Emulators Den, {General Topic}

გახსენით {საერთო თემები}{ჩამონათვალი}{ხმის მიცემა}{კითხვები}{შედარებები}
User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators Den

Unread post#1 » 28 Aug 2009 19:47

>>>

Multiple Arcade Machine Emulators:

Final Burn Alpha
ემულატორი რომელიც კარგია SNK-ს და Capcom-ის თამაშებისთვის. Neo Geo-ს არკადული და კონსოლის სისტემისთვის საუკეთესო ემულატორია. არსებობს RetroArch-ის core-იც

MAME
ორიგინალი ემულატორი ინტერფეისის გარეშე. არსებობს არაოფიციალური build-ები რომლებსაც აქვს ინტერფეისი. არსებობს კარგი core-ები RetroArch-ისთვის.

MAMEUI
ოფიციალური ინტერფეისიანი ვერსია რომლის განახლებებიც მიჰყვება ორიგინალს.

MAME32 Plus Plus 0.119
ძველი და გამოცდილი ვერსია ინტერფეისით. ემულატორის ეს ვერსია გამოცდილია კარგი netplay ფუნქციით, რომელიც მოიხმარს kaillera-ს სერვერს და კლიენტს. (კონკრეტული გადმოსაწერი ლინკი უკეთ ოპტიმიზირებულია Mortal Kombat სერიებისთვის).

MAMEHub
განახლებადი პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ონლაინში სათამაშოდ და მოიხმარს უახლესი MAME ვერსიის rom-ებს. პლატფორმას სჭირდება Java 7 და მის ჩასართველად საჭიროა დარეგისტრირება. MAMEHub-ს აქვს პატარა ჰაბი, საიდანაც შესაძლებელია თამაშების გადმოწერა ან დაწყებულ თამაშებში შეერთება. უახლესი თამაშის ვერსიების გადმოწერა ასევე შესაძლებელია ტორენტიდან, რომელიც ინტერფეისიდან იხსნება. ტორენტ საიტზე დარეგისტრირებისთვის უნდა მიყვეთ სპეციალურ ინსტრუქციას.

Fightcade
ეს არის პლატფორმა რომელიც ძირითადად უშვებს Neo Geo თამაშებს და განკუთვნილია ონლაინში სათამაშოდ. პლატფორმა იყენებს FB Alpha ემულატორს დაფუძნებულია GGPO-ს (ყოფილი მსგავსი პლატფორმა, რომელიც აღარ ფუნქციონირებს) ნეტკოდზე. Fightcade-ს აქვს Garena-ს მსგავსი ოთახებზე დაფუძნებული ჰაბები, სადაც შესაძლებელია მოთამაშეებთან ჩატი და თამაშში გამოწვევა.

Multi System Emulators:

Libretro RetroArch
ახალი და უკვე საკმაოდ პოპულარული All in One ემულატორი, რომელიც "მომავლის ემულატორად" შეიძლება ჩაითვალოს. Libretro არის სხვადასხვა ემულატორების სპეციალურად ოპტიმიზირებული ბირთვების ნაკრები, ხოლო RetroArch არის frontend, რომელიც ასრულებს ინტერფეისის ფუნქციას. დაფუძნებულია ცნობილი და სტაბილური ემულატორების core-ებზე. ემულატორს მოჰყვება თითქმის ყველა კონსოლის ემულატორების core-ები და რაც მთავარია განახლებადია. Retroarch-ს აქვს შეიდერების გამოყენების შესაძლებლობა სხვადასხვა ბირთვებზე. RetroArch-ს აქვს netplay-ის ფუნქციაც და GGPO-ს მსგავსი ნეტკოდი P2P-სთვის. ეს ფუნქცია მხოლოდ იმ ბირთვებთან არის შესაძლებელი რომელსაც netplay მხარდაჭერა აქვს. ონლაინში სათამაშოდ საჭიროა 55435 პორტის გახსნა. RetroArch-ის დაყენება შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმებზე. Retroarch-ს დამატებული აქვს ეჩივმენტების ფუნქცია, რისთვისაც retroachievements.org-ის ექაუნთის შეყვანაა საჭირო.
რეკომენდირებული core-ები რომლებიც საუკეთესოა სათამაშოდ:
Nintendo Entertainment System - Nestopia UE და QuickNES (RetroAchievements)
Super Nintendo Entertainment System - Snes9x 2010 (RetroAchievements)
Nintendo 64 - Mupen64Plus
Game Boy Color - Gambatte (RetroAchievements)
Gameboy Advance - mGBA (RetroAchievements)
Sega Genesis/Sega Mega Drive - Pico Drive (RetroAchievements) და Genesis Plus GX
Sega CD - Genesis Plus GX
Sega Saturn - Mednafen Saturn
Game Gear - Genesis Plus GX
Neo Geo AES - Final Burn Alpha
PlayStation - Mednafen PSX
PC Engine - Mednafen SGX ან Mednafen PCE Fast

ემულატორის განახლებისას Config, Saves, Sstates და System უჯობესია ხელუხლებელი დარჩეს. ამ ფოლდერებში ინახება ჯოისტიკის კონფიგურაცია, სეივ ფაილები და ბიოსები.
ბიოს ფაილების გადმოწერა შესაძლებელია ამ ლინკიდან http://www.mediafire.com/file/7d5tbargr ... h+BIOS.zip. ფაილები უნდა დაკოპირდეს Retroarch-ის System ფოლდერში.
Mednafen PSX-ზე Playstation 1-ის თამაშის გაშვების შემდეგ, კონფიგურაციაში უმჯობესია დაყენდეს Memcard 0 Method - mednafen და Shared memcards - ON.

ემულატორის ფუნქციების გამოსაყენებლად ჩამოვწერ ძიითად hotkey-ებს რომელიც ხშირად გამოსადეგია.
Hotkeys:
Save State - F2
Load State - F4
Save State Slot - F6, F7
F - Fullscreen
Toggle Fast Fowrard - Space
Fast Forward - L
Pause - P
Rewind - R
Frame Advance - K
Take Screenshot - F8
Audio Mute - F9
Cheat Toggle - U
Cheat index - T, Y

OpenEMU
RetroArch-ის მსგავსი პაკეტი შედარებით ნაკლები core-ებით. OpenEmu-ს გამოყენება რეკომენდირებულია Mac-ის მომხმარებლებისთვის.

Mednafen
ერთერთი საუკეთესო და ყველაზე აკურატული ემულატორი სხვადასხვა სისტემებისთვის. თავდაპირველად უნდა გაეშვას აპლიკაცია რომ შეიქმნას ფაილები, ხოლო თამაშის გაშვება .cue ფაილის drag-ით ხდება აპლიკაციაზე. ემულატორის გამოყენება განსაკუთრებულად რეკომენდირებულია Playstation-ისთვის და PC Engine-ისთვის. სეგა სატურნის ემულაცია მოითხოვს ძლიერ სისტემურ მონაცემებს. ემულატორის ფლეისთეიშენის ემულაცია იძლევა ორიგინალი ჰარდის მსგავს შედეგს და აკურატულობის თვალსაზრისით არის სტანდარტი ემულატორების დეველოპმენტში. ემულატორს არ აქვს UI ინტერფეისი, აქვს მხოლოდ F1 მენიუ. ჯოისტიკის კონფიგურაცია ხდება Alt+Shift+# (შესაბამისი პორტის ციფრი), ხოლო Dualshock-ის ჩართვა ხდება .cfg ფაილის გახსნით და psx.input.port# gamepad ის psx.input.port# dualshock-ზე შეცვლით. ემულატორის მოსახმარად ადვილი გზა არის Retroarch, ვინაიდან mednafen-ის ბირთვები დაოპტიმიზირებულია Retroarch-ისთვის და აქვს დამატებული გამარტივებული შესაძლებლობები, მაგალითად რეზოლუციის გაზრდა და შეიდერების ხმარება, რაც mednafen-ს არ გააჩნია.

DOS:

Dosbox by Daum
ეს არის DosBox ემულატორის ერთერთი ბილდი, რომელიც არის მეტად ოპტიმიზირებული და აქვს ძველი ვიდეო დრაივერების ემულაციის შესაძლებლობა.

Scumm Engine:

ScummVM
Scumm Engine არის Lucasfilm Games-ის (მომავალში Lucasarts) მიერ შექმნილი სათამაშო ენჯინი რომელზე უშვებდნენ კლასიკუღ adventure-ებს. ემულატორი ახერხებს ენჯინის ემულაციას, რითაც შესაძლებელია ძველი გადმოწერილი თამაშების გაშვება. ემულატორს აქვს ვიდეო ფილტრებიც უკეთესი გამოსახულებისთვის.

TurboGrafx 16/PC Engine:

Turbo Engine
კარგი და აკურატული ემულატორი.

3DO Interactive Multiplayer

4DO
პანასონიკის 3DO Interactive Multiplayer-ის აკურატული და გამართული ემულატორი. აქვს 400%-ზე overclock-ის შესაძლებლობა, რაც კარგია დაბალ frame limit-იანი თამაშებისთვის, როგორიცაა Doctor Hauzer.

Nintendo Entertainment System/Famicom:

Nestopia
საუკეთესო ემულატორი NES-ისთვის რომელსაც აქვს Netplay-ის ფუნქცია kaillera-ს მეშვეობით. Nestopia-ს core შესულია RetroArch-ში.

Mesen
ყველაზე აკურატული ემულატორი netplay ფუნქციით. არის ადვილად მოსახმარი და ასევე აქვს კარგი ფილტრების არჩევანი.

Super Nintendo Entertainment System/Super Famicom:

Snes9x
საუკეთესო თუმცა ნაკლებად აკურატული ემულატორი SNES-ისთვის არის Snes9x. ემულატორი უშვებს თითქმის ყველა თამაშს და მის ვერსიები გამოდის ანდროიდისთვისაც. ემულატორის core-ს იყენებს Retroarch და ZMZ. ემულატორის არააკურატულობა უმეტეს თამაშზე არ ქმნის პრობლემას და ხშირ შემთხვევაში არც ეტყობა.

ZSNES 1.42
მართალია ZNES-ის ეს ვერსია ძველია და ბევრად ჩამოუვარდება Snes9x-ს, მაგრამ ამ ემულატორის გამოყენება მარტივია netplay-ისთვის.

Nintendo 64

Project64
ემულატორს აქვს ადვილად გასაგები ინტერფეისი და ითვლება ყველაზე გავრცელებულ ემულატორად Windows სისტემებზე. რეკომენდირებულია მხოლოდ 2.3 ვერსიის გამოყენება, რადგან წინა ვერსიები შეიცავდა Malware-ს, ზოგიერთი ვერსია კი ლურჯ ეკრანს აგდებდა windows სისტემებზე.

Mupen64Plus
MupenPlus64Plus არის ძველი ემულატორის Mupen64-ის განახლებული და გაგრძელებული ვერსია. ემულატორის core-ს იყენებს RetroArch. ემულატორს არ აქვს ინტერფეისი და მისი პირდაპირ გაშვება წვალებას მოითხოვს. ამისათვის შეიძლება RetroArch-ის გამოყენება ან ცალკე ინტერფეისის გადმოწერა. Retroarch-ის core არის ოპტიმიზირებული და ბევრად უკეთესი ვიდრე ორიგინალი ემულატორი.

Nintendo GameCube, Nintendo Wii

Ishiiruka Dolphin
Ishiiruka Dolphin არის Dolphin-ის არაოფიციალური ვერსია, რომელიც ოპტიმიზირებულია სისწრაფეზე.

Game Boy Advance

mGBA
ყველაზე აკურატული ემულატორი რომელიც განახლებადია და აქვს შედარებით მეტი ფუნქცია, ვიდრე აქამდე ცნობილ VBA-M ემულატორს.

Nintendo DS

DeSmuME X432R
DeSmuME X432R არის DeSmuME-ს არაოფიციალური ვერსია რომელშიც დამატებულია Internal Resolution-ის გაზრდის ფუნქცია. ეს იძლევა 3D მოდელების ხარისხიანად დარენდერების საშუალებას.

Sega Genesis/Sega Mega Drive:


Kega Fusion
სეგას ემულატორებიდან რამდენიმეს ამორჩევა შეიძლება, თუმცა ყველაზე კარგი და მარტივი ვარიანტი Kega Fusion-ია, რომლის კოდირებაზეც ყოფილი Sega-ს თანამშრომელი მუშაობდა. ემულატორს აქვს netplay-ის ფუნქცია და იყენებს kaillera-ს თუმცა ზოგიერთი თამაშის სინქრონი ინტერნეტ კავშირის გამო არასწორად ხდება და მათი თამაში შეუძლებელია. სეგას უფრო აკურატული ემულატორი არის RetroArch-ის Genesis Plus GX core.

Regen
ძალიან კარგი და აკურატული ემულატორი სეგასთვის. აქვს მაღალი ხარისხის აუდიო და ვიდეო კონფიგურაცია.

Sega Saturn:

SSF
Saturn-ისთვის ერთადერთი მუშა ემულატორი გახლავთ SFF. ემულატორის გაშვება ხდება Run as Administrator-ით. ემულატორის გაშვება უმჯობესია ძლიერ სისტემებზე მეტი აკურატულობისთვის, ხოლო სუსტი სისტემებისთვის შესაძლებელია ნაკლები აკურატულობის არჩევა.

Dreamcast:

nullDC
Dreamcast-ის ემულატორებს შორის ყველაზე პოპულარული არის nullDC. ერთი პერიოდი მისმა დეველოპერმა drkIIRaziel-მა პროექტი მიატოვა და source code ონლაინში განათავსა, როდესაც გაგრძელება სხვა ხალხმა ითავა, მათთან ერთად კვლავ ჩაერთო პროექტში. ემულატორის ბოლო ვერსიას გარკვეული პრობლემები ჰქონდა Shenmue-ს გაშვებასთან, ამიტომ ერთერთ ფორუმზე დაიდო ემულატორის დაედიტებული ვერსია, რომელსაც თამაშთან უკეთესი compatibility აქვს. nullDC ვერ იძლევა საუკეთესო შედეგს და თამაშებში, რამდენიმე ადგილას გრაფიკული ხარვეზებიც შეიძლება გამოერიოს, მაგრამ იძლევა სწრაფი ემულაციის საშუალებას. ოდნავ უკეთესი და დალაგებული ვიზუალისთვის, Nvidia-ს ან AMD-ს ოპციებიდან ემულატორს ჩაურთეთ Anti Aliasing, Anisotropic Filtering და High Quality Textures. შესაძლებელია Sweet FX-ის Preset-ების პოვნა და გამოყენებაც. ემულატორის განახლება შეწყვეტილია და მისი დეველოპმენტი გრძელდება Reicast-ის დაპორტვაზე Windows-ისთვის.

DEmul
nullDC-სგან გავსხვავებით DEmul საკმაო რესურსებს მოითხოვს და მისი გაშვება რეკომენდირებულია ძლიერ სისტემებზე, თუმცა სანაცვლოდ ემულაცია ბევრად ხარისხიანი და მაქსიმალურად აკურატულია. ემულატორის გაშვების შემდეგ აირჩიეთ სასურველი რეზოლუცია Video სეთინგებში. GD ROM-ისთვის აირჩიეთ gdrImage. თამაშების compatibility list შეგიძლიათ შეამოწმოთ. გადმოსაწერ ლინკში მითითებულია Masterchan777-ის მიერ Shenmue II-ზე დაფიქსული ვერსია.
საიტზე.

PlayStation:

ePSXe
ცნობილი და გავრცელებული ემულატორი, რომლის ემულაციის აკურატულობაც დამოკიდებულია plugin-ებზე. ემულატორი არის მარტივი მოსახმარი.

PCSX Reloaded-PGPX
PCSX Reloaded არის ძველი PCSX ემულატორის გაუმჯობესებული ვერსია. ეს არის უკეთესი ემულატორი ვიდრე ePSXe, თუმცა აკურატულობა აქაც ასევე plugin-ებზეა დამოკიდებული. PCSX-R იყენებს იგივე plugin-ებს რასაც ePSXe. XBOX360-ის კონტროლერის (ან ნებისმიერი გადაყვანილი კონტროლერის სისტემა აღიქვავს XBOX360-ის კონტროლერად) გამოყენების შემთხვევაში რეკომენდირებულია PokoPom plugin-ის არჩევა. ემულატორს იუზერების მიერ დაემატა PGPX (Parallel/Precision Geometry Transform Pipeline) შესაძლებლობა, რაც ვიზუალურად ბევრად ხარისხიანს ხდის ემულაციას. ამავე იუზერებმა PGPX შესაძლებელი გახადეს Retroarch-ის Mednafen PSX ბირთვისთვის.

PlayStation 2:

PCSX2
Playstation 2-ისთვის ერთადერთი და საუკეთესო ემულატორი რომელსაც წლების განმავლობაში აწყობდნენ და აბალანსირებდნენ. ემულატორი განახლებადია და მუდმივად ემატება ახალი ფიქსები სხვადასხვა თამაშებისთვის. თამაშების თავსებადობა შეგიძლიათ შეამოწმოთ შემდეგ საიტებზე: 1 2.
XBOX360-ის კონტროლერის (ან ნებისმიერი გადაყვანილი კონტროლერის სისტემა აღიქვავს XBOX360-ის კონტროლერად) გამოყენების შემთხვევაში რეკომენდირებულია PokoPom plugin-ის არჩევა . ნებისმიერი სხვა კონტროლერისთვის აირჩიეთ Lilypad Plugin და დააკონფიგურეთ. ვიდეო კონფიგურაციებს აქვს ჰაკები რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ თამაშებზე ირთვება (ეფექტები იქვე უწერია). ემულატორის სპიდჰაკებისთვის კი უნდა იცოდეთ რომელ თამაშს რა სჭირდება, ეს კი ზემოთ მოყვანილ საიტზე წერია.

PlayStation Portable:

PPSSPP
საუკეთესო PSP-ის ემულატორი, რომელიც ახდენს კონსოლის იმიტაციას დესკტოპზე. ემულატორი პირდაპირ დაკონფიგურებულია, თამაშების გასაშვებად კი უნდა აირჩიოთ ROM ფოლდერი.

დამატებითი საჭირო ინფორმაცია ემულატორებზე და მათ ვერსიებზე, შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ლინკებზე:
Emulation Gametech Wiki
Emulation General Wiki


თამაშები შეგიძლიათ დარიპოთ დისკიდან ან მოიძიოთ ამ საიტებზე:
DopeRoms.com
CoolRom.com
Romhustler.net
EmuParadise.me
Rom-World.com
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Emulators

Unread post#2 » 28 Aug 2009 23:00

ანუ არაფრის დაყენება არუნდა? პროსტა გადმოწერ თამაშს ჩადებ და მორჩა?
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#3 » 28 Aug 2009 23:38

კი გადმოწერ, თამაშს ჩადებ და მორჩა, კნოპკებს დააყენებ მარტო, შეგიძლია ვიდეო რენდერები შეცვალო როგორც გაწყობს, მე ნორმალურად დავაყენე და ისე დავდე და რავი, თუ გინდა Bomberman ვითამაშოთ მულტიში, მე ვჩალიჩობ რო 4 კაცზე ჩავრთო netplay )))
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7724
Contact:

Emulators

Unread post#4 » 28 Aug 2009 23:55

ოკ, პროსტა დღეს არა ))
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Emulators

Unread post#5 » 30 Aug 2009 01:22

ბეტმენს, TMNT ვითამაშებდი სიამოვნებით ორში
თუ ფადს წაიკითხავს ემულატორი
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Spawn
Posts: 161
Contact:

Emulators

Unread post#6 » 30 Aug 2009 13:50

Chrono Trigger-ს ვთამაშობ
ძაან მაგარია :)

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#7 » 30 Aug 2009 19:40

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ძალიან გამახარე
ეხლა ყველაზე მაგარი რჩევა >> Magus-ს ყინულებში არ შეებრძოლო, ეს უბრალოდ დაიმახსოვრე, მართალია ეხლა ვერ მიხვდები მარა ბოლოს არ ინანებ ^_^
Frog>ALL
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Emulators

Unread post#8 » 03 Sep 2009 19:35

SLaYeR
ვერ ავამუშავე ქსელში
hamachi xo ar unda?
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#9 » 03 Sep 2009 22:18

არაა არ უნდა ჰამაჩI მარა პორტის აგხსნა უნდა
ისე თუ გინდა ჰამაჩით გააკეთე პროსტა IP ში ჰამაჩის IP უნდა ჩაწერო და ეგაა
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3603
Contact:

Emulators

Unread post#10 » 07 Sep 2009 08:05

Nameless One
>>>
Earthworm Jim
>>>
Ico
>>>
RAZIEL
>>>

JAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAAADE
>>>
F*CK ness F*ck PPL
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#11 » 14 Dec 2009 07:12

სეგას ემულატორი მივამატე
მივიდეთ, გავესაუბროთ

Walter
Posts: 14
Contact:

Emulators

Unread post#12 » 08 Jan 2010 14:30

Slayer შენ კალკულატორის ემულატორიც გექნება.

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#13 » 24 Apr 2010 06:05

დაემატა PSP ემულატორი
მივიდეთ, გავესაუბროთ

Ozzy
Posts: 169
Contact:

Emulators

Unread post#14 » 25 Apr 2010 22:29

SLaYeR wrote:დაემატა PSP ემულატორი

Soulcalibur broken destiny-ზე მიწერს ნამდვილი PSP-თი შეიძლება მარტო გახსნაო... რამეს ვერ ვუშველით? ;[

და ვაბშე სად გავაძრო მუშა თამაშები ?

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#15 » 26 Apr 2010 00:58

გააჩNია, ეს ახალი ემულატორია და თამაშებიც რამდენიმე ვერსია უნდა ნახო თU წავა
მივიდეთ, გავესაუბროთ

Ozzy
Posts: 169
Contact:

Emulators

Unread post#16 » 26 Apr 2010 14:59

SLaYeR wrote:გააჩNია, ეს ახალი ემულატორია და თამაშებიც რამდენიმე ვერსია უნდა ნახო თU წავა

6.0+++ ვერსიები წაიღო... 5.55 არ წაიღო. იქნებ მაგისთვისაც დამიგდო ემულატორი თორე T6 და SCBD-ს თამაში მინდა :dorbli:
ხოდა FPS ძალიან დაბალია და ვერანაირად ვერ მოვუმატებთ?

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#17 » 26 Apr 2010 20:59

ვერა... კომპიუტერზეა დამოკიდებული, ისე შედი option-ში იქნებ მოუნიშნო და გამოსწორდეს ოდნავ. სხვა ემულატორი არაა ჯერ, იმედია მალე დადებენ კიდე ახალს და გამოვა რამე.
მივიდეთ, გავესაუბროთ

Ozzy
Posts: 169
Contact:

Emulators

Unread post#18 » 26 Apr 2010 23:13

SLaYeR wrote:ვერა... კომპიუტერზეა დამოკიდებული, ისე შედი option-ში იქნებ მოუნიშნო და გამოსწორდეს ოდნავ. სხვა ემულატორი არაა ჯერ, იმედია მალე დადებენ კიდე ახალს და გამოვა რამე.

ერთი ვიდეუხა მაქვს ცოტა მოძველებული დანარჩენი ყველაფერი ახალი მაქვს და მაინც 14 FPS მაქსიმუმი;\\

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Emulators

Unread post#19 » 27 Apr 2010 00:52

ვა არ ვიცი ;/// მე ყველაფერი ძველი მაქ თორე დავტესტავდი საკაიფოდ ყველაფერს
Riddick-ას გავაშვებინე და საკაიფოდ წაიღო,
რა თამაშები ჩაირთო აბა მითხარი საიდან გადმოწერე
მივიდეთ, გავესაუბროთ

Ozzy
Posts: 169
Contact:

Emulators

Unread post#20 » 27 Apr 2010 00:55

SLaYeR wrote:ვა არ ვიცი ;/// მე ყველაფერი ძველი მაქ თორე დავტესტავდი საკაიფოდ ყველაფერს
Riddick-ას გავაშვებინე და საკაიფოდ წაიღო,
რა თამაშები ჩაირთო აბა მითხარი საიდან გადმოწერე

გუგლში დავსერჩე ტორენტ ფაილები...
Tekken 6 არ გაუშვა ისევე როგორც Soulcalibur Broken destiny... აი Army of Two გაუშვა მარა ძალიან დაბალ FPS-ზე

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests