StarCraft 2: Legacy of the Void, PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

StarCraft 2: Legacy of the Void

Unread post#1 » 08 Nov 2014 13:42

ცნობილი გახდა StarCraft 2-ის მესამე, ანუ ბოლო ნაწილის პირველი დეტალები. ტრილოგიის დასასრულის სახელია Legacy of the Void. თამაშის ცენტრალური პერსონაჟი იერარქი არტარისი გახდება. პროტოსების ლიდერმა საკუთარი პლანეტა აიური უნდა დაიბრუნოს. მას ასევე უძველესი ღმერთის ამონის შესაჩერებლად, რომელიც მთელი გალაქტიკის განადგურებით იმუქრება, ადამიანეთან და ზერგებთან გაერთიანება მოუწევს. სამყაროში არტარისი პროტოსების ძველი ხომალდით "აპკე ადუნათი" იმოგზაურებს. პროტოსების ლიდერის გარდა თამაშში გამოჩდებიან ისეთი გმირები როგორიცაა ჯიმ რეინორი, კერიგანი, ზერატული და სხვები.

>>>

დამატება ცვლილებებს მულტიფლეიერ რეჟიმებშიც შეიტანს. დეველოპერები ახალი იუნიტების დამატებას და უკვე არსებულის გაუმჯობესებას გეგმავენ. მაგალითად, ზერგების რასაში გამოჩდება არსება "ლიურკერი", ხოლო "ორაკული" საჰაერო მინების დადებას ისწავლის. Legacy of the Void-ის შემქმნელების თქმით, StarCraft 2 შეტანილმა ცვლილებებმა უნდა გაახალისოს სათამაშო პროცესი და მეტი ტაქტიკური შესაძლებლობები უნდა შეიტანოს მასში. უფრო დეტალურად ამ ვიდეოებიდან შეიტყობთ: 1 2 3

>>>

ამის გარდა, დეველოპერები თამაშში სამ ახალ რეჟიმს დაამატებენ. StarCraft 2-ში გამოჩნდება ყოველდღიური ტურნირები, რომელში მონაწილეობის მიღებასაც ყველა მსურველი შეძლებს. "არხონტის" რეჟიმში ორი მოთამაშეს ერთი ბაზის მართვა მოუწევთ, ხოლო "გაერთიანებული განკარგვის" დროს მომხმარებლებმა სხვადასხვა სცენარები უნდა შეასრულონ.

StarCraft 2: Legacy of the Void გაიყიდება როგორც დამოუკიდებელი დამატება და არ მოითხოვს სხვა ნაწილების ქონას. ახლო მომავალში დეველოპერები ბეტა ტესტირების გაშვებას გეგმავენ. პროექტის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობი რჩება.
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Re: StarCraft 2: Legacy of the Void

Unread post#2 » 14 Dec 2015 16:11

გამოსვლის ინფო:
Release Date: Nov 10, 2015
Developer: Blizzard Entertainment
Genre(s): Real-Time Strategy
Metascore 88
User Score 8.3

კიპერამ გახსნა მეორე თემა, ალბათ ვერ იპოვა სერჩში. მეც არ მახსოვდა, მარა რომელიმეს წაშლას ორივე თემა იყოს ჯობია. უბრალოდ ლინკს დავდებ იმაზე >>>
https://coub.com/view/1cdqmc

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests