Replayability, გამოკითხვა / განხილვა

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Replayability

Unread post#1 » 17 Jan 2015 22:13

სპონტანურად კიდევ ერთხელ მიუბრუნდი GTA3-ის ლიბერთი სითის და თამაშის პროცესში დამაინტერესა:

რა თამაშები გაქვთ დახურული ყველაზე მეტჯერ?
რატომ უბრუნდებოდით?
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Replayability

Unread post#2 » 17 Jan 2015 23:06

thief metal age 25 x
Morrowind 10x
neverwinter nights 10 x
Enclave 4 x
almost every good rpg 3 x
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Replayability

Unread post#3 » 18 Jan 2015 00:00

ძველი Resident Evil-ები და Silent Hill ები, რაოდენობა არ მახსოვს მარა ბევრი))))
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Replayability

Unread post#4 » 18 Jan 2015 01:15

რა ცივი პასუხებია ))
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Replayability

Unread post#5 » 18 Jan 2015 04:12

რავი მე არ მყოფნის "ერთხელ" რაღაცის შესაცნობად. ერთ სიმღერას შეილება ერთი საათი ვუსმინო გადაბმულად.

Thief პირველი stealth თამაში იყო რომელიც ვითამაშე, მაშინ მხოლოდ შუტერების და ძველი nes თამაშების დიეტაზე ვიყავი და ეს რაღაც სრულიად წარმოუდგენელი იყო. თავიდან შუტერივით ვთამაშობდი, ვცდილობდი თავი და ბოლო გამეგო თამაშისთვის. რუკაზე შენ სად ხარ არ იყო აღნიშნული და ზეპირად ვსწავლობდი ერთგვარონი ქვისგან გამოთლილ ქალაქს. კილომეტრიდან შემეძლო ისრის 1 პიქსელიან თავში გარტყმა, ხმლებს ვაცეკვებდი დაზეპირებული რითმით და ნელნელა მისიებში გზას ვიკვლევდი.

ერთხელაც მივადექი მისიას სადაც სტელზი აუცილებელი იყო და აი მანდ კი გაჩაღდა ნამდვილი სიყვარული. მისია არ გავედი ისე დავარესტარტე თამაში, სიძნელე ექსპერტზე დავაყენე და ამ დროს აღმავაჩინე რომ მისიები ახალ დავალებას და შეზღუდვებს გაძლევდა. ვცდილობდი ყველა ტური იდეალურად გავსულიყავი, თვალდახუჭული ვიცოდი ყველა რუკა, ყველა საიდუმლო და შემეძლო მთელი რუკის მტრების მოძრაობის დამახსოვრება და ტვინში ვიზუალიზაცია. 2 წუთი დაკვირვების შემდეგ ვგრძნობდი რა დროს სად რა მტერი იქნებოდა და მაგარი მისწორდებოდა სიღრმე და სილამაზე stealth-ის. ბნელი მედიევალ სეტინგიც დიდ შარმს მატებდა თამაშს და სამყაროში ჩავეფლე ბოლომდე.

მოროვინდზე არაფერს ვიტყვი. ეს თამაში და სამყარო ისეა ჩემი რომ ვერც ახსნას შევძლებ და ვერც გაგებას შეძლებთ. მაგრამ რაც მითქვამს იქიდანაც ჩანს როგორ მიყვარს ეს თამაში.

Neverwinter არ ვიცი რატო დავხურე ყველა კლასით, ალბათ RPG მექანიკის შესწავლის მუღამით. მაინტერესებდა ყველაფერი როგორ მოქმედებდა და რა პრინციპზე იყო აწყობილი.

Enclave უბრალოდ მისწორდება და პერიოდილად ვხურავ ხოლმე. დიდი არაფერი თამაშია მარა ვისაც stealth და dark fantasy ევასება დაუმუღამებს.

დანარჩენ RPG-ებში ვთამაშობდი რომ მენახა ალტერნატიული კონტენტი, ფრაქცია ან პერსონაჟები რომლებსაც ვერ ნახავ პირველ გასვლაზე. ასევე თითეულ დეტალს ვაკვირდებოდი. მექანიკები როგორ მოქმედებს, დიალოგის ოპცია როგორ და რატომაა შერჩეული, სკილები როგორ ურთიერთქმედებს, არჩევნები სად იყოფა და სად იკვრება და რეალურად რამხელა გავლენა აქ თამაშზე. ასევე ფენტეზი სამყაროს lore და წესებს ვსწავლობდი. თავის დროზე ის კარგად ვიცოდი bestiary შემეძლო წიგნი დამეწერა რატომ და როგორ არიან მონსტრები დახარისხებული, რა სისუსტეები და რა ძალები აქვთ და რა თავისებურებები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Replayability

Unread post#6 » 18 Jan 2015 12:10

აი მე ეგეთი დიდი ციფრებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი რადგან მაინც უფრო პირველი შთაბეჭდილების მჯერა ხოლმე (მაგალითად dark souls). უმეტესობა საყვარელ თამაშს მეორეჯერ აღარ მივბრუნებივარ, მარა გამონაკლისები მაინც მაქვს:

ყველაზე მეტჯერ ალბათ ზევით ნახსენები GTA3 მაქ დახურული - ერთი 6 7 ჯერ;
მერე მოდის Max Payne 1 2 - ერთი 4 5 ჯერ;
BioShock 1 2 - 3 ჯერ;
Riddick - 3 ჯერ;
Gothic 1 2 - 2 ჯერ.
Mafia - 2 ჯერ.

მოცემული თამაშების გადათამაშების მიზეზი ჩემ შემთხვევაში ყოველთვის ეთი და იგივეა, ატმოსფერო. რაღაც სხვა მიზნებისთვის თავიდან აღარ ვთამაშობ ხოლმე.

P.S. SLaYeR DS ცოტაჯერ გაქ დახურული ? ))
კვაზი-mode

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Replayability

Unread post#7 » 18 Jan 2015 12:44

პირველი რაც მახსენდება პირველი ბიოშოკი და სან ანდრეასია.
ნუ ბიოშოკი შოკი იყო მართლაც და უბრალოდ იმდენად გინდა იქ იყო (მიუხედავად გარემოსი) რომ მეორედ და მესამედაც გადიხარ, მარა უფრო სწორი იქნება დადიხარ.

სან ანდრეასი პირველი თამაში იყო, დისკიდან რო ჩავიწერე.. პირველი ოპენ-ვორლდი იყო ჩემ კომპიუტერში და ნუ, მაშინ ეგეთ ტალღაზე ვიყავი, რო ზანგური პონტები მაგრა მისწორდებოდა, ბრატვა და რამე ხოდა მეც შევყევი (პატარა ვიყავი რა ვიცოდი)... პერსონაჯები, ადგილები და გარემო დღემდე მახსოვს (truth)

კიდე იყო რაღაცეები, გახსენება უნდა...
მას ეფექტი გავიხსენო ? არა ? ჰო კაი...

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Replayability

Unread post#8 » 18 Jan 2015 13:20

სან ანდრეასი მეც რამდენჯერმე მაქ დახურული, დამავიწყდა. დღემდე მაგრად მიყვარს მაგ თამაშის ოფენ ვორლდი და ნუ ზანგებისადმი ცუდი განწყობაც არ გამჩენია ასაკთან ერთად ))
კვაზი-mode

GHOST
Posts: 1242
Contact:

Replayability

Unread post#9 » 18 Jan 2015 13:44

დიაბლო მაქვს "დახურული" ასჯერ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Replayability

Unread post#10 » 18 Jan 2015 13:55

ბევრი თამაში მაქ დახურული რამდენჯერმე, მაგრამ ერთადერთი ბიოშოკს მოაქ ყოველ დახურვაზე უფრო და უფრო, ამ ბოლო დროს სექტანტი მგონია თავი მაგას რო ვთამაშობ ისეთი ფიქრები მომდის

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Replayability

Unread post#11 » 18 Jan 2015 15:31

აი Resident Evil-ებს სუფთა გეიმფლეის გამო ვუბრუნდებოდი, მერე იქ სხვადასხვა იარაღებით სხვადასხვა მონსტრების ხოცვა, ატმოსფერო, ზეპირად ვიცოდი ყველაფერი მარა მაინც. ზუსტად იგივე მუღამი რაც Dark Souls-ში, სხვათაშორის აქაც კარგად დამიგროვდა walkthrough-ები და ყველა გასვლა ახალი სიამოვნება და აღმოჩენაა ხოლმე, განსაკუთრებით Resident Evil 2 გავს ლოკაციებში გასვლის მუღამით. Silent Hill-ებში ალბათ უფრო secret-ები რომელიც პირველის მერე ჩამრჩა და სულ ვამოწმებდი სხვეშიც, თან SH-ებში არასოდეს ვიყენებდდი ცეცხლსასროლ იარაღს, მთავარი იყო pickaxe დამეთრია და საკმარისი იყო ხოლმე, ყველაფერს მაგით ვჩეხავდი, ეგაც თავისებური სიამოვნება იყო. ბოლო პერიოდი აღარ მიყვარს მიბრუნება იმიტო რო რაოდენობაზე მივდივარ თორე კიდე ბლომად იქნებოდა თამაშები რასაც ამ მუღამში ვითამაშებდი, ალბათ მაინც ჩემი გემოვნების შესაბამისად უნდა იყოს rewarding experience, გამოკვეთილად ვერ დავასახელებ რამე ფაქტორს
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

Replayability

Unread post#12 » 18 Jan 2015 17:36

საერთოდ იშვიათობაა მეორე დახურვაზე თუ ბოლომდე გავქაჩო ხოლმე თამაშები
იმენა დავიწყებული უნდა მქონდეს მაშინ
ბოლოს რაც გადავითამაშე და ცვეტში პირველი თამაშის მსგავსი სიამოვნება მივიღე ვიჩერ 2 იყო

ადრე prince of persia 3ზე რომ მქონდა გადაკეტილი ეგ თამაში სადღაც 10+ ჯერ მაინც მექნება დახურული
ნამდვილად არ მახსოვს ზუსტი ციფრი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ათზე მეტჯერ მაინც მაქვს დახურული))) უნდა გადავითამაშო ახალ გეიმპედზე ;დდდ

დარქ სოულსს აქვს კარგი რეფლეიბილითი
მგონი საუკეთესო დაჟე ;დ
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Replayability

Unread post#13 » 18 Jan 2015 17:55

აუ დამავიწყდა, სეგაზე ვხურავდი ერთი და იგივეს თამაშებს კიდე, მაგალითად Earthworm Jim არ მბეზრდებოდა ))))
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Replayability

Unread post#14 » 18 Jan 2015 21:11

დიაბლო როგორ დამავიწყდა ))) გულის წასვლამდე არ ვეშვებოდი... მართლა მექნება 100 ჯერ დახურული, მეტჯერ თუ არა. აი მაგას ერქვა Replayability, ვერ მივა DS მაქამდე.

Earthworm Jim მე და ვაგზალა (სპაუნა) უბერავდით ხოლმე და ბოლომდე ვერ მივდიოდით )) რაღაც ტური იყო და იმას ვერ ვცდებოდით, ბოლოს დავხურეთ ერთხელ როგორც იქნა.
კვაზი-mode

User avatar
Slacker
Posts: 243
Contact:

Replayability

Unread post#15 » 19 Jan 2015 15:14

პირველი ასასინი მაქვს დახურული სამჯერ და მესამედ ყველაზე მეტად გამისწორდა, უფრო ვიკაიფე
და ვიჩერი მაქვს დახურული მეორე ნაწილი ერთი 8ჯერ)))) და არ მბეზრდება, ეს თემა რო ვნახე გავიფიქრე კიდე ხო არ ჩავიწერო მეთქი
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Replayability

Unread post#16 » 21 Jan 2015 06:00

აი კიდევ კონამის კლასიკა - Contra Hard Corps, ავადმყოფი ვიყავი ამის, თითო ენდინგს დღეში ორჯერ ვხურავდი მგონი, საუნდტრეკი მიყვარდა ძალიან და ენდინგებში დიდად იჩითებოდა პერსონაჟების არტი, თან მაგარი დამუღამებული მქონდა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests