The Anatomy of Survival Horror, განხილვის გახსნა > რა გვაძლევს სურვაიველ ჰორორს?

დისკუსა გეიმინგზე ◀ განხილვის გახსნა ◀ გარჩევის გახსნა ◀ გამოკითხვა ◀ შედარება ◀ ჩამონათვალი ◀ გაზიარება
Riddick
Posts: 10341

The Anatomy of Survival Horror

Unread post#1 » 17 Nov 2020 15:32

ისეთი ქვეჟანრი როგორიც არი Survival Horror თითქმის ყოველთვის მოთამაშეების ყურადღების ცენტრშია, მაგრამ უმეტესობას არ უფიქრია იმაზე, თუ რეალურად რას წარმოაგენს, ან რას უნდა წარმოადგენდეს ეს ჟანრი. თემა პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა და თუ არ დაგეზარებათ სიამოვნებით მოვისმენ თქვენ შეხედულებას და შემდეგ შევეცდები ჩემიც ჩამოყალიბებულ ფორმაში დავდო.

როგორ ფიქრობთ, რისგან უნდა შედგებოდეს Survival Horror თამაში, რომ გახდეს ჟანრის სამაგალითო წარმომადგენელი? რითი ისაზღვრება და რა თამაშობს მთავარ როლს (როლებს) მსგავსი თამაშების ჩამოყალიბებაში?

სურვაიველ ჰორორის პათანატომიური ექსპერტიზა
>>>

User avatar
hellwalker
Posts: 5624
Contact:

Re: The Anatomy of Survival Horror

Unread post#2 » 17 Nov 2020 16:03

ფუნდამენტურად ალბათ ამოუხსნელ, დამთრგუნველ თემებს აძლევს ტვინისთვის გასაგებ ახსნას და კალაპოტს. ყველაზე ძლიერ ექსპერიენსები გამოდიან მაგ ინსტინქტებიდან და ოსტატური ქორეოგრაფიით გამოგზაურებენ მაგ კალაპოტში.
უფრო დაბალხარისხიანი ექსპერიენსები მაგ ინსტინქტების ზედაპირულ განსახირებეაზე, ავატარებზე (სული, დემონი, კილერი) აკეთებენ აქცენტს და ფაქტიურედ დაბალბიუჯეტური თრილერი გამოსდით ჩაბნელებულ სცენებში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5407

Re: The Anatomy of Survival Horror

Unread post#3 » 17 Nov 2020 16:36

პირველი - ეს არის სიუჟეტური survival თემატიკა, სადაც მარტო დარჩენილმა უნდა მოახერხო გადარჩენა და გაღწევა. მთავარი წინაღობა არის ამუნიციების გამოზოგვა, ხოლო ეს გამოზოგვა ხდება წინ და უკან სიარულში რასაც ხან ფაზლების საჭიროება მოითხოვს და ხან სიუჟეტის - მთელი ექსპლორაცია ნივთების შეგროვებას და გამოყენებას გულისხმობს. სიუჟეტი ძირითადად იზოლირებულ ლოკაციებში (ჩაკეტილი შენობა, ჩაკეტილი ქალაქი, ჩაკეტილი სოფელი) ვითარდება და ნელნელა იხსნება ახალი გზები.
მაგალითები: ძველი Alone In The Dark სერიები და New Nightmare, კლასიკური Resident Evil სერიები Silent Hill სერიები, Fatal Frame სერიები

მეორე - ეს არის დევნის მექანიკაზე დაფუძნებლი survival. აქ დაუცველ და ძირითადად შეუიარაღებელ პერსონაჟს დასდევს მასზე ბევრად ძლიერი მკვლელი ან მონსტრი. გეიმფლეი დაფუძნებულია სირბილზე და სწრაფ გადაწყვტილებებზე, იქნება ეს დამალვა თუ რამე ნივთის გამოყენება, ზოგ შემთხვევაში სროლაც. ფაზლები შეიძლება ნაკლები იყოს მარა აქაც სიუჟეტი იზოლირებულ ლოკაციაშია და ნელნელა იხსნება გზები
მაგალIთები: Clock Tower სერიები, Resident Evil 3, Haunting Ground, Remothered

მესამე - ეს არის უკვე სტელსის გმაოყენებაზე და დამალვაზე ორიენტირებული survival, სადაც დაუცველ და შეუიარაღებელ პერსონაჟს ერთადერთ გადარჩენის გზად დამალვა აქვს დარჩენილი. ნუ დანახვის შემთხვევაშიც რჩბა შანსი გადარჩენის მარა ძირითადად მინიმალური. არის შემთხვევები როცა ჩნდება კომბატის ელემენტები მარა ძირითადად მოთამაშის დროებით დაჯილდოებას წარმოადგენს ხოლმე. ფაზლები შეიძლება იყოს და შეიძლება არა, არ არის მაინცდამაინც აუცილებელი, სიუჟეტზე უფროა დამოკიდებული. სიუჟეტი აქაც ძირითადად იზოლირებულ ლოკაციებშია და ნელნელა იხსნება ახალი გზები.
მაგალითები: Siren სერიები, Penumbra სერიები, Amnesia სერიები, Soma, Alien: Isolation
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 10341

Re: The Anatomy of Survival Horror

Unread post#4 » 22 Nov 2020 04:32

ჩემზე პირადად რაც ყველაზე ეფექტურად მოქმედებს არი რამდენიმე რამე და ვფიქრობ, რო უმეტესობას უნდა ქონდეს.

1 - ამბავი უნდა მომდინარეობდეს პერსონაჟის შინაგანი სამყაროდან და გადაბმული იყოს მის ფსიქიკასთან (არ უნდა იყოს უშუალოდ გარემო ფაქტორებზე აწყობილი). ეს იმას ნიშნავს, რომ ფოკუსი არ გვაქ არც სერიულ მკვლელზე, არც უცხოზე, არც რაიმე კულტზე და ზომბზე. ფოკუსი გვაქვს უშუალოდ თამაშის მთავარ გმირზე და მის ფსიქიკურ სტრესზე, ფსიქიურ დაავადებაზე და მათ ბუნებაზე, ტრამვაზე, შინაგან ტანჯვაზე, ბრძოლაზე, რომელიც ქმნის გარშემო რეალობის სურიალისტურ აღქმას. რაც სტრესის და დაავადების ტიპიდან გამომდინარე შეიძლება, რომ იცვლებოდეს.
აქედან უკვე, უშუალოდ ამ ფსიქოლოგიური აშლილობით, შეგვილია მოვიყვანოთ მონსტრების სახეობები, ან თუნდაც ერთი რამე ხიფათის ფორმა.

2 - დაუცველობის განცდა. ეს ყველაზე კარგად იგრძნობა როცა არანაირი იარაღი არ გაქ თავის დასაცავად და იძულებულიხარ რო უბრალოდ გაიქცე. ეს იმდენად მძლავრი ინსტრუმენტია მექანიკად, რომ ტექნიკურად სლაბ თამაშსაც სერიოზულ ექფერიანსად აქცევს. ერთფეროვნების თავიდან აცილებისთვის, შეგვიძლია გვქონდეს კრაფტ, ახლო ბრძოლის და დისტანციური იარაღებიც. მაგრამ უკეთესი იქნება, რომ უბრალოდ ანელებდეს მტერს და არ ანეიტრალებდეს მას.
ასევე რაიმე მძიმე დამაწყნარებლები და სხვა ტიპის წამლები, რაც სიტყვაზე სტრესისთვის, ან შეტევისთვის გაგვაძლებინებს.

3 - ჩვენი ყოველდღიური რეალობის ალეგორია. ყოველთვის საინტერესოა რაიმე დაცლილის, უჩვეულო და ჩვენს შემთხვევაში, ბნელი მხატვრული ხედვის ნახვა. თუნდც იმ მომენტში აქტუალური და გამაღიზიანებელი ტრენდების თამაშში გადატანის სახით.

4. ამბავში გმირის ზეამოცანა უნდა იყოს უფრო ფილოსოფიური და მხატვრული, ვიდრე რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევა. მაგ. ბოლო ბოსის მოკვლა, ან უცხოპლანეტელების შემოტევის შეჩერება. ამის მაგივრად, უნდა გვეძლეოდეს მისი ამ ტანჯვისგან ხსნის - შიშის, დაავადების, მტანჯველის რეალური მიზეზის, სახის, ბუნების მიგნება. ან საერთოდ უფრო სავალალო შედეგამდე მისვლა, ვიდრე დასაწყისში ვიყავით.

პ.ს. 5 - იქიდან გამომდინარე, რომ რესურსების მენეჯმენტი ამ ტიპის თამაშებს განსაკუთრებულ ხიბლს და ატმოსფეროს მატებს, ამოვიღებდი ჩვეული ტიპის ამუნიციას და დავტოვებდი მხოლოდ სურვაიველისთვის საჭირო ნივთებს. იდეა იგივე Darkwood -დან, რომელშიც სიტყვაზე გვაქვს მარტო ღამე გადასარჩენი და შტაბის ამოსაჭედი ინსტრუმენტები, საჭმელი, ბენზინი და მსგავსი.
იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ ღამე ტყეში გადარჩენის მაგივრად, შემოვიტანდი შეტევის გადასატან გარემოებებს, რაიმე პრეპარატების და ხელსაწყოების მოძიების საჭიროების სახით. ხოლო უშუალოდ ამ შეტევის დროს - გარკვეულ ალუზიურ სამყაროში გადასვლა მოხდებოდა, იგივე ქვე-თამაშის სახით (როგორიც იყო ვთქვათ ქოხში მონსტრებისგან თავდაცვა დილამდე).

ამ ეტაპზე მგონი სულ ეს არი. თუ რაიმე კარგი გავიხსენე, რაც მომეწონებოდა, კიდევ დავამატებ.

Return to “Gamer”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests