ELEX, PC,Xone,PS4

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

ELEX

Unread post#1 » 02 Sep 2016 22:15

>>>

Nordic Games და Piranha Bytes საერთო პროექტი სახელწოდებით ELEX. დეველოპერებმა სავარადუოთ ფანების წუწუნის მოსმენის და შექმნილი თამაშების გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მათ კონცეფციას რაღაც ახალი ჭირდებოდა და მომდევნო თამაშის სეთინგი ჩვეული შუასაუკუნეებიდან პოსტ-აპოკალიფტურ მომავალში გადაიტანეს. მაგრამ გადატანის მიუხედავათ თამაში თითქოს კვლავ შუა საუკუნეებში დარჩა, რაც საკმაოდ უცნაურია. უბრალოდ მე Piranha Bytes შემოქმედებას დიდიხანია ვიცნობ და გაკვირვებული დავრჩებოდი რაიმე სხვანაირად რომ ყოფილიყო. ეს არის სტუდია, რომელიც პირველი გოტიკის მერე ერთიდაიგივეს აკეთებს, მაგრამ მათზე ცუდათ ლაპარაკი მაინც მიჭირს. რამდენიმე ოფიციალური დეტალი, რაზეც თვითონ დეველოპერებმა ისაუბრეს:
სათამაშო სამყარო დაახლოებით ნახევარჯერ უფრო დიდი იქნება მესამე გოტიკის რუკასთან შედარებით; რუკა ერთ მთლიან ტერიტორიას წარმოადგენს და გამოკვლევებისთვის დასაწყისიდანვე გახსნილია; წარმოდგენილი იქნება ხშირი ტყეები, უდაბნოები და თოვლიანი რაიონები; რუკის დასასრუკლის აღმნიშვნელი ოკეანე და მაღალმთიანი რაიონები იქნება; თამაშს ექნება მრავალი დასასრული, რომელიც დამოკიდებულია მოთამაშის არჩევანზე და იმაზე თუ ვის შეხვდა თვითონ ELEX (რესურსი, რომლისთვისაც მიდის მთავარი ბრძოლა); არ იქნება კეთილის და ბოროტის დაყოფა, თქვენ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ბოროტი ქმედებები და ამის პარალელურად სხვების თვალში მაინც მისაღებ პერსონად დარჩეთ; საკვანძო პერსონაჟების სიკვდილი მნიშვნელოვნად შეცვლის მთლიან ისტორიას და კონკრეტულ ქვესთებს; ტყვიები თამაშში ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს, ხოლო მათი შექმნა მხოლოდ "ბანდიტების" ფრაქციას შეეძლება.

ასე, რომ ELEX სახით ჩვენ გველოდება კიდევ ერთი Gothic და Risen, როგორც მექანიკურად და შინაარსობრივი წყობით, ასევე ვიზუალური შემადგენელით. რაც უკვე ძაბავს, რადგან 15 წლის წინანდელი გრაფიკა, ან ანიმაცია ბევრს ნამდვილად არ მოხვდება ნოსტალგიის სიოსავით, ჩემგან განსხვავებით. ჩემთვის მთავარია, რომ ეს არ იყოს მესამე გოტიკა და პირველი რიზენის მომდევნო სერიები, დანარჩენი მოთმენადია.

ბოლოს თვითონ თამაშის გეიმფლეი, რომელიც 2017 წლის Gamescom იქნა ჩატანილი: https://www.youtube.com/watch?v=m4xZewnUl2k
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: ELEX - [Release Date: 2017]

Unread post#2 » 02 Sep 2016 22:31

ვიდეოს მეც ეხა ჩაუჯექი ყურადღებით - რაც ჩანს ბუნება არ ვარგა აშკარად. რუკა თითქოს ხელოვნურადაა გაწელილი და პერსონაჟი ცარიელ სიბრტყეებზე დადის. თან ობიექტების განლაგებაც რაღაც არალოგიკურია და ატმოსფერსო ვერ ქმნის. + რობოტები და ტროლები ერთად არ მომეწონა. სროლაც ცუდია, მარა აი ჯეტპაკი საინტერესოა )))
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: ELEX - [Release Date: 2017]

Unread post#3 » 07 Sep 2016 02:04

(უცხოელი) ნაცნობი იყო გეიმსკონზე თუ სადღაც და ელაპარაკა თიმს.
გოთიკა 3-ს უნდათ რომ დაამსგავსონ დიზაინი, და ბევრი რამე ილაპარაკესო გოთიკა 3შიც რაც ამბიციები ვერ შევძელით იმისი გასწორებული ვერსია გვინდა დავდოთო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: ELEX - [Release Date: 2017]

Unread post#4 » 03 May 2017 20:43

პირველი რიზენი
ოდნავ დახვეწილია, ქარის ეფექტები ადევს, მარა პირველი რიზენია.
სეთინგი საშინელია, ემჩნევა სამყაროს. შუა საუკუნეების ხმლები და ნაჯახები, სტალკერის ტიპის შენობებში და ჯეტპაკები რაღაც კუნგფიურის ფილმის დონეა, ოღონ ცუდი. ყველანაირი თრეშის მიუხედავათ პირველი რიზენის დონის თავგადასავალი რო გამოუვიდეთ მაინც გამისწორდება, მარა ბევრი მომენტია უკვე მაგის საწინააღმდეგოთ.
კვაზი-mode

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: ELEX - [Release Date: 2017]

Unread post#5 » 01 Jun 2017 17:37

კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: ELEX - [Release Date: 2017]

Unread post#6 » 14 Oct 2017 06:38

გამოდის სამ დღეში.
მარა ძაან პიზდეც დაუმთავრებელ ბაგიან ვერსიებს დებენ ესენი რელიზზე. სახიფათოა დაწყება ერთი ნახევარი წლის პატჩების გარეშე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: ELEX - [Release Date: 2017]

Unread post#7 » 12 Nov 2017 20:42

ჩავწერე.
ძველი მეგობარი რომ დაინახო ქუჩაში, ნარკიტიკებით გაუბედურებული ბლოუჯობებს რომ უკეთებდეს ვინმეს ბნელ ალეიაში, აი დაახლოებით ეგეთი პირველი შთაბეჭდილება დატოვა.
უნითის პლაგინებით 2 დღეში უკეთეს კონტროლერს დადებ ვიდრე აქაა, და გრაფიკა 15 წლის წინანდელია. დანარჩენზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: ELEX

Unread post#8 » 12 Nov 2017 22:50

გამოსვლის ინფო:
Release Date: Oct 17, 2017
Developer: Piranha Bytes
Genre(s): Role-Playing, Western-Style
Metascore 70
User Score 6.8
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: ELEX

Unread post#9 » 14 Nov 2017 12:37

ტაკ, რისენ 2,3 -ს ჯობია. უფრო გოთიკური ატმოსფერო და მუღამი აქ. თამაში ძალიან რთულია საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით იმიტომ რომ სკილებია თავიდან არაკომბატი რომელიც გჭირდება და ვერ ინვესტირდები კომბატში. მაგრამ ეგ თავისებურ მუღამს აძლევს, ჯეტპაკის ხარჯზე შეგილია გაეპარო მონსტრებს და ჰაი ლეველ ზონებში შეიპარო, გალუტო. პოსტ აპოკალიზმის სურვაივალ ფილს აძლევს.

მარა მუღამის მიუხედვათ, რომ დეგრადირებულია ყველაფერი საწყენია. გრაფიკა, კომბატი, სიუჟეტის დახვეწილობა. იმენა გრაფიკა რომ არა, კაცს რო გეთამაშებინა ყველა პირანიას თამაში იფიქრებდნენ ელექსით და რისენ 3-ით დაიწყო სტუდიამო და ბოლო გოთიკ 2-ამდე მივიდაო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: ELEX

Unread post#10 » 24 Nov 2017 23:57

ერთი 70% დავხურე და პირველი რჩევა Easy ან Normal დაიწყეთ.
Hard იმდენად რთულია რომ სამყაროს ვაბშე ვეღარ აექსპლორებ და ქვესტებს ეძალები რო მოძლიერდე და მერე გამოიკვლიო. მარა მასე ყველა ქვესტი გეხურება და აღარ არი მერე მუღამი ცარიელი ლოკაციების გამოკვლევა.

საერთო ჯამში ეს არის Risen 1-ის დონის თამაში. პროსტა ერთი 15% -ით უფრო დაუმთავრებელი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: ELEX

Unread post#11 » 26 Nov 2017 22:05

დავხურე.
თამაშის სეტინგი არის დედამიწის მაგვარი პლანეტა, რომელსაც დაეცა მეტეორიტი და მეტეორიტი შეიცავდა სპეციალურ მატერიალს Elex'ს, რომელმაც დაიწყო პლანეტის ცხოველების და ადამიანების გარდაქმნა.

რაღაც დროის შემდეგ გადარჩენილმა ადამიანებმა ჩამოაყალიბეს ფრაქციები განსხვავებული მოტივაციით და ხედვებით. თავისუფლების მოყვარულმა ხალხმა Outlaw ფრაქცია შემქნა, რომელიც ჩვეულებრივ იარაღს იყენებს, აცვიათ ამერიკელი იარაღის მოყვარული რედნეკებივით და ელექს გარდაქმნიან ნარკოტიკებში.
წესრიგის და ბუნების მოყვარულმა ხალხმა გადაწყვიტა რომ ინდუსტრიული რევოლუცია და პროგრესია დამნაშავე ამ ყველაფერში და შუასაუკუნეების ზმანით და იარაღებით დაიწყეს მოძრაობა. ასევე ისწავლეს ელექსის გარდაქმნა მანად რომლითაც კურნავენ პლანეტას და აბრუნებენ ბუნებას.
მეცნიერულად მოტივირებულმა სასტავმა რომელიც ასევე რატომღაც რელიგიურია გადაწყვიტა ცოდნის დაგროვება და ტექნოლოგიური წინსვლა და ტიპიურ ფუტურისტულ ფენტეზის ზმანზე და არქიტექტურაზე გააკეთა არჩევანი.

კლერიკებიდან კიდევ ელექსზე შემჯდარი, უემოციო ფრაქცია ჩამოყალიბდა ალბები, რომლებიც კლერიკებივით ფრაქციაა ოღონდ თეთრ ზმანზე. ალბები ადამიანის და რობოტის ჰიბრიდ მისტიკურ არსებას მიყვებიან, რომლის მონაც შენ იყავი მანამ ვიღაცამ არ გიღალატა, მკვდარი არ დაგტოვა და ელექსისგან დაცლილმა შენი ადამიანობა და ემოციები არ იპოვე.

ამ ყველაფრის ფონზე კი თანამედროვე დედამიწის სტილში რუინებია, რომლებიც რატომღაც ქართული სოფელ ქალაქების სტილშია გაკეთებული და უცებ ხაშურში თუ გეგონათ თავი არ გაგიკვირდეთ.

ამ ფრაქციებზე სავარაუდოდ გადაწყვიტეს სამი ჩიტის ერთი ქვით მოკვლა და ფანტასტიკის, ფენტეზის და სამხედრო თემების მოყვარულების ერთად მოთაფლვა.

სამი ჩიტი კი მოკლეს საბოლოოდ მარა განხვავებული გემოვნების მოთამაშეების მოთაფვლვის მაგივრად მგონი პროსტა სამი მკვდარი ჩიტი მიიღეს.

სტრუქტურით თამაშე მესამე გოთიკას გავს ყველაზე მეტად. თითო ფრაქციას თითო მოზრდილი, სახასიათო ტერიტორია აქვს. უსრულებ მისიებს, იკვლევ სამყაროს და ა.შ.

ხარისხის ამბავში, ცუდი არ არის მაგრამ ვერაფრით მოდის იგივე გოთიკა 2-ამდე. სთორი მარტო ბოლოში ხდება საინტერესო, ექსპლორაცია ცუდი არაა მაგრამ არ დააკვდები ზედ ინტერესით თამაშით, კომბატი და ბალანსი ტრაკშია, ქვესტები მოსაწყენი არაა მარა არც დიდად საინტერესოა, გრაფიკა კაი მოძველებულია და ცოტაა ლამაზი ტოჩკები.

რამე მაგარი ვეში თუ არ გაქვთ სათამაშო და პროსტა რამე B დონის RPG გინდათ ითამაშეთ. დალშე რეკომენდაციას ვერ გავუწევ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests

cron