Bosses To Remember, გამოკითხვა / განხილვა

გახსენით {საერთო თემები}{ჩამონათვალი}{ხმის მიცემა}{კითხვები}{შედარებები}
User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Bosses To Remember

Unread post#1 » 24 Nov 2015 16:48

საუკეთესო "ბოსებზე" უამრავი ტოპი არსებობს, მაგრამ ინდივიდუალური გამოცდილება მაინც განსხვავებულია. მინდა გაიხსენოთ ექსფერიანსი და დაწეროთ ისინი რომლებთანაც განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებთ. სახელებს მოაყოლეთ ისტორიებიც.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Re: ბოსები რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა

Unread post#2 » 24 Nov 2015 17:20

შავი დრაკონი Baldur's Gate 2: Throne of Bhaal. უნიკალური ექსპერიენსი იყო. ისედაც საკმაოდ მრავალფეროვანია Baldur's Gate თავის უამრავი სპელით, სკილით და სტატუსით მაგრამ ამ ბოსს დაემატა სპეციალური სკრიპტინგი რომლითაც გავრცობილი იყო ხელოვნური ინტელექტი. ამ თამაშს ისედაც ახასიათებს ის იშვიათი მომენტი რომ კარგი ექშენ სცენების სახით გამახსოვრდება კომბატი, გახსენებისას წიგნში წაკითხულს ან ფილმში ნანახს უფრო გავს ვიდრე თამაშს.

არ ვიყავი რესურსების მხრივ მზად ამ ბრძოლისთვის და ძალიან დიდი, დამღლელი და საინტერესო გამოდგა. იმდენად ჩართული ვიყავი ბრძოლაში რომ ზოგიერთი FPS თამაშივით წაიშალა საზღვარი რეალობას და ეკრანზე განვითარებულ მოვლენებს შორის. მახსოვს როგორ მეკვრებოდა სუნთქვა როცა აფრინდებოდა დრაკონი და დაიმალებოდა. ეს ნიშნავდა რომ ჩრდილს შეერწყმებოდა და რომელიმე გუნდის წევრს მოულოდნელად დაესხმებოდა თავს. ჯაჰირა ნახევრადმკვდარ აერისკენ გარბოდა რომ ოდნავ მაინც შეეჩერებინა სისხლდენა, ის მაინც მოკვდებოდა თუ დრაკონი მას ამოირჩევდა მაგრამ თუ გაგვიმართლებდა აერი შეძლებდა ბრძოლის გაგრძელებას. არ გაგვიმართლა და დრაკონის კლანჭმა ყელი გამოღადრა. ჯაჰირა გაშტერდა და მთელი სახე სისხლით დაენამა. მინსკმა თავისი ვიტჩის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გულის მომკვდინებელი ყვირილით გამოხატა და ბერსერკერის რეჟიმში გადავიდა. თითქმის 40 წუთი ვიბრძოდით და ყველა რესურსი გამოვიყენეთ რაც გვქონდა. უკანასკნელ პოუშენამდე დაიცალა ყველაფერი. მსგავსი ეპიკური შეგრძნება არცერთ ექშენ თამაშში ან სხვა RPG-ში არ მახსოვს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: ბოსები რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა

Unread post#3 » 24 Nov 2015 22:05

FInal Fantasy IX-ში Ozma. დიდი ფერადი ბურთია, სავარაუდოდ ეიდოლონია რომელსაც სამონერები ვერ აკონტროლებდნენ და ბოლოს ჩოკობოს მფრინავ ბაღში დაიბუდა. შემთხვევით გადავაწყდი, მაშინ არც ინტერნეტი მქონდა არაფერი, ხოდა ბოლომდე რო გამოვწურე თამაში, ერთერთ ადგილას ექსპლორაციის დროს შემხვდა, არ ვიცი რამდენი ცდა დამჭირდა რო მოვრეოდი, ვისროდი მეტეორებს რომელიც 1hp-ზე მტოვებდა და მერე ვიჰილავდი ტავს, თითონაც უშვებდა მსგავ რაღაცეებს და კიდე ვიჰილავდი, 10-15 წუთი გაუჩერებლად მიდიოდა ხოლმე ბრძოლა, თან არც ალეველება მშველიდა და ბრძოლის დროს ვანგარიშობდი რამდენ dmg-ს მივაყენებდი, ხოდა ასეთ ანგარიშში როცა მეგონა რო ჯერ წინა რეზულტატისთვისაც არ მიჯობნია, უცებ რაღაც დაიწერა და გავიმარჯვე. არც ამის მერე გამიჩერებია ექსპლორაცია და ბოლო ლოკაციაშიც ვიპოვე რაღაც საიდუმლო ბოსი ჰადესი, რომელმაც დამარცხების შემდეგ მითხრა რო გაუგია ოზმას არსებობის შესახებ და რო გაიგო დამარცხებული მყავდა შემაქო, მანდ მივხვდი რო თამაშში ყველაზე ძლიერი არსება მყავდა დამარცხებული.

Final Fantasy VII-ში მახსოვს Ultimate Weapon-ები, დიდი მექას მაგვარი მონსტრები, რომლიდანაც Ruby-ის გარდა ყველა დავამარცხე, რუბისთვის საკმარისად არ მქონდა მატერია გაძლიერებული რომელიც დამეხმარებოდა ბრძოლაში და გავანებე თავი, თუმცა აუცილებლად მივუბრუნდები.

ასევე Sephiroth-თან ბრძოლაც კარგია FF VII-ში, კონცეპტუალურად კარგად ხდება აკრეფა, მერე მოდის ეპიკური მუსიკა, Safer Sephiroth ფორმაში რო ექვსი დაშვებული ანგელოზის ფრთა აქვს და ერთი მექანიკური შავი ფრთისმაგვარი ხელი, ეს არის One Winged Angel, დაცემული სიკვდილის ანგელოზი რომელსაც სიკვდილი და განადგურება მოაქვს (ის ცალფრთიანი *ლეობა რო გააკეთეს გაგრძელებებში მაგას არ ვგულისხმობ), ბოლოს მთავარი პერსონაჟს ცნობიერებაში უპირისპირდება და სწორედ იქ წყდება ბრძოლის ფინალი, სადაც კლაუდი ომნისლეშით აჩეხავს.

Baldurs Gate 2-ში ლიჩმა მაწვალა თავიდან სანამ კლერიკს ავიყვანდი, მახინჯი გახრწნილი არსება ომელიც წლები ეგდო რაღაც სამარხში, გავაღვიძე და შეუჩერებელი მონსტრი აღმოჩნდა, მარა როდესაც ვიკონია ვიპოვე და მისი მზის სპელები გამეხსნა, მივედი და დავადუღე აყროლებული გვამი.

Morrowind-ის ლიჩმაც საკმაოდ მაწვალა Tribunal-ში, ალეველებული იყო როცა დავადექი და დახუჭობანას, დაჭერობანას და ომობანას ვთამაშობდით ერთდროულად მთელი ბრძოლა, თან სწრაფ ტემპში სწრაფი სირბილით, სერიოზული ექშენი ავწიეთ ბევრ მართლა ექშენ თამაშში რო არ მინახავს, ესაც აყროლებული არსება იყო და რო მოკვდა მინდოდა ზედ დამეფურთხებინა.

Tomb Raider III-ში პუნა, აქ სიძნელე საერთოდ არ ყოფილა მარა თითონ ლოკაცია და არსება რო ვნახე პირველად ძალიან მომეწონა, დიდი წვალების შემდეგ მახეებით სავსე ლეველში მცხოვრები უძველესი არსება, რომელმაც მთელი ტომი დაიმონა მისტიური არტეფაქტით.

Tomb Raider IV-ში ბოლოს სეთი, აქაც არაფერი სიძნელე მარა ცუდი ენდინგის პროლოგი იყო როცა ამდენი ხნის ნაწვალები და აწყობილი ჰორუსი ერთი დარტყმით დაშალა ბოროტებამ რომელსაც კარგად ვიცნობდი ცალკე მითოლოგიიდან და ცალკე პაპირუსის მულტსერიალიდან, ეს იყო რაღაც უიმედო სიტუაციაშI ჩავარდნა რაც ლარას იმავე სამარხში ჩამარხვით დამთავრდა, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი კაი ხანი.

Metal Gear Solid-ის ბოსებს ვერ ჩამოთვლი, უმეტესობა მომწონს სთორითიც და კონცეპტუალურადაც, ოღონდ მომწონს არრა იმიტომ რომ კარგი კონცეფციაა ან რამე უცხო, უბრალოდ ბოსობას ეგეთი ტიპაჟები ისე მოუხდა/მოუხდინეს სთორიშიც და გეიმფლეის მხრივაც, რო ძალიან დასამახსოვრებელ ტიპაჟებად რჩებიან.

Silent Hill-ში პირველი ნაწილის ცუდ ენდინგში ინკუბუსი, დღემდე არ მსიამოვნებს ამის გახსენება.

Resident Evil 2-ში როცა მეორე პერსონაჟით გრძელდება თამაში, იქ არის T-103 ტირანტი. მართალია მესამეში Nemesis უფრო აქტიური და საშიშია მარა არც ამ ტირანტის დერეფანში გაგონილი ნელი ნაბიჯების ხმაა ნაკლებად დამძაბველი.

Soul Reaver-ში პირველი ბრძოლა კაინთან და მუსიკა ერთერთი საუკეთესო რაღაც იყო სთორის მიხედვით, გაგრძნობინებს როგორ ერკინები შენზე ძლიერს რომელმაც გაგწირა და არ იცი რატომ, რომელიც ანტაგონიზირდება შენს თვალში და ბოლომდე მოტივირებული ხარ იმასათვის რო როგორმე დაამარცხო.

Shadow of The Colossus-ში აბსოლუტურად ყველა ბოსმა თავისი ლოკაციებით და შინაარსით უდიდესი ეფექტი მოახდინა. არ ვიცი ვისზე როგორ მარა ჩემთვის ძველ ბერძნულ ეპოსში მონაწილეობის ტოლფასი იყო მთელი ეგ თავგადასავალი, რაც ალათ ევროპული ცივილიზაციის კულტურული ბურჯია.

Dark Souls-ის ბოსები ყველა კარგია Centipede Demon-ის გარდა და ყველასთან ჩემებური attachment მაქვს, ნუ მიხვდებით ეს რაც არის და რატო არის.

Demon's Souls-ში ძალიან ლამაზია Maiden Astraea-სთან ჩასვლა, როცა მისი რაინდი გარლ ვინლანდი საბრძოლველად ამოდის და ბოლომდე იცავს თავის რჩეულ ქალს, რომელსაც თავგანწირვაშიც კი გაჰყვა და მის დაცვას შესწირა სიცოცხლეც.

La Mulana-ს ალბათ ყველა ბოსი ძალიან დიდ ეფექტს ახდენს მოტამაშეზე. ჯერ მარტო პოვნა, მისტიური ატმოსფერო, სამარხებში ბოდიალი, უცებ გაცოცხლებული მითოლოგიური არსება ან ღმერთი რომელსაც დიდი წვალების შემდეგ პოულობ და ბოლოს დიდი წვალებით ამარცხებ. Souls სერიებზე ბევრად რთულია მექანიკითაც, დაგეგმვითაც და არც ატმოსფერულობაშია რამით ნაკლები, თუ ვინმეს პიქსელური გრაფიკა არ აღიზიანებს.

ჯერჯერობით ესაა, კიდე გავიხსენებ მერე.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Blankbanshee666
Posts: 134
Contact:

Re: ბოსები რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა

Unread post#4 » 25 Nov 2015 15:35

მართალია თქვეს მარა ვიტყვი მაინც კიდევ ერთხელ. ნემეზისი რე3-დან. რაც ამან მაშინა და მანერვიულა, თან კიდევ კარგი მაგნუმი და შოთგანი მქონდა ხოლმე და ჯილსაც შეეძლო შეწინააღმდეგება რო დაუპირებდა ნემეზისი დახრჩობას.

ფსაიქროუსთან გონკაობა ერსვორმ ჯიმ2ში ბოლოსკენ უკვე, ადვილია იდეაში მარა სისწრაფეა მაინც მთავარი ასე თუ ისე.

მგს:ფისვოქერში, იმენა ფისვოქერთან შერკინება. მახსოვს მარტომ ერთი 10ჯერ ვეწვალე მარა მეჰ, 4 ხაზი ძლივს დავაკელი. კიდევ კარგი ქო-ოფში მეგობარი დამეხმარა თორე კარგა ხანი ვიქნებოდი გაჭედილი. ისეთი ნაბოზრული ფეთერნები აქ, გინდება რო პსპ დაახეთქო რამეს. ეგ კიდევ რა არის, მერე უფრო გაძლიერებულ ფორმაში რო შემხვდა ეგ ვაბშე პიზდეცი იყო.

მგს3ში ვოლგინის პირველი სეგმენტი ჰენდ თუ ჰენდ ქომბათი. დამავიწყდა უცბად რო იარაღებზე გადაცვლა შეიძლებოდა (უფრო სწორედ კოსტუმის შეცვლა დამავიწყდა, მეგონა ამ სეგმენტისთვის იყო აკრძალული იარაღები) და დავამარცხე გასათიში სალფეტკებით :D

იქსბოქსის ნინჯა გაიდენის ბოსები ;/ უკომენტაროდ.

ეის კომბატ 2-ს და მესამე ნაწილის 31-ე მისია. მეორეში ქვევით დაშვება და შეძრომა იყო წვალება, რაღაც პაწაწინა გენერატორის ასაფეთქებლად, და მესამეში ძან ვიწრო სივრცეში იყო წამება მანევრირება, 80 % სუ ჭერს ვეხეთქებოდი, ცუდად მახსენდება.

კიდევ თუ გამახსენდება რამე, დავწერ ^^

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: ბოსები რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა

Unread post#5 » 16 Dec 2015 16:09

მე სიძნელეების გამო უფრო ნაკლები მახსოვს, იმიტო რო კლასიკური იზომეტრიული RPG, JRPG ცუდათ ვიცნობ, მარა ჩისტა ორიგინალურობის გამო რომლებიც დამამახსოვრდა ესენია:

Earthworm Jim 2 - fish: თავიდან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ))) იმიტო რო პროსტა არ ველოდი ესეთ რაღაცას. მერე ნელნელა დამეწია ხუმრობა.

Riddick: Assault on Dark Athena - Gale Revas: არვიცი რამდენს გითამაშიათ, მარა ვინც იცით ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ქალი იყო უსაზიზღრესი ტიპი. მთელი თამაში ნერვებზე მოქმედებს, ბოროტი ისტერიჩკაა და იასნა გინდა რო სახე მოაჭრა. ბევრს ითმენ, მარა ბოლოს ისეთი ფორმით კლავ რო ყველანაირ წყენას პატიობ. მაგიდის გარშემო დარბის, უცებ ეცემი და დაგერი 1 2. თითქმის გრძნობ ხელში როგორ გაკვდება.

Witcher 1 - Striga: მთელი თამაშის ლეიტმოტივი იყო ეს მონსტრი. ტრეილერებში და CGI რგოლებში, არტებში, ყველგან ვაწყდებოდი, მარა რეალური შეხვედრა ყველაზე საკაიფო აღმოჩდა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვესტის ეპილოგია სტრიგასთან ბრძოლა. ხოლო თვითონ ბრძოლამდე მისვლა მთლიანი რიტუალის სახით არი წარმოდგენილი, რომლის დროსაც ბოლომდე შედიხარ ვიჩერის როლში.

Metro Last Light - Bear: ეს ტიპი იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არსება რაც მინახავს თამაშებში. და ამ შთაბეჭდილების დონეს მარტო ვიზუალი არ იწვევდა. მთლიანათ გარემო იყო ძალიან მაგრად შექმნილი და რო დავინახე რეალურად ვიგრძენი რაღაც უზარმაზარი ქაოტური ძალა რომელსაც ჩემი განადგურება უნდოდა. Librarian: ეს მინი ბოსია, მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავი მისი აზრობრივი დატვირთვის გამო (ერთერთი ყველაზე ორიგინალური მონსტრია ზოგადად).

Dark Souls - ამ თამაშის გარეშე არ გამოვა. Sanctuary Guardian: არც სირთულით არ გამოირჩევა და არც სთორიში აქ რამე განსაკუთრებული ადგილი, მარა ვიზუალურად ძაან ეფექტური ბოსი იყო. მაგრად მომეწონა და დამამახსოვრდა. Seath: სიცივის, მარტოობის და სიგიჟის ატმოსფერო იმდენად დამთრგუნველი იყო, რო რო მოვკალი თითქოს გავთავისუფლდი იმასთან ერთად.

Dark Souls 2 - The Rotten: ამ ნაბიჭვარზე მეტად არცერთი ბოსი არ მეზიზღება ისტორიის მანძილზე. არვიცი, ზოგი ძალიან მარტივად კლავდა, ალბათ ბილდის გამო, მარა მე თვალებიდან სისხლი წამომივიდა ბოლოს ისე ვიწვალე. თან ვიზუალურადაც ისეთი საზიზღარია რო ბოლოს გგონია ნიკორას ვადა გასულ პროდუქციას ებრძვი.

Stalker - Underground Boss: ამ ტიპის ზუსტი სახელი და გვარი არ ვიცი, მარა მასთან შეხვედრა დღემდე მახსოვს იმდენად, ატმოსფერული და შიშის მომგვრელი იყო. ჯერ მიტოვებული ჩერნობილი რა არი და მერე მის ტყეებში, ყველაზე ღრმა ბუნკერში, შემთხვევით ნაპოვნი ბოსი, რომელსაც საერთოდ არ ელოდები.

Diablo 2 - Baal: ეს რო არ ვახსენო ტეხავს. ტიპები რო აზარტული თამაშებით არიან გატაცებული, იგივე მჭირდა მეორე დიაბლოზე და ამ გატაცების დროს ეს უბედური ყველაზე მეტჯერ მყავს დასახიჩრებული, ყველა შესაძლო სიძნელეზე, რეშიმში და სიტუაციაში )) კაი დრო იყო

თუ გამახსენდა ვინმე კიდევ შეგაწუხებთ
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Re: ბოსები რომლებიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა

Unread post#6 » 22 Dec 2015 07:29

Suikoden II-ში Luca Blight, ძალიან ეპიკური დადგმაა, ტყეში თავდასხმა, ისრების წვიმა რო გარშემომყოფებს უხოცავს და მარტო დარჩენილს სამი საკუთარი ხელით დაკომპლექტებული რაზმით უტევ რომელიც 108 პერსონაჟიდან ამოირჩიე. თან ბოლომდე გაგრძნობინებს თამაში რო მონაწილე ხარ მოვლენების და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს ბრძოლაში.

Silent Hill: The Room-ში უოლტერ სალივანი, ერთერთი საუკეთესო ვილეინია რომელიც ყველაფრის მიუხედავად თანაგრძნობას იწვევს ჩემში, განსაკუთრებით მისი ბავშვი პერსონა. იმდენად ძლიერია მისი სურვილები და მიზნისკენ სწრაფვა რო დაფასებასაც კი იმსახურებს მისი ფანატიკური ბუნება. სპოილერების გარეშე არ გამოვა ამაზე ლაპარაკი, მარა ვიტყვი რო კარგი ლიტერატურული დონის პერსონაჟია.

Parasite Eve-ში ევა მთელი თამაშის განმალვლობაში, ძალიან სერიოზული საფრთხეა იდეურად და ისე აკრგად არის გადმოცემული და ისე კარგად ხედავ განვითარებას (მუტაციებს) რო ნერვებზე მოქმედებს ყველა დაპირისპირებაზე რო ახალი სახით გებრძვის. გინდა თუ არ გინდა მოსალოდნელი კატასტროფის შედეგებს იაზრებ. თან სეთინგს ატმოსფერო არ აკლია და სთორის კიდე ინტრიგა, რაც ბოსს უფრო საშიშად აქცევს წარმოდგენაში.

Vagrant Story-ის ყავდა კარგი ბოსები, ფაქტიურად Souls სერიების უფრო ძველი ვარიანტია.

Ultimate Mortal Kombat 3-ში მოტარო და შაო კანი, დღემდე მახსოვს პირველი გამარჯვების შეგრძნება, სადღაც მეოთხე-მეხუთე კლასში ვიქნებოდი მგონი არდადეგები მქონდა და როგორც იქნა მოტარომდე მივაღწიე, თან 5 Continue იყო და გამწარებული ვეცი ჯექსით, ორჯერ მომიგო და ბოლოს მაინც დავუმუღამე და თავპირი ავახიე კენტავრს. შაო კანზე კიდე პირველი რაუნდი როგორც კი მოვიგე ყვირილი დავიწყე და გადამწყვეტ რაუნდზე მთელი ოჯახი მგულშემატკივრობდა.

Knights of The Old Republic 2-ის ბოლო ბოსი (სახელს არ ვწერ). თითონ შეხვედრა და მოვლნებია საინტერესო ბოლოს.

System Shock 2-იდან SHODAN. ესაც პერსონაჟიდან გამომდინარე. თან ბოლო ფორმა <3

Earthworm Jim-იდან Evil The Cat - არ ვიცი რატო მარა ყველაზე მეტად ამ კატაზე მეცინებოდა, პლანეტაზე რო ბატონობდა, თან ვირთხას რო გავდა და ბოროტი რო იყო ))))

Tales from The Borderlands-ის ბოლო ბოსის ბრძოლა არის უმაგრესი გაკეთებული, იმსახურებს აღნიშვნას.

Prince of Persia Warrior Within-იდან Dahaka. არაფერი საოცარი ბოსი არ არის მარა სეთინგს უხდება, გაქცევას გაიძულებს და გატესტინებს შესაძლებლობებს რასაც თამაშისას სწავლობ. ადვილი და ერთფეროვანია მარა მაინც ქონდა მუღამი გაქცევას.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Best Villains

Unread post#7 » 08 Mar 2016 17:44

ამ "ადამიანს" არ ვიცნობ. მარა მის მიმართ ძალიან დიდი სიმპატია მაქ და მინდა რო გამოვტყდე. Dancer of the Frigid Valley - რამდენადაც ვიცი მარტივი ბოსია, მარა ესეთი გამორჩეული ვიზუალის მქონე ვინმე გახსენდებათ კიდე? მოძრაობების სეტის შთაგონება უეჭველი აზიური მუცლით მოცეკვავე ქალებიდანაა მოსული, რომელიც შერწყმულია ასასინთან და გამოყვანილია ამ ეგზოტიკური ნაზავის კოშმარული ვარიანტი, რომლის მოძრაობები იმდენად დახვეწილი და ელეგანტურია, რო პირი ჩამომვარდა. მაგრად მაინტერესებს თითონ როლი ისტორიაში, ვინ არი.

მთლიანი ბრძოლა
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests