InSomnia - [Release Date: TBA],

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

InSomnia - [Release Date: TBA]

Unread post#1 » 22 Oct 2014 23:04

წარმოიდგინეთ id Software-ს Rage პირველი პირის შუთერის მაგივრად, კლასიკური RPG სტილის, ანუ რაღაც Fallout და Arcanum მსგავსი, რომ გაეკეთებინა. მათ რაღაც InSomnia მსგავსი გამოუვიდოდათ - Kickstarter-ის კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული პროექტი - დეტალური და ღრმა გეიმფლეის მქონე, ბრუტალური დიზელპანკის სეთინგში შესრულებული RPG.

InSomnia მოქმედება კოლოსალური ზომის ძველ კოსმიურ ხომალდზე ვითარდება, სადაც პერსონაჟი კრიოგენური სიზმრისგან იღვიძებს და როგორც ირკვევა იგი მსოფლიოს ბოლო იმედათაა დარჩენილი. მოგზაურობის დაწყებიდან 400 წელია გასული, ეს მასიური სადგური კი უკვე ის აღარ არის რაც ადრე იყო.

ეს სტუდიის Kickstarter-ზე "გასროლის" პირველი ცდა არ გახლავთ - გასულ წელს, იგივე პროექტის MMO სახით გამოშვების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, გუნდმა საწყის იდეაზე უარი თქვა და საკუთარი ძალებისთვის უფრო შესაფერისი ვარიანტი აირჩია. თამაშის გამოსვლა 2015 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

    ძირითადი თავისებურებები:
  • ფუტურისტული დიზელპანკის სეთინგი.
  • პერსონაჟის ღრმა კოსტიუმირების მოდელი.
  • სოლო და კოოპერატიული გასვლა.
  • პერსონაჟის რეალური დროის ტაქტიკური ბრძოლების მეშვეობით განვითარება - როგორც მარტო, ისევე მეგობრებთან ერთად, აკონფიგურირეთ ასობით სკილი და შესაძლებლობა.
  • გადარჩენა - შიმშილი, მძიმე ამინდის პირობები, პერსონაჟზე პირდაპირ მოქმედი ტრამვები.
  • ფასეული ტექნოლოგიების და რესურსების ძიება.
  • ლეველების გარეშე მოცემული დრეკადი სისტემა რომელიც ექსპერიმენტების და უნიკალური მიდგომის მქონე გეიმფლეისკენ გიბიძგებთ.
  • შემთხვევითობის მეთოდით გენერირებადი მისიები და მოვლენები.
  • არასწორხაზოვანი ქვესთები.
წყარო
კვაზი-mode

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest