Grim Dawn, #1 გამოცდილება | PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8727
Contact:

Grim Dawn

Unread post#1 » 19 May 2018 13:22

Grim Dawn

ბოლო დროს ისეთი ტენდენცია წამოვიდა რო "პერო" თამაშებში გეიმფლეი სულ უფრო ნაკლებია და აქცენტი გადადის სიუჟეტზე, არჩევანზე და რაიმე აქტუალურ პრობლემებზე. Grim Dawn თამაშს რო იწყებ ხვდები რამდენად მოგბეზრდა ზევით ჩამოთვლილი და როგორ გაკლია უბრალო, კარგად გაპოლიშებული გეიმფლეი + თუნდაც ზედაპირული, მარა კოლორიტული დიალოგები და ატმოსფერული გარემო. რო რთავ თამაშს იცი რო გინდა გართობა და მასში ეს გართობა არი. კი ცუდი არაა ისეთი პროექტები რომლებიც სერიოზულად უყურებენ თავის თავს, მარა დღეს Grim Dawn ჩართვისას მივხვდი რო ძველებული სტილის Fun მომენატრა.

თამაში ერთგვარი ნაზავია მედიველ და ვიქტორიანული სეთინგის. არი ხმლები, (ბლადბორნის ტიპის) ნაჯახები, არბალეტები და ცეცხლსასროლი იარაღი. ვიზუალი ბნელი, ინგლისური ზღაპრის სულით (ლავკრაფტიც აქაა და პოც), რომელშიც შემოდის მაგია და მითიური ქმნილებები. ერთი სიტყვით ზუსტად ის არი რაც მინდოდა. ატმოსფეროს გამძაფრებას თვითონ რუკის წყობაც უწყობს ხელს. არი გემოვნებიანად, წინასწარ აწყობილი ლოკაციები, სადაც მსგავსი ჟანრისთვის უჩვეულო ელემენტი - გარემოს დეტალიზაცია შემოდის (სავარაუდოთ იმიტო რო ავტო გენერირებადი არაა). დადიხარ და უბრალოდ გაინტერესებს ლოკაცია, იმიტო რო ხელითაა აწყობილი.

>>>

რავი ჯერჯერობით ეს არი. პროგრესის პარალელურად კიდე გავაკეთებ რეპორტებს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8727
Contact:

Re: Grim Dawn

Unread post#2 » 20 May 2018 21:44

რუსული რო ავამუშავე აფსოლიტურად ნაცნობი გახდა თამაში, თავიდან რაღაც უღრანი ტყე გაიჩითა.

ექშენ RPG ყველა წესის დაცვით, მარა გაკეთებულია ძალიან გემრიელად, არი სწრაფი, ჟანრისთვის უჩვეულოდ ლამაზი და მამენტ ნოსტალგიური. კლასები და სკილები თავიდან დამაბნეველია, მარა საქმეზე არაფერი ისეთი. რავი 4 საათი ისე გავიდა ვერ გავიგე.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8727
Contact:

Re: Grim Dawn

Unread post#3 » 30 May 2018 09:35

სიღრმეში ვერ აღმოჩდა ისეთი როგორიც მინდოდა. სკილები და კლასები (ნუ ორი კლასი ვნახე). ბევრად მარტივი და მოსაწყენია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა (შედარება არაა თუნდაც ბოლო დიაბლოსთან). მრავალფეროვნება აკლია სკილებს, რო ახალი კომბინაციების ძებნამ არ მოგაბეზროს ერთფეროვანი ექშენი.

კიდე ერთი შეცდომა რაც დაუშვი, ნორმალზე დავიწყე და აღმოჩდა ძაან მარტივი. სუ რამდენიმე მომენტში მომიწია ყურადღებით თამაში, დალშე პროსტა მივრბოდი.

ლუტი ძაან ბევრია და უაზრო.

ყველაზე უარყოფითი რის გამოც რეალურად გადავწყვიტე წაშლა თამაშის, ესაა ნავიგაცია. 26 საათი ვითამაშე სადღაც და აქედან მინიმუმ 5 საათი პროსტა ვიდექი და ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი. არი ორი ტიპის რუკა, ლოკალური და გლობალური. მისიაში რო გეუბნება სადაც უნდა წახვიდე გლობალურზე შეგილია სახელის ნახვა, მარა ლოკალურს სახელები არ აწერია და ხდება სიტუაციები რო უკვე გასუფთავებულ ლოკაციას თავიდან წმინდავ და ეძებ რა გამოგრჩა. თან ეგ არაა კიდე პრობლემა, შეილება რაღაც ადგილი არ გაასუფთავე პირველი გასვლისას და მაგიტოა რო გამოგრჩა, მარა არა. ასუფთავებ ლოკაციას და მერე იღებ ზოგ დავალებას, რაც ქმნის ეგეთ სიტუაციას. ეს პრობლემა არ იქნებოდა რო იყოს ქვესთ მარკერები ვთქვათ, მარა მსგავსი ვერაფერი ვერ ვიპოვე.

მთლიანობაში პატარა თიმის გაკეთებულ დიდ თამაშს გავს, რომელსაც საჭირო რესურსის არ ქონის გამო, სერიოზულად ენძრევა დამუშავებაში. არაა შეკრული და რაღაც ნაწილები ძვრება გასვლისას.

კარგს რაც ეხება, ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნება ძაან ასწორებს, ისევე როგორც ვიზუალური დამუშავება და გაფორმება. ბევრი სეთინგია აღებული მაგ მხრივ და ერთად გემოვნებიანად არი შეკრული. არ ყოფილა რო მონსტრები ძაან გამეორებულიყვნენ, ან ლოკაცია მომბეზრებოდა, პირიქით. მაგ კუთხით ნამდვილად კარგია, უბრალოდ მექანიკურად გაუმართავია თამაში და ესეთ ჟანრში ეგ არ გამოდის (მაგის მიუხედავათ ბევრს ძაან მოწონს, ამიტო ცდათ ალბათ მაინც ღირს).
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8727
Contact:

Re: Grim Dawn

Unread post#4 » 30 May 2018 10:31

https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4149
Contact:

Re: Grim Dawn

Unread post#5 » 30 May 2018 14:47

Off Topic
Path of exile - ცადე? დიაბლოს მუღამში ეგაა მგონი ყველაზე კარგი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8727
Contact:

Re: Grim Dawn

Unread post#6 » 30 May 2018 15:39

Off Topic
კი ვცადე ეგ თავის დროზე, მარა უფასო MMO მოდელიზეა. შიდა მიკროტრანსაქციები კაცის განვითარებაზე, თუ დაუნგრეიდი და სხვა ბილდის ცდა გინდა და ნუ მაგის გამო აღარ ჩაუღმავდი მაგას თავის დროზე.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 26 guests