Little Devil Inside - [Release Date: 2017],

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

Little Devil Inside - [Release Date: 2017]

Unread post#1 » 14 Apr 2015 16:13

Neostream გუნდი მოთამაშეებს უჩვეულო თამაშს სახელწოდებით Little Devil Inside უმზადებს, რომელშიც გაერთიანებული იქნება სათავგადასავლო ექშენების და RPG დამახასიათებელი ელემენტები. შემქმნელმა გუნდა უკვე გამოაქვეყნა თამაშის სადებიუტო ტრეილერი და Kickstarter საჭირო თანხების მოგროვების კომპანიაც დაიწყო

>>>

დეველოპერების თქმით, თამაშის შექმნაზე ისინი ისეთმა პროექტებმა შთააგონეს როგორებიცაა, Dark Souls და The Legend of Zelda. თამაშის სამყარო შესრულებულია ფენტეზი სტილში, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა სახის უზარმაზარი ტერიტორია, რომლებიც მოთამაშეებს მათი მთლიანი ფანტაზიის ამუშავების საშუალებას მისცემს.

"უმაღლესი ხარისხის ტექსტურების მქონე რეალისტური პერსონაჟების და უამრავ პოლიგონიანი ობიექტების შექმნის მაგივრად, ჩვენ მთავარ მიზანს სიცარიელის გრძნობის შექმნა წამოადგენდა, სიცარიელის რომელიც ყველა მოთამაშემ თავისი ძალებით უნდა შეავსოს", - აღნიშნავენ დეველოპერები.

>>>

მოთამაშეებს ატმოსფერული გეიმფლეის, დაუვიწყარი თავგადასავლების და უჩვეულო ქმნილებებით სავსე სურიალისტურ სამყაროში ჩაყრიან. გეიმერის მთავარი მიზანი - გადარჩეს ამ სახიფათო, მაგრამ საინტერესო სამყაროში. თამაშში მოცემულია სიუჟეტური ხაზი, მაგრამ დეველოპერები აღნიშნავენ, რომ სრული თავისუფლების შეგრძნების გამო, მისიებთან ურთიერთქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. მხოლოდ მოთამაშის გადასაწყვეტია, გამოიკვლიოს ქალაქები, იბორიალოს ტყეებში, მთებზე, თუ გაემგზავროს უდაბნოში. მოგზაურობის დროს ბევრ პერსონაჟს აღმოაჩენთ, რომელთა შორის სხვა მოთამაშეებიც იქნებიან.

>>>

თავგადასავლებს ასევე შეავსებენ მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც მოთამაშეს ყველა კუთხეში ელოდება. თამაშში მოცემულია ორთაბრძოლების და ლუთის სისტემა, ასევე გადარჩენის მექანიკა, რომელიც გმირის მოთხოვნილებზეა დაფუძვნებული. ამ მომენტისთვის გუნდმა მოთხოვნადი 250 დან დაახლოებით 40 მოგროვება შეძლო. პროექტის მხარდაჭერა უკვე Steam Greenlight საშუალებითაც შესაძლებელია.
კვაზი-mode

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest