What You Want to See in Indie ?, დისკუსია

გახსენით {საერთო თემები}{ჩამონათვალი}{ხმის მიცემა}{კითხვები}{შედარებები}
User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

What You Want to See in Indie ?

Unread post#1 » 23 Nov 2013 21:44

რა ჟანრები, რა სიახლეები? რა თემები ? რატო (თუ) ამჯობინებთ მაღალბიუჯეტიან პროფესიონალების მიერ შექმნილ დიდ თამაშებს პატარა და ბევრი ნაკლებით სავსე პროექტებს?

რა მოძველდა და აღარ გაინტერესებთ ინდიებში? რას მოელით და გინთად დაინახოთ თამაშში რომ დაბალი ბიუჯეტით გამოწვეულმა ნაკლებმა მიღებული სიამოვნება არ გაგიფუჭოთ ან თამაშის დაწყებამდე ბარიერი არ გაგიჩნდეთ და გაურკვეველ მომავალში მყუდროდ ჩაჯდომაზე არ გადაიდოს თამაში?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1473
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#2 » 23 Nov 2013 22:08

ყველანაირი საინტერესო, ინოვაციური და გიჟური იდეის ეკრანზე გადმოტანა - ზოგადად ეს მინდა ინდი დევებისგან.

ინდი იმიტომ მიყვარს და იმიტომ ვამჯობინებ ბევრ AAA ინდუსტრიიდან წამოსულ პროდუქტს, რომ ხშირ შემთხვევაში უნიკალურ მიდგომებს, ინოვაციებს და გულით გაკეთებულს ვხედავ. შედეგად რა გამოცდილებაც მიიღება, იმას ვაფასებ პირველ რიგში.

ინდი თამაშებში რაც მონოტონურად და გავლილად შევამჩნიე ბოლოს, ეს იყო shoot em' up და casual მომენტი. ძალიან იტკეპნება ჩემი აზრით და სჯობს ვინც ამ ფლანგზეა ისევ ამ მიმართულების დადებით და უნიკალურად გამომჩენ ფაქტურას მიაწვნენ.

ინდი დეველოპერია ჯონ ბლოუც, ედ მაკმილენიც, ტომი რეფენესის და სხვები და ინდი დეველოპერები არიან უამრავი გაცვეთილი app-based თამაშების შემქმნელიც. ყველაფერი ამ უკანასკნელის მომბეზრდა, iOS-ის ბოლო გვერდზე ჩაკარგული და ერთხელ ჩამოტვირთული თამაშიდან Angry Birds-ით დამთავრებული.

მოკლედ, მინდა გაგრძელდეს თავსატეხების ფენომენის კვლევა (Braid, Miegakure, etc), გეიმფლეის ახალ-ახალი სახით წარმოჩენები (World of Goo, etc), ძველი სკოლის ნოსტალგიური და კარგი გახსენებები ინოვაციებით (Super Meat Boy, etc), მინიმალისტური, ატმოსფერული და კარგად შესრულებული თავგადასავლები (Superbrothers, etc) და ასე გენიალურად შემდეგ, მინდა ამათ შეემატოს ბევრი ახალი და მოტივირებული ხალხი, ვინც ჯერ გამოუკვლევ არეალსაც გადასწვდება და "ინდი" მიმართულების იკონურ განსაზღვრებას უკეთესობისკენ წაწევს.

BoromiR
Posts: 715
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#3 » 23 Nov 2013 22:57

მეტი turn based-ები მინდა, ასევე მეტი space sim-ები, ერთი სურვილი მაქვს როდის გამოვა სტარ სიტიზენი.
მინდა შუტერები მოკვდეს. სამუდამოდ. ნუ, წელიწადში ერთი შუტერი კიდე ხო))
ხო ნუ და იასნად, ნახევარი სიცოცხლე სამი არ ითვება.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#4 » 23 Nov 2013 23:05

რავი, მე პირადად ინდი დეველოპერისგანაც იგივეს ვითხოვ რასაც დავუშვათ იმ კომპანიებისგან რომლის თამაებიც მომწონს და ველოდები. ანუ კონრეტული ინტერესები საითაც მაქვს და ვიღაც ვერ ახორციელებს გარკვეული მარკეტინგული რისკების გამო, მირჩევნია ინდი დეველოპერმა ითაოს ეგ საქმე. ინტერესი კი ბევრი რამის მაქვს, ხარისხიანი სთორი, უცხო და საინტერესო სამყარო და ატმოსფერო, თუ lore არის ისაც საინტერესოდ გაჯერებული და რაღაც ripoff არ უნდა იყოს რაღაცის, ხარისხიანი და საინტერესო ფაზლები, ინოვაციური იდეები, თავისუფლება, ხანდახან ჰარდკორული მიდგომაც, რამდენადაც შესაძლებელია polished გეიმფლეი, არც ლამაზ ან სახასიათO არტზე ვიტყოდი უარს და არც გემოვნებიან საუნდტრეკზე )))))
ძალიან ზოგადი კითხვაა, იდეები და სურვილები ზოგადად ბევრია კონკრეტულ მიდგომებთან მარა სანამ განხორციელებაზე არ მივა საქმე და სხვადასხვა ელემენტის შეხამებაზე ძნელია ასე გამოყოფა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#5 » 23 Nov 2013 23:50

ზემოთ მოყვანილმა კომენტარმა საერთო აზრი დააფიქსირა.
გვინდა ის, რაზეც ააა-როჯები იტყვიან, რისკიანია და ამაში ფულს ვერ ჩავდებთ.
გვინდა ისეთი მიდგომა რომელმაც შეიძლება ნეგატიური რეაქციაც კი გამოიწვიოს, თუმცა იყოს ახალი, განსხვავებული.
გვინდა იყოს ის რაც იყო მარა მაინც სხვანაირი.
გვინდა აშკარად მიმართულების ქონა, კონკრეტიზაცია, რათა არა საერთოდ ჯანრში, არამედ თუნდაც მის გარკვეულ კომპონენტებში მიმდინარეობდეს ინოვაციის ძებნა.

მეტი გვინდა....
მარა სადაა....

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#6 » 24 Nov 2013 16:05

BoromiR wrote:მეტი turn based-ები მინდა, ასევე მეტი space sim-ები, ერთი სურვილი მაქვს როდის გამოვა სტარ სიტიზენი.
მინდა შუტერები მოკვდეს. სამუდამოდ. ნუ, წელიწადში ერთი შუტერი კიდე ხო))
ხო ნუ და იასნად, ნახევარი სიცოცხლე სამი არ ითვება.

Mandate-მა შეიძლება დაგაინტერესოს.

ჩემთვის პირადად ბოლო დროს ცოტა შეიცვალა სიტუაცია, პირველ რიგში ძაან გაიყო როგორც დეველოპერი რისი კეთება მიზიდავს და მეორე როგორც მოთამაშე რისი თამაში. მაგალითად საიდსკროლერ პლატფორმერებისგან როგორც მოთამაშე დავიღალე რადგან გადატვირთულია ასეთი თამაშებით ინდი მარკეტი, Braid -ის მერე პრინციპში რაღაც შინაგანი წინაღობა და დაზარების მომენტი მაქ ვიდრე ჩავუჯდები ამ ჟანრს, დიდი ხნის დაგვიანებით ვითამაშე Limbo და Fez, Swapper და ბევრი პროექტი ეხაც მიდევს დაუგემოვნებლად, აი closure-ის ნაირ მარტო გეიმპლეი ინოვაციაზე დაფუძვნებული თამაშებს არც ვიცი თუ მივუბრუნდები.

მეორეს მხრივ დეველოპერის მხრიდან პირიქით ძალიან მიზიდავს ეს ჟანრი, პირველი ადვილი გასაკეთებელია პროტოტიპი რაც ნიშნავს რომ creative aspect-ზე მეტი დრო გრჩება, მეორე ლეველ დიზაინი ერთი სიამოვნებაა, მესამე ბევრი მხატვრული სტილისტიკური ინოვაციის ადგილია დარჩენილი.

ამ ორი პოზიციიდან დავუფიქრდი Artificial'ს რომ მივუბრუნდები რამე სხვა ჟანრი ხომ არ შევუსაბამო.
ასევე მოთამაშის მხრიდან Retro ნოსტალგია ამ ეტაპზე ამოიწურა, პიქსელური ვისუალის/Nes თამაშების რემეიკების მიმართ, რისი ნახვა მინდა უფრო არის Old Bioware RPG, Classic Adventure, Deus Ex type gameplay FPS.

Turn Based -თამაშები ძალიან არ მიყვარს და არ მაქ მოთმინება რუტინული ქმედებების, მაგრამ როგორც დეველოპერი ძალიან დიდი მუღამით გავაკეთებდი ტაქტიკურ TBS თამაშს.

საერთო ჯამში რომ ვუფიქრდები უფრო სიმყუდროვის და პერსონალითის მომენტი გამოარჩევს ჩემთვის ინდი თამაშებს ვიდრე ინოვაცია, ან ექცენტრული დიზაინი. თითქმის ყველა AAA-თამაშში ეს მომენტი დაკარგულია, ყველა ადრენალინით გაჟღენთილი ოფისის პროდუქტებია, თამაში სულ სადღაც გარბის, რაღაცის დამტკიცებას ცდილობს, ერთი მეორეს მიყოლებით აბავს ერთმანეთთან დაუკავშირებელ დინამიურ სცენებს და როგორც მოთამაშეს მკარგავს, მაშინ როცა კარგ ინდი თამაშებში ყველაფერი სიყვარულით არის გაკეთებული და პირიქით უნდა დეველოპერს რომ გაჩერდე და კარგად დაათვალიერო მისი ნამუშევარი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

BoromiR
Posts: 715
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#7 » 24 Nov 2013 16:53

Mandate-მა შეიძლება დაგაინტერესოს.

ძალიან საინტერესო ჩანს, არ ვიცოდი ამ პროექტის შესახებ, თვალს ვადევდებ აწი.
after hearing that art designer is a fan of bsg i backed the project up with 10 bucks...
Turn Based -თამაშები ძალიან არ მიყვარს და არ მაქ მოთმინება რუტინული ქმედებების

turn based-ი თუ რუტინულია მართალი ხარ - არც მოგინდება მასეთი თამაშის არც თამაში არც დროის დახარჯვა, მაგრამ მემგონი შენ ან ჟანრი არ გაქ კარგად გააზრებული ან რამოდენიმე წარუმატებეი პროექტის მიხედვით სჯი მთელ ჟანრს. როდესაც ამბობენ "რუტინული", პირველი რაც თავში მომდის არის მმო-ები მხოლოდ მერე კი შუტერები, კარიდორებზე რომ დადიხარ 15 წელიწადი რუტინაა აბა რა ჯანდაბაა, და აბა ეხა მითხარი, ჭადრაკში რუტინა ან "რუტინის" ტერმინი ან მოაზრება როდისმე გსმენია?

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#8 » 24 Nov 2013 17:34

რუტინა მართლა არა-ადეკვატური ტერმინია თავის დატვირთვით, ვგულისხმობ ქმედებების ნელ ტემპს, მაგალითად ყველა AI opponent-ის სვლის ლოდინი რუკაზე, ან დარტყმის ანიმაციები განსაკუთრებით თუ ეს უკანასკნელი მოკლე და უბრალო არ არის. შენ მომდევნო სვლის ლოდინამდე მთელი ამ გაფორმების ყურება იქცევა ძაან დამღლელია ჩემთვის და რანდომ ბრძოლები ან რესპაუნი თუ ემატება ამას იქ უკვე წამებაში გადადის თამაში. Bioware-ის სტილის Real time with pause ბევრად კომფორტულია ჩემთვის ტაქტიკურ თამაშებში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

BoromiR
Posts: 715
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#9 » 24 Nov 2013 17:54

მივხდი რას ამბობ... ეგ არ არის მინუსი ზოგადად ჟანრისთვის. ეგ უბრალოთ როგორც შენ თქვი ის არის რაც შენ არ მოგწონს. ..
ვიღაცა იტყვის რომ სკარლეტ ჯოჰანსონს დიდი ტრაკი აქვს და არ არის ლამაზიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სილამაზის სტანდარტის კონტეკსტში უარყოფითი დათვირთვაა აქვს მაგ ფაკტს)))) Scarlett Johansson named sexiest woman alive Twice
მიყვარს რა ანალოგიები. კეკ

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#10 » 24 Nov 2013 18:02

კი ეგრეც დავწერე, მე არ მომწონს (რიდიკას რისხიანი მაუსი არ აგვცდება)

ხოდა ინდიში მეტი ბოროტი კატების ნახვა მინდა როგორც სუპერვილანების.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

BoromiR
Posts: 715
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#11 » 24 Nov 2013 18:08

(რიდიკას რისხიანი მაუსი არ აგვცდება)

ლოლ? რატომ ვითომ? სრულიად არგუმინტირებული და ცივილიური დისკუსია იყო, შენ დაწერე შენი აზრი, მე დავწერე ჩემი აზრი, ბოლოს კი დავწერე რომ გეთანხმები იმაში რომ შენ შენი აზრი გაქვს მე ჩემი. თუ ამდაგვარი დისკუსიები არ შეიძლება ფორუმზე მაშინ скатертью дорога.

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#12 » 24 Nov 2013 21:22

მე როგორც მოთამაშე ინდისგან ველი ისეთი ცხოვრებისეული თემების ამოწევას რაზეც დიდი კომპანიები პროსტა არ წავლენ. ვფიქრობ, რომ ძალიან საზიზღარი ეტაპია კაცობრიობის ისტორიაში, აქდან გამომდინარე კი გარშემო მართლა უამარავი კონფლიქტური თემაა დაგროვილი რაც ხელოვანს შეუძლია რო დაიჭიროს და მის ნამუშევარში გადმოსცეს. მე კაკრას ეს მგონია ინდის მთავარი თვითდამკვიდრების შანსი. ამის მაგივრად კი ისევ და ისევ შედარებით იოლი ფულის საშოვნელ გზას ეძებს ყველა და გამოდის არაფრით გამორჩეული კნოფკების დასასპამი და რაღაც ანანიზმამდე დაყვანილი სიამოვნების მისაღები თამაშების კონვეიერი (გოლდი მააგროვე ბიჟო). საზიზღრობაა, არავინ არ საუბრობს მტკივნეულ თემებზე გახსნილად, არადა აქ არც პროდიუსერის თანხმობაა საჭირო და არც მსახიობების. კი შემილია დავწერო რო გეიმფლეი მოდელი მინდა რამე უნიკალური, მარა მოვიტყუები, ინდი არაა ის სფერო სადაც მე რეალურად ახალ და ჩამთრევ გეიმფლეი მექანიკას ვეძებ. ვიზუალი? რთული თემაა, თავიდან თითქოს მომწონდა, მაგრამ ეხლა ყველამ მიაგნო ამ ფიშკას და ძალიან გააუფასურეს.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

რისი ნახვა გინდათ ინდი თამაშებში?

Unread post#13 » 24 Nov 2013 22:10

ძაან ვტოჩკუ საკითხები წამოჭერი. მასეთი პრობლემების გარშემო გამიჩნდა სურვილი ამ თემის გახსნის.
ანუ რეალურად ფულის შოვნა რო ხდება საჭირო ინდია თუ EA ორივეს პროდუქციაზე უარყოფითად აისახება ეს, შეიძლება ერთისაზე ნაკლებად მაგრამ ზიანი მაინც მიყენებულია მისი მაშტაბის მიუხედავად.

რაღაც სერიოზულ ცხოვრებისეულ ბალანსზე მიდის ყველაფერი, სადაც ფაქტიურად უკომპრომისო უნდა იყო ინდი კუთხით ღირებული პროდუქტი რომ შექმნა. ნებისყოფაზე და სისულელემდე მისულ მაგრამ საჭირო სიჯიუტეზე დადის.

თავიდან გზა შეიძლება განსხვავებული იყოს, (რაც მოგცემს გამოცდილებას ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამოყენებით ჯანმრთელი პროექტის შესაქმნელად) და ან კომერციული გეიმ დევით ან ინდით დაიწყო, მარა ენდი ერთია და როგორც ეხლა ვხვდები შორტკატები არ აქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Re: Indie Games

Unread post#14 » 07 Jan 2017 21:45

სადღაც ორ წელიწად ნახევარია გასული ბოლო პოსტიდან და ეხა რო მკითხო იგივე, მართლა გამიჭირდება იმის თქმა თუ როგორი ინდი თამაში მინდა. ალბათ ისეთი რამე რთულად გასაგები პრობლემის მარტივად დანახვაში რო დაგეხმარება. რაც არამგონია ადვილი საქმე იყოს. მარა სხვა მიმართულებითაც შეილება. მაგალითად ჩვეული გეიმფლეი მექანიკების უჩვეულო მიქსი, რომელიც ბუნებრივად იმუშავებს ერთად, ანუ სუფთა გეიმფლეი კუთხით ინოვაციური. რადგან კომბატი ესეთი გათელილი თემაა, კარგი იქნება რამე სხვა სეთინგზე და აზრზე მორგებული ექშენის ვარიაციების ნახვა.
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests