...

სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. ციხე სიმაგრის დაბრუნება, რომ მარტივი არ იქნებოდა რაზმის ყველა წევრს ესმოდა და გულის სიღრმეში მღელვარებას უზრდიდა. დისკონფორტის დასაძლევათ, ზოგს ცოლი და ოჯახი ახსენდებოდა, ზოგს მიტოვებული საყვარელი კაცი, მე კიდე ერთ ელფის არჩერზე ვფიქრობდი, ჩილიმს რო იყო ჩემზე შეპირებული. ამ ფიქრებში გართულებს, უცებ ხმა შემოგვესმა და ერთი თვალის დახამხამებაში, წინა ბორცვზე, მოწინააღმდეგის ელიტური დანაყოფის ოცეული გამოჩნდა. სისხლი უცებ გაცივდა, მე ხომ სრულიად გამოუცდელი ვიყავი ბრძოლის ველისთვის... ხმალი გადმოვატრიალე და ძვირადღირებულ მიკროფონად ვაქციე, რაც უსაფრთხოების გარანტი გამოდგა, ტელეფონით კი მომავალი თაობებისთვის ამ ეპიკური ბრძოლის ჩანახატების შექმნა შევძელი - ბრძოლა დანგრეული ბორდელის დასაბრუნებლად

ბრძოლის წესები, აბჯარი, ტექნიკა
* ყველა მოთამაშეს ხელზე უნდა ეკეთოს საკუთარი ფრაქციის ფერის აღმნიშვნელი ბედჯი.
* იკრძალება არასასროლი იარაღების სროლა.
* სასროლი იარაღებია მხოლოდ: ერთ-ხელიანი ნაჯახი, მაგიკოსის ბურთი, ისარი, მსროლელის მოკლე შუბი
* სასტიკად არ შეიძლება კბენა, ჩქმეტა, თმების მოწიწკვნა.
* თუმცა შეიძლება ტარის დაჭერა, ხელის დაჭერა, ფეხის გამოდება.
* მკვდარი მოთამაშე სიკვდილისთანავე წყვეტს საუბარს და მოქმედებას - წვება ძირს ან იკუზება და ხელს არ უშლის სხვა მოთამაშეებს თამაშში.
* მკვდარი მოთამაშეს ორნაირად შეუძლია გაცოცხლება: მკურნალის ან ბაზის დახმარებით.
* თუკი მკვდარ მოთამაშეს უნდა რომ ბაზაზე გაცოცხლდეს, მან თავისი იარაღი თავს ზემოთ უნდა დაიჭიროს და წყნარად წავიდეს საკუთარ ბაზაზე.
* თუკი მკვდარ მოთამაშეს უნდა რომ მკურნალმა გააცოცხლოს, იგი ჩაკუზული, ჩამუხლული ან დაწოლილი ელოდება ჰილერს, ხმის ამოუღებლად.
* არ შეიძლება მტრის მიერ დავარდნილი იარაღის/აბჯარის/ნივთის გადაგდება, ადგილმდებარეობის შეცვლა, დამალვა.


ბრძოლა ჩვენი ფრაქციის ფენომენალური გამარჯვებით დასრულდა, რასაც მოყვა ერთ კვირიანი ზეიმი, სმა, ღრეობა, ორგიები და იტოგში ძლივს გაგვაცალეს ერთმანეთს მომდევნო ბრძოლისთვის მოსამზადებლათ. ეპიკი გაგრძელდა და ჩემი საბრძოლო კარიერის მანძილზე (ანუ გუშინ), კიდევ რამდენიმე დაუვიწყარი ბრძოლა გამოვიარე. სისხლის ღვრამ თავისი ქნა და ჟურნალისტის ხელობაზე ხელი ამაღებინა და უშუალოდ ბრძოლაში თავის გამოჩენაზე გადავერთვე. ჩემი სამხედრო კარიერა საინტერესო მოვლენებით უხვი და რაინდული საქმეებით გაჯერებული გამოდგა, რაზეც მომავალში კიდევ გიამბობთ. მაგრამ გრძელი სიტყვა, რომ მოკლედ ითქვას, ბოლოსკენ შევეცდები ცოტა უფრო ნათლად მოვიტანო სათქმელი.

მე მართლა 29 წლის ვარ და არა, დენის გადასახადიდან ფული არ მომიტეხია, პროსტა გუშინ იპოდრომზე მივედი და მართლა გულით გავერთე. დამავიწყდა ასაკიც და ის ტიპებიც რომლებიც მეუბნებიან რო ცოლის მოყვანის დროა )) თამაშის წესებს მივყევი და "ცოტახანი დავიკიდე ის სახელი და გვარი რაც პირადობაში ეწერა". წინა დღეს რო CD Projekt RED-ის გაცოცხლებულ ტყეებში დარბიხარ და მეორე დღეს დაახლოებით აი ამის მსგავს სიტუაციაში, რეალურად იღებ მონაწილეობას, სადაც ყველაზე ნათლად შეგიძლია იგრძნო იმ დროინდელ ბრძოლაში თავი, უკვე საერთოდ სხვა ფიქრებში გადადიხარ და უცებ, მიძინებული, ბავშობაში დატოვებული ენთუზიაზმი და ხალისი იღვიძებს. მე ერთი რაღაც ვიცი, ვიცი რო ეს საქმე უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს ზუსტად მსგავსი აქტივობები ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება "გართობის სწავლა, სმის მაგივრად" (არა სმაც კარგია, მარა ლარპის მერე განსაკუთრებით) ! :shades:

P.S. ზევით მოყვანილი წესების ჩამონათვალი არის მცირე ამონარიდი წესების საერთო დოკუმენტიდან, რომელსაც ასევე აქ დავდებ. დაინტერესებულები აუცილებლად გაეცანით, მასში ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო დეტალია შესული, რომელიც მარტივად მიგახვედრებთ თუ რამდენად ღრმათ არის დამუშავებული მოცემული თამაში.
კვაზი-mode

GHOST
Posts: 1242
Contact:

Re: Larp

Unread post#2 » 21 Dec 2015 19:59

ცოლი მეიყვანე.

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Larp

Unread post#3 » 21 Dec 2015 21:23

შენ თუ გამომყვები მარტო იმ შემთხვევაში.
კვაზი-mode

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

Re: Larp

Unread post#4 » 22 Dec 2015 02:41

ძალიან კარგად დაგიწერია ბაჩო, მაგრა გამისწორდა მე ის ფაქტი რო შენ მაგ დღეს მაგრა ისიამოვნე და გაერთე :D ისეთი პონტი იყო სეზონის ბოლო ივენთზე მოხვედი საერთოდ პირველად ლარპზე და ეგრევე რეიდ ბოსი დაგაგდებინეთ და სხოდუ ენდგეიმი ნახე)))))

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Larp

Unread post#5 » 22 Dec 2015 03:57

მინდოდა რო კარგად გადმომეცა მომხდარის არსი და შეილება ცოტა ზედმეტი მომივიდა, მარა სხვანაირად არ გამომდის ხო იცი ) ისე ცარიელმა ლაიქებმა უკვე ჩამაფიქრა, რამე უხეშად ხო არ მომივიდა, ან ხო არ ვაწყენინე ვინმესთქო. გუშინ ყველანი ამაზე ვლაპარაკობდით და დღეს ხმა არ ამოუღია არავის, ერთი გოსთა გამოირჩა დახვეწილი იუმორისტული სვლით და ეგ იყო ))
მე ზოგადად ის მსიამოვნებს რო დაკომპლექსებულ და დაჭაობებულ სოციუმში ესეთი პოლარულად განსხვავებული დატვირთვის ვეშები ჩნდება. ზოგადად საკუთარი "განსხვავებული" ხედვების სხვა ადამიანებისთვის დანახვებისთვის მოღვაწე კამანდა, არ მიყვარს, მარა თვითონ ეს მოვლენა ძალიან დადებითია და რო მოვედი მსგავსი რაღაც არ მიგრძვნია.

დალშე რაც ხდება ისიც არ არის მარტივი )) წარმოგიდგენია ეხა რამდენი ცხოვრების ჭეშმარიტებას ჩამწვდარი დაგვცინებს იმისთვის რაც მანდ ხდებოდა და მერე წავა ბიოს მოწევს. ბიჭო თემა ძაან ბნელია და ღრმაა, შორს წასვლა კიდე არ მინდა. პროსტა დღევანდელი თბილისისთვის ერთი რამეა ფაქტი, ხალხს ჭირდება ჯანმრთელი გართობის ფორმები, რომლებიც ძალიან ცოტაა, მითუმეტეს თუ სპორტის რამე სახეობა არ მოგწონს.
იტოგში მინდა გითხრა, რო ჩემი ეს ზედა სიტყვაში გამოსვლა იყო მაგ საქმის ერთგვარი მხარდაჭერის ჟესტი და აწიც თუ რამეს შევძლებ სიამოვნებით მოგეხმარებით. პარალელურად კიდე ცოტა დასტოინი ზმანის გაძრობაზე და ორხელიანი მეისის გაკეთებაზეც ვიფიქრებ, და აქეთ დაგიხმარებთ )))
კვაზი-mode

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

Re: Larp

Unread post#6 » 22 Dec 2015 05:48

ძალიან საკაიფოდ გაშალე ეხლა შენ ზუსტად ეს თემა, უბრალოდ ახალია ესეთი რამე ფართო მასებისთვის და ზოგს უჭირს მიღება თორე ეგრე ნებისმიერ სპორტს ან თემას რო შეხედო რაც ადამიანის ინტერესში შედის შეგიძლია ისე აღწერო რო მიწასთან გაასწორო საერთოდ, ჩვენ ეპოქაში ეგ თემა სპორტს არ მოუწია ჩვენც და ჩვენი მშობლებიც რო დაიბადნენ უკვე არსებული რეალობა იყო რო არსებობდა ეგეთი თამაშები როგორც სამოყვარულო ისე პროფესიონალურ დონეზე. მაგრამ აი ვიდეოთამაშებმა ხო გაიარა და კიდე გადის მაგ ეტაპს, "ვერ გაიზარდე, კიდე თამაშობ?" )))))))

არ არის აუცილებელი რო გაგისწორდეს და/ან თავი ვალდებულად ჩათვალო რო შენც უნდა შეურთდე კამანდას ადამიანი, მარა რო ჰეითერობენ ისეთი შთაბეჩდილება მრჩება რო თვითონაც მაგრა უნდათ მარა ვერ აძლევენ თავს უფლებას რო გაერთონ )))

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Larp

Unread post#7 » 22 Dec 2015 06:17

მშვენიერი სტატიაა და მართლაც მშვენიერი გასართობი მოგვეცა ქალაქის მაშტაბით, რომლის მუღამის დაჭერას მგონი ყველა შევძლებთ. თან კრაფტინგის თემა რომ ემატება, საკუთარი იარაღის და ფარის კეთება, ჰერალდიკის ანუ საკუთარ რაღაცას რო დებ ვაბშე მუღამს აძლევს. რამე სიმბოლო უნდა დავიმატოთ გეიმოვერის ხალხმა, მგონი ფრაქციის(ფალკონები) შიგნით კლანები მოსულა.

ეს სპეცოპერაციის ამბები არ ვიცოდი რამდენი რამე ხდებოდა Siege-ის დროს. ასწორებს. :yee:

მე სხვა კუთხით დავინახე ეგ შეტაკება. ჯერ ვიღაც ღვთისნიერი კაცი გაეძრო არსაიდან და ფარი მათხოვა. მერე მურადინის ფარების დანაყოფში გამანაწილეს და ციცაბო ფერდობის დაპრყობას ვცდილობდით, მზე თვალებში გვანათებდა, ეკლნარი გზას გვიღობავდა და მეისრეები ფარებს შორის სისუსტის პოვნას ცდილობდნენ მაგრამ კარგად გვეჭირა თავი და კაცის დაუკარგავად მივაღწიეთ ფალკონების სიმაგრის ძირთან. ამდროს შუბოსნების ლიდერი დივერსიულ მანევრს ატარებდა და ფარიანებს დასაცავად რომ მოუხმო დაუფიქრებლად შევუერთდი. პირველები ვიყავით ვინც მტერთან ბრძოლაში ჩაება და საკმარისად დავაყოვნეთ რომ ფაროსნები ამოსულიყვნენ სიმაგრის ტერასაზე. წარმატებით დავიბრუნეთ ახალი ფრაქციის დაკარგული სახლი.

შემდეგ ჩემთვის უფრო ეპიკური მოვლენა მოხდა. ფრაქცია ფრაქციაზე შეტაკება. და Shield Wall-ში დამაყენეს! ალბათ ყველასთვის გამიბურგია ამ თემაზე ტვინი და იცით როგორი მუღამი მქონდა ამის. მარცხნივ და მარჯვნივ თანამებრძოლები გყავს, ფარები ერთმანეთზე გადადებულია და ძლიერ ფრონტ ლაინ დაცვას ქმნის. სინქრონულად უნდა გადაადგილდე, დისციპლინა შეინარჩუნო, მტრების ჯარს უახლოვდები პირველ რიგებში ექშენის და ადრენალინის პიკია. სხვა პოზიციებზე ეგრე კარგად ვერ გადმოიცემა ნამდვილი ბრძოლის შეგრძნება.

კარგად მივდიოდით წინ მაგრამ ჭკვიანი მოწინააღმდეგე შეგვხდა, გვერდებიდან მოგვიარა და ალყა შემოგვარტყა. ამ დროს დაირღვა დისციპლინა და დაიშალა კედელი. ბრძოლის ქაოსმა მოიცვა ბეთლფილდი. ამ დროს კრომველის წიგნების კითხვიდან მოსული ინსტინქტები ჩაირთო და ერთად დავდგეთ თქო ვიღრიალე. პატარა ჯგუფი შევიკარით ერთად და მთელი მარჯვენა ფლანგის დაკავება მოვახერხეთ. Shield Maiden და არჩერი გვყავდა. მარჯვენა ფლანგში შეიჭრა ჩვენიანი ვანგარდი და ამ დროს ჩვენც შევუერთდით Shield Charge-ით. ერთი კაცის შუბი ფარით მოვიგერიე, მეორე ნაჯახი ხმლით, შუბიანს ფარი ვკარი და ზედა არკით ყელი გამოვღადრე ნაჯახიანს. შემდეგ მივაწექი ისევ ფარით შუბისანს არ მივეცი დრო შუბის გამოსაყენებელი მანძილით უკან დასახევად და ფარის და ხმლის მანევრით მუცელი გამოვფატრე. ეპიკური განცდა იყო.

მერე ფარი წამართვეს, პატრონმა დატოვა ბრძოლის ველი და ალუკარდის ხმლების სპეცრაზმში ვიბრძოდი. მანდაც კარგად გავერთე, მაგრამ შუბოსნების მოგერიება მოკლე ხმლებით გაგვიჭირდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: Larp

Unread post#8 » 22 Dec 2015 06:35

რო განახლდება ალბათ ვნახავ მეც რა არის, ამ ეტაპზე არ ვიცი/არ მაინტერესებს/არ მაქვს მუღამი, ნუ მუღამიც თუ გამიჩნდა დიდი ხნით მაინც არ მინდა რამეში ჩავერთო და მაგას დამატებული ხშირი დოზით ბევრ ხალხში ყოფნა არ მსიამოვნებს.
ფიზიკური დატვირთვაც სხვანაირი მირჩევნია და უფრო გამოსადეგარ რაღაცეებზე მინდა ფიქრის და დროის მიმართვა ამ ეტაპზე, რა გამოვა ხზ.
კულტურის დამკვიდრებას მივესალმები და ვფიქრობ რო ახალგაზრდობას ასეთი თუ სხვანაირი ფიზიკური აქტივობები უფრო სჭირდება გართობის საშუალებად ვიდრე კაიფზე ან სასმელზე ფიქრი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Larp

Unread post#9 » 22 Dec 2015 12:15

სახში დაგადგებით, ნაჯახებით გცემთ და წამოგიღებთ ლარპზე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Larp

Unread post#10 » 22 Dec 2015 13:03

კიპერ კერძო ფოტოგრაფი გყავდათ თუ ესეთი კაი სურათები ვინ გადაგიღოთ ))) კაკტუსა ერთ სურათში ისე იყურება ფილმის პოსტერი მეგონა )))
სლეიერა უნდა იყოს ისტორიკოსის სახით ბრძოლის ველზე, პერგამენტებით და იხვის ბუმბულით ))
მე მინდა რო გოსთა მოვიდეს, სუ გახდილი, ადეალა შემოხვეული და ზევიდან კარდონის შეღებილი ნაწილები, გახსნილი არმორის პონტში. ჩაფხუტი ერთი რქით, ცოტა დიდი როაქ, წინ რო ჩამოდის და სუ რო ისწორებს. რამე ძაან ეპიკური მეისი და paperwhite.
კვაზი-mode

GHOST
Posts: 1242
Contact:

Re: Larp

Unread post#11 » 22 Dec 2015 18:34

ასეთ ვიდზე გამოვიდოდი და დავერეოდი მალალეტკებს.

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Larp

Unread post#12 » 22 Dec 2015 18:49

რამდენიმე დღის წინ იყო მაგაზე დისკუსია ფეისბუქის გრუპაში გოგოები ითხოვდნენ შიშველ კაცებს )))

ფოტოები მგონი გოგო როა ფარით მაგის გამო გამოვიდა ამდენი :trolface: მაგასთან დავდგეთ ხოლმე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Re: Larp

Unread post#13 » 22 Dec 2015 19:03

აუ ძალიან მომწონს !!! ;დ

ჯერ ცალკე ჩათში როგორი აღტაცებით ლაპარაკობდა რიდიკა და ახლა აქ თემაში საერთოდ მაგრად გაიშალა როგორც ჩვევია ხოლმე და გამიათმაგა უკვე შექნილი შთაბეჭდილება ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 288
Contact:

Re: Larp

Unread post#14 » 23 Dec 2015 08:41

ვაბშე ყველაზე ეპიკ მომენტი იყო მანდ, მე და ლაშა რო ვჩარჯავთ
https://drive.google.com/file/d/0BytrQ6 ... sp=sharing

User avatar
Natalie
Posts: 246
Contact:

Re: Larp

Unread post#15 » 25 Dec 2015 17:17

მეც მინდა ტიტველი კაცები.
მაგის გამო მოვალ (y), ისე მეზარება

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: Larp

Unread post#16 » 25 Dec 2015 18:22

https://coub.com/view/9y9nu

წამოდი ჰილერად :D ბაჩოს სპეცრაზმს გააცოცხლებ ხოლმე.


კლანს თუ ვიზამთ ჰერალდიკას დავიმატებ ფანკონთან ერთად ფარებზე რო გავაკეთებთ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Larp

Unread post#17 » 25 Dec 2015 23:10

ისეთ მუღამშივარ რო მართლა მცხვენია ჩემი თავის ))) ხმალი გამაკეთებინეთ ბიჭო, ფარი, ან რამე ტამაგავკა მომაწოდეთ, რამე რბილი შემომარტყით სახეში !
კვაზი-mode

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

Re: Larp

Unread post#18 » 27 Dec 2015 04:08

ხვალე(უკვე დღეს 27 დეკემბერს) გვაქვს შიდა ფრაქციული ვარჯიში, ყოფილიპოდრომზე, 3 საათზე

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Larp

Unread post#19 » 27 Dec 2015 04:57

ბიჭო იარაღზე ჩამოვყალიბდი ეხა. მე და სნეიქას გვქონდა დიდი რესერჩი, და ეხა მაინტერესებს ვის უნდა ვკითო ნებართვა შემიძლია თუ არა მსგავსი იარაღის გაკეთება. რო წამოვედი, გზაში ვფიქრობდი რა სტილის ხმალი გამისწორდებოდა და მომივიდა წვერის სიგრძის ტარის მქონე ხმლის იდეა. პროსტა რეალურად თუ არსებობდა არ ვიცოდი, ვერ გავიხსენე. ეხა ვიპოვეთ და Nagamaki ქვია თურმე https://www.pinterest.com/bacholomaia/nagamaki/ ეს თემაა. სადღაც 2 მეტრიდან იწყება მგონი, მარა ზუსტად არ ვიცი ჯერ. ამის გაკეთება მინდა სასტიკად )) პროსტა მითხარი ვის უნდა დაველაპარაკო.
კვაზი-mode

User avatar
Darkenstein
Posts: 18
Contact:

Re: Larp

Unread post#20 » 27 Dec 2015 14:00

ეგ ორ ხელიან კატანას გავს რომელსაც No-Dachi სამურაები იყენებდნენ.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests