Eve Online Assassination - ვიღაც როჟამ 1 ბილიონ ინგეიმ ფულად(550$) შეუკვეთა ერთერთი ყველაზე ძლიერი გილდიის დამხობა, მეორე გილდიას რომელიც მერსენარი როლს ასრულებს. (მოთამაშეების შექმენილ გილდიაზე ლაპარაკი) 10 თვე გეგმავდნენ და რეალური ჯაშუშები შეაგზავნეს რომლებიც გაწევრიანდნენ მსხვერპლის გილდიაში და იმუშავეს საჭირო თანამდებობების და როლების მისაღებად. შემდეგ ერთ დღეს, 10 თვიანი დაგეგვმის შემდეგ ერთდროულად დაარეიდეს მსხვრეპლის გილდიის აბსოლუტურად ყველა ბაზა, ხომალდი და საწყობი. თვითონ მსხვერპლი გილდიის ლიდერი, რომელიც ფლობდა ყველაზე ძვირადღირებულ ხომალდს, (მხოლოდ 2 მასეთია ვაბშე ყველა სერვერზე) გაიტყუა მისმა მარჯვენა ხელმა და გაანადგურა, გასაქცევი პოდიც მოკლა და ლიდერის გვამი ამოიღო ნანგრევებიდან.
მერსენარი გილდიამ ამითი სამუშაოსთვის გადახდილ 1 ბილიოლთან ერთად რეიდიდან დამატებითი 30 ბილიონი ამოიღო (16500$). ასასინაციის დამკვეთმა უარი თქვა მთელ ამ ლუტზე და მხოლოდ ერთი რამე მოითხოვა. მსხვერპლი გილდიის ლიდერის გვამი.
მთელი ისტორია დალინკულ სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.