StarCraft 2,

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

StarCraft 2

Unread post#1 » 15 Nov 2015 09:49

>>>
Genre: Real-Time Strategy
Developer: Blizzard Entertainment


ბლიზარდის ლეგენდარული სტრატეგია დაბრუნდა და თამაშის მეორე ნაწილში გრძელდება პროტოსების, ზერგების და ტერანების ეპიკური ისტორია. თამაში გაყოფილია 3 უზარმაზარ კამპანიად და თითოეული რასის სიუჟეტი ცალცალკე იქნა გამოშვებული. სიქველმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია როგორც კიბერსპორტის სფეროში ასევე მის სინგლ-პლეიერ კომპონენტებში. დამატებულია უამრავი ახალი უნიტი, სკილები და მექანიკები. მისიები უფრო საინტერესო და დინამიური გახდა, სინგლ-პლეიერში დაემატა აფგრეიდების სისტემა რომელიც გაძლევთ საშუალებას თითოეული უნიტი განავითაროთ ორი სხვადასხვა მიმართულებიდან ერთერთით. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოდ არის შერწყმული რასის ისტორიასთან და თავისებურებასთან. თუ ტერანების მხრივ ეს ახალ ტექნოლოგიებს მოიაზრებს, ზერგები მიკარგულ პლანეტბზე სპეციფიუფ მოთხოვნების მიმართ მუტირებულ უნიტებს ეძებენ და მათ საერთო გენეტიკურ მასაში ითვისებენ.

თამაშის სამივე კამპანია ამჟამად გამოსულია და ბლიზარდი ფიქრობს დამატებითი კონტენტის გამოშვებას Tell-Tale -ის ეპიზოდური სტილის და სტრატეგიის სინთეზის სახით. დეტალები ჯერ უცნობია მაგრამ ფანები ვარაუდობენ რომ WarCraft 3-ის ბონუს კამპანიის მსგავს სტილში გამოვა სთორი მოდულები.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: StarCraft 2

Unread post#2 » 15 Nov 2015 09:51

მგონი არ გვქონდა თემა და იყოს ბარემ. მარტო მე ვითამაშე მგონი მარა არაა გამოსატოვებელი ექსპერიენსი. მესამე ექსპანსიას დღეს დავიწყებ, პირველი ცოტა ნუდნი იყო მომენტებში მარა Heart Of Swarm პირდაპირ სისხლში წავიდა და ბავშობაში WarCraft 3/StarCraft-ით განცდილი ეპიკური ემოციები გაიმეორა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: StarCraft 2

Unread post#3 » 15 Nov 2015 10:03

იყო თემა, მარა რაღაც უაზრო პოსტით იწყებოდა და ნაგავში გადავიტანე. ადრეც ვამბობდი რო მინდოდა ამის თამაში, რამდენიმე რეპაკი ვცადე და არცერთმა არ იმუშავა. დღეს კარგ სტრატეგიას ფაქტიურად ვეღარც ითამაშებ, მითუემეტეს ესეთი ხარისხის. თან სტრატეგიების სინგლები მაგრად მიყვარდა თავის დროზე. პროსტა ვფიქრობ რო მაინც შეცდომა იყო სამ ნაწილად დაყოფა, ერთიანობის ჰაიპი დაიკარგა იმდენიხანია გამოდის. აი Early Access თამაშებს რაც მოსდით დაახლოებით იგივე მოუვიდა, გამოვიდა მარა არავის არ შეუმჩნევია დიდათ.

სამივეს ერთიანი რეპაკი თუ ვნახე კარგი აუცილებლად ვნახავ.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: StarCraft 2

Unread post#4 » 15 Nov 2015 11:09

ექსპანსიები არ მითამაშია მაგრამ ორიგინალი მიყვარდა მაგრად
როცა გამოვიდა რამდენიმე წელი სისტემატიურად ვთამაშობდი ხოლმე სინგლს
კარგად მახსოვს ძალიან იმედი მაქვს ჩავუჯდები როგორმე ადონებსაც
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: StarCraft 2

Unread post#5 » 16 Nov 2015 12:35

ცოტა ნუდნად დაიწყო მაგრამ აკრიფა სიუჟეტმა და მუღამიანი გახდა. (პროტოსების კამპანია)
ეპიკური სიუჟეტი იმენა უხდება ბლიზარდის თამაშების.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: StarCraft 2

Unread post#6 » 24 Nov 2015 08:38

იყო საკაიფო მომენტები, მარა ძაან აბდაუბდა სთორი აქ Legacy of the Void'ს. რაღაც მისტიკური ეპიკის მოლოდინი გააჩინა და სასხვათაშორისო კონვენციური ბოროტების დამარცხების სცენები გაიშალა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 82 guests


cron