Nier: Automata, PC, Xone, PS4 | გამოცდილება

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 9264
Contact:

Nier: Automata

Unread post#1 » 21 Jun 2019 18:09

>>>
რატო ასწორებს იაპონური თამაშის თამაში დასავლეთის კონვეიერშიკისთვის? იმიტო რო იწყებ და 10 წუთში 10 სხვადასხვა გეიმფლეი მექანიკა იცვლება. თამაში იწყება არკადული სპეის შუთერით, გადადის მექა ექშენში, მერე საიდსქროლერში, ტრანსფორმირდება მესამე პირის სლეშერში, გაგდებს 30 საეთულიანი სახლის ხელა ბოს-ფაითში, რომლის მოკვლის მერეც 3 იგივე ბოსი ერთად იჩითება, მერე ამ სამივეს ერთად კლავ და კაროჩე ტვინის აფეთქება... ეს ყველაფერი 10 წუთში.

ესეთ რამეს რო ვთამაშობხოლმე კაკრას მაშინ ვხვდები რამდენად უფანტაზიო როჟები არიან დასავლეთში ამ გიჟებთან შედარებით. იდეაში ყველაზე დიდი თავისუფლებაა თამაში ფანტაზიისთვის . ნებისმიერ რამეს გააცოცხლებ ასეთ თუ ისე, მარა აქ შაბლონებს მაინც ერთეულები ცდებიან.

Nier: Automata სადღაც 7 8 საათი ვითამაშე უკვე და ასე თუ ისე მივხვდი რითიც არი საინტერესო. ეს არი ძალიან დაბალბიუჯეტიანი სტუდიის თამაში, რომელმაც თავისი ორიგინალური იდეების ხარჯზე ცდილობს პროდუქტის გატანას. თამაშს ცვეტში PS2 დონის გრაფიკააქ, ყოვლად უვარგისი და უსახური. მარა. მარა დანარჩენი ყველაფერი ისეთი გააზრებულია რო პროსტა არ გჯერა. მაგ. ანდროიდში რომლითაც თამაშობ, ინვენტარის ყველა ელემენტი ინგეიმ ჩიპების სახითაა ჩაყენებული, ანუ შეგილია მოხსნა, ან გაანვითარო ძირითად გეიმფლეი სკილებთან ერთად - ამოიღო მინიმეფი, ან ჩადო XP მაჩვენებელი მოდული. გააზრებული და ერთ სისტემაში მოყვანილია კომბატიც. ყველაფერს თავის ფუნქციააქ, არი ძალიან დინამიური და სწრაფი.

აი სამყაროს ჯერჯერობით ვერ დაუმუღამე. იდეაში ოუფენვორლდია, მარა მაინც სიუჟეტურ ექშენზეა მორგებული რაღაცნაირად. ორივეს რო ცდილობს ცოტა გაუგებარია მერე როგორ უნდა აღიქვა, მარა თამაშთან ერთად მოვა მაგის გაგებაც. და ნუ სიუჟეტიც ჯერ საკმაოდ პრიმიტიულია, უბრალოდ თვითონ ამ რობოტების და ანდროიდების თემის გარშემო ტრიალებს, რის გამოც ბევრს დაევასება დღეს. ესეც სანახავია როგორ და რანაირად განვითარდება.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

User avatar
hellwalker
Posts: 4734
Contact:

Re: Nier: Automata

Unread post#2 » 21 Jun 2019 18:40

მე პირიქით ეგ Grounding-ის ნაკლებობა არ მიზიდავს და მაგიტო არ მაქ ხოლმე მუღამი იაპონური ფანტაზიის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1489
Contact:

Re: Nier: Automata

Unread post#3 » 21 Jun 2019 19:38

ძლივს თემა ამ თამაშზე.

დავიწყებ იმით, რომ არ მითამაშია. :დ
მაგრამ ამ ტიპის შემოქმედებით დავინტერესდი ცოტა ხნის წინ და მომეწონა. ტიპი რაღაც დეპრესიულ ვეირდ ვეშებს აძრობს, საკაიფო მუსიკით. Drakengard არის სერიის დასაწყისი, რომელსაც შემდეგ სპინ-ოფად თუ ცალკე ისტორიად მოსდევს ნეირი, მაგრამ კავშირშია და ნუ აუტომატა ნეირის სექვილია.

აუტომატას უახლოეს მომავალში კი ჩავუჯდები, ჯერ ვერ ვიცლი, სეკიროც კი არ დამიხურავს და ჩერნობილიც არ მინავს (:დ). კარგი იქნებოდა, წინა ნაწილებიც რომ დაედოთ პისიზე, რემასტერი ეტც...

User avatar
SLaYeR
Posts: 4673
Contact:

Re: Nier: Automata

Unread post#4 » 21 Jun 2019 20:29

კავშირშია ნიერი და ავტომატა.
დრაკენგარდი პირველს არაუშავს სთორის მხრივ მარა გეიმფლეი ცუდია ძალიან, ადრე ვთამაშობდი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

GHOST
Posts: 1489
Contact:

Re: Nier: Automata

Unread post#5 » 21 Jun 2019 20:32

მე რასაც ვუყურებ, გეიმფლეი ყველას ცუდი აქვს. ტექნიკურად არ გამოსდით, მაგრამ სთორი და ატმოსფერო დამევასა და მუსიკა. <3

User avatar
SLaYeR
Posts: 4673
Contact:

Re: Nier: Automata

Unread post#6 » 21 Jun 2019 20:34

კი კი, ნიერს და ამ ავტომატას განსაკუთებით აქვს სუნტრეკი და ატმოსფერო დაჭერილი, დეპრესიული და დაუნდობელი სამყარო
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 9264
Contact:

Re: Nier: Automata

Unread post#7 » 21 Jun 2019 21:42

ატმოსფეროზე და ვიზუალზე ზოგადად არ დავდებდი თავს თქვენ მაგივრად. ძალიან გაჭირვებულია მაგ ამბავში, განსაკუთრებით კონსოლზე.
აი ოსტი მომწონს მეც და კომბატიც კარგია. ცალკე აღებულ სლეშერადაც არაა ცუდი, მარა პლიუს მაგას არი უამრავი ვარიაცია ჟანრების, რომლებიც ერთმანეთში გადადის დინამიურად. ანუ შეილება უცებ სლეშერი გვერდხედის პლადფორმერად გადაგექცეს და მერე უცებ ზედხედით, მექში გაიჩითო რაკეტების სასროლად. კაი დინამიკა შემოაქ მაგას, განსაკუთრებით სიუჟეტურ მომენტებში, საკაიფოდ ძაბავს მოქმედებას.
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests