Best Horrors, გამოკითხვა / ჩამონათვალი / დისკუსია

General Topics / Lists / Questions / Polls / V.S. /
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Best Horrors

Unread post#1 » 17 Sep 2012 19:28

კითხვა - რომელმა ჰორორებმა იმოქმედა ყველაზე მეტად?
სახელებთან ერთად კარგს იზავთ თუ გაიხსენებთ და მოყვებით კონკრეტულ ამბებს.
თემაში ნახსენები თამაშებისგან შემდგარი სია:

    Most Scary Horrors
  • Silent Hill 1, 2, 3, 4
  • Project Zero (Fatal Frame) 1, 2, 3, 4
  • Forbidden Siren 1, 2, 3
  • Clock Tower 1, 2, 3
  • Resident Evil 1, 2, 3, CV
  • Parasite Eva 1, 2
  • Alone in the Dark 1, 4, 5
  • System Shock 1, 2
  • Amnesia: the Dark Descent
  • Blair Witch: Rustin Parr
  • Shadowman 1, 2
  • Thief 1, 2, 3
  • Echo Night
  • Nightmare Creature 1, 2
  • Dino Crisis 1, 2, 3
  • Condemned
  • Haunting Ground
  • Penumbra Series
  • Five Nights at Freddy 1, 2, 3, 4
  • Martian Gothic: Unification
  • Aliens vs Predator 2
  • Gabriel Knight 3
  • The Suffering 1, 2
  • Eternal Darkness
  • Nocturne
  • Nosferatu: The wrath of Malachi
  • Clive Barker's Undying
  • Cold Fear
  • Obscure
  • Extermination
  • City of Lost Children
  • Blood
  • FEAR 1, 2, 3
  • Doom3
  • Scratches
  • 7th Guest
  • Phantasmagoria 2
  • D 1, 2
  • Galerians
  • Sweet Home
  • Evil Dead Series
  • The Thing
  • Dark Fall
  • Scratches
  • Haunting Ground
  • Rule of Rose
  • Lone Survivor: The Director's Cut
  • Corpse Party: Blood Covered
  • The Cat Lady
  • Deadly Premonition
  • The Last Door
  • Home
  • Fibrillation
  • Kuon
  • Michigan: Report From Hell
  • Lifeline
  • Curse: The Eye of Isis
  • Phase Paradox
  • Doctor Hauzer
  • Overblood
  • Overblood 2
  • Koudelka
  • Chaos Break
  • The Note
  • Countdown Vampires
  • Dark Tales: From The Lost Soul
  • Juggernaut
  • Deep Fear
  • Carrier
  • Blue Stinger
  • Illbleed
  • The Ring: Terror’s Realm
  • Nanatsu no Hikan: Senritsu no Bishou (Seven Mansions)
  • Gregory Horror Show
  • Disaster Report
  • Raw Danger
  • Calling
  • Ju-On: The Grudge
  • Ikenie no Yoru (Night of Sacrifice)
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#2 » 17 Sep 2012 19:39

Silent Hill Series მხოლოდ 1,2,3,4. ისე ამერიკულ SH-ში Shattered Memories-ს არაუშავს მარა ჰორორზე მეტად ფსიქოლოგიური ფილმის სთორი აქვს
Fatal Frame Series
Forbidden Siren Series
Call of Cthulhu: Dark Corners of The Earth
Amnesia Dark Descent
Clock Tower SNES
Clock Tower PS
Resident Evil Series 1,2,3,Code Veronica, Gamecube ვერსიები. დანარჩენი სანაგვეზე
Dino Crisis მხოლოდ პირველი
Alone in The Dark: The New Nightmare
Lost Crown ერთერთი კარგი adveenture რომელსაც ძალიან საინტერესო ატმოსფერო და ghost hunting-ზე ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი სთორი აქვს
Dark Fall: Lost Souls ესაც მოჩვენებებზეა, ცოტა boring მარა საინტერესო

Thief ბნელი და ატმოსფერული თამაშია, შეიძლება დაგძაბოს მარა როგორც ჰორორი არ არის ჩემი აზრით, მომენტებში კი ნამდვილად მოქმედებს
System Shock 2-საც როგორც ჰორორს ვერ აღვიქვავ, მარა ელემენტები აქვს.
Parasite Eve-ზეც ანალოგიურს ვიტყვი, საინტერესო სამედიცინო დონეზე ჩაღრმავებული სიუჟეტის გამო მომწონს
The City of Lost Children მხოლოდ ატმოსფერული adventure თამაშია, აარაფერი განსაკუთრბეული
Eternal Darkness ჯერ არ მითამაშია, ისე ლავკრაფტის შტაგონებით შექმნილი თამაშია, ცოტა ვნახე ემულატორზე და საკაიფოა
Penumbra არ ვიცი ჯერ, ისე კი ერთერთ საუკეთესო ჰორორად ითვლება
Dark Fall 1,2 - ძველი first person adventure თამაშებია, ძნელად იშოვება ნეტში
Scratches-ს აქებენ ისე, win7-ზე ვერ ჩავრთე რატომღაც
Blair Witch და Nocturne შენგან და სპაუნასგან ვიცი რო კარგია, თავის დროზე კონტროლი ვერ დავაყენე Blair Witch-ზე
Echo Night Beyond მაინტერესებს ისე, უცნაური თამაშია მარა საინტერესო.
Haunting Ground - მხოლოდ მსგავსი ეპიზოდების გამო თუ ითამაშებ )))
Rule of Rose საზიზღარი boring გეიმფლეი მარა საინტერესო და უცნაური სეთინგი
Clock Tower: Struggle Within ეს არ ვიცი მარა Snake აქებდა
Clock Tower 3 სამარცხვინო ***ობა
Suffering Series - გასართობი თამაშია ჩემთვის, აგრესიისგან დაიცლები გარდატეხის ასაკში )))
Obscure ვითომ საინტერესო დასაწყისი, მარა ყოველგვარ შთაგონებას მოკლებული მონსტრები და თინეიჯერული თრილერის სთორი (შეგნებულად მოვაშორე hard disk-იდან!!)
Condemned: Criminal Origins - ბევრი არ მითამაშია, არ მომეწონა

დანარჩენები კი ჩამწკრივდნენ და რიგრიგობით გამოექანონ ))))))
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Tom Clancy
Posts: 1473
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#3 » 17 Sep 2012 19:55

პენუმბრა შეიძლება ამნეზიაზე მეტად გაგისწორდეს )))

დავუმატებდი Scratches - არ დამიხურავს, მაგრამ მითამაშია და ატმოსფერო მშვენიერი აქვს. კარგი გამახსენდა, უნდა მივახურო. 7th Guest ძალიან ადრინდელი ნათამაშებიდან როგოროც ჰორორი დადებით თამაშად მახსოვს. ახლა შეიძლება სხვა აზრზე დავდგე თამაშის მერე.

User avatar
Ripster
Posts: 1334
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#4 » 17 Sep 2012 20:17

Silent Hill მა ლამის ჩამაჯ*ევინა

ისე მგონი ყველა ჰორორზე ვიგრუზები ხოლმე :|
Fear 2 ი როცა გამოვიდა მაშინ ვთამაშობდით მე და ჩემი ძმაკაცი ჩემთან და ალმა ს სუნი ტრიალებდა
ვგრძნობდი რომ უნდა გამოსულიყო ახლა
დაძაბული მივდივარ და ამან დამიღრიალა..

დაახლოებით იგივენაირად ვიგრუზებოდი კიდე პენუმბრაზე
მაგრად მომწონდა თან პირვლეი როცა გამოვიდა მაშინ ვთამაშობდი
მანდაც ვიგრუზებოდი მარტო
ერთს დავუძახე ვთამაშობთ და იგივე ვარიანტი მიჩალიჩა
შემაშინა .

საფერფლე და ჭიქა აირტყა სახეში ეგრევე : D

====

Siren ის ტრეილერებზე მეშინოდა ხოლმე ადრე :|
წარმომიდგენია რომ ვითამაშო რა მომივა : D

აი რაც შეეხება Call of cthulhuს. როცა გამოვიდა მაშინ როცა ვთამაშობდი სერიოზულად ვიგრუზებოდი ხოლმე. ახლა კი სადღაც ერთი წლის წინ გადავუარე
და საერთოდ არ შემშინებია. ძალიან მაგარი თამაშია პროსტა არ შემაშინა : D
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#5 » 18 Sep 2012 00:52

D - ერთერთი იაპონური საკმაოდ საინტერესო ჰორორი
Galerians - RE-ს სტილის გეიმფლეის მქონე იაპონური ანიმე სტილში დამუშავებული sci fi horror
Sweet Home - Capcom-ის პირველი survival horror, RE-ს იდეა
The Thing - ჯონ კარპენტერის ცნობილი ჰორორის მიხედვით შექმნილი 3d person shooter/horror
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#6 » 18 Sep 2012 01:14

Scratches და 7th Guest დავამატე

დანარჩენები კი ჩამწკრივდნენ და რიგრიგობით გამოექანონ ))))))

და რაღა დარჩა რო ? უფრო პირადი აზრის დასაფიქსირებლად გავხსენი და რაზეც რეალურად შეგეშინდა ის მომენტები რო გაგეხსენებინა უფრო საინტერესო იქნებოდა.

RipsteR
Call of cthulhu უფრო სათავგადასავლო ტრილერია ვიდრე ჰორორი, მაგრამ რატომღაც მოიაზრება ამ ჟანრში.

რავი პირადად მე, აი შიშველი შიში რასაც ქვია, ალბათ მარტო Amnesia: the Dark Descent-ში ვიგრძენი და ბევრიც ვილაპარაკე მის თემაში, ამიტო აღარ განვმეორდები)) მარა ვინც ეძებს მასში ნამდვილად იპოვის )) და დარწმუნებულივარ სანამ მოცემული ნაზავი თავის საქმეს ისევ გააკეთებს, კიდე რამდენიმე თამაში მოყვება მსგავსი (ბოლომდე განვითარდება, გამოაჩენს რეალურ პესპექტივას).

კიდე Blair Witch: Rustin Parr შემილია გავიხსენო. ვთვლი რო სამაგალითო ჰორორია. ამნეზიასავით არ გაშინებს, მაგრამ სხვა კარგი თვისებააქ ბევრი. პერსონაჟების, ადგილის და მოქმედების მშვენიერი ნაზავია. თავიდან ბოლომდე გრძნობ რო ჰორორ სამყაროში იმყოფები და დაძაბულობასთან ერთად რეალურ ატმოსფეროსაც სუ გაწვდის თამაში. მოქმედების ადგილების მრავალფეროვნება, რაღაც ბნელი თავგადასავლის შეგრძნებას გიტოვებს და ჩდება მთავარი ელემენტი, მარტოობის განცდა - შიშის გამომწვევი ძირითადი მოტივი. ბნელი ტყით გარშემორტყმული პატარა ქალაქი, რომლის არცერთი ბინადარი შენსადმი ბოლომდე დადებითად არ არის განწყობილი და თვითონ "ცოცხალი" იდუმალებით მოცული ტყე, რომელიც იმ წლებისთვის მართლა მშვენივრადაა გაკეთებული. მართლა მთელი გულით გირჩევდით ამ თავგადასავალში გადავარდნას.

Nightmare Creature ორივე ნაწილის მეშინოდა. იყო ძალიან ძნელი, ძალიან უშნო გრაფიკით და საშინელი მონსტრებით. უფრო საზარელის შეგძნება მქონდა ვიდრე საშიშის ))) მარა მაინც სუ მაინტერესებდა.

სუფთა შიშს რაც შეეხება Condemned-იც არ მგონია ცუდი კანდიდატურა. პირველი მაქ ნათამაშები და იმდენად მძიმე ატმოსფერო ქონდა (სუ მიწისქვეშ და რაღაც კარიდორებში დადიხარ) რო მაგრად მიტყდებოდა თამაში. ძირითადად მოულოდნელობის ფაქტორი იწვევდა აქ შიშს.

ნუ დანარჩენი რავი, Silent Hill პირველის გარდა ნამვილად არცერთის არ შემშინებია. უფრო ჟუთკი იყო ვიდრე საშიში. მარა პირველზე სერიოზულად გაუშვი სუნი თავის დროზე, პროსტა ენის არ ცოდნის და ჭკუის არ ყოფნის გამო, სკოლის გამოცანაზე რო გავიჭედე, რეალურად ჩა...ა ატმოსფეროში და გატეხილში დავანებე თავი.

Forbidden Siren მეთითონ არ მითამაშია, მაგრამ რაც ნანახიმაქვს ყველა ძალიან საკაიფო იყო. იმედია მოვახერხებ თამაშს.
Fatal Frame-ზე საერთოდ არაფერი არ ვიცი, ინტერნეტით მოძიებული ინფოს გარდა და ამის ნახვაც ძალიან მინდა.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#7 » 18 Sep 2012 17:04

და რაღა დარჩა რო ? უფრო პირადი აზრის დასაფიქსირებლად გავხსენი და რაზეც რეალურად შეგეშინდა ის მომენტები რო გაგეხსენებინა უფრო საინტერესო იქნებოდა.

შეგნებულად არ დავაკონკრეტებ თანამედროვე "ჰორორის" მაგალითებს )))))
Call of cthulhu უფრო სათავგადასავლო ტრილერია ვიდრე ჰორორი, მაგრამ რატომღაც მოიაზრება ამ ჟანრში.

წმინდა წყლის survival horror-ია, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სხვა საქმეა რამდენად საშიშია.. მასე SH-სიც არ ეშინია ბევრს და SH2, SH3, SH4 ფსიქოლოგიურ adventure-ებად შეიძლება ჩათვალონ. თუ განწყობა არ შეიქმენი და სეთინგი არ მოირგე ვერც Cthulhu შეგაშინებს და ვერც Amnesia. survival-ის დონე ძალიან კარგად არის გაკეეთებული Cthulhu-ში, დანარჩენი კი მართლა უნიკალური ატმოსფეროა. შიშს რაც შეეხება თავიდან მოულოდნელობის ეფექტი ქონდა ერთი რაზეც ხმამაღლა შევაგინე ))) მერე უფრო დაძაბულობა იყო, ბოლოსკენ ყველაფერმა იკლო მარა სთორი გახდა საინტერესო

Nightmare Creature ორივე ნაწილის მეშინოდა. იყო ძალიან ძნელი, ძალიან უშნო გრაფიკით და საშინელი მონსტრებით. უფრო საზარელის შეგძნება მქონდა ვიდრე საშიშის ))) მარა მაინც სუ მაინტერესებდა.

მას მერე რაც მე და ძმაკაცმა PS1-ზე ჰორორები ამოვწურეთ დავიწყეთ ახლის ძიება, ხოდა ვაგზალზე ულვაშა კაცმა ეს გვირჩია.. მოვიტანეთ და ბნელი ატმოსფეროს გარდა ვერაფერი ვიგრძენით, როგორც სლეშერს ისე ვთამაშობდით.. მე პირადად როგორც horror არ მომეწონა.. action არღვევდა horror-ის განწყობას, ისე სიძნელეს მუღამი ქონდა და მთლიანობაში ეტყობოდა გემოვნებიანი ჩანაფიქრი რო იყო.. თანამედროვე სტანდარტებით მსგავსი თამაში გაასწორებდა

პირად გამოცდილებას რაც შეეხება ეხლა:
SH-ზე მარტივად ვერ დავწერ, ამიტომ თავს შევიკავებ : )
Siren სერიებშიც მარტოობის განცდა იწვევდა უსიამოვნო შეგრძნებას, დანრჩენი კი სტელსზე მოდიოდა დაძაბულობა.
Fatal Frame მთლიანად ატმოსფეროა, სულები იმდენი არიან ბოლოს ზეპირად ცნობ ყველას მარა ახალ ლოკაციაში შესვლა და ფირების ნაკლებობა არ ამოგასუნთქებს, თან სეთინგია ისეთი ყველაფერს უნდა ელოდე, სთორიზე ფიქრები არ გასვენებს და ლეგენდებს რო კითხულობ მემოებში უფრო მეტად ინტერესდები.
ძველ RE სერიებში იყო საკმაოდ დაძაბული მომენტები, ამუნიციის შეგროვება ჭირდა, საბეჭდი მანქანიდან მეორე მანქანამდე დანაკარგების გარეშე გასვლის მცდელობები, მთლიანობაში survival-ზე სერიოზული აქცენტი იყო და ამართლებდა.
იგივე შემიძლია ვთქვა Dino Crisis-ზეც
Amnesia-მ რამდენჯერმე დამძაბა სერიოზულად, მოქმედებდა ატმოსფერო და ძალიან კარგად იყო დამუშავებული პირველი პირიდან პერსონაჟის შეგრძნებები. ბოლოს სთორი არ მინდოდა ბრუტალურ მკვლელობებზე გადასულიყო, მისტიურობის განცდა მომიხსნა, ამრა მთლიანობაში მაინც ამართლებს.
Clock Tower სერიები სუფთა დაჭერობანას თამაშია თან ძალიან კარგად გაკეთებული, არ იცცი როდის გადმოგიხტება scissorman და ყველა ნივთთან ფრთხილად უნდა იყო, ფანჯარასთან ახლოს მისვლაც კი საშიშია, შეიძლება უზარმაზარი მაკრატელი გაგერჭოს )))
Lost Crown ვერ ვიტყვი რამდენად საშიშია მარა ერთი ორი ძალიან კარგი ატმოსფერული მომენტი ამოირჩევა, რაც პირადად მე ძალიან მომეწონა და ბევრად დავფასე ამის გამო თამაში.. მტავარი პერსონაჟი საქსონიაში პატარა ნაქირავებ სახლში დასახლდება.. პერსონაჟი კაი ხნსის გამოცდილია სულებთან კონტაქტის დამყარებაში და მათ განდევნაშI, მარა ამ სოფელს უცნაური წარსული აქვს, პერსონაჟებიც ძალიან უცნაურები არიან. ზოგჯერ როცა სახლში ბრუნდები და შუქი ჩამქრალია, ყველა ჩრდილს უკვირდები და ამ დროს მოქმედებს sound effect-ები, იცი რო ჩრდილია და მაინც არ გინდა გვერდზე ოთახში შესვლა )) მაგალითისთვის ნახეთ ვიდეო
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#8 » 18 Sep 2012 20:04

საერთოდ ჰორორის ჟანრი მაგარი თემაა თამაშებისთვის. უბრალოდ ცოტაა, არ მიყვება თანამედროობა, მარა იყო ოქროს პერიოდები, თუნდაც იგივე SH2 პერიოდი. მაშინ კინომატოგრაფშიც მაგრა ხოდში იყო იაპონური ჰორორები და კაი კონტრასტს აძლევდა საერთო სურათს.

არადა მიკვირს რატო უჭირთ ახალი რეალურად საშიში ჰორორების შექმნა. მაგარ მარტივ პრინციპებზე დგას ჟანრი. აქ არაა საჭირო რაღაც თავბრუდამხვევი სპეცეფექტები და ულტრათანამედროვე გრფიკა. უბრალოდ უნდა შექმნა მარტოობის და დაუცველობის ატმოსფერო სადაც სუ ჩვეულებრივი სიუჟეტიც შეილება რო საკმაოდ მკვეთრი შიშის გრძნობას იწვევდეს, გამოკვეთილი გრძნობა კიდე, ავტომატურად წარმატებაში იზრდება მერე. რატომღაც მგონია, რომ მალე დაუბრუნდება ინდუსტრია ჰორორების ჟანრს ახალი ენთუზიაზმით.

ინდი დეველოპერისთვისაც ძალიან სწორ თემატიკად მიმაჩნია. გაიხსენეთ blear witch-ის ფილმის პირველი ნაწილი, ან პარანორმალი. რამხელა წარმატება მოიპოვა და რა უსუსრი ბიუჯეტით იყო შექმნილი. ანუ მთავარია დაინახონ გრძნობის მკვეთრად გამოსახვის პერსპექტივა და დაინახონ, რომ ეგ არის მთავარი. არგვინდა ამდენი ბოევიკი, ამოიწურა თემა აშკარად და უკვე 90 იანების ბოევიკების ტენდენციას გავს, რაც ფილმებში იყო.

რავი პირადად ჩემზე უფრო ზომბების და რაღაც ურჩხულების თემა არ მოქმედებს. მოცემულ ჟანრს მაგრად უდგება დემონოლოგიის თემატიკა, რეალურად ცნობილი სახელებით და გამოვლინებებით. ძაბავს როგორც ნერვიულად ისევე სულიერათ, რადგან იმენა რელიგიური თვალსაზრისითაც უდევს რაღაც მკვეთრი დატვირთვა და მომწონს, შთამბეჭდავი, ღრმა ატმოსფერო იქმნება. არმინდა ვირუსი )) მინდა მითი და მისი გაცოცხლება, რეალურობაში გადმოტანა, ამის პირისპირ დაუცველად აღმოჩენა და საქმეც გაკეთებულია. გეშინია უკვე.

რატო გაამართლა თუნდაც ამნეზიამ? პირველრიგში დაუცველობის, უსუსურობის განცდის გამო. იცი რო ვერაფერს ვერ იზავ და რეალურად რომ მოხვედრილიყავი მსგავს სიტუაციაში, ზუსტად იგივეს იზავდი, გაიქცეოდი ჩაჯმული. ეგ ასწორებს, აბა ავტომატი რო გქონდეს, ან ხმალი რა მუღამი ექნება? ეგრევე გაქრება მთელი თამაშის მუღამი. ძაან მარტივია ამ გრძნობებზე თამაში, მარა ამას ვერ ხედავენ დეველოპერების უმეტესობა, იმიტორო უკვე გამართლებული ფორმულების იქით არ იყურება არავინ.

აი Forbidden Siren-ი კი არ მაქ ნათამაშები, მაგრამ დღემდე მახსოვს იქ მოცემული რამდენიმე დემონი. ისე ეფექტურად იყო დახატული, ეხლაც მიტყდება გახსენება. იმიტო რო იცოდნენ ატმოსფეროს შექმნა, სწორი თემის არჩევა და გახდა კიდეც თამაში კლასიკა.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#9 » 18 Sep 2012 20:35

დემონების თემატიკას დავამატებდი ფოლკლორულ ლეგენდებს და ჰოვარდ ლავკრაფტს მითოსს
თუ გადავხედავთ Forbidden Siren-საც კი, უმეტესად ლავკრაფტის მითოსით უნდა იყოს შთაგონებული,სსაერთოდ ეს წყლის არსებები, პარალელური სამყარო, დროისა და სივრცის ანომალია (მხატვრულ სტილშI), უცხოპლანეტელები ან სხვა რასის წარმომადგენლები ლავკრაფტს გამოყნებული აქვს. ყოველთვის მისი თემები ქვეცნობიერ შიშებს და ცნობიერის მიღმა მოვლენებს უკავშირდება. მაგრამ იაპონურ სტილში ხდება ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, ამისათვის საკმარისია იაპონელი მანგაკას Junji Ito-ს მანგებს შევხედოთ, ლავკრაფტისეული შთაგონება იაპონური ლეგენდების სტილის სეთინგში ისე გააზავა რო ცალკე მიმართულებად აქცია, მისი მანგები კი ძალიან ახლოს არის Forbidden Siren-თან. ასევე არ შიძლება არ ვახსენო ვიზუალური ნოველები, აქ ნამდვილად მიყვებიან საინტერესო თემებს და ძალიან კარგადაც, ასევე ვიზუალური ნოველის და adventure-ის ნაზავიც ამართლებს, მაგისი მაგალითები Nintendo DS-ზეა
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#10 » 18 Sep 2012 23:52

არვიცი შეილება ვცდები, მარა ლავკრაფტი უფრო მეცნიერული ფანტასტიკის და ზღაპრული არსებების სტილი მგონია. დემონების და რეალიგიური საფუძველის თემატიკაში ცოტა სხვა რამე ვიგულისხმე.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#11 » 19 Sep 2012 00:13

არა ცდები მაგაში, cthulhu მითოსიც რო გვერდზე გადავდოთ საკმაოდ საინტერესო თემებს ეხება.. ლიტერატურულად არ განვიხილავ, მარა იდეები რაც ამ კაცს აწუხებდა და წერდა მიმაჩნია ძალიან მაღალ დონედ და ჰორორის (ფსიქოლოგიური, მისტიური) ერთერთ საუკეთესო ნიმუშად მართლა სიღრმისეულად რო ჩაგწვდება.
Amnesia-ს მთელი მუღამი, იმ orb-ზე, დაჟე მემოები რასაც ვკითხულობდი სუფთა ლავკრაფტული იყო, ხშირია მსგავსი სიტუაციები, განსაკუთრებით ეგვიპტეში ნაპოვნ არტეფაქტებთან დაკავშირებით.. გადმოცემის ფორმაშიც კი დავინახე მსგავსება
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#12 » 22 Sep 2012 10:14

O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#13 » 23 Sep 2012 03:50

სადღაც ვნახე რამდენიმე თვის წინ დემო. მემგონი დიდი ვერაფერი.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#14 » 07 Oct 2012 22:46

Evil Dead Series დავამატე Hail to the King პონტში. მაგარი ჟუტკი თამაში იყო, იმსახურებს სიაში ყოფნას ))
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#15 » 07 Oct 2012 23:02

კი ფილმისგან განსხვავებით მეტად გძაბავდა, მარა ეს მონსტრები რო სპაუნდებოდნენ გულისამრევად დამღლელი ხდებოდა თამაში
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#16 » 09 Oct 2012 22:44

რაღაც კარგი ქვესთ ჰორორები აკლია ბევრი და იქნებ დაძაბო ლიმონი)))
გეცოდინება 90%
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#17 » 09 Oct 2012 22:56

riddick
პირველ პოსტში რო დავწერე ეგენი გადაამოწმე აბა
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#18 » 09 Oct 2012 23:24

Dark Fall
Scratches
Haunting Ground
Rule of Rose
ეს ოთხი არ იყო და დავამატებ
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#19 » 09 Oct 2012 23:34

Sanitarium-ს თვლიან ფსიქოლოგიურ ჰორორად სთორის პონტში მარა გეიმფლეის რა ვიცი რა გითხრა, დაამატე მაინც : D
I Have No Mouth and I Must Scream ეს ვიცი რო საკმაოდ ბნელი თამაშია, ვთამაშობდი ცოტა ხანი და ასწორებს
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

<List> Best Horror Games

Unread post#20 » 19 Jul 2013 21:39

ეს იცით ვინმემ?
>>>
კვაზი-mode

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests