Frozen Synapse 2, ინტერესების შეჯამება | PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Frozen Synapse 2

Unread post#1 » 17 Oct 2018 00:01

>>>

პირველი ნაწილი არ მითამაშია, მაგრამ ვიცი, რომ არის ტაქტიკური real time turn based ჟანრის თამაში, რომელიც თავის დროზე მაღალი ტემპის, ტაქტიკური მოქმედებების მრავალფეროვნების და დინამიური ონლაინის გამო რეალურად მოვლენა გახდა.

ძირითადი მექანიკა დაახლოებით ესე გამოიყურება - გვყავს რამდენიმე სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მებრძოლისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც ბრძოლის ველზე 5 წამიანი პაუზების ინტერვალით მოქმედების სხვადასხვა დირექტივებს აძლევ. მთლიანი მატჩი Frozen Synapse-ში საშუალოდ 55 წამი გრძელდება.

მოცემული ფორმულის წარმატების გამო დეველოპერებმა სრულფასოვანი მეორე ნაწილის გაკეთებაც გადაწყვიტეს, რომელშიც უკვე იდეების ევოლუცია დაიწყო. მინდა დავწერო ის მომენტები რაც პირადად ჩემთვის არის საინტერესო.

ესეიგი პირველ რიგში, თამაში მეორე ნაწილისთვის გახდა მთლიანად პროცედურულად გენერირებადი ოუფენვორლდი. ანუ გვაქვს ღია ქალაქი, რომელიც ყველა მოთამაშისთვის უნიკალურია.
მთავარ მოქმედ ძალათ სხვადასხვა კორპორაციები გვევლინებიან, რომლებიც ერთმანეთს რესურსებისთვის, ადგილების კონტროლისთვის და საკუთარ მფლობელობაში მყოფი ფასეულობების დასაცავად ებრძვიან. ზუსტად ერთ-ერთი მსგავსი კორპორაციის როლში ვიწყებთ თამაშს ჩვენც.
მოცემულის გამო, ანუ პროცედურული გენერირების მოდელის გამო, არ გვაქვს ფიქსირებული სიუჟეტი. შეგილია აკეთო ყველაფერი და ნებისმიერი თანმიმდევრობით. აქ კი უკვე გააჩნია თუ რამდენად წარმატებულად ითამაშებთ, რადგან ზუსტად ეს იქნება თამაშის სიუჟეტიც. მარა როგორც უკვე მიხვდით, აქ სიუჟეტი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი.

ქალაქის და კორპორაციების ომის ამბავი მხოლოდ სიგლფლეიერ მოუდს ეხება, მაგრამ ამასთანავე თამაშში დატოვებულია, მისი მთავარი ღირებულება, მულტიფლეიერ ბატალიები. დამატებულია ახალი კლასები და ორიგინალის ფანებისგან მოწონებული, ეგრედწოდებული ერთ სვლიანი მატჩემი. ანუ ონლაინ რეჟიმი, რომელშიც პატარა, ასევე ავტომატურად გენერირებულ ლოკაციაზე, იმართება მხოლოდ ერთ ტაქტიკური განაწილება და შეტაკება.

ასევე ძალიან აქებენ მინიმალისტურ ვიზუალს და საუნდტრეკს, რომელიც წარმოდგენილია ელექტრონული კომპოზიციების სახით.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8725
Contact:

Re: Frozen Synapse 2

Unread post#2 » 17 Oct 2018 00:08

რაც ვნახე და რაც წავიკითხე ძალიან საინტერესოა, მარა აი საქმეზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი. ბიბლიოთეკაში მაქ პირველი ნაწილი, მარა ისეთ დროს ვიყიდე რო უკვე მოძველებული იყო და აღარც მინახავს. შეილება ჯერ პირველი ვნახო და თუ აუღე ალღო ამასაც ჩაუჯდე. თუ ვინმეს უშუალო შეხება გექნებათ დაწერეთ შთაბეჭდილებები. ყველაზე მაგრად მაინც ის მაინტერესებს თუ რამდენი ხნის რესურსიაქ, ითამაშება ერთი ორი დღე, თუ ერთი ორი თვე სიტყვაზე.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 25 guests