The Legend of Zelda: Breath of the Wild, Wii U, Switch

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#1 » 20 Jun 2016 03:37

>>>
The Legend of Zelda: Breath of the Wild - ექსკლუზიურად Nintendo Wii U და Switch-ისთვის შექმნილი, ლეგენდარული სერიის ახალი ნაწილი. თამაშის მოქმედება მთლიანად გახსნილ და დინამიურ სამყაროში ვთარდება, რომელში მოგზაურობისთვის ამჯერად ამინდის მოვლენების გათვალისწინებაც მოგიწევთ. გრაფიკა Nintendo სტანდარტებით სრულიად ახალ დონეზეა აყვანილი. მოთამაშეების მართვაში კვლავ ელფი სახელად ლინკი გადადის, რომელსაც გათანამედროვებული მართვის სისტემის მეშვებით, ახალი უნარები და შესაძლებლობები დაემატა. სამყარო სავსეა თავსატეხებით და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზებით. Breath of the Wild-ში ახალი მიზნების აღმოსაჩენად თაუერებზე და მთის მწვერვალებზე აძრომა მოგიწევთ, გაიკვალეთ თქვენი უნიკალური მარშუტები და შეიგრძენით მაგიური ბუნების ძალა - შეგიძლიათ შეაგროვოთ სხვადასხვა ტიპის ნივთები და დაკრაფტოთ იარაღები, ითევზაოთ, ინადიროთ, აცოცდეთ ხეებზე, დაამზადოთ საკვები და სხვა.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#2 » 21 May 2017 05:49

გავუშვი ემულატორით PC-ზე. ეგეთ პონტში ითამაშება უმეტესად მარა ზოგჯერ ჭედავს ხოლმე. ანუ თუ გინდა ითამაშებ მარა გამაღიზიანებელი მომენტი აქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#3 » 21 May 2017 20:39

ჭედვის დონე შეგილია ნახოთ მე საკმაოდ თამაშებად ლეველად მეჩვენება. 12 წუთიდან ან 15-დან არის ძაან საინტერესო მომენტები გეიმ დიზაინის https://www.youtube.com/watch?v=1_iMgRo ... e=youtu.be

სთორი, ვორლდი და ვისუალური სტილი დიდად არ მევასება, მარა გეიმ დიზაინი და ლეველ დიზაინი იმენა შედევრია. იშვიათად რომ თამაშს ინტერაქტიულობა ასეთ დონეზე ქონდეს, თან რომ არ გიტყნავენ ტვინს ყველაფერზე ტუტორიალებით და მაგალითებით ასწორებს მაგრად. შეგრძნება გაქ რომ შენით პოულობ და აღმოჩენის მაგარი განცდაა.


საერთოდ არ ვიცოდი ხე რო იჩეხებოდა და პროსტა ნაჯახი დავარტყი რანდომზე მოიჩეხა, მერე მოჩეხილი ხე ჩავაგორე კლდიდან მოვკალი მტრები. რაღაც მთაზე Shrine უნდა მეპოვა ერთი საათი ვუარე გარშემო და უკვე ხელს ვიქნევდი როცა დავინახე ორ კლდეს შორის ნაპრალი იყო და ხე იზრდებოდა. მეთქი ვდი ხის მოჭრას და ხიდი გავაკეთე ეგრე გადავედი მაგარი გამისწორდა. მერე მთაზე ვერ ავდიოდი მეთქი რამე სახტუნაო სკილი მინდა, და გამახსენდა რომ რაღაც ცოცვასავით გამოდიოდა პატარა კედლებზე. მეთქი ვცდი და ცოცვა დაიწყო ავედი ბოლომდე.

რაღაც თავის ქალის ფორმის მტრის ბანაკში ნათურები ეკიდა და ქვევით ბომბები იყო. ნათურას ვესროლე ისარი გაქანავდა პროსტა, გამიტყდა ასეთი იავნი კომბო რატო არ გამოდისთქო, მერე რაღაც ინტუიტიურად ვესროლე თოკს რითაც ეკიდა ლამპა და გაწყდა ჩავარდა ქვემოთ.

და ეგეთი ბევრი პატარა დეტალია რომელიც ძალიან დადებითად განგაწყობს. იშვიათი მომენტია როცა ძველი თამაშის ღირებულებები არამარტო შენარჩუნებულია არამედ სერიოზულად განვითარებული და გაუმჯობესებული.

ღია სამყაროც უხდება. რაღაც Dark Soul და Shadow Of Colosus -ის ნაჯვარს გავს. შორს ხედავ საინტერესო ადგილებს და იქამდე მიდიხარ. შუაში სიცარიელეა უმეტესად და ადგილამდე მიღწევა საინტერესო თავსატეხივითაა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#4 » 21 May 2017 22:05

cemu ემულატორით? გიგაჰერცი რამდენი გაქვს პროცესორზე?
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#5 » 21 May 2017 23:02

კი 3600 მგონი
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: Homeless Games

Unread post#6 » 28 May 2017 19:52

ჭედვა ყოფილა ტექსტურების გამო. მგონი Cache დავაყენე არასწორედ. მარა თავისით აგენერირებს ტექსტურების Cache-ს ახალ ადგილებში რო მიდიხარ და მერე საკაიფოდ უჭირავს 30 FPS.

თამაშით მაგარს ვხალისობ. გუშინ მეთქი ერთი ნახევარი საათი ძილისწინ ვხევ და დღეს დღის პირველ საათზე ძლივს დადვდე ჯოისტიკი. დამოუკიდებლად რამე განსაკუთრებული არაა ისეთი არცერთი მექანიკა, პროსტა გეიმ დიზაინის ხარისხი და მიდგომა იმდენად კარგია რომ ყველაფერი მინი თავგადასავლად იქცევა.

მთაზე აცოცება ან რაღაც ჩანჩქერამდე მიღწევა შეილება უფრო გაგისწორდეს ვიდრე უმეტესობა ახალ თამაშებში 100 კაციანი თიმით დაგეგმილი და დამუშავებული მისია.

თან აი ის Old School სამყაროს სიცარიელის feel-ი აქ სულ რო ვლაპარაკობთ ხოლმე. შენ და სამყარო ხართ მარტო 90% დროის და მაგარი ასწორებს.

რაზეც აკრიტიკებენ, იარაღები რო იმტვრევა მალე და ა.შ. ეგენიც გამისწორდა მე. რაღაც სტრატეგიული ღირებულება მიეცა იარაღს როგორც რესურს და უნდა აწონო სიტუაცია გიღირს თუ არა ბრძოლა ჯილდოსთვის.

ამინდის ეფექტები რო გეიმპლეიზე მოქმედებს ეგეც მაგარი გამისწორდა. სიცივეში იყინები, წვიმისას კლდეები სლიპინა ხდება და ძნელია აცოცოება. ელვა თუა უნდა გაიძრო მეტალის აღჭურვილობა თორე დაგარტყავს მეხი და ელვიანი ღამეები კაი დაძაბულ stealth მისიად იქცევა ხოლმე უიარაღოდ.

მარა მაინც მთავარი მუღამი ამ მთელი ინტერაქტივის აღმოჩენაა. ცხენს დაინახავ ველურს მოგინდება რომ ცხენი გყავდეს მიხვალ შეგიძლია გახედნო. ხილი გინდა ხიდან მოკრიფო და არ გაქ ნაჯახი, თურმე ხეზეც მოსულა აცოცება. ფარზე სერფინგიც კი გავაძრე კომბატისას შემთხვევით და მერე 20 ვცდილობდი გამეგო როგორ ჩავრთე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#7 » 15 Aug 2017 02:07

hellwalker ძაან მაინტერესებს რა ქენი. მე არ ვითამაშე იმიტო რო ისედაც სერიოზულ რაღაცეებშივარ ჩართული, მინიმუმ დარკსოული და ვიჩერი მაქ მისაყვანი ბოლომდე.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3593
Contact:

Re: The Legend of Zelda: Breath of the Wild

Unread post#8 » 15 Aug 2017 03:33

რაღაც აპდეიტი დავაყენე თამაშისაც და ემულატორისაც და გაფუჭდა რაღაცეები. დამეზარა გარკვევა და გადავდე. რაღაც კიდე ახალი სთორი ედონი უნდა გამოვიდეს და ბარემ მერე გავტესტავ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests