Fallout 4, Game - Release Date: 2015 Nov 10

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Fallout 4

Unread post#81 » 24 Dec 2016 18:31

კიდე ვეჩალიჩე მარა უკვე შევღონდი. მგონი core თამაშის იმდენად უინტერესოა ჩემი გემოვნებისთვის რომ არ ვიცი უკვე ღირს თუ არა ჩალიჩი. Open World-ით სიამოვნებით გავერთობოდი ეხა, მარა მგონი Skyrim-ის გოთიკის ნაირი მოდი Enderal გადმოვწერო ჯობს.

პირველ რიგში რაც არ მომწონს არის ტონი თამაშის. მაშინ როცა წინა თამაშები უფრო ბნელ, უიმედო ტონებში იყო აქ რაღაც უფრო იმედის მომცემი ატმოსფეროა. ნაგავში და ნანგრევებში ცდილობს ხალხი თავისი პატარა ბედნიერება იპოვოს, მოაქვთ რადიაციული მოსავალი, ბაძავენ დაკარგული ცივილიზაციის ღირებულებებს როგორც ესმით. რაც იდეაში არაა ცუდი ან უინტერესო მიდგომა, მარა ჩემი აზრით fallout-ს არ უხდება ძაან ჩუქჩას ხდის. მეორე რიგში ბეთესდას ხედვა ამისი არ მომეწონა, არადამაჯერებელია ჩემთვის. მესამე კიდე რაღაც მეორადი და კონფლიქტში მყოფი ელემენტია თამაშის და არ ჯდება ჩემთვის დანარჩენ სამყაროში სტილისტიკურად. ისევ იგივე ტრადიციული კონფლიქტი მიდის ფონზე, რაღაც რობოტები ანაცვლებენ ადამიანებს და ა.შ.

მეორე რაც არ მომეწონა არის სთორის გადმოცემა. დიალოგების სისტემა სასტიკად ცუდია, არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. დიალოგები თვითონ ძალიან მინიმალისტურია და იმ თემების და იდეების გადმოცემას არ ყოფნის რომელსაც ცდილობს. ასევე ის გამაღიზიანებელი მომენტი აქ რომ ყველაფერი სამუშაოსავით არის მოწყობილი. რაც არ ვიცი რაღაც ტრაგედიად იქცა უკვე open world-ის და თამაშების ზოგადად. რამდენიმე საინტერესო ქვესტი შემხვდა ორიგინალური, მარა ძირითადათ ტასკა ვეშებია.

მესამე რაც არ მომეწონა არის გეიმპლეი. RPG მექანიკა არის ძაან გამარტივებული, მაგრამ ამავედროს უაზროდ გართულებული. ანუ კომპლექსურობა, რთული ბილდის არჩევნები და ა.შ. მოხსნილია. მაგრამ რაც არის ის არის წარმოდგენილი უზარმაზარი იკონკების სიით. დიდი კედელია ძაან, იმენა დამღლელი სასკროლი ინტერფეისი, სადაც vault-ის სართულებივითაა, და მანდ არის pipboy -ების პიქტოგრამები დახატული ანიმირებული. 90% შემთხვევაში მანამ არ მიიტან და არ წაიკითხავ, რას წარმოადგენს ეგ პიკტოგრამა გაუგებარია. და რახან არჩევნები ასე დიდი მაშტაბზე არის გავრცობილი, თითქმის შეუძლებელია შეხედო და რამე ლოგიკა დაიჭირო, ან overview გქონდეს რომ გათვალო რას განავითარებ.
სროლის მექანიკას თითონ არაუშავსავით, შუტერისთვის ძაან ბანძია, RPG-ისთვის ძაან შუტერული. ასევე ძალაინ დამღლელი მომენტია რომ სიცოცხლეები არის ძაან დიდი და იარაღის დემეჯი არის პატარა. ხოდა იჩითება პონტი სადაც ნებისმიერ მტერს 7 ჰედშოთი უნდა დაასვა რომ მოკლა...
ინტერფეისი არის აბსურდული უბრალოდ. ძალიან ბევრი ინვენტარის და სტატების მენეჯმენტი გიწევს და ეგ ყველაფერი ხდება pipboy-დან. ხელზე რომ კომპიუტერი გიკეთია, მაგაზე მიზუმდება კამერა და შიგნი აკეთებ რაღაცეების. რაც არ ვიცი, უპატიებელი მარაზმია. 640x480 ფანჯარაში რო ჩატენო მთელი ინტერფეისი ეგ ხდება ფაქტიურად. :sdaus:
აშენების მექანიკა არის დიდი ნაწილი და კრაფტინგი თამაშის, რაც მე ასევე არ გამისწორდა. მაგრამ ობიექტურადაც რომ შეხედო, უბრალო ძააან ძააან ბევრი junk-ია რა. ძაან ბევრი ნივთი აწყია ყველგან, და რეალურად ყველაფერი რაღაცის კრაფტინგში გადგება ან კომპონენტებად იშლება და უბრალოდ მარაზმული რაოდენობის ნივთებით გეღლება ტვინი. თვითონ შენების ინტერფეისიც კაი ბუნების შეცდომაა.

მეოთხე სამყარო თითონ გამოსაკვლევად. მოდებით ატმოსფერო მოაქ კარგი. მუსიკას რო გათიშავ, ცარიელ ქუჩებში მიიპარები და უცებ შორიდან გესმის სროლის ხმები შეტაკების. და ეგრევე პიანისტის/The Road-ის feel მოაქ. აი ვიდეო ჩავწერე გუშინ პატარა - https://www.youtube.com/watch?v=cnCqChjF3L0 . დაჟე ბევრად ბევრად ატმოსფერული პონტები ეძრობა. მარა მაგის გარდა ერთი 10 საათი ხეტიალით, დიდი საინტერესო უნიკალური ადგილები ვერ ვიპოვე. უფრო საშუალო დონის ატმოსფერულობის ბევრი ლოკაციაა.

ხოდა რავი, რჩება კითხვა რაღა დარჩა. :connie: დაჟე ობლივიონი რამდენადაც არ მევასება ვანილა, ბევრი მომენტი ქონდა ხელჩასაჭიდი და რეალურად სწორდებოდა მოდებით და ატმოსფერული თამაში დგებოდა. აქ 100 მოდი უნდა დააყენო და ცუდ სტალკერს იღებ, აწი სტალკერს ვითამაშებ ან მეტროს :fairy:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Fallout 4

Unread post#82 » 24 Dec 2016 19:58

სროლის ხმას რო მიუყვები და უცებ ტიპი რო გეძრობა, წყნარად ქვაბში ორკის ფეხს რო ხარშავს, მგონი ცოტა არღვევს ეგ ატმოსფეროს )) გუარდზე რაც დავწერე იგივეა

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Fallout 4

Unread post#83 » 24 Dec 2016 20:19

ხო არ ვიცი, ეგ შედარებით safe არეებია მთავარ ქალაქთან. ცოტა მაღლა რო წახვიდე, friendly სიფათს ვერ ნახავ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Fallout 4

Unread post#84 » 08 Feb 2017 15:29

ლოლ https://img-9gag-fun.9cache.com/photo/app0Bjb_460s.jpg
არადა დარწმუნებული ვარ 2 საათში ფანები გაასწორებენ და კარტოფილზე გაეშვება უკეთესი გრაფიკით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Fallout 4

Unread post#85 » 20 Apr 2017 18:12

რას ვიკლავ ნეტა თავს

http://steamcommunity.com/sharedfiles/f ... =904022306
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 151 guests


cron