Ashen, ინტერესების შეჯამება | PC

RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 9295
Contact:

Ashen

Unread post#1 » 09 Jan 2019 23:11

>>>

Ashen - A44-ის ექშენ RPG. თამაშის მთლიანი გეიმფლეი მექანიკა ერთი-ერთის წამოღებულია From Software-ის თამაშებიდან. ანუ მაღალი სიძნელე, რაც გამოიხატება იგივე სტილის კომბატში, სიცოცხლის ავსების, პერსონაჟის განვითარების და ჩექფოინთების სისტემებში. ასევე თამაშში არიან სოულს სერიების ტიპის ბოსებიც.

სხვადასხვა მიმოხილვებს თუ დაუჯერებთ, Ashen ამ მექანიკების თავის სივრცეში გადმოთარგმნას საკმაოდ კარგ დონეზე ახერხებს, მაგრამ მას ასევე აქვს ელემენტები, რომლებიც იდეაში თამაშს რაღაც წილ ინდივიდუალობასაც აძლევს.

პირველ რიგში ეს არის მისი მინიმალისტური ვიზუალი, რომელიც The Witness მივამსგავსე. სამყარო გაკეთებულია სენდბოქსის სტილში, ანუ არის გაცილებით გახსნილი, ვიდრე იგივე DS-სერიების ერთმანეთზე გადაბმული კარიდორული სისტემა. ასევე გვაქვს ცენტრალური სოფელი, რომელიც პერსონაჟის თამაშში პროგრესის შესაბამისად იხვეწება და გაძლევთ ახალ შესაძლებლობებს. და ალბათ ყველაზე მთავარი, სრულფასოვანი Co-oP, რაც მსგავსი სტილის თამაშში სავარაუდოთ არ იქნება უინტერესო.

რაც მიმოხილვებიდან ვერ გავიგე და მაინტერესებს არის თამაშის მაშტაბი, ანუ რამდენი საათის კონტენტია. ასევე საინტერესოა რამდენი სხვადასხვა სეთინგის ლოკაციაა მთლიანობაში. ვნახოთ...
https://www.youtube.com/watch?v=0KJ_Nm7FGl4

Return to “RPG - Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 20 guests

cron