What About Episodic Games?, გამოკითხვა / განხილვა

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

What About Episodic Games?

Unread post#1 » 19 Feb 2015 13:59

ეპიზოდური თამაშები საკმაოდ პოპულარული ხდება, რასთან დაკავშირებითაც მინდა პატარა გამოკითხვა ჩავატარო და გავიგო თქვენი დამოკიდებულება.

>>>

გამართლებულია თუ არა მსგავსი სახის დეველოპმენტი და დისტრიბუცია?
რა პლიუსები, ან მინუსები შეგილიათ გამოყოთ ?
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Episodic video games

Unread post#2 » 19 Feb 2015 14:03

სერიალების მუღამი აქვს, რავი ჩემი აზრით გამართლებულია და კარგია, შეგიძლია მეტად ააგო მოთამაშისთვის ემოციური ფონი, hype მუშაობს, თუ დაფეილდი შემდეგი ეპიზოდი აღარ დააინტერესებს, ამიტომ ვინუჟდენი ხარ ყველა ეპიზოდი კარგი გამოგივიდეს. აი Game of Thrones-მა არ ივარგა და სურვილიც არ გამჩენია მეორე მეთამაშა, არც კი დავლოდებივარ )) TWD2-ზეც არ ვგიჟებოდი მთლად მარა ინტერესის მუღამს მაინც იჭერდნენ.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Episodic video games

Unread post#3 » 19 Feb 2015 15:02

რათქმა უნდა სრული თამაში ჯობია ბევრად ექსპერიენსის მხრივაც და ხარისხისაც. უფრო კონსისტენციურია როცა მთლიანი პროექტი პოლიშდება ერთდროულად.

მაგრამ დღევანდელი თამაშის შექმნის ფასებიდან გამომდინარე შეიძლება თქმა რომ ის თამაშები რომლებიც ეხლა ეპიზოდურად გამოდის უბრალოდ არ გამოვიდოდა ასეთი ფორმატი რომ არ არსებობდეს. ამიტომ გამართლებულია ამ მხრივ.

ძაან თუ ჩაუღრმავდი დადებითი თავისებურებებიც აქ ეპიზოდურად გამოცემას თამაშის ხარისხზე მარა პლეიერის ექპერიენსისთვის მაინც სრული თამაში ჯობია. ელემენტალურად მავიწყდება ხოლმე რა მოხდა წინა ეპიზოდში იმდენი ხანი არი პაუზა ახალს შორის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

NoiZ
Posts: 326
Contact:

Episodic video games

Unread post#4 » 20 Feb 2015 02:50

სერიალების მუღამი? რავიცი, ახალგამოსულ ონგოინგ სერიალებს უყურებთ? მე პირადად ველოდები სანამ მინიმუმ ნახევარი სეზონი გამოვა(ყველა ეპიზოდი/სეზონი თუ არა :D) და მერე ერთიანად ვუყურებ უკვე გამოსულ ეპიზოდებს. ამ თამაშებსაც ეგრე ვთამაშობ/ვაპირებ თამაშს; ველოდები სანამ დაარელიზებენ რამდენიმეს მაინც და მერე ვთამაშობ. ვერ ვხვდები რა მუღამი აქვს, მინიმუმ 3-4 თვე უნდა ველოდო რომ სთორიში პატარა ნაბიჯი გადავდგა წინ. შენზე რომ იყოს დამოკიდებული და შენი გადაწყვეტილება თუა ეგეთი ფეისინგით თამაში გასაგებია, მაგრამ ფიზიკურად როცა არ არის გამოსული თამაშის ეპიზოდი ეგ მუღამსაც მიკლავს რაღაც დონეზე.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Episodic video games

Unread post#5 » 20 Feb 2015 04:09

Wolf Among Us და TWD2 დავხურე ცალცალკე ეპიზოდებად და ერთი წამითაც არ მინანია. გადათამაშება მინდოდა ვითომ მარა ბოლოს ვტოვებდი ყველა არჩევანს როგორც მქონდა და ვაგრძელებდი. ერთიანად თამაშს სხვა მუღამი აქვს, მარა აქ თითო ეპიზოდი რო განსხვავდება და ზოგჯერ ტემპის დავარდნაა და ზოგჯერ მატება ეგაც თავის დინამიკას აძლევს. ტამაშს გააჩნია ალბათ ისევ, არამგონია Tales of Monkey Island-ზე, The Last Door-ზე ან TWD1-ზე მყოფნოდა მაგის ნებისყოფა, მარა აგერ ეხლა სიამოვნებით ვუცდი Tales from The Borderlands-ის ეპიზოდს, პირველი იმდენად მდიდარი იყო ერთი თამაშის experience-ს უდრიდა ჩემთვის და მინდა ცალცალკე სულ ასე გავისწორო.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Episodic video games

Unread post#6 » 21 Feb 2015 00:44

რო დაფიქრდე უფრო დადებითი მოვლენაა ვიდრე უარყოფითი. ანუ უფრო ფართო არჩევანი გაქ. შეგილია დაელოდო მთლიანად გამოსვლას და მერე დაიწყო, შეგილია თავიდანვე მიყვე და მერე სხვებთან ერთად განიხილო გაგრძელების ამბები. + ანონსიდან წლობით ლოდინი არ გიწევს თამაშის გამოსვლამდე, ნელნელა მაგრამ მაინც ღებულობ რაღაც დოზით თამაშს და თუ არ გაწყობს, როგორც ვთქვი, უბრალოდ ბოლომდე ელოდები. ასევე ეს ეპიზოდები ასრულებს დემოს ფუნქციასაც, შეგილია რო უბრალოდ ნახო მოგწონს თუ არა და გიღირს თუ არა დალოდება. რავი ბევრ პლიუსს ვხედავ. მთავარია რო დეველოპერმა არ ითამაშოს ამ ყველაფერზე და რაღაც ხრიკებით უფრო მეტი ფულის გამორთმევა არ დაიწყოს, ვიდრე კლასიკური თამაშები ღირს.
კვაზი-mode

User avatar
Natalie
Posts: 246
Contact:

Episodic video games

Unread post#7 » 25 Feb 2015 08:57

რას აკეთებენ ამდენხანს არ ვიცი, მაგრამ 4 თვე ერთი ეპიზოდის გამოშვებას როცა უნდება დეველოპერი, მაგ პერიოდის განმავლობაში სხვებთან განხილვაც ამოწურული გაქვს და თვითონ ეპიზოდიც, გინდა არ გინდა იმდენხანს ელოდები, რო შემდეგის გამოსვლის მერე წინა ეპიზოდის/ეპიზოდების თამაში ახლიდან გიწევს, რომ რამე არ დაგავიწყდეს/გამოგრჩეს, ჩემთვის ყოველშემთხვევაში ეგრეა.
TWAU, TWD, TWD2 დამთავრებული იყო მე რო დავიწყე, ბოლო ეპიზოდებზე მომიწია მხოლოდ რამოდენიმე დღე ლოდინი და მაგას ქონდა თავის მუღამი, მაგრამ არა პირველი ეპიზოდიდანვე Tales from the Borderland-ის დაწყებას ჩემი მხრიდან :D. იჯექი და ელოდე სექტემბრიდან მოყოლებული მეორე ეპიზოდს, რომლის TBAც კი არ იდება ჯერ, როცა იანვრის ბოლო კვირაში უკვე მეორე ეპიზოდი უნდა დადებულიყო და სავარაუდოდ, აქამდე მესამეც.
სამაგიეროდ, თელთეილზს უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა, GoT-ის დროულად მოყომარება, რომელიც უნდა აიღო და most likely, ტუალეტში ჩარეცხო. მე პირადად არ მაქვს მაგის იმედი, არც ველოდები და არც დროის დაკარგვას ვაპირებ.
TWAU ძალიან მიყვარს, იმდენად კარგია, რო ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მუღამით ვთამაშობ თუ გადავწყვიტე, რომ თავიდან დაწყება მინდა.
TWD-ებზე არ გადავრეულვარ დიდად, მაგრამ ქარაქთერები შემიყვარდნენ ძალიან, რომლებიც დაიხოცნენ
Tales From The Borderlands ძალიან მომეწონა, თითქმის იმ დასკვნამდე მივედი, რომ ერთი ეპიზოდი მერჩივნა მთლიან TWAU-ს, მაგრამ მერე მოვედი აზრზე :D დამთავრებას დაველოდები.
და მიუხედავად იმისა, რომ ძველია და დასახვეწია და etc etc. Back to the Future-იც ძალიან მომეწონა.
Life is Strange მაინტერესებს კიდევ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ქარაქთერებიც და გარემოც საკმაოდ კარგად გამოიყურება.
ეპიზოდურად გამოცემას რაც შეეხება, ჩემთვის ეგ არაა წინა პლანზე რა ფორმატით გამოუშვებენ და რა პლიუს-მინუსები ექნება გამოშვების ფორმატს და იმჰო არც იმას ვფიქრობ, რომ მაგ ფორმატით დეველოპერები რამეს ხვეწენ. ყველა ვარიანტში საბოლოოდ მიღებული პროდუქტის მუღამით თამაშობ და ეგრეც განიხილავ.
tl;dr არ ვამართლებ ამ ფორმატს, იმიტორო თვითონ ფორმატია დაუხვეწავი, როცა მოთამაშეს იმდენი ხანი გიწევს მეორე ეპიზოდზე ლოდინი, რომ თამაშის არსებობა გავიწყდება საერთოდ.

User avatar
Slacker
Posts: 243
Contact:

Episodic video games

Unread post#8 » 06 Mar 2015 20:10

რავი მე მაინც ველოდები ხოლმე თავიდან ბოლომდე გამოსვლას,
აი თვეში ერთი რო გამოდიოდეს კიდე ჰო მაგრამ ზოგჯერ ძაან აგვიანებენ ხოლმე და მაგას უკვე აღარ აქვს მუღამი, სიტყვაზე 5 ეპიზოდი რომ 5 თვეში გამოდიოდეს, ან ცოტა უფრო მალეც.

ერთი წლის განმავლობაში ეპიზოდების ლოდინს მირჩევნია მთლიანად დაველოდო და მერე ერთიანად ვითამაშო და პრინციპში ეგრეც ვაკეთებ ხოლმე, TWAU TWD TWD2 სამივე ჯერ დამთავრებას დაველოდე და მერე ვითამაშე. ეხლაც GOTს ველოდები გამოვა ყველა ეპიზოდი და დარწმუნებული ვარ გაასწორებს.

მოკლედ კაია ეს სერიები მაგრამ დიდი ხანი არ უნდა გვალოდინონ, ისე კი TWAU ერთიანი თამაში რო ყოფილიყო ასე არ გამისწორდებოდა, აქვს რა მაინც ამ სერიებად დაყოფას თავისი მუღამები))))
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: What About Episodic Games?

Unread post#9 » 23 May 2017 12:06

ზუსტად ამ თემაზეა. საკაიფოდ შლის ტიპი სურათს. ანუ ფეკალში გადაზრდის მიუხედავათ, არი რამდენიმე ისეთი ვარიანტი რომლის გამოტოვებაც არ ღირს და მაინც ეგაა ჩემთვის მთავარი.
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests