Fallout: New Vegas, ანონსის ინფო > RPG > PC, X360, PS3 ...

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Fallout: New Vegas

Unread post#61 » 11 Aug 2013 07:03

სადღაც 70%ზე ვარ დახურვის. მეინ თამაში არ მისწოდება, დაუმუშავებლობა ეტყობა. მეინ სთორი ტიპიური არ არის მარა მოსაწყენია მაინც, NCR სრული ტასკაა, ჰოუსის პერსონაჟის არქეტიპი ყველა ფოლლაუტში იყო მომბეზრდა. ცეზარის ლეგიონი ორიგინალურია და fresh უნდა იყოს მარა უღიმღამოდ არის გაკეთებული და ეტყობა რომ რაღაც კონტენტი მოჭრილი იყო.

სამყარო დიდი უდაბნოა, ჩემთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი, სტალკერ 1-ის ფანებს შეიძლება გაუსწორდეთ გავს რაღაცით feel-ის პონტში(world/terrain მხოლოდ). ლეველ დიზაინში სერიოზულია მიქარული. მგონი ყველა ტერიტორია 1 x 1 -ზე არის გადმოღებული ზომების პონტში, და სოფლის ერთი სახლიდან მეორემდე 1 წუთი მირბიხარ, ძაან დამღლელია. ყველა ტერიტორია ეგრე ბოლომდე არის აწყობილი და უმეტეს ადგილას რენდომ loot-იც კი არ არის, უბრალოდ დარბიხარ უაზროდ ძაან ბევრს და სპრინტი გითავდება ძაან მალე. წარმოიდგინეთ აეროპორტის უზარმაზარი ტერმინალი, სულ ცარიელი და fed ex ქვესტებით სირბილი 300 მეტრიან ტერიტორიაზე.

world -ში როგორც დავწერე focal point-ები არაა თითქმის, ანუ უმეტეს დროს არაფერი მოჩანს ჰორიზონტზე რაც მიგიზიდავს და მუღამს გაგიჩენს იმ მიმართულებით წასვლის.

ბოლოსკენ მივიყვანე მეინ ქვესტები, ბოლო შტრიხები რო დარჩა და ედონებს და საიდ ქვესტებს ჩავუჯექი. აი addon-ებში სიტუაცია სრულიად საპირისპიროა.

სუპერ ორიგინალური, ახალი იდეები. ძაან ძლიერი შესრულებით ყველა ასპექტში, და საკმაოდ დიდი quest dlc-სათვის(expansion pack-ზე ბევრად პატარა, ნუ არც არის ექსპანსია), ერთი ამოსუნთქვით დავხურე ედონები, ღამე დავათენე და ძალიან ვისიამოვნე. თან ყველა განსხვავებულ feel-ს იძლევა, Old world blues და lonesome road განსაკუთრებით მომეწონა.

რამდენიმე ორიგინალური საიდ ქვესტი მეინ კამპანიაშიც შემხვდა უკვე, მაგრამ მაინც ჩამორჩებოდა ამათ. კაი იქნებოდა ედონების ხარისხით რომ ყოფილიყო მეინ თამაში.

დავისვენებ ცოტას და დავხურავ ბარემ, იმედია მეინ კამპანიის ბოლო 30% უფრო სასიამოვნო იქნება სათამაშოდ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Fallout: New Vegas

Unread post#62 » 12 Oct 2013 03:13

))
1:23 ზე ქართველია.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Ripster
Posts: 1854

Fallout: New Vegas

Unread post#63 » 18 Feb 2014 04:21

რამდენიმე დღეა ტომის ვეწუწუნები რამის თამაში მინდა და ყველაფერი მეზარება თქო. სთიმზე ჰიტმენს ვრთავდი ხოლმე და თითო ტურს გავდიოდი (მგს ის შემდეგ სთელსის მოთხოვნილება გამიჩნდა)) ) აი დღეს კი გამახსენდა რომ fallout new vegasი მაქვს ნაყიდი კიდევ სთიმზე და ჩავრთე
ვიცოდი რომ სადღაც 15 წუთი ვითამაშებდი და პირველივე პერეკურზე გასვლის შემდეგ ალტ ფ4ით გამოვრთავდი მაგრამ... ))))) 4:18ია ახლა და თამაში 12 ზე ჩავრთე სადღაც))) მოკლედ ხო დახურული მაქვს და მთელი მეფი მოვლილი მაგრამ კარგად დამვიწყებია როგორც ჩანს და ახალივით მიდის

ძალიან ხე თამაშებია ეს falloutები ტექნიკური თვალსაზრისით მაგრამ მაგრად გითრევს რა
ერთი ქუესთი მეორეს მისდევს და რაღაცნაირად იძირები ამ პოსტ აპოკალიფსურ სამაროში
ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს თამაში. ერთადერთი იმას ვნანობ რომ როცა პირველი ორი ნაწილი გამოვიდა ზედმეტად პატარა ვიყავი ამისთვის და გემო ვერ გავუგე იმ ძველ ნაწილებს რომლითაც არის განთქმული სერია))

მოკლედ მგონი გავუყვები ბოლომდე და ვისეირნებ ხოლმე საღამოობით დამტვრეული სამყაროს უდაბნოებში კიდევ ერთხელ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Fallout: New Vegas

Unread post#64 » 01 Nov 2014 21:58

ამჯერად ყველაფერი ცოტა სხვანაირდ დაიწყო, უფრო წყნარად, პოხუისტურად ლოკაციების დეტალურად შესწავლისადმი, უფრო ბებრული როლფლეინგის მუღამით - მე, უდაბნო, რადიაცია და მუტანტები. ჯერ ერთ უცნაურ დასახლებაში მოვხვდი, სადაც უცებ გაცნობილმა ბენმა თავის ცოლის დაკარგვის საქმის გამოძიება დამავალა, შემდეგ ბენის მეგობარმა, ახლო მდებარე რაკეტების გასაშვები სადგურიდან წამოსული "გულების" ამოხოცვა მთხოვა. ვერცერთ უარი ვერ უთხარი და ბოლოს საკმაოდ საინტერესო შედეგით დავრჩი. ბენის ცოლი იქვე მომუშავე ელზას მიერ მონობაში გაყიდული აღმოჩნდა, ხოლო "გულები" რომელთა გასანადგურებლადაც წავედი ბოლოს ადამიანების ტირანიისგან თავისუფალი მიწებისკენ სამოგზაუროთ გავუშვი.

Riddick
Posts: 11696

Fallout: New Vegas

Unread post#65 » 09 Nov 2014 23:23

ზუსტად მესამეს ისტორია გამეორდა. თავიდან ძაან ბოდრად დავიწყე, მომწონდა, ვერთობოდი, მარა მომბეზდა საშინლათ. რაღაც ძალიან მუხლზე გაკეთებულ თამაშს გავდა სამყაროს დამუშავების თვალსაზრისით. ლოკაციებს არ ეტყობოდა არაფერი ორიგინალურობის, ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი სამყარო, იმდენათ რო მომენტებში რეალური მეგონა. ქვესთები ზოგი ნამვილად საინტერესო იყო, მარა სხვა დანარჩენი იმდენად მოუხერხებელი და მოუქნელია, რო გიკარგავს თამაშის მუღამს.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Fallout: New Vegas

Unread post#66 » 07 Dec 2014 16:12

ვიღაც რუსები ჩალიჩობენ ახლა მთლიანად ლოკალიზაციაზე თამაშის
მოკლედ მაგას ველოდები და დავკრუგავ კიდევ ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Fallout: New Vegas

Unread post#67 » 14 Apr 2020 06:55

მოდინგის მოყვარულებისთვის, ცნობილი იუტუბერის GOPHER-ის ტუტორიალი ნიუ ვეგასისთვის https://www.youtube.com/playlist?list=P ... XCx5da5Gd5

ყველა წვრილმანს გადის ძალიან გასაგებ ენაზე დღევანდელი მდგომარეობით რა მოდებია კარგი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Fallout: New Vegas

Unread post#68 » 27 Sep 2020 19:16

სოიერის სურათები ნიუ ვეგასის შექმნისას რო ატარებდა რისერჩს https://twitter.com/jesawyer/status/999301525393440768
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Fallout: New Vegas

Unread post#69 » 19 Oct 2020 04:34

გავმოდე და დავიწყე, 1-2 გან დაქრაშა მარა ეტყობა რაღაც მოდი ურევდა, ამიტომ ანტი-ქრაშ მოდი დავაყენე და გაუარა.

ამას წინად პირველი Fallout გადავითამაშე. თავის დროზე პირველი რაღაც მარტივი გასვლებით გავიარე და მეორე მქონდა საფუძვლიანად გამოკვლეული და დახურული, ხოდა ახლა პირველიც ბოლომდე გამოვიკვლიე და დღევანდელი გადმოსახედიდან მეორე რამდენადაც მახსოვს, უნდა ვთქვა რო პირველის ატმოსფერო და მოვლენები ბევრად გაგრძნობინებს პოსტ აპოკალიპტურ ჰორორს ვიდრე მეორე. მეორე უკეთესი თამაშია ბევრად, მარა პირველში მოცემული სამყაროში შებიჯება განუმეორებელი მოვლენაა. აი პირველად რო კომპიუტერს ითამაშებ ან პირველად რო გოგოს აკოცებ, დაახლოებით ეგეთი ლეველია პირველი ნაწილით სამყაროს გაცნობა )))

ახლა რაც შეეხება ვეგასს. მესამე არ ვიცი და ამდენი ხნის შემდეგ პირველი მცდელობაა ეს ნაწილი რო სამყარო სამ განზომილებაში ვიხილო. დღეს ბევრად იოლია მოდინგი და ამიტომ მიღირდა დაცდად, თუმცა ვანილასთან მიახლოებულ ვერსიას ვთამაშობ - პატარა პრობლემებს ვასწორებ მარტო და ტექსტურები მაქვს ოდნავ მაღალი რეზოლუციის.
თამაში ატმსოფერულად არის მძღნერისფერი, არაფრისმთქმელი ბანძი მოდელების გროვა და ოდნავადაც ვერ მივა კლასიკური ფოლაუტების ატმოსფეროსთან, აი ლაპარაკიც კი ზედმეტია საერთოდ ფოლაუტის სამყაროზე და ატმოსფეროზე ვინმემ ისაუბროს ვეგასიდან გამომდინარე. ვერა, ვერც გამოსვლის დროს ვერ იმეორებდა ეს ორიგინალების ატმოსფეროს! საუკეთესო ატმოსფერული მომენტები რაც არის, ეგაა როცა პირველი ორი სერიის მარკ მორგანის ემბიენთ საუნდტრეკები ირთვება, თორე თავისი რაც აქვს ინონ ზურის, საერთოდ სხვა სულშია. თვითონ ობსიდიანს უკეთესი ატმოსფეროები აქვს დადებული Kotor 2-შიც და Mask of The Betrayer-შიც, ამიტომ ვერ ვხედავ ვერც მათ ხელწერას და ვერც ფოლაუტისას რამეს.
რუკა საზიზღრობაა, ეს არც open world-ია და რაც არის ესაა საშინლად გაწელილი სარბენი სიცარიელე, რაც ძალიან აზიანებს იმერსიას და გეიმფლეის. როგორც ჩანს გეიმფლეის დროის გაზრდისთვის უდევთ ეს მასშტაბი თორე ვერ ვხედავ საერთოდ მიზანს რატო არ უნდა შეემცირებინათ.
ნუ თვითონ პერსონაჟები და ინტერაქციები ჯერჯერობით საინტერესოა და ობსიდიანისგან არ მეპარება ეჭვი რო მაგ მხრივ დამტოვებს ნასიამოვნებს, მარა ნუ მაღლა რაც დავწერე, მაგ კომპონენტებში საერთოდ არ უნდა ერქვას ამ თამაშს Fallout-ის სახელი :))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Fallout: New Vegas

Unread post#70 » 22 Oct 2020 05:21

მე მესამის გახსნილი სამყარო მომწონდა ძაან. ნიუ ვეგასზე ბევრად დახვეწილად და საინტერესოდ აწყობილი იყო, უბრალოდ შევსებული არ იყო და ერთი ტიპის ინტერიერები შლიდა მთელ ატმოსფეროს.

ვეგასში დღესაც მახსოვს, აი იმ პირველ დასახლებას რო გავცდი, სადაც დინოზავრი დგას (სხვათაშორის საკმაოდ საინტერესო ლოკალური ისტორიების მერე) და უცებ მაგ სიცარიელეში რო მოხვდი, აეროპორტთან მივედი და წავშალე თამაში, ისე გამიტყდა :) მაგრამ დიდი ალბათობით გაგრძელება ჯობდა, რადგან სიუჟეტურ ამბავში კარგი იყო და იქნებოდა მერეც.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Fallout: New Vegas

Unread post#71 » 22 Oct 2020 05:41

ხო სამყარო საერთოდ არ არის ამ თამაშის პლუსი, არ აქვს open world მუღამი, თუმცა თვითონ ლოკაციების აღმოჩენა საინტერესოა - ისტორია აქვს ყველაფერს. ექსპლორაცია მოსაწყენია ძალიან დაჟე სირბილის მოდითაც. უდაბნო, იმ დროინდელი გეიმდევ ტექნოლოგიები, ობსიდიანის გამოუცდელობა გახნსილ სამყაროში და ეგაა შედეგი. ნუ აქ ერთი რამე დასაფასებელია მაინც რო სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან რაღაცას ხედავ რაც გეძახის გამოსაკვლევად და დიდი პლუსია ეს ჩემი აზრით.

ატმოსფერო ღამით მომწონს მარტო, დღისით კი არის ზოგან კარგად მარა დამუშავება აკლია ძალიან რა, მითუმეტეს ის ამბიცია თუ ჰქონდათ რო კლასიკური სერიების ღირსეული გამგრძელებელი ყოფილიყო, მეტი უნდა ემუშავათ. ეს მძღნერისფერი რატო გადაუსვეს ვერ გავიგე, მესამეს მწვანე რო ესვა ამათ ეგ შეცვალეს და მორჩნენ.

გეიმფლეიში ჰარდკორით დავიწყე და ძიშოვად აწყობილი საზიზღრობაა. ძილი, ჭამა და წყლის ნაკლებობა სტატებს გაკლებს, შეიძლება მიდიოდე და უცებ STR დაგაკლდეს და დამძიმდე, უდროო დროს ჩნდება და იმერსიას არღვევს ძალიან. დამუშავება უნდოდა ამ survival ელემენტს და კონფიგურაციის არჩევა მაინც, მარა ძიშოვად ჩადეს, ამიტომ კაი ხნის მერე გავთიშე და რასაც ქვია შევირგე თამაშის პროცესი. ზოგს მოსწონს მარა ვერ ვხვდები რატო, სკაირიმში იყო ერთი კარგი მოდი - Frostfall, რომელიც ამატებდა მაგ ფუნქციებს და ბევრად გაპოლიშებული და მოთამაშეზე მორგებული სისტემა იყო, რომლითაც სიამოვნებას ვიღებდი ჩემ გემოზე.

კვესტები და პერსონაჟები მაგარი გაკეთებულია, ძალიან საინტერესოდ არის აწყობილი და ბუნებრივად, ამერიკაში ხარ რა რო უსმენ, ყველას თავისი მიზანი და კრედო აქვს, შენც გისმენენ და რაღაც A-ს და B-ს შორის არჩევანს არ გთხოვენ, ბევრი რამეა თან ერთმანეთთან მცირე კავშირში და გსიამოვნებს რო უკვე გაკეთებულ საქმეზე კომენტარს ისმენ ვიღაც სხვა პერსონაჟისგან. ყველა კვესტი მოწოდების სიმაღლეზე ვერ იქნება გასაგებია მარა პროცესი და ინტერაქტიულობა დონეა. ფრაქციების თემაც ძალიან მომწონს. ამ გაგებით ნამდვილი ფოლაუტია და უფრო ღრმადაც წავიდნენ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Fallout: New Vegas

Unread post#72 » 26 Jun 2021 06:34

მოკლედ მაღლა აღნიშნულიდან გამომდინარე:
სამყარო და ატმოსფერო პირველ ორ ნაწილთან ვერ მიდის. შიდა ლოკაციები კარგია და ატმოსფერული მარა ხშირია ზედმეტად დიდი ინტერიერები. ზოგადად ლოკაციები დიდია და სპრინტის მოდის გარეშე ტანჯვა იქნებოდა სიარული, დიდ დროს აკარგინებს მოთაამშეს.

ჰარდკორით თამაში მითუმეტეს პირველ ჯერზე სისულელეა, ზედმეტ ზადროტულ ჩელენჯებს აწესებს და ამ თამაშს არ უხდება ეგ. მეორედ დახურვა კიდე რავი ვისაც მაგდენი დრო აქვს ჰარდკორზე ხუროს, წარმატებები. ჰარდკორის გარეშე კი ძალიან კარგი თამაში გამოდის.

კვესტები, პერსონაჟები, ურთიერთობები, კავშირები, გავლენები, არჩევანი და მათი შედეგები, რავი რაც კი RPG თამაში მითამაშია, ყველაზე დიდი კონტნეტი აქ არის. კომპლექსურობაში Divinity: Original Sin 2-ს თუ შევადრი მე რაც ვიცი, ოღონდ აქ უფრო კომპლექსურია. ძალიან დამაჯერებლად გელეპარაკება ყველა პერსონაჟი და ძალიან ბევრ პერსპექტივას გაზიარებს თამაში, თან ეს ყველაფერი ხარისხიანად დაწერილია.

გაგრძელება:
სიუჟეტი განსაკუთრბეული არ არის, მარა როცა სამყაროს და პოლიტიკის აზზე მოდიხარ, უკვე შენ ხდები სიუჟეტის მწერალი და დამამთავრებელი და იდეალური ალბათ არცერთი არჩევანი არაა.
ყველაზე სრულყოფილი NCR ფრაქციის გზა იყო. ლეგიონი ზრდილობის გულისთვის დევს, არ აქვს ბევრი კონტენტი. ჰაუსის მხარე საინტერესოა და კარგი გაკეთებული, იეს მენის გზით კი ყველაზე კარგი ენდინგი მიიღება მარა ნამეტნაი ნერდული და პოზიტიურია. NCR ალბათ უფრო ლოგიკური, რეალისტური და დამიწებულია. რა თქმა უნდა ბევრ რამეს გააჩნია იქამდე ვინ როგორ ითამაშებს, მარა მონახაზის დონეზე ასეა.

დიელსიები:
Dead Money - ეს კარგი იყო, იმერსივ სიმის მცდელობა ქონდათ და კარგი პერსონაჟები ყავდა.
Honest Hearts - ამასაც კარგი და საინტერესო პერსონაჟი ყავს, მარა ექშენით დატვირთული შუთერი ხდება თამაში.
Old World Blues - ეს გემრიელი საი ფაი მუღამში იყო მარა ზედმეტი ლაპარაკით და ცოტა მოსაწყენი ლოკაციებით. 90-იანების მულტფილმებით დაწყებული და მარველის კომიქსებით დამთავრებული ყველაფერი გამახსენა.
Lonesome Road - აქ ფილოსოფიური კურსი აიღეს და წინა სამი დიელსის სთორი დაამთავრეს. სწორხაზოვანი გეიმფლეია უსაზიზღრეს ლოკაციებში, რასაც ქვია ერთი პერსონაჟის სთორიზე და იდეებზ დათმობილი კონტენტია მეტი არაფერი, ყველაზე ნაკლებად ეს მომეწონა მარა მნიშვნელოვანი შტრიხები შეიტანა კურიერის პერსონაჟისთვის.

მოკლედ დიდებული თამაშია, დიდებული ყველაფრით რაც აქვს, ოღონდ უნაკლო არ არის და ეს ნაკლი ხანდახან დიდია, ხანდახან პატარა, უბრალოდ თამაში იმდენად ბევრს იწონის თავის ხარისხიანი კონტენტით რო ნაკლი ვერ აზიანებს.

სკაირიმის და ამის მერე, საერთოდ არ ვიცი ოდესმე open world RPG თამაშს ხელს თუ მოვკიდებ, აი ცხოვრების ნაწილის დათმობას ითხოვენ იმდენად მრავლისმომცველი თამაშებია და ერთი ერთი 7-8 თამაშის დრო მიაქვს. კი ეს დრო ყველანაირად ღირს, მარა ერთიანი დროის პრობლემა დგას ხოლმე რო სიუჟეტის, იმერსიის და გეიმფლეის რიტმიდან არ ამოგაგდოს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Fallout: New Vegas

Unread post#73 » 29 Jun 2021 12:05

საინტერესო კომენტარი იყო.
ეგ დროის ფაქტორი ხდება ძალიან რთული უკვე. რაც არუნდა კარგი იყოს თამაში, ძაან გიჭირს ამხელა კონტენტის მიღება ერთი პროექტიდან. მარა თუ მოახერხე იმდენად პირადული ხდება რო ღირს.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 165 guests


cron