Assassin's Creed Odyssey, PC, PS4, Xone | გამოცდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Assassin's Creed Odyssey

Unread post#1 » 10 Mar 2019 17:42

Assassin's Creed: Odyssey - ერთერთი იმ იშვიათ თამაშთაგანია რომლის თითქმის ყველა ელემენტი შეგიძლია გააკრიტიკო ცალცალკე რომ აიღო, მაგრამ მთლიანობაში აღებული კარგი გასართობი თამაშია.
ოდისეა სავსეა უბისოფტის და ზოგადად თანამედროვე AAA თამაშების ნაკლებით. არის დიდი მაშტაბები რომლის ღირებული კონტენტით შევსება შეუძლებელია, არის რუკაზე კითხვის ნიშნები, არის მოთამაშის ინიციატივას მოკლებული მისიები სადაც გკარნახობენ თითოულ ნაბიჯს, არის გაუაზრებლად ჩადებული ტრენდული გეიმპლეი ელემენტები და სხვა თითქმის ყველა მიქარვა რომელიც მტკივნეულად ნაცნობია ყველასთვის ვინც თანამედროვე თამაშებს თამაშობს.
კომბატი დამღლელია მტრის უზარმაზარი სიცოცხლის გამო, ლოკაციები მოკლებულია სახასიათო ატმოსფეროს, სიუჟეტი ზედაპირულადაც ვერ იყენებს იმ უზარმაზარ პოტენციალს რაც აქვს ძველ ბერძნულ მითოლოგიას, კულტურას და ფილოსოფიას.

ამ ყველაფრის ფონზე ალბათ ძალიან საინტერესო ხდება რა იმალება "მაგრამ"-ის უკან.

ეს არის უზარმაზარი მაშტაბების მქონე 256 კვადრატულ კილომეტრიანი ძველი საბერძნეთი.
https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D131E0C https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D1FD095 https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D1B313E https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D2558C1 https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D25A789 https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D0890D2 https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D256ECB https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D0BF60D https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5D1964B1 https://scontent.ftbs5-1.fna.fbcdn.net/ ... e=5CDBD3B6

აქ გაცოცხლებულია სპარტა, ათენი, ოლიმპიური თამაშები, მოხატული მარმარილოს სვეტები, ზევსი, პოსეიდონი და ის ენით აღუწერელი საოცრება რაც იყო ანტიკური სამყარო. ფრესკებით და დეტალური რელიეფებით მოხატულ შენობებს, ღმერთების და გმირების ულამაზეს ქანდაკებებს, ბაღებით, ბასეინებით და ყვავილებით მორთული სახურავებით სავსე ქუჩებს შორის ცხენით ჯირითისას გაიზრებთ რომ ეს ფენტეზი სამყარო არაა და ერთდროს მართლაც რომ ასეთი განხვავებული იყო დედამიწაზე ცხოვრება. ამ დროს სულ სხვა პერსპექტივით დაგიბრუნდებათ ცნობიერებაში დალექილი ისტორიები ამ დროზე და ამ ხალხზე. ამ შეგრძნებებით გახსნილი ფანტაზიისთვის უბისოფტის სცენარისტების ნაკლები უმნიშვნელო ბარიერი გახდება ანტიკურ სამყაროში თავფეხიანად გადავარდნისთვის.

არტისტების მართლაც ძალიან დასაფასებელი შრომის გარდა არის ამ თამაშში სხვა ღირებულებებიც რომლებიც საერთო ჯამში გადაწონის საკმაოდ მძიმე ნაკლებს და ძალიან კრიტიკულად თუ არ მიუდგებით კარგ გასართობს შემოგთავაზებთ. პირველ რიგში ეს არის ახალი Exploration Mode-ის დამატება და UI-ში ზედმეტი ელემენტების გათიშვის შესაძლებლობა. პრინციპულად ეს ბევრ არაფერს ცვლის მაგრამ სერიზულად ანეიტრალებს ბუღალტრული ინტერფეის თამაშში "მუშაობის" შეგრძნებას. ეკრანზე გამოტანილი Todo List-ების და მარკეტების მიყოლის მაგივრად თქვენ გემოზე შეგიძლიათ ჩართოდ ნავიგაცია და შეირგოთ ექსპლორაცია.
მეორე დადებითი მომენტია Stealth მექანიკა, რომელიც მომენტებში Batman-ს გავს, თუმცა უფრო სწრაფი და გაპოლიშებულია. ეს საშუალებას გაძლევს აიცილო მოსაწყენი კომბატი და კომპლექსური ფორტების აღებას საინტერესო ტაქტიკურ ექსპერიენსად აქცევს.
მარტივი RPG ელემენტები და საკმაოდ ნორმალური სკილ სისტემა უფრო საინტერესო ხდის 70-საათიან open world თამაშს. ახალი power-ები რომლებსაც ეტაპობრივად ხსნი სერიოზულად ცვლის თამაშის დინამიკას და core gameplay ნაკლებად რუტინული ხდება.
დატოტვილი ისტორია და რამდენიმე დამოუკიდებელი ქვე-ისტორიაც კარგი დანამატია. საიდ ქვესტებთან ერთად გაძლევს შენ გემოზე თავისუფლად გადააგილების საშუალებას. მტრის level-ებით Gating-ი ადგილების უფრო ბუნებრივი და ნაკლებად გამაღიზიანებელია.
კასანდრა (ქალი პროტაგონისტი) საკმაოდ ქარიზმატული პერსონაჟია და ძალიან უხდება ეპიკურ/ანტიკურ თავდგადასავალს. ასასინის საი-ფაი სიუჟეტი ძველ ცივილიზაციებზე რომელიც ძაან არადეკვატური ჩანდა წინა თამაშებში უკვე საინტერესო ხდება ღმერთების და ნახევარ ღმერთი გმირების ეპოქაში. ალაგ ალაგ ბევრი საინტერესო კვესტი გამოერევა ხოლმე და ინტერესს ინარჩუნებს.

ბევრის დაწერა შეიძლება კიდევ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩემი დასკვნა ასეთია. ბევრი ძველი თუ ახალი ნაკლი აქ ამ თამაშს მაგრამ გარკვეული ცვლილებების ფონზე რაღაც ისეთ გარდატეხის მომენტს მიაღწია რომ 5 წუთი თამაშის მერე მონიტორის თავით გატანა აღარ გინდება უბისოფტის სიდებილის გამო და დადებითი მხარეების დაფასების საშუალება გეძლევა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Homeless Games

Unread post#2 » 10 Mar 2019 22:07

გამიხარდა რაღაც პონტში. ძაან კაია ესეთი მნიშვნელოვანი სეთინგი თუ ბოლომდე წყალში არ გადაყარეს. დაჟე თამაშიც მომინდა ისე აღწერე. რაღაც ძაან წყნარად და აუღელვებლად ჩაიარა ამ თამაშმა, არც ოვაციები დაუტოვებია და არც ნეგატივი არ მახსენდება. ერთი ის ყ*ე მახსოვს ყველა რო ეკიდებოდა და სურათს იღებდა.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 34 guests