Diablo 4, PC, PS4, Xone | საინტერესო დეტალები |

RPG - JRPG - TRPG - Roguelike - HacknSlash - RTS - TBS - Tower defense - Wargame - Economical
Riddick
Posts: 9805
Contact:

Diablo 4

Unread post#1 » 13 Dec 2019 01:35

>>>

თამაშის რელიზი მოხდა 2019 წლის ბლისქონზე, მოცემული ტრეილერით.
ჟანრი მითითებულია როგორც - online dungeon crawler hack-and-slash action role-playing game.
თამაშის მოვლენებს მესამე ნაწილიდან დიდი დროით წინ გადავყავართ.
მთავარი ანტაგონისტის როლში, მეფისტოს შვილი ლილიტ გვევლინება.
შემქმნელები სტილისტურად გრიმ დარკის ვიზუალს უბრუნდებიან. ანუ თამაში მეორე დიაბლოს ესთეტიკის გამგრძელებელი იქნება.
თამაშს ექნება სრულფასოვანი PVP და Co-Op რეჟიმები.
სკილების წყობა შეცვლია, მას უშუალოდ რაიმე კონკრეტულ იარაღზე მორგებული შესაძლებლობები დაემატება, რაც რამდენიმე სახის იარაღით ერთდროულად ბრძოლის საშუალებას მოგცემთ. ანუ რომელი იარაღის სკილსაც გააქტიურებთ, თქვენი პერსინაჟი ავტომატურად იმას მოიქნევს. მოცემულს მექანიკას დეველოპერები არსენალის სისტემას ეძახიან.
სტარტზე თამაშში 5 კლასი იქნება, რომლიდანაც მხოლოდ სამია ჯერჯერობით ცნობილი - დრუიდი, მეომარი, მაგიკოსი...
ყველა კლას, პერსონაჟის ვიზუალის კასტამიზაციის მაგივრად, რამდენიმე, დეველოპერების მიერ, წინასწარ აწყობილი პრესეტი ექნება, რაც მოცემულ პროცესს უფრო მარტივს გახდის, მაგრამ ამავდროულად მრავალფეროვნებაც შენარჩუნდება.
სიუჟეტური კომპანიის რუკა დაყოფილი იქნება 5 თავიდანვე ხელმისაწვდომ რეგიონად (უდაბნო, ველი, ჭაობი, მთიანი რეგიონი, ტყე). რაც დიდი ალბათობით, იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეების ლეველი დინამიურად გაუტოლდება თქვენი გმირის ლეველს.
თამაშში გამოჩნდება მაუნთები (ჯერჯერობით მხოლოდ ცხენი ანახეს). შესაძლებელი იქნება მათი როგორც ვიზუალური, ასევე შესაძლებლობების კასტამიზაცია. მაგ. შეგიძლიათ გახადოთ ისინი ძალიან სწრაფები, მაგრამ დაუცველები, ან პირიქით. ასევე ყველა ტიპის მაუნთს ექნება მისთვის დამახასიათებელი - მაუნთიდან ჩამოხტომის ეფექტი, რაც უშუალოდ კომბატში შევარდნის დროს გამოგადგებათ.
თამაშის დახურვა შესაძლებელია სოლო რეჟიმში, მაგრამ გარკვეული ჯილდოების ასაღებად მაინც სხვა მოთამაშეების დახმარება დაგჭირდებათ.
რუკაზე ასევე მოხდება "მასიური მოვლენები" , ლოკაციაზე გამოჩენილი ბოსების სახით, რომლების დახოცვაც მხოლოდ რამდენიმე მებრძოლის საერთო ძალით იქნება შესაძლებელი.
თამაშში იქნება რანდომზე გენერირებადი მიწისქვეშეთები.
რელიზი მოსალოდნელია 2021 წელს.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 159 guests