Cossacks 3,

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Cossacks 3

Unread post#1 » 20 May 2015 10:48

უკრაინულმა კომპანია GSC Game World პოპულარული სტრატეგიული სერიალის Cossacks 3-ის ახალი ნაწილის დაანონსებით ინდუსტრიაში დაბრუნების თაობაზე განაცხადა.

>>>

თამაშეის დეველოპმენტს ევგენი გრიგოროვიჩი, სერგეი გრიგოროვიჩის ძმა ხელმძღვანელობს. იგი თავისდროზე ჩართული იყო მეორე "კაზაკების" შექმნაში.
მესამე ნაწილის მზადების პროცესში, ავტორები კლასიკური ორიგინალის სულის მოწიწებით აღდგენას ცდილობენ. სტატიაში GSC წარმომადგენლები Cossacks 3-ს "ახალი გრაფიკით და ისტორიით წარმოდგენილ პირველი ნაწილის გეიმფლეი რიმეიკს უწოდებენ".
კაზაკის მსგავსი პროდუქტის შესაფასებლად 2001 წელს თანამედროვე გეიმერების უმეტესობა ძალიან პატარები იყნენ, ან საერთოდ დაბადებულებიც კი არ ყოფილან. მოცემული პროექტის გამოშვებით GSC-ს ახალი გეიმერებისთვის კლასიკური RTS ჩვენება სურს. ძველ გულშემატკივარს კი კვლავ შეუძლია გადაეშვას დაუვიწყარ უნიკალურ ატმოსფეროში.
"ბრძოლის ველზე ყოველი მებრძოლი საკუთარი ხელოვნური ინტელექტით წარმოდგენილ დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენს, მას თავისი სიცოცხლის მაჩვენებელი და საბრძოლო მონაცემები გააჩნია. მოთამაშეებს როგორც ერთი კონკრეტული იუნიტის მართვა, ასევე მათი გუნდებში გაერთიანებაც შეეძლებათ. თითო ჯარისკაცი და პატარა დანაყოფები კარგად გამოდგება დაზვერვისთვის, მოწინააღმდეგის გლეხების ხელში ჩასაგდებათ, დავალებების შესრულებისთვის და არტილერიაში". ლანდშაფტი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს საბრძოლო მოქმედებების წარმართვის პროცესშიც და ზოგადად გეიმფლეიშიც.
სტრატეგია მომხმარებელს 12 სათამაშო ნაციას შესთავაზებს, მათ შორის იქნება საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი, უკრაინა და პრუსია / ავსტრია. ყოველ მათგანს ტრადიციისამებრ ექნებათ თავიანთი უნიკალური საბრძოლო ერთეულები და ნაგებობები.
დამტკიცებულია 5 სიუჟეტური კომპანია, მულტიფლეიერი სეთინგების ფართო არჩევანით და მოდების მხარდაჭერა.
ქსელის რეჟიმში ერთ რუკაზე 7 ადამიანს შეეძლება ერთმანეთთან შერკინება. ამ პროცესში შეგიძლიათ გაერთიანდეთ ჯგუფებში, ან მარტო გამოხვიდეთ ყველას წინააღმდეგ.
თამაშის გამოსვლის შემდეგ მისი ინტენსიური მხარდაჭერა იგეგმება. საბოლოო ვარიანტში ნაციების საერთო რაოდენობის 20 გაზრდას გეგმავენ, ხოლო იუნიტების - 8,000-მდე. Cossacks 3 PC, Mac და Linux-ზე ამ წელს გამოვა !
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

Cossacks 3

Unread post#2 » 20 May 2015 16:01

როგორი დიდი სიამოვნებით ვითამაშებ თქვენ ხო ვერ წარმოგიდგენიათ <3 (ნუ ლაბათ წარმოგიდგენიათ)

მაგრა მახსოვს პირველად რო ვითამაშე და კამპანიის რუკა იყო ერთერთი, კედლით სემოღობილი ტერიტორია გქონდა და, თუქრები იყვნენ თუ მონღოლები, გიტევდნენ და არ ვიცოდი ჯარის გამოყვანა, მეგონა არსებული 2-2 კაცი ვინც იყო დასმული შენობებთან მცველების პონტში იმით უნდა დამეცვა ბაზა და ნუ არ გამოდიოდა, კარებთან დავაყენებდი და ვიწროში ასე თუ ისე დიდჯარს ვუწევდი წინააღმდეგობას, მერე ხალხი რო მიკვდებოდა, კარების დახურვა გაღებით ვკლავდი ხოლმე მტრის ჯარს რო შემოდიოდნენ ))) ბოლოს ვისწავლე გამოყვანა უნიტების და კაი მოშნად ჯარი გამოვყარე მარა ნელნელა კვდებოდნენ თავისით, ვიფიქრე რამე ჭირი გავრცელდა თქო ))))))))))))))))) ბოლოს აღმოვაჩინე რო უბრალოდ საჭმელი გამითავდა ხD

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Cossacks 3

Unread post#3 » 21 May 2015 13:03

ბიჭო ისედაც ხო ნოსტალგიამაქ კაზაკის და ისეთი პოსტი ჩამოაგდე რო ძველს გადმოვიწერ სახში.

ძალიან მიყვარდა, ძალიან სერიოზულად ვერთობოდი და იმ დროს ქსელში დედამოტყნული CS-ის მერე ეს რო ვნახე ტვინი ამიფეთქდა. ერთმანეთში შეილებოდა რაღაც ეპიკურის გათამაშება და მერე საათობით ლაპარაკი მომხდარ ბრძოლებზე (age of empires 2 თავიდან კომპი ვერ მიქაჩავდა და ეგ თემა გამოტოვებული მქონდა ეს რო ვნახე ინტერნეტ კაფეში, თან ეს ბევრად ეპიკურია იმაზე).

ეხა რო გამოვა დავითრიოთ ვისაც გახსოვთ ამის მუღამი იმ კამანდამ მაინც და შეუბეროთ ხოლმე საღამოობით. 3D გადატანით კი ცოტა სხვა ვიდზეა, მარა მექანიკა თუ იგივე იქნა მგონი მაინც იგივე მუღამებს მოიტანს.
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
SLaYeR
Posts: 4153
Contact:

Cossacks 3

Unread post#4 » 21 May 2015 13:14

მე პირიქით არასდროს არ მევასებოდა ;/
Age of Mythology და Rise of Nations მომწონდა ძალიან
Age of Mythology დათრეული მაქ და ვთამაშობ ხოლმე უბნელ ძმაკაცთან
თუ კარგი გამოვა დავითრიოთ და გავერთოთ, მაგარი მუღამი აქვს საღამოობით არაპროფესიონალურად რო უჯდები სტრატეგიას და ნელნელა რო ამუღამებთ ერთად გართობის პონტში
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Cossacks 3

Unread post#5 » 23 May 2015 03:49

rise of nationsს ვთამაშობდი მეც და მაგრად მევასებოდა.

და კაზაკები ჩემმა სიძემ შემაზიზღა, მიწასთან მასწორებდა ხოლმე, რაღაც ქონდა დამუღამებული, 200 კაცით მოდიოდა და ჩემს 2000ს თოფებით ხოცავდნენ არადა მეც მყავდა იგივე თოფები
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.


User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Cossacks 3

Unread post#7 » 27 Aug 2015 12:03

3D გადაყვანა რაღაც არ უხდება. "მრაჩნი" იერს აძლევს.
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
Alucard
Posts: 471
Contact:

Cossacks 3

Unread post#8 » 27 Aug 2015 12:51

სახლები და ლანდშაფტი მომეწონა და უნიტები ვერ დგას კაი ვიდზე, ყოველშემთხვევაში ერთი რაკურსით რო ითამაშებ ზემოდან შეიძლება უკეთესი იყოს. კამერის მოძრაობისას უნიტები ძალიან უცხოდ გამოიყურებოდა ;/

User avatar
SLaYeR
Posts: 4153
Contact:

Cossacks 3

Unread post#9 » 27 Aug 2015 13:12

რას ერჩით საკაიფოა
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: Cossacks 3 - [Release Date: 2016]

Unread post#10 » 15 Oct 2016 11:38

გამოსვლის ინფო:
Release Date: Sep 20, 2016
Developer: GSC Game World
Genre(s): Strategy
Metascore 64
User Score 6.1

https://www.youtube.com/watch?v=4NlMahxcl6c
ვიზუალი ისედაც არ მომეწონა, არაფერი არ მისცა 3D-ში გადაყვანამ, კლასიკა ბევრად სიმპატიურია. დანარჩენიც დიდიად იმედის მომცემი არ გამოვიდა. ფაქტიურად რიმეიქია და არა ახალი ნაწილი, რაღაც ბანალური მინუსებით
https://coub.com/view/1cdqmc

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests