Online Shopping Syndrome, დისკუსია

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Online Shopping Syndrome

Unread post#1 » 02 Aug 2014 21:47

რისთვის ყიდულობ თამაშებს სტიმზე? სათამაშოდ, თუ მორიგი სარფიანი გარიგების (ილუზიის) განცდისთვის? ილუზიის იმიტომ, რომ თამაშების უმეტესობა სრულიად უფასოდ დევს აქა იქ... და აი სარფიანობა ძალიან მეეჭვება. იმიტო რო რამდენიმე წელიწადში, თითქმის არცერთი დღევანდელი კოლექციის თამაში იმ დროინდელ ოპერაციულ სისტემაზე წასვლას არ იკადრებს...
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#2 » 02 Aug 2014 22:03

imho სტიმზე ყიდვას არ აქვს აზრი თუ არ თამაშობ. აი ერთი რაც ნორმალურად მეჩვენება, ყოველშემტხვევაში დანაკარგად არ ვთვლი ესაა bundle-ები, მარშუტკის ფულად რო ყიდულობ 5 თამაშს უკვე ნორმალური პონტია თან როცა უმეტესობა ქარდებს დროპავს და რასაც გაყიდი wallet-ზე რო გენახება. თან ზოგიერთი ვაბშე უფასოდ იდება ხოლმე. რავი ზოგადად რაც გევასება ან თამაშს აპირებ ის უნდა გქონდეს მარტო, ამიტომაც გავაკეთე fav group სადაც მარტო საყვარელ ან უბრალოდ კარგ თამაშებს ვამატებ :D
ნუ ის მუღამი ცალკეა რო ოფიციალური ვერსიები გიდევს. ძველი თამაშების გაპაჩვა და რამე მაინც გჭირდება მარა ორ კლიკში რო უკვე hdd-ზე გაქვს თამაში თავისი ყველა კონტენტით ეგაც საქმეა.
რამდენიმე წელში 90% update-ებს გამოუშვებს, თუ აადა გააქრობენ მარკეტიდან თამაშს
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#3 » 02 Aug 2014 22:35

ძაან მაგარია კოლექცია რო გაქ, გადაითამაშებ რომესლაც გინდა, ბაგებისგან დაზღვეული ხარ თან რაღაც სხვა მუღამი აქ ნაყიდ თამაშს, ერთი 50-60 თამაშიანი კოლექცია მექნებოდა სიამოვნებით ოთხმოცდაათიანი წლებიდამ დღემდე გამოსული თამაშების რომლებიც მევასება, ახალი ოპერაციული სიტემების შექმნისთან კი პირველ რიგში Compatibility mode - ს ან რამე ეგეთის გაკეთებაზე უნდა იფიქრონ რომლითაც ნებისმიერი თამაშის ან პროგრამის ჩართვა იქნენა შესაძლებელი და მგონი ეგრეც იქნება.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#4 » 02 Aug 2014 23:03

100 თამაშზე ავედი სულ ცოტა ხნის წინ სტიმზე. უმეტესობა ნაყიდი არაა, სხვადასხვა ტრეიდის, გივევეისა თუ მსგავსის შედეგად მივიღე.
ამიტო ამათ ეგრევე გამოვრიცხავ.წიპა, მაქ ეს ქაუნთერ-სტრაიკ სოურსი, სტიმმა შემომტენა გათამაშებაზე.სუ არ მევასება და ვერ დავუმუღამე და არც ვთამაშობ რეალურად.
დანარჩენებს რაც შეეხება, მაქ თამაშები, არა-პირდაპირი მიზეზის და გამო რო ვიყიდე, მაგალითად პირველი დეუს ექსი, რომელიც სტიმზე არ ირთვება და მხოლოდ დაკრეკილ-დამოდილი ვერსიის თამაში შემიძლია.

ზოგადად ტემაზე რეალურად მესმის იმ მომენტის რომ უბრალოდ კოლექციის მუღამში ააგროვო ტამაშები, ცოტა ანანისტური თემაა შეიძლება, წიპა მებაღეებს რო აქვთ პატარა კუთხე და კაიფობენ, მარა ეგრეა რა ;ს
პროსტა თუ არ გამოიყენე, გადაყრილ ფულს გავს, მარა მამენტ მსგავსი ტემაა ნებისმიერი სახის კოლექცია, სადაც თუნდაც მინიმალური ინტერაქციაა შესაძლებელი. და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, კოელქცია ჰარდ დისკზეა თუფიზიკური დისკების სახით.

შედეგი ერთია

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#5 » 03 Aug 2014 03:55

SLaYeR
რამდენიმე წელში 90% update-ებს გამოუშვებს, თუ აადა გააქრობენ მარკეტიდან თამაშს
90% ტრუხა ბაზარია, თან ძალიან )) რამე GoG.com-ზე კიდე შეილება, მარა სტიმს მაგარი ჩაჯმულიაქ მაგ მხრივ.

grigoli - ზუსტად მაგ მუღამით დავიწყე მეც და ზუსტად ესეთი რაღაც მომივიდა
მაგალითად პირველი დეუს ექსი, რომელიც სტიმზე არ ირთვება და მხოლოდ დაკრეკილ-დამოდილი ვერსიის თამაში შემიძლია.
სადღაც 6 7 თამაშიმაქ ესეთი, რომლებიც უბრალოდ მაქ და ვერ ვთამაშობ.

Mchedlo - შედეგი ერთია თუ PC დისკების კოლექცია გაქ მამენტ და არა რაიმე კონსოლის. PC დისკების კოლექცია იგივეა Xbox 360 დისკების კოლექცია რო გქონდეს და Xbox One ზე რო გინდოდეს თამაში, ყოველ წელს ახალი სისტემა გამოდის და ამ სისტემაზე მორგება უნდა 80 90 % თამაშს თავიდან. ნესის რეალური თამაშების კოლექციით დღეს შეგილია ფული იშოვო, მარა PC მაგ დროინდელი თამაშებით დღეს შეგილია ...
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#6 » 03 Aug 2014 03:58

ერთდროს გამიტაცა, ეხა მაგარი მკიდია.
როცა მაქ საშუალება ვყიდულობ იმას რისი თამაშიც მინდა. ბანდლებს და ა.შ არ ვუყურებ თუ უფასო არაა.

საბოლოოდ მივხვდი რომ ჩემთვის ერთადერთი ღირებული კოლექცია ამ კუთხით არის თამაშები რომლებიც დავხურე. სხვა მხრივ "ფლობის" კონცეპტი მაინც სისულელეა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#7 » 03 Aug 2014 04:05

აი ქლაუდზე რო მქონდეს და რო ვიცოდე, რომ ლუბოი დროს, ლუბოი მოწყობილობაზე, ლუბოი ოპერაციული სისტემით ვითამაშებ ეგ სრულიად არ შეცვლიდა ამ ფორმულას? არ დამიძველდებოდა კოლექცია. გამისწორდება სტიმი თუ ამ მიმართულებით დაიწყებს განვითარებას...
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#8 » 03 Aug 2014 04:26

riddick
ეგ სტიმის ბრალი არაა, სტიმი მარკეტია, თუ გინდა დადე და გაყიდე პროდუქცია სტიმზე, თუ ვერ ეშვება შენი თამაში თანამედროვე სისტემაზე მაშინ ნახუი მარკეტიდან. დეტალური კონტრაქტის ფორმა არ ვიცი როგორ აქვთ.

გოგმა სხვანარად დაიწყო, აუცილებელი იყო ძველი თამაში გაშვებულიყო თანამედროვე სისტემაზე და ყველანაირი support ქონდათ, დღეს უკვე თანამედროვე თამაშებსაც დებენ.

ძველ თამაშებზე კიდე კომპანიები რო დაიშალა და რამე, ორივე უმეტესწილად ფანების მიერ დამზადებულ არაოფიციალურ პაჩებს აინტეგრირებენ, სულ ესაა რისი გაკეთებაც შეუძლიათ.

ამიტომ რავიცი, თუ ვინმეს კომერციული დაინტერესება აქვს ვინუჟდენია განაახლოს თავისი თამაში, თუ კიდია და ღირებული თამაშია ფანები იზრუნებენ. ადრეც დავწერე რომლიღაც თემაში და ეხლაც დავწერ, იმის იმედი ნურავის ნუ ექნება რო ძველ თამაშს რამე მოდების ან პაჩების გარეშე სრულყოფილად ითამაშებს.(გამონაკლისები იქნება თავისთავად)

ზოგადად PC-ზე სადაც მუდმივი განახლება ხდება, ყველაფერი ძველდება ამას უნდა შევეგუოთ, დღეს გაქვს ხვალ ან შეძლებ თამაშს ან ვერა. თუ ავიღებთ ისეთ სოციალურ გარემოს სადაც პირატობა ყლე ბაზარია, მაშინ ვინუჟდენი ხარ დღეს იყიდო და ხვალინდელზე არ იფიქრო და იქამდე ითამაშო სანამ დაძველდება. მგონი ავცდი თემას

აი ქლაუდზე რო მქონდეს და რო ვიცოდე, რომ ლუბოი დროს, ლუბოი მოწყობილობაზე, ლუბოი ოპერაციული სისტემით ვითამაშებ ეგ სრულიად არ შეცვლიდა ამ ფორმულას? არ დამიძველდებოდა კოლექცია. გამისწორდება სტიმი თუ ამ მიმართულებით დაიწყებს განვითარებას...

ეს ერთადერთი OnLive-ზე მაქ ნაცადი და თითქოს ფილმს უყურებ ისეთი ბაზარია, ხარისხიანი ჯერ მასეთი არაფერი მინახავს. საინტერესოა როგორ შეძლებენ უ სეძლეს ვაბშე. რავი ისე SteamOS-ის თემაც საკმაოდ საყურადღებოა, იქნებ მანდაც კონსოლების თემა გაიჩითოს და განახლების შემთხვევაში backward compatibility
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#9 » 03 Aug 2014 09:23

ეგ სტიმის ბრალი არაა, სტიმი მარკეტია, თუ გინდა დადე და გაყიდე პროდუქცია სტიმზე, თუ ვერ ეშვება შენი თამაში თანამედროვე სისტემაზე მაშინ ნახუი მარკეტიდან. დეტალური კონტრაქტის ფორმა არ ვიცი როგორ აქვთ.
ხო მარა ეგ შენთვის რა პლიუსია მერე, როგორც მომხმარებელი შენ ზარალობ უხარისხო, გაუფილტრავი პროდუქტით. ფულს იხდი რაღაცაში და ვერ მოიხმარ, ან მოიხმარ, მარა საკმაოდ დიდი ძალისხმევის მეშვეობით. გოგზე რასაც წერ კიდე ვიცი ))
ამიტომ რავიცი, თუ ვინმეს კომერციული დაინტერესება აქვს ვინუჟდენია განაახლოს თავისი თამაში, თუ კიდია და ღირებული თამაშია ფანები იზრუნებენ. ადრეც დავწერე რომლიღაც თემაში და ეხლაც დავწერ, იმის იმედი ნურავის ნუ ექნება რო ძველ თამაშს რამე მოდების ან პაჩების გარეშე სრულყოფილად ითამაშებს.(გამონაკლისები იქნება თავისთავად)
კი მესმის რო ვიღაც დაინტერესებულია, მაგრამ არა 90%, თან შენივე ხელით აწერ ქვევით ძველი თამაშების შესახებ რა სიტუაციაც არი ესენიც ძალიან მალე დაძველდება.
ზოგადად PC-ზე სადაც მუდმივი განახლება ხდება, ყველაფერი ძველდება ამას უნდა შევეგუოთ, დღეს გაქვს ხვალ ან შეძლებ თამაშს ან ვერა. თუ ავიღებთ ისეთ სოციალურ გარემოს სადაც პირატობა ყლე ბაზარია, მაშინ ვინუჟდენი ხარ დღეს იყიდო და ხვალინდელზე არ იფიქრო და იქამდე ითამაშო სანამ დაძველდება. მგონი ავცდი თემას
თემას არ აცდენილხარ კაკრას, უბრალოდ იმას აპრავებ რის გაპრავებაზეც მე ვარ წინააღმდეგი ჩემი შეხედულებით და ნუ თუ გაწყობს შეეგუები, თუ გაწყობს უბრალოდ დაინახავ რა ფასეულობაც ააქვს PC თამაშების კოლექციებს და ცოტას შეიცვლი შეხედულებას, რაც შეილება შენვე უფრო გამოგადგეს.
ეს ერთადერთი OnLive-ზე მაქ ნაცადი და თითქოს ფილმს უყურებ ისეთი ბაზარია, ხარისხიანი ჯერ მასეთი არაფერი მინახავს. საინტერესოა როგორ შეძლებენ უ სეძლეს ვაბშე. რავი ისე SteamOS-ის თემაც საკმაოდ საყურადღებოა, იქნებ მანდაც კონსოლების თემა გაიჩითოს და განახლების შემთხვევაში backward compatibility
მაქეთ მიდის ეს ონლაინ მაღაზიები ლოგიკურად. რო დაფიქრდე ეხა რაც არის მაგას ბევრად ჯობია, გაქ ორი ოფცია, გადმოწერო და დააყენო შენი თამაში, ან ითამაშო ონლაინ )) მშვენიერია ჩემი აზრით, რადგან ერთადერთი ფასეულობა ბოლოს მაინც დახურული თამაშები რჩება კიპერას თქმისა არ იყოს და არა მთლიანი ბაზარი.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#10 » 03 Aug 2014 09:56

ჰო მარა ეხლა ჩვენთვის PC თამაშები რისი თამაშიც გვინდა როგორ უნდა ვითამაშოთ?
ერთადერთი გზა რჩება პირატობა.
მარა მოდი დავუშვათ რო არ არის პირატობა და გვიწევს შეძენა, ანუ მივიღოთ რეალობა რისთვისაც განკუთვნილია ბაზარი და რაზე დაფუძნებითაც ცოცხლობს ინდუსტრია. ასეთი მოცემულობით უფრო საინტერესოა მგონი სიტუაცია.
ანუ ყიდულობ ყველაფერს რასაც ხელს გამოკრავ სეილებზე, მერე გადის წლები და დგება დრო როცა თამაშები ძველდება, ამასობაში გამოდის ახალი ოპერაციული სისტემები და შეთავსების პრობლემაც ჩნდება, რა უნდა ვქნათ იმათ ვისაც PC-ზე შეიძლება ეს თამაშები შეგვეტენოს უაზროდ ონლაინ ბიბლითოთეკაში სადღაც 10 წლის შემდეგ?
აქ ჩნდება ზუსტად იმედი რო ამდენ ხალხს არავინ შეატენის დიდ ნაწილს უაზროდ, რეალურად არავის არ აწყობს ეგ, არც მარკეტს, არც დეველოპერს, არც ფაბლიშერს და არც იუზერს, რაღაც ვადაგასული ტალონები ხო არაა ამხელა ინდუსტრიაა, მზარდი და უფრო და უფრო საპასუხისმგებლო. ყოველთვის ეძებენ გზებს და ამ პონტში მჯერა რო არასდროს არ გადაგვაგდებენ იუზერებს, მესმის რო პრობლემები გაჩნდება მარა თუ დღეს ვალის მოხდის მიზნით პაჩის ინტეგრაციას გააკეთებენ და გეტყვიან ითამაშეო, 10 წლის მერე ეს მიდგომაც დაიხვეწება.
აი კინოინდუსტრიას უფრო მძიმედ დაეტყო ეგ თემა როცა ფირებიდან დისკებზე გადავდნენ მარა მაგის გამეორების საშიშროებას digital ეპოქაში ნაკლებად ვხედავ რატომღაც, იგივე ქლაუდზე გადასვლაც არ მესახება პრობლემად, არც ისეთი OS-ის შექმნა სადაც თამაშები მაქსიმალურად შეთავსებადი იქნება ახალ ვერსიებთან და ასე შემდეგ.
გაპრავებით არ ვაპრავებ არაფერს უბრალოდ რეალურად როგორცაა ის მინდა ვთქვა ან რისი იმედი გვქონდეს ან არ გვქონდეს ჩემი აზრით. რაც ნაკლებია პრობლემა მით უკეთესია იუზერებისთვის, ამაზე ყველა თანხმდება ალბათ.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#11 » 03 Aug 2014 10:03

კარგია ესე ოპტიმისტურად რო ხარ განწყობილი, მარა გააქ რო ეგეთი ოპტიმიზმის საბაბი? უემეტესობა ინდი კომპანიისთვის მთავარია უბრლაოდ რელიზამდე მიიტანოს თავისი ნაწვალები, წამებით შექმნილი პროექტი და 10 წელი მისი სუფორთი შეილება უბრალოდ ყველაზე გარყვნილ ფიქრშიც კი არ ქონდეს წარმოდგენილი. დარწმუნებულივარ ძალიან ბევრია დღეს სტიმზე ეგრე. ერლი ექსეს თამაშებს ვერ ამთავრებენ, რაის წლების მერე სუფორთი მამენტ. არ მჯერა მე ბოლომდე მაგ თეორიის გივი.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#12 » 03 Aug 2014 10:18

ინდიზე კი, ბევრი უპასუხისმგებლო პრეცედენტი შეიძლება გაეძროს, მარა მანდაც მეორე მხარეა
ანუ თუ ისეთი ტიპი არაა რო "ფული ავიღე და მკიდია არ ვამთავრებ" ან " ფული ავიღე და აღარ ვყიდი" მაშინ თავისთავად შეაწუხებს ის ფაქტი რო მარკეტიდან გააჯმევინებენ. თუ არ შეაწუხებს მასეთების პრობლემას ეხლაც ვნახავთ და მერეც, თუმცა დღესდღეობით მაინც სიახლეა ეს early access თამაშებიდ და ჯერჯერობით დაკიდებული და მიგდებული თამაშები თითქმის არ შემხვედრია, მეტნაკლებად მუშაობენ მაინც.
მთლიანად ეს პრობლემა ვფიქრობ ინდის პრობლემა უფროა და ბუნებრივიცაა როცა ამდენი სხვადასხვანაირი ტიპი სხვადასხვა პირობებში დამზადებული პროდუქციით გაინტერესებს და გათამაშებს, იმის გარანტია კიდე არ არის რო ბოლომდე იქნებიან ინდუსტრიაში და ცხოვრების ბოლომდე პროდუქტის აფდეითებს გააკეთებენ :D
ერთადერთი ყველაზე არასანერვიულო გამოსავალი რჩება რო გეყენოს ის ოპერაციული სისტემა რისთვისაც თამაში გამოუშვეს :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

ვირტუალური შოფოგოლიზმი

Unread post#13 » 03 Aug 2014 10:52

ხო რა, ერთი 4 PC უნდა გქონდეს მაშინ და ყველაზე თავის დროინდელ თამაშს უბერავდე ))) აი კომანდოსის თამაში ისე მინდოდა ლამის დავაყენე 2000 თუ რაც იყო მაგ დროს ))
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Online Shopping Syndrome

Unread post#14 » 13 Jul 2017 01:05

გავიდა რამდენიმე წელი და პირატობას მაგრად მოხვდა სახეში. სტიმი ისე წამოიწია რო უკვე დამატებითი და გაუგებარი აღარაა "რიგითი პირატისთვის" (ანუ ჩემთვის). ეგ ნამდვილათ ეგრეა და აღიარებაც არ ჭირდება. დაჟე რაზეც აქ ვლაპარაკობდით ეგ პრობლემები ისევ ადგილზეა, მარა ეხა თვითონ სერვისის იდეა სხვა რაკურსით გამოჩნდა და ყველაზე მოულოდნელი მხარით შეცვალა სურათი. რამე თანამედროვე გინდა რო ნახო? მიდიხარ სტიმზე და პროსტა ყიდულობ. საინტერესო კიდე ისაა, რო იცი პირატული იშოვება, მაგრამ გირჩევნია სეილს დაელოდო და ოფიციალურად გქონდეს.

მთავარი დამსახურება თვითონ ცენტრალიზებული სერვისი გამოვიდა. სტიმი დასაინსტალირებელი სოფტის სახით. და აქ ხდება მთავარი. დღემდე დაუმარცხებელი პირატობა, სტიმმა უბრალოდ სწორი იდეით დაამარცხა. ხალხს შესთავაზა PC გეიმინგის სახე. მთავარი წვლილი ალბათ მაინც ონლაინ თამაშების ცენტრალიზებამ შეიტანა, რაც მაგარი პრაქტიკულია, მარა ფაქტია რო უსახურ პირატულ მოხმარებას, სინგლების მოთამაშემაც ერთი შეკრული და გასაგები იდეის გზით წასვლა ვამჯობინე.

ანუ გამოდის რო პირატები კი არ ვიყავით, უბრალოდ ჩვენი რეალობის შესაბამისი მოხმარების ფორმა არ გვწონდა სხვა. არა რაღაც დრამატულია )))
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests