Sekiro: Shadows Die Twice, Steam, PS4, Xbox One | ინტერესის შეჯამება

თამაშები ჟანრებად:
RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
GHOST
Posts: 1463
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#41 » 22 Mar 2019 17:50

გით გუდ. :DDD

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#42 » 23 Mar 2019 00:26

ლოთ ჯუზოსთან ვარ.

EDIT:
ლედი ბატერფლაისთან და ჰედლესთან ვარ გაჭედილი, ბევრი აღარც მითამაშია და იმედი მაქვს გადავხსნი ორივეს.
ჯუზო ადვილი იყო, სათითაოდ დავუხოცე გარემოცვა და სამურაისთან ერთად დავაყარე.

უმაღლესი დონის თამაშია გეიმფლეის თვალსაზრისით. Fighting ჟანრის დონეზეა ხმალაობა აყვანილი, მცირე შეცდომის დაშვებაც საშიშია. სკილზე, რეაქციაზე, ტაიმინგზე და დისტანციაზეა ყველაფერი დამოკიდებული, ჭკვიანურად და სწრაფად უნდა იაზროვნო შუა ბრძოლაში გაგულისებულმა. თავიდან რთულია ყველაფრის ათვისება მარა მცირე ნასწავლი ტექნიკაც რამდენჯერმე რო გამოიცდება ბრძოლაში, უკვე იგრძნობა რამდენად აადვილებს საქმეს.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#43 » 24 Mar 2019 16:38

ისეთი თამაშია რევენანტის ოპერატურა რო მოუხდებოდა ))
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

GHOST
Posts: 1463
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#44 » 24 Mar 2019 17:12

გუშინ ვერ მოვახერხე და დღეს ჩავუჯექი, ჯერ ვერ მოვირგე ბოლომდე პრო დონეზე კომბატი, მაგრამ მაგარი დონეა. :დ
რაღაც კრიტიკა გავიგე, არ მოეწონა ბევრს ასეთი კომბატი, მე კიდევ არ მესმის, იმენა იდეალური მექანიკაა, ასეთი უნდა იყოს სამურაი კომბატი. დანის პირზე დარბიხარ, ბოლო წამს მოასწრებ ბლოკს და მერე გაუქანებ ფინიშერს. მიუხედავად იმისა, რომ სახეს მაძრობენ სოუ ფარ, მაინც მაგრად ვკაიფობ გეიმფლეით.

თან კატანის სთენდოფებისკენ გიბიძგებს მექანიკა. :დ

ეს, გეიმფლეი, გარემოს რაც შეეხება, იდეალურად არის დაჭერილი. ვდგავარ და გადავცქერი გადათოვლილ ტყეებს.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#45 » 24 Mar 2019 17:35

სოულსის მექანიკაა, ოღონდ სოულსი ორიენტირებული იყო თავდაცვაზე, ფარითაც და გადაგორებითაც, ხოლო ეს ორიენტირებულია შეტევაზე.
ექშენური კომბატი უნდა იყოს ასეთი თუ თამაშზეა საუბარი და არა ფილმზე :D

გუშინ ვიგინე, მეგონა გავიჭედე და ვეღარ მივდიოდი წინ მარა ყოფილა სხვაგან ტრეილერშI ნაჩვენები გველის გზა და ძალიან იოლად დავაგდე იქ ბოსი, ახლა კიდე ერთი ბოსია და არც ის მეჩვენება ძნელი. სადაც გაჭედილი ვიყავი იქ მერე მივბრუნდები, იძლევა თამაში მაგის საშუალებას და ძალიან მომწონს ეგ, ნელნელა რო გრძნობ განვითარებას და მორგებას სირთულეზე
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#46 » 26 Mar 2019 14:14

ვახ ეს ბუდისტური ტაძრის ლოკაცია რა ჟუტკი გამოდგა.
არის იაპონიაში ასეთი მიმდევრობა შინგონ ბუდიზმი რაც ტიბეტურის მსგავსად ვაჯრაიანას ტრადიციას ეკუთვნის და ეზოთერულ სწავლებებზე დგას (შესვლის დროს ტერმინი ვაჯრაიანა არ არსებობდა და ორივე ეზოთრულ სკოლას შინგონსაც და ტენდაისაც მანტრაიანად მოიაზრებდნენ). იაპონიაში ეს სკოლა დაააარსა ვინმე კუკაიმ, არსებობს მოსაზრება რომ მანვე დატოვა ტანტრული სწავლება ცოცხლად მუმიფიცირებაზე (თითონ საჭმლის და წყლის მიღება აკრძალა და ისე დაიღუპა). ძირითადად ჰეიანის პერიოდში ამ შინგონის შთაგონებით, იაპონიის მთებში არსებობდა მთის ბუდიზმი სახელად შუგენდო, რაც ვაჯრაიანასთან ერთად მოიცავდა ჩინური ტაოიზმის და იაპონური შინტოს გავლენას.
მუმიფიცირების პროცესისთვის ბერები იკეტებოდნენ დახურულ აკლდამაში, მხოლოდ ჰაერისთვის ჰქონდათ მილი და იწყებდნენ მცირე კვების დიეტას წყლით და თხილეულით. ცხიმების გამოშრობის შემდეგ ამცირებდნენ კვების რაციონს და გადადიოდნენ ხის ფესვების ჭამაზე, ამცირებდნენ წყალსაც და იწყებდნენ დეჰიდრაციას, პარალელუად იღებდნენ რაღაც ხის ტოქსიკურ წვენს, რაც ორგანიზმს წამლავდა. ამ დროის განმავლობაში კი მხოლოდ ბუდისტური მანტრები ეკითხათ. ადამიანი კვდებოდა ნელნელა შიმშილით, ხოლო ტოქსიკური ხის წვენი და ბოლომდე გამომშრალი და გაუწყლოებული სხეული განაპირობებდა იმას რომ მატლი და ბაქტერია არ მიეკარებოდა სხეულს შესაჭმელად. ათასობით ბერმა სცადა ეს პრაქტიკა და მხოლოდ 24 მუმია შემორჩა. http://www.twindoctorstv.com/wp-content ... ummy-3.jpg
იაპონიის მოდერნიზაციის დროს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ეს შუგენდო აკრძალეს და გაანადგურეს, ბუდიზმს არ შეხებიან, უბრალოდ შინტოსგან გამიჯნეს სალოცავები.

სეკიროშიც ამ შუგენდოს ვხვდებით, იაპონურ მთის ბუდიზმს, ოღონდ ამ ბერებმა სწავლებას გადაუხვიეს და არ კვდებიან. პირიქით სჯერათ რომ რაღაც მატლისგან მიიღეს დალოცვა და ამ გამომშრალ, ნახევრად გახრწნილ სხეულს მატლები უჭამენ, პირიდანაც მატლებს არწყევენ და დიდი სენტიპედები ყავთ ჩასახლებული :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#47 » 30 Mar 2019 23:42

ეჩივმნტებმა დამისპოილერა ბოსები ბოლოსკენ :( არადა სთორი ისე მიდის ვერავის ენდობი და სულ ფიქრში ხარ ვის რა მიზანი ამოძრავებს, ხოდა ეს ***ობა ეჩიმენტები ისეა ზოგს პირდაპირ ბოსის სახელი აწერია ზოგს კიდე ხვდები აღწერით. ნუ რა მოხდება მოვლენები ეგ ჯერ არ ვიცი მარა რაც არ უნდა იყოს საკმაო ყბის ჩამოვარდნები გამემაზა მგონი :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#48 » 01 Apr 2019 15:55

მივედი ბოლო ბოსთან. ცალკე კიდე ერთ დიდი დემონი მყავს დარჩენილი. ტრეილერში ნაჩვენები ერთერთი კადრი მეგონა ბოსი იქნებოდა და მთელი თამაში ველოდებოდი გამოჩენას, როგორც ახლა ვხვდები უბრალო მობი ყოფილა :( https://youtu.be/4OgoTZXPACo?t=118 ამ ტიპზე მაქვს საუბარი.
ბოლო ბოსით დიდად აღფრთოვანებული ვერ ვარ, შეიძლება ის რო მეგონა ბოლოს მაინც იქნებოდა მაგიტომ, შეიძლება უბრალოდ მივეჩვიე მრავალფეროვან ბოსებს.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
hellwalker
Posts: 4600
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#49 » 04 Apr 2019 21:28

ბებო ცემეთ? : D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#50 » 04 Apr 2019 21:30

პეპელა?
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
hellwalker
Posts: 4600
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#51 » 04 Apr 2019 21:37

არ ვიცი, ბიძაშვილი თამაშობდა და ვუყურებდი. ბებო ცემა, მაგრამ ბებო ჩათლახი აღმოჩნდა. დასცინა ბიძაშვილს, მეორე ბებო გააჩინდა და ცემა ბიძაშვილი.
► Show Spoiler
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#52 » 04 Apr 2019 21:49

კი ეგაა ნაბოზარი ქალი. ცოტა მოვძლიერდი და ისე ვცემე, არაა ძნელი
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#53 » 05 Apr 2019 00:48

საინტერესო რაღაც დამემართა. Dark Souls-ზეც მქონია მსგავსი მარა აქ განსაკუთრებით მოქმედებს.
მოკლედ დარჩენილი მყავს ორი ბოსი, ერთია ბოლო ბოსი და მეორე შემიძლია მოვკლა და შემიძლია არც ვებრძოლო, ამბობენ ყველაზე რთული ბოსიაო. მოკლედ ორივე ბოსის მიმართ სიმპათიები მაქვს სთორიდან გამომდინარე და მოწინააღმდეგედ აღქმა მიჭირს, იმ დონეზე რო მოსაკლავად გავიწიო, არადა ვინც კი დავამარცხე ყველასთან საბრძოლო განწყობით შევდიოდი და აქ ერთი სიკვდილის მერე ძალიან მეზარება ხოლმე, მოტივაცია და "ჟილკა" არ მაქვს თითქოს :DDDD
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#54 » 07 Apr 2019 01:23

ბოლო ბოსთან ბრძოლა არის ყველაზე ვაჟკაცური და ტავდადებული ბრძოლა სადმე რამე თუ მინახავს, გამოცდაა მამაკაცობის )))
დავხურე <3
სეივს შევინახავ და optional boss-ს ჩავუჯდები ახლა
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#55 » 08 Apr 2019 13:35

ხალხი დროფავს გინებებით. მაგრად მეზარება მაგის გამო დაწყება. არმინდა რო ატმოსფერო და თავგადასავალი წამებაში გადაიზარდოს, მარა აშკარად ეგეთი პირი უჩანს.

პ.ს.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#56 » 08 Apr 2019 19:31

უმეტესად დროპავს ის ხალხი ვინც თანამედროვე თამაშებზეა გაზრდილი და პირველად შეეხო მასეთ რამეს.
გინებები იქნება მარა მთლიანობაში სოულსზე მეტი არა. იქ ბევრი რამის გათვლა იყო საჭირო, RPG იყო, შეიძლება კონკრეტული იარაღი არ გქონოდა და გაგჭირვებოდა, არმორი ან ფარი არ გჭეროდა და ბევრი დემეჯი მიგეღო, ეს ექშენია, ყველაფერი ხელის გულზეა, დამხმარე იარაღებიც და სკილებიც, მთავარია გამოყენების სწავლა. იდეაში რამდენიმე სკილით და იარაღით შეიძლება მარტო დახურვა თუ ერთფეროვად თამაში პრობლემა არაა.
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#57 » 09 Apr 2019 00:34

აი ეხა ვერ გავძელი და ამას უყურე ბოლომდე.
4 ძალიან მსგავსი მექანიკის მქონე თამაშის მერე, რომელსაც 10 წელზე მეტია ვთამაშობ, უკვე აღარ მაქ ეს ექსკლუზიური კონტენტის შეგრძნება, ვიცი რო უმეტესად ისევ იგივესთან მექნება საქმე, უბრალოდ სხვა აქცენტებით, ხოდა კაკრას მაგიტო გაურისკე. მივხვდი, რო მირჩევნია გააზრებულად დავიწყო, ვიცოდე გაუაზრებელ ტანჯვას მივეცე ))

სურათი ისევ არაცალსახაა, მარა ერთი ფაქტია, ბლადბორნის გარემოს შთამბეჭდაობის ნახევარიც ვერააქ სეკიროს .

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#58 » 09 Apr 2019 02:45

მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

User avatar
Riddick
Posts: 9082
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#59 » 09 Apr 2019 10:45

არასდრსდროს ჩელენჯის გამო არ მითამაშია ამათი არცერთი თამაში და ვფიქრობ რო ვინც მაგიტო თამაშობს ჩისტა ჰაიპის გამო შვება მაგას.

ისტორიის მხატვრული სახე, ბნელი ატმოსფერო, პერსონაჟები, ლორი, ლეველდიზაინი, მონსტრები, იარაღები, საინტერესო კომბატის მექანიკა (ჩისტა სიამოვნების მისაღებათ). ყველა ბოსს და ყველა რთულ მომენტს ამ სტიმულის მომცემი ელემენტების გამო გავდივარ და მაგ შემთხვევაში ჩელენჯი რეალურად მომწონს, იმიტო რო თამაშის კონტენტის ნახვაა თითონ საჩუქარი.

გააჩნია აქ რაარი საჩუქარი მაგ კუთხით, რეალურად რის გამო ღირს საკუთარი თავის დისკომფორტში ჩაგდება ? ჯერჯერობით მაგას ბოლომდე ვერ ვხედავ.

User avatar
SLaYeR
Posts: 4593
Contact:

Re: Sekiro: Shadows Die Twice

Unread post#60 » 09 Apr 2019 11:10

ფოლკლორის გაცოცხლება, შუა საუკუნეების იაპონური კულტურის და დეტალების ჩვენება, ომის პერიოდი და განწირული კლანის ბოლო გაბრძოლება, რწმენისა და ტრადიციების დაკარგვა, უკვდავების ძიება და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, ეს ყველაფერი ინტეგრირებული სათამაშო მექანიკაში და პერსონაჟებთან ურთიერთობებში.
ექსპლორაცია ამჯერად პლატფორმინგით, აღმოჩენით და კვლევა-ძიებით მიღებული სიამოვნება, სწრაფი და მრავალფეროვანი კომბატი გაჯეტების და ნინჯუცუების ვარიაციებით, გემრიელი ფენტეზი გარემო იაპონური არქიტექტურით, საინტერესო მონსტრები როგორც შინაარსით ისე კომბატის მიდგომით.
კომბატის მექანიკა აწყობილია დეფლექტზე, სისწრაფეზე და რეაქციაზე, Trial & error პრინციპი მუშაობს აქაც, სჭირდება მუვსეტის სწავლა გარკვეულ დროში და თავისით გამოდის ეპიკური ბრძოლა.
დისკომფორტში რა იგულისხმება ვერ ვხვდები, თამაშის პროცესი თუ არ არის სასიამოვნო და მოცემული წინააღმდეგობა ტანჯვად იქცევა, shift + delete და ცხელი ჩაი არის მაგის წამალი, რა აზრი აქვს მასეთ თამაშს :DDD

ჰაიპზე არ გეთანხმები, მე პირველი და მესამე სოულსი ჩელენჯის გამო ვითამაშე NG++-ებზე თან ერთი და ორი წლის მერე დავბრუნებივარ, ინტერესისთვის, სამყაროს ახლიდან კვლევისთვის, ახალი მიდგომებისთვის, თან ისე რო 125 ლეველზე ვყინავ ყველა პერსონაჟს :D მსიამოვნებს ჩელენჯის და გადარჩენის პროცესი, ყველა ახალი NG რაღაც ახალი მოგზაურობასავით მაქვს ჩარჩენილი და ძალიან მიყვარს. პირველი და მესამე სეკირომდე გავაპლატინე სტიმზე და როგორც ვატყობ მესამეს კიდე დავუბრუნდები ახლო მომავალში, ფერიზე უნდა მოვსინჯო სეკიროს სკილები :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 17 guests