Dark Souls 3, Game - Release Date: 12 APR

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#41 » 19 Apr 2016 17:57

მე რამდენიმე საიდ ქვესთს ვერ გავუქაჩე მაინც ძაან ძნელი მისახვედრი იყო ჩემთვის, ერთი პერსონაჟი და მაგის მეგობარიც დავკარგე ძაან უაზრობის გამო მარა კარგად რო მომესმინა რას მებაზრებოდა მანამდე არ მომივიდოდა ეგ ალბათ, ბევრს მობეზდა ყველგან რო გასწავლიან რა გააკეთო და მაგიტო ეს ძაან მაგარია ეგეთი ადვილი თამაშების ფონზე, ძნელია ეს რამეს შეადარო demons soul ის გარდა რომელიც არ მითამაშია ჯერ მარა მე ტორმენტი მახსენდება ხოლმე თამაშისას

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#42 » 20 Apr 2016 01:33

დავხურე. ძალიან სევდიან და რაღაც სიცარიელის გრძნობას გიტოვებს კარგი გაგებით, თან რო იცი რო მეტი აღარ იქნება და გინდა ამოიგლიჯო ეს შეგრძნება. ფაქტიურად ყველაფერი უმაღლეს დონეზეა შესრულებული, თან პერსონაჟები და სამყარო ისეთ ინფოებს გაძლევს და ისე გაჩვენბს ეპოქას რო პირველი ნაწილი ძალიან ღრმა წარსული გგონია, თითქოს პირველზე როგორც საძირკვეკლზე დაშენებული ცათამბჯენია რომელიც კრავს და ალბათ კიდე შეკრავს დარჩენილ კითხვებს.
სეივი დავაბექაფე სანამ ბოსს მოვკლავდი, სხვა ენდინგებსაც ვნახავ და დავაბრუნებ მერე სეივს. ერთი optional ბოსი ჯერ ცოცხალი მყავს და pvp რეჟიმზეც გადავალ.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#43 » 24 Apr 2016 02:57

მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#44 » 25 Apr 2016 19:53

პირველი ბოსი როა მაგის განახლებული ვარიანტი ვიპოვე, თავიდან გამისწორდა რო მაგ ლოკაციას მივაგენი მარა ეხა ვნანობ, ვერ ვკლავ ტიპს 2 დღეა :D

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#45 » 25 Apr 2016 19:54

საკმაოდ ვეწვალე მაგას მარა როლი უნდა დაუმუღამო მაგის მოქნევებს და აჩეხავ. თუ თავიდან გააგიმართლა და დაასტაგერებ ნახევარზე დაბლა ჩამოგყავს სიცოცხლე
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#46 » 25 Apr 2016 20:21

ამწამს ორი დარტყმა დავუტოვე მარა მომკლა მაინც. მოვკლავ დღეს უეჭველი მარა ეგ ვერ მივხვდი რა დამიწერე, კონტრშეტევა რო გავუკეთო მაგას ამბობ?

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#47 » 25 Apr 2016 21:06

ანუ დარტყმებზე სწორად რო გადაგორდე და მერე დაარტყა ყველაზ ეფექტურია.

P.S. Nameless King-თან მოვიგე ეპიკური ბრძოლა
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#48 » 26 Apr 2016 03:14

Dragonslayer ს ვებრძვი ეხა, რაღაც ყ###ბა მეტეორებს მესვრის, მეორე ყ###ბა კიდე ლაზერებს, ფანტანს კრუგებს ვურტყამ და ესეც კრუგებზე დამდევს, თან ხიდის კიდურები გაანგრია და ხრამში გადაგდებას ცდილობს, დროს რო ვიხელთებ მაგიას ვესვრი და ისევ კრუგზე გავრბივარ, კაი სანახაობაა მოკლედ :D

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#49 » 27 Apr 2016 08:11

ფარონის ტყეში ისეთი ნადირობები ავწიე რო რავიცი. სტელსში რო ხარ აკვირდები როგორ დარბიან სამნი, ნელნელა მიყვები, ხეებს ეფარები, ზოგჯერ ქამელეონით ელოდები როდის ჩაგივლიან გვერდით. მთავარია მარტო დარჩეს ჰოსტი და ამისათვის დაცდაა საჭირო თუ როდის შეუტევენ წითელი ფანტომები ან რომელიმე გიჟი ფანტომი და ზუსტად მომენტში ცდილობ გაიჭრა ბრძოლაში და ჰოსტი დააზიანო, ან ძლიერი შეტევა მოუწყო ისე რო სხვა ფანტომები აიკიდო და ჰოსტი სხვებს შეატოვო. ზოგჯერ ისეც ხდება რო მონადირე თავად ხდები მსხვერპლი და თუ პირველივე სტელსიდან გამოსვლაზე მოულოდნელობის ეფექტით არ ჩაკლავ უმოწყალოდ ჰოსტს, სავარაუდოდ ან ვინმეს გამოძახებას მოასწრებს და ან ტყუილად გარბენინებს სანამ ისევ დამალვას არ გადაწყვეტ და ყველაფრის ახლიდან დაგეგმვას.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#50 » 27 Apr 2016 15:29

სტელსი მე პირველად ვიხმარე ამ თამაშში, ორ რაღაცას ვიდებ ერთი ფეხების ხმას აქრობს მეორე თითქმის უჩინარს მხდის, მერე უკვე დებილებივით არიან დავუდგები ერთი 5 მეტრში და ვესვრი მაგიურ ისრებს და არ აქვთ რეაქცია

nameless king მა ცოტა იმედები გამიცრუვა ხმლით კი ძაან ძნელია მოკვლა მარა soul spear ებით მოკვდა ძაან ადვილად, abyss watcher ებს ვერავინ აჯობა ჯერ მარა ბოლო ბოსი ვნახოთ იმედია ეგ ბრძოლაც კაი სანახავი იქნება

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#51 » 01 May 2016 22:46

დაიხურა ჩემთანაც, ბევრს ვერაფერს დავწერ თამაშის პროცესშივე ვპოსტავდი ყველაფერს მარა ერთი გამომრჩა, ეხა დახურვის მერე ვფიქრობდი რითი ჯობს სხვებს და შედარება რო დავიწყე მერე მივხვდი, ვაბშე ყველა თამაში რომელიც მიყვარს იმით გამოირჩევა სხვისგან რო თავის სამყაროს ქმნის, ეგეთი ცოტაა და ეს შეემატა ეხა, ამის მთავარი პლიუსიც ეგაა, არის ამის მსგავსი თამაშები მარა ამას იმენა თავის სამყარო აქ სხვებს არ გავს არაფრით, უამრავი საინტერესო პერსონაჟია და ყველას ისტორია ისეა გადმოცემული სხვაგან რო ვერ ნახავ, შეილება განსაკუთრებული ისტორიები არაა მარა გადმოცემის ფორმა ისეთია რო განსაკუთრებულს ხდის, ძაან ცოტაა ესეთი ხარისხიანი და მონდომებით გაკეთებული თამაში დღესდღეობით, სანამ დავხურავდი მქონია ეგეთი მომენტები რო ღამე გამხსენებია რაღაც პატარა დეტალი რაც გამომრჩა და მაგისთვის დავმჯდარვარ კომპთან, ესე უნდა ჩაგითრიოს თამაშმა და არა ისე რო ქვესთების შესრულებისას იმას უყურებდე მარტო რამდენი xp აიღე, აქ ეგეთებს არც ვუყურებდი იმდენად საინტერესოა თვითონ შესრულების პროცესი

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#52 » 16 May 2016 23:15

https://www.facebook.com/VaultDude/vide ... 516360804/ კატანის მასტერკლასი PvP-სთვის
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#53 » 24 Aug 2016 18:33

ოქტომბრის ბოლოს გვექნება DLC
Ashes of Ariandel https://youtu.be/iu1NCPMC7D0
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#54 » 24 Aug 2016 20:18

ძალიან მაღალი დონეა, მთელი წარსული გამოცდილების ევოლუცია დევს ვიდეოში
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#55 » 22 Sep 2016 08:51

Ashes of Ariandel Gameplay https://youtu.be/1yH5tOcRY9s
საკმაოდ საინტერესო ვიდეო გამოდგა ჩემთვის, ეგრევე მოვხარშე თეორიები და მთავარ საფიქრალ ელემენტებს ჩამოვწერ რომელიც უკვე ბოლომდე გამოკვეთილია ჩემთვის:
ლოკაცია ძალიან გავს დაზამთრებულ Darkroot Garden-ს და ტყეს.
ვინაიდან დადასტურდა რომ DLC განვითარდება Ariandel-ის დახატულ სამყაროში, აქედან გამომდინარე საინტერესოა რა ლოკაცია დახატა არიანდელმა ან რომელ დროში, სიფამდე თუ სიფის შემდეგ? (ჩემი აზრით ეს მგელი აუცილებლად სიფია) ვფიქრობ პასუხი გაეცემა ზოგადად ნახატების სამყაროს კონცეფციას და დროსა და სივრცეში მის ადგილმდებარეობას.
სიფი გამოჩნდება თუ არა, ვფიქრობ მის წარმომავლობაზეც ან მემკვიდრეობაზეც რაღაც ახალს და მნიშვნელოვანს გავიგებთ. არც წინა და არც ამ ტრეილერში ნაჩვენები მგელი არ არის სიფის "ჯიშისგან" შორს, თან პირველის პერსონაჟებით შთაგონება საკმაოდ ხშირია მესამის პერსონაჟებისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი ეს არის რელიგიური მოტივი. პირველ ტრეილერში ნაჩვენებია როგორ ეწევა რაღაც არსება თვითგვემას, ამ ტრეილერში კი ვხედავთ ქალს რომელიც თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ველკაა. პირველში ნახატის სამყაროში გხვდება ველკას კლერიკების აღჭურვილობა, ასევე ქანდაკებაზე იყო თეორიები რომ ველკაა, ხოლო პრისცილა ბავშვი. აქ კი ვხედავთ ქალს რომელსაც ცელი უჭირავს, ცელი გახდა პრისცილას იარაღიც. ვინ არის "მამა" რომელიც თვითგვემას ეწევა? ჩვენ მხოლოდ ერთს ვიცნობთ და ეს არის Allfather Lloyd, მაგრამ მისი და ველკას გზები წესით განსხვავებულია.
ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ DLC ვითარდება შორეულ წარსულში, პირველის მოვლენებამდე, მაგრამ დროის და სივრცის ცვლილებები რომელიც მესამეშია წარმოდგენილი შეიძლება საერთოდ ახალი კუთხით გვიხსნიდეს მოვლენებს.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#56 » 26 Oct 2016 14:31

გამოსვლისთანავე რამდენიმე საათში მივხურე DLC-ც. არ გამართლდა ჩემი ვარაუდები, საერთოდ სხვა ჩანაფიქრი ჰქონია ბატონი ჰიდეტაკა მიაზაკის, მარა პირველთან კავშირები მაინც დდია და ახალი ისტორიულ/არქეოლოგიური საკვლევი მასალაც დაემატა lore-ს.
პატარაა მარა პირველი სერიის DLC-ზე დიდია მაინც, თან ლოკაციები და ლეველ დიზაინი ისეთია იდეალურია ინვეიდებისთვის და მახეების დასაგებად.

ეს კი თუ როგორ რეაგირებენ მგლები არტორიასის არმორზე https://youtu.be/SO-VlbOnGY4
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#57 » 23 Jan 2017 18:10

Dark Souls 3 DLC - The Ringed City Trailer - ხუთ წლიანი სიყვარულის დასასრული
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#58 » 29 Mar 2017 07:30

დაიდო მეორე DLC-იც და ფატიურად ყველა კომპონენტში უმაღლესი დონის თამაში შედგა.

გეიმფლეი - გამართული და დამუშავებული. კომბატი როგორც PVE-ში, ისე PVP-ში fighting თამაშების სიზუსტეს უახლოვდება.
ლეველ დიზაინი - გადაადგილებაშიც და აღმოჩენის მხრივაც ყველაფერს რო აზრი აქვს.
სთორი და სამყარო - მინიმალისტური მაგრამ საოცრად მდიდარი. ღრმა ფილოსოფიური და რელიგიური იდეებით გაჯერებული რომელიც ყველაფერთან ერთად "მეოთხე კედელს" გიმტვრევს და ინტელექტუალური მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.
მხატვრული მხარე - ანტიკურის, ბიზანტიურის, გოთიკის და რენესანსის იდეალური ნაზავი, როგორც ფერთა პალიტრით, ისე არქიტექტურით.
მუსიკა - EPIC

მადლობა მიაზაკის და მის გუნდს ასეთი მდიდარი და საინტერესო ხედვების მოხარშვისთვის და გაზიარებისთვის.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#59 » 11 Aug 2017 04:42

offline ვთამაშობ როგორც ყოველთვის. იდეაში თამაშის სტრუქტურა უკვე ისე კარგად მესმის რო ნეოს პონტში ვტეხავ რაღაც მომენტებს. DS სწორი ტემპი თუ დაუჭირე და ეგო შეუსაბამე ისე გადიხარ რო უკან არაფერი ცოცხალი, ან ამაღელვებელი არ გრჩება. აი მაგალითად ერთხელ მაინც თუ შეხვედი ბოსთან იმ განწყობით რო მოკვდები მარა სისტემის სისუსტეს იპოვი, უკვე ხელში გაქ თამაში. ან თუ მიხვდები რო ნებისმიერი მოწინააღმდეგის უკან დგას კოზირი, რომელიც უცებ გაგაქრობს, გარემოს ფილოსოფია შენია.
თავიდან სანამ ბლადბორნიდან სოულსში დავბრუნდი რამდენიმე მომენტი გამიჭირდა მაგრად და ისიც იმიტო რო არასწორად ვხსნიდი მექანიზმს, ისეთ ადგილას გავდიოდი სადაც სხვა დროს ჯობდა გასვლა. უხილავი ხიდივით არი მთლიანი თამაში, თუ მიაგნებ და მიყვები ტერმინატორი ხარ, მარა სანამ მიაგნებ ისჯები. რაღაც მძრეველურ ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მარა მართლა მარტივია, განსაკუთრებით ყველა მხრივ დაუნდობელი ბლადბორნის მერე. მარა ბოლომდე არ გავსულვარ, ამიტო ჯერ მაინც ადრეა გადაჭრით თქმა.

რაც არ მომეწონა არი ლუტის რაოდენობა, ძალიან ბევრია ყველაფერი და რაც მთავარია გამოყენება არაფრის არ დამჭირვებია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.
ეხა მაქ 5 ბონფაიერი და 8 ცალი ესტუსი. არვიცი რა ბოსები მოდის წინ, მარა ამ მომენტში ერთი ბონფაიერიდან მეორემდე 4 სავსე ესტუსიტ მივდივარ, რაც ნაღდად არაა დარკ სოულის რიტმი.
იარაღის გასანვითარებელი ქვები თავიდან ვითო დეფიციტშია და Boreal Valley რო ჩახვალ პირში გტენიან ყველა მხრიდან. Firelink Shrine'ში პატარა შტაბი ავიშენე Titanite Shard'ებით.
არცერთი იარაღის ინოვაციური ფიშკა არ მიხმარია უშუალო გეიმფლეიში.
არვიცი მეჩვენება თუ არა, მარა იარაღების უმეტესობა ცვეტში უფუნქციოა.
ძაან გამიხარდა სამყაროს გადაბმულობა, მარა არ მომწონს რო ჰაბი მოწყვეტილად არი. პირველის ლეგენდარული ჰაბი საერთოდ სხვა რამე იყო ჩემთვის, თავისი სხვადასხვა "სამყაროებში" წასასვლელი გზით. ადამიანს რო შედარაო, პირველში ცვეტში თავი იყო პირველი ბონფაიერი, აქ კიდე თითქოს უთავოდ ხარ დარჩენილი.
იმის მიუხედავათ რო გადაბმულია, პირველთან შედარებით სამყარო ბევრად სწორხაზოვანი გახდა. მაქსიმუმ ერთი ალტერნატიული გზაა, ისიც გამოკვეთილად რთული გარემოებით, რომელიც გაგრძნობინებს რო სხვა მხარეს უნდა გააჯვა.

რაც მომეწონა.
ენჯინი და ზოგადად ვიზუალი, ბლადბორნია, მარა იქ თუ ძაან გადატვირთულია ყველაფერი, აქ რაღაც ოქროს შუალედივით მოძებნეს.
მონსტრები ძალიან ორიგინალური და საიტერესო გამოვიდა თითქმის ყველა რაც ვნახე. არცერთი არ გავს ერთმანეთს და რაცმთავარია არასდროს არ იცი რა სურპრიზს გიმზადებენ. ესეთი მრავალფეროვნების გამო მომენტებში ცოცხალი ეკოსისტემის ატმოსფერო იქმნება რაც დიდი პლიუსია.
ბოსების ერთფეროვნების მესიჯიც აშკარად მკაფიოდ მივიდა დანიშნულების ადგილას. ორიგინალურობა მოდის თითქმის ყველასთან, მარა რაც უფრო ორიგინალურია ბოსი, მით უფრო მარტივია რატომღაც.
მინი ბოსების თემაც ახალ სიმაღლეზე ავიდა და სათანადო ყურადღება ეთმობა.
მომენტებში ისეთი პანორამებია შეილება დადგე და დარჩე ))
ძაან მომეწონა ლოკაციები; Road of Sacrifices - თავის ყველაფრით, ჯადოსნური ტყით, მისტიური და ჟუტკი ჭაობით, ბინდარებით, ულამაზესია. High Wall of Lothric - რაღაც უნიკალურობის შეგრძნებას იძლევა. ვაფშე ესეთი ციხესიმაგრეების კომპლექსი DS სერიებში და ბლადბორნში ყველაზე იმპოტენტურ ადგილებს წარმოადგენს როგორც წესი და კარგ ლოკაციებს შორის პრაბელების შევსების მიზნით გამოიყენება ხოლმე, მარა High Wall of Lothric თითქოს ინდივიდუალობააქ თავისი, ისტორია იგრძნობა ლოკაციის უკან. Undead Settlement - აქაც დიდია ინდივიდუალობა და რაც მთავარია საინტერესო. ბნელი სილამაზის მქონე სოფლები, თავის დაკლაკნილი წვრილი თითებივით ხეებით რაღაც სწორ შარმს აძლევს თამაშს (მარა არი სრულიად "უსიცოცხლო" ადგილები, მეორეს რაც ძალიან არ დაუფასეს, კარიდორები სადაც ერთხელ გაივლი და გავიწყდება).
ფარიანი გეიმფლეი ისევ საინტერესოდ იგრძნობა და გარკვეული ტაქტიკის სიღმეს აბრუნებს, რაც კოტრიალში დაღლილ ბლადბორნში მაგრად მენატრებოდა.

რავი რატომღაც კრიტიკა ბევრი გამომდის, მარა თამაში ძალიან კარგია. მე უბრალოდ ყველანაირი კომპრომისის გარეშე პირველის და ბლადბორნის პლიუსებს ვაჯახებ, რაც აი ძალიან დიდი საზომი ერთეულებია.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3816
Contact:

Re: Dark Souls 3

Unread post#60 » 11 Aug 2017 07:57

რესურსები ძირითადად პვპსთვის და იარაღებისთვისაა რა, აღარ გაფარმინებენ უაზროდ მარა ბოლომდე ყველაფერიც არ იშოვება ბევრი, რამდენიმე იარაღს გამაქსავ და მერე უნდა დაფარმო.
ერთხელ გასვლას თუ აპირებ მარტო, ბევრი რამე ისე შეგრჩება მარა პვპ და ნიუ გეიმზე უკვე დაგაკმაყოფილებს ყველა ნივთის ქონა :D (ორი რაც გაქ ზედმეტი შეგიძლია გაყიდო)

რავი ონლაინს უეჭველი გირჩევდი მე ერთ გასვლაზე მაინც, თუნდაც კოვენანტებისთვის, დიდი მუღამი უდევს შინაარსობრივად მაგათ, რა გავლენასაც ეგ ფლეირები ახდენენ დაჟე. მაგალითად გიჟების კოვენანტს რო ნახავ, შეგექმნება წარმდგენა რა ხალხია და მაგ კოვენანტის ნპც უკვე იცი რისი მკადრებელიც იქნებოდა, მასევეა სხვებზეც, მაგარ როლს ასრულებს მანდ ადამიანებისგან მიღებული ემოციები, რელიგიასავითაა, შინაგანი ემოციები და სხვებთან დამოკიდებულება გამეცნებს სამყაროს, ადაპტირდები, როულფლეიც იმატებს, მედიტაციური ხდება ყველაფერი და ფიქრში ხელს გიწყობს.

იარღები ზოგი ძლიერია და ზოგი სუსტი, ზოგის არტი ძალიან მაგარია, ზოგის უაზრობაა საერთოდ. პვპ-ს რო ჩავუჯექი და ჩემი ბილდი დასუსტდა აფდეითის შემდეგ, მერე გადავხედე სხვა იარაღებს და მგონი 10 იარაღი დავიგროვე რომლითაც ვბრძოლობ, ყველა ბილდზე ყველა იარაღი არ ვარგა მარა კონკრეტული ბილდისთვის მაგარი მრავალფეროვნებებია იარაღებით, პროსტა მობებთან და ბოსებთან პირველ გასვლაზე ერთი დამუღამებული იარაღითაც მოახერხებ გასვლას.

ვაბშე მინდა დაბრუნება, მომენატრა ჩელენჯი და საკუთარ სისუსტეებთან მარტო დარჩენა :D
მივიდეთ, გავესაუბროთ

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests