Game Jam Georgia 2014, მოვლენის ქრონიკა

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Game Jam Georgia 2014

Unread post#1 » 25 Feb 2014 01:19


ისევ გაბრუებილივარ და ცოტა კიდე მაქ დაღლილობის მომენტი, მარა გასული დღეების რაღაცნაირად ჩამოყალიბების და გადმოცემის სურვილი მიტრიალებს თავში. საერთოდ Game Jam თემა არასდროს არ იწვევდა ჩემში დიდ ინტერესს, ვფიქრობ რო რაიმე გარკვეული ცოდნის გარეშე უბრალოდ უხერხულია ამ ღინისძიებაში ჩართვა, მე კი მსგავსი პრაფესიონალური, ან სამოყვარულო სკილებით არ გამოვირჩევი, სამწუხაროთ )) არც ხატვა არ ვიცი და ნუ პროგრამირება მითუმეტეს (მარა რაიმეს შესწავლის საკმაოდ მუღამს აჩენს მსგავსი ღონისძიება, რაც მისი კიდევ ერთი დიდი პლიუსია). თავიდან უბრალოდ სტუმრის სტატუსით მინდოდა წასვლა, თან ღადაობაა ბოლომდე რო არ იცი სად მიდიხარ და რატო. მარა დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი იყო და ნამდვილად ღირდა მონაწილეობის მიღება.
ეხლა კი თავიდან ვთქვათ როგორ იყო )))

>>>

სადღაც ერთი თვის წინ, მე Shut და hellwalker რაღაც ჯერჯერობით დაუანონსებელ )) საერთოდ სხვა ტიპის პროექტს ვეჩალიჩებოდით, ზუსტად ამ დროს დაიწყო Jam ამბები და სანდრომ გვირჩია რო წამოვსულიყავით და თუ მოვახერხებდით მონაწილეობაც მიგვეღო. ზუსტად რამდენიმე დღეში Shut მარკეტის დასატესტად Amaze გააძრო და ისე ჩქარა გააკეთა რო ეგრევე Jam თემა გამახსენდა. ლაბირინთების იდეა მომეწონა, შედარებით ადვილი განსახროციელებელი და საინტერესო გეიმფლეი მექანიკაა თუ სწორედ გადმოსცემ. ზუსტად ესე გაიჩითა Trace იდეაც. უნდა დაგვედო კომპლექსური ლაბირინთის ერთი მოზრდილი ტური, რომელიც უკვე წინასწარ, პროფესიონალურ დონეზე შედგენილი ნახაზის მიხედვით იქნებოდა აგებული (Google Power). მარა ამ ეტაპზე შეჩერება აშკარად არ მოგვწონდა, გადავწყვიტეთ მოგვეფიქრებინა რაიმე საერთო კონცეფცია მაგ. სად არის ეს ლაბირინთი, ვინ არის მთავარი გმირი და რატომ მოხვდა იგი მოცემულ ადგილას, ასევე გაგვიჩდა დამატებითი გეიმფლეი ფიჩების მოფიქრების სურვილიც. ანუ დაიწყო სერიოზული პროცესი რომელსაც მთელი ყურადღებით მოვეკიდეთ.
პირველად ამოტრიალებული პირამიდის იდეა დაიბადა, ერთგვარი საერთო მოქმედების ადგილი, ანუ გმირი ხვდება პირამიდაში და ყველაზე პატარა ტურიდან, ნელნელა დიდი ლოკაციებისკენ მიიწევს. შემდეგ უფრო მხატვრული კუთხით მიუდექით, პირამიდა უცნობი ცივილიზაციის მიერ დატოვებულ პორტალად გადავაქციეთ, რომელიც მყინვარწვერის შიგნით იქნებოდა მოთავსებული. გვჭირდებოდა პერსონაჟი და დავიწყე რაღაც სცენარის მსგავსზე მუშაობა, რაც ბოლოს საერთო ძალებით საკმაოდ კარგად შევკარით (ჩემი აზრით). მოკლე მონახაზი:

>>>

- ორი ძმის ისტორია, ერთერთერთი მათგანი უკვე 10 წელია უცნობი დაავადებით არი შეპყრობილი, ოჯახს კი მისი გამოჯამრთელების იმდეი თითქმის გადაეწურა. ჩვენი გმირი, ძმის ოთახში, შემთხვევით მისი პირადი ნივთების გადამალულ ყუთს მიაგნებს რომელშიც დღიური და უცნაური ამულეტია გადამალული - ზუსტად ამ მომენტიდან იწყება ინტრო და გვანახებს მთავარ მომენტებს - გმირი მყინვარის ადგილმდებარეობას პოულობს და ამულეტის მეშვეობით მის კარებს აღებს.
ამულეტზე გეიმფლეის ძირითადი ელემენტები უნდა ყოფილიყო მიბმული - სინათლის სორსი რომელიც დროთაგანმავლობაში იცლება და გარკვეული რუნების მეშვეობით დატენვას საჭიროებს. მისი საშუალებით უნდა მომხდარიყო უკვე გავლილი გზის მონიშვნაც, რომ მოთამაშეს შემდეგ სართულზე ასასვლელის პოვნა გაადვილებოდა (თითქოს მარტივია, მაგრამ რეალიზაცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა).

>>>

თითონ პროექტისთვის მე მეტის არაფრის გაკეთება არ შემეძლო, PC-წაღება გვეზარებოდა და ლეპტოპიც არ იყო, მაგრამ ენთუზიაზმით ვიყავით მაინც (საბოლოოთ კი პატარა ინტერნეტ კაფე ავაწყეთ ჩვენ მაგიდაზე). ვიცოდი რო ბევრი ჩვენი მეგობარი მოდიოდა და დავიწყე გუნდის დანარჩენი წევრების ძებნა, წინა დღეს ჯანო (Dark Snake) და ლაშა (Shinigami) შემოგვიართდნენ და უკვე 4 კაცით დავადექით გამოფენის ლოკაციას. იდეა რო გავაცანით, ლაშამ ეგრევე კონცეპტ არტის დახატვის სურვილი გამოთქვა რაც თამაშის ინტროში უნდა გამოყენებულიყო. ჰოლში იკაკუსა რო შემხვდა (ირაკლი დადიანი) მარათონის დაწყებამდე სადღაც ერთი საათი იყო დარჩენილირ, როგორც გაირკვა მონაწილეობის მისაღებად არ იყო მოსული, მარა ვინ აცადა, ეგრევე გუნდში გავამწესეთ (: და მძიმე დღე ნახევარიც დაიწყო. მეორე დილას დეიზის ზომბებს დაუმთავრებელი პროტოტიპებს ვიდზე ვიყავით, იდეების უმეტესობა არ გამოგვდიოდა, ან უბრალოდ ვერ ვასწრებდით. 2.5D გრაფიკაზე ერთი 5 საათი დავხარჯეთ და ბოლოს უარი ვთქვით ჩანაფიქრზე, რამაც საბრძოლო სულს ეგრევე სახეში მიართვა. სამ საათიანი პაუზის აღების შემდეგ ნახევრად მედიტაციურ მდგომარეობაში, ისევ საგამოფენოს ტერიტორიაზე დავბრუნდით, დარჩენილი ენერგია მოვიკრიბეთ და მეორადებში ნაყიდ სმოკინგში გამოწყობილი Trace საპრეზენტაციო დარბაზში გადავასვენეთ (:

>>>

აი დაახლოებით ესეთი იყო Gameover პირველი ცდა სამოყვარულო გეიმ დევში. საბოლოო ჯამში კი მაგრად გავერთეთ, მაგრად დავიღალეთ, ბევრი საინტერესო ჩუვაკი გავიცანით და მოემენტებში იმდენი ვიცინეთ რო კურტკა თავზე მქონდა შემოხვეული აცრემლიანებული სახე რო არ დაენახა ხალხს.

მთლიანად მარათონს რაც შეეხება, საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარეს. მშვენიერი ადგილი იყო, "თბილისურად" არავის არ ექცეოდნენ და მსიამოვნებდა საერთო ატმოსფერო )) მომავლისთვის საკმაოდ ბევრი იდეა მომივიდა მოცემულთან დაკავშირებით და ვნახოთ იმედია კარგი კუთხით წარმოვაჩენთ თავს )))

>>>

მომავალ Game Jam-მდე (:
<3
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#2 » 25 Feb 2014 02:11

მშვენიერი იყო და სასიამოვნო დრო გავატარე <3
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#3 » 25 Feb 2014 02:54

ძაან გამიხარდა რო მოხვედით
იმ იდეას უჭველი განვახორციელებ რაც ბოლოს გააძრე
კვაზი-mode

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#4 » 25 Feb 2014 03:33

ზუსტად ეგრეა Riddick როგორც დაწერე, რო მოვდიოდი წარმოდგენაც არ მქონდა სად მოვდიოდი. კი ვიცოდი რო თამაშების შექმნის მარათონი იქნებოდა და სახელიდანაც მიხვდები ადამიანი მაგრამ ძალიან კარგად ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი და გარემო და ხალხიც ძალიან კაი იყო. უნდა ავღნიშნო Oculus-ის აუცილებლად, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი ამას ისე აზრი არ აქვს დასკვნების კეთებას, როგორც კი მოვიხსენი ეგრევე იდეები დამებადა რას ვითამაშებდი ოკულუსით.

Gameover-ის სასტავი კარგად გამოხვედით ყველა ხარვეზის მიუხედავად. ზუსტად ის 5 სააათიანი დაბუქსავება რაც მოგივიდათ მაგან მოახდინა გავლენა პროექტზე და ზუსტად ისეთიც ვერ გამოვიდა როგორსაც ხსნიდი gameplays მაგრამ ესეთი ალფა კი რადა პრეალფა ვერსიისთვის მაინც გასაგები იყო პოტენციალი თამაშის. Shinigami–მ მაგარი არტი დახატა, პრეზენტაციისას რო გამოვიდა და ლაპარაკობდა ძალიან ზუსტად დაემთხვა ტაიმინგი მყინვარზე გამოქვაბულის კარების გაჩენის.

მოკლედ ზოგადად რო ვთქვათ ივენთის შესახებ, რაც უმფრო კარგს გავაკეთებთ...ჰაჰ...

NoiZ
Posts: 326
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#5 » 25 Feb 2014 05:38

ძალიან დამწყდა გული იმაზე რომ პირველ დღეს ვერ მოვახერხე მისვლა. მეორე დღეს კი ძალიან პოზიტიური ენერგიით დატენილი დავბრუნდი სახლში.
სურათები dropboxზეც შევყარე, ფბზე ოდნავ უკეთესი ხარისხი თუ გინდათ pikachaz rait hiar

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#6 » 25 Feb 2014 06:29

მაგარი იყო :D პირველად რომ გავიგე ტარდებოდა უკვე გათვლა დავიწყე რა წინდები მეცმეოდა მონაწილეობისას და ა.შ და ორგანიზატორობა რომ მომაჩეჩეს დრამატული nooo ძახილით ამოვიგმინე. მარა მეორე მხარეც fun აღმოჩნდა ჯემის :D

იდეა მომეწონა ძაან Trace და აუცილებლად გააგრძელეთ. ჯემები კიდევ იქნება ^^
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#7 » 25 Feb 2014 08:31

ძალიან კაი ღონისძიება გამოდგა და განსაკუთრებით ხალხის რაოდენობა და ამ ხალხის "კალიბრი" მახარებს პირადად მე, უფროსი თაობის წარმომადგენლებიც შევამჩნიე, სუსტი სქესიც იყო და ბავშვებიც.თან ზოგ-ზოგიერთი ამათგან არა უბრალო მსმენელის სახით, არამედ აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
და მეორე მომენტი რომელმაც ძაან გამისწორა, ეს გარემო იყო, არც ძაან ზედაპირული პონტი იყო და არც ნამეტანი ნერდ საუბრები იყო, სადაც საჭირო იყო, სლენგი იყო გამოყენებული, სადაც საჭირო იყო იუმორიც იყო და გულიანად ვიმხიარულეთ კიდეც.

AndroniX
Posts: 8
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#8 » 25 Feb 2014 12:33

ხვალე რო იყოს მეორე გეიმჯემი, ჩაუცმელიც გავიქცეოდი ისე გამისწორდა პირველი ) ყველაზე არა გრუზინული ევენთი იყო სადაც ვყოფილვარ და შთაბეჭდილებებით და ემოციებით სავსე დავრჩი :) რისფექთ

User avatar
Shut
Posts: 169
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#9 » 25 Feb 2014 23:32

რა აღფრთოვანებული სახით ვზივარ )))))

კაი კვება იყო.. რაც კაი იყო კაი იყო

User avatar
Slacker
Posts: 243
Contact:

პირველი ჯემის შთაბეჭდიელებები

Unread post#10 » 26 Feb 2014 04:50

ძაან გამიტყდა რო ვერ წამოვედი, მაინც და მაინც ეხლა მომიწია საქმე და ფიზიკურად ვერ მოვახერხე
გაასწორა რო ყველას მოგეწონათ, შემდეგი ალბათ დაჟე უკეთესი იქნება)))
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 5 guests