Farsky, PC

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

Farsky

Unread post#1 » 20 Aug 2014 12:09

ოკიანის სიღრმეები თავისებურად საშიში და იდუმალებით მოცულია. არასდროს იცი თუ რა გელოდება წინ: დიდი თეთრი ზვიგენი, უზარმაზარი მედუზები თუ BioShock-ის მამიკო. პატარა სტუდიამ სახელად Farsky Interactive-მა Sandbox-ინდუსტრიაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა. მათი ახალი თამაშის, FarSky-ის გარშემო ფანების და ჰეითერების უკვე საკმაოდ დიდი ჯგუფია ჩამოყალიბებული. და კი, ამჯერად მოქმედება ოკიანის ბსკერზე განვითარდება.

>>>

თამაშის მთავარი იდეა: თქვენ ხართ განათლებული მეცნიერი, რომელიც აღჭურვილია უამრავი სახეობის ოკიანის გამოსაკვლევი აპარატურით. თქვენ ჯდებით წყალქვეშა ხომალდში და მიემართებით ოკიანი სიღრმეების გამოსაკვლევად. მგზავრობის დროს თქვენი ხომალდი ზიანდება, ხოლო მთავარი გმირი ოკიანის ფსკერზე სკაფანდრის და ჟანგბადის ბალონის ამარა რჩება. რა ვქნათ? რათქმაუნდა უნდა გადავრჩეთ!

>>>

გადარჩენის პროცესში რესურსების მოპოვება, ბაზის მშენებლობა, გაფუჭებული წყალქვეშა ხომალდის ნაწილების ძიება, თეთრი ზვიგენების ხოცვა და თევზეულით კვება მოგვიწევს. ამ ჩამონათვალში კი მთავარი ხომალდის ნაწილების მოგროვებაა. 9 დეტალის შეგროვების შემთხვევაში ჩვენი გმირი უკან წყლის ზედაპირზე მიემგზავრება. ხოლო ასვლის შემდეგ უზარმაზარ ბოსთან უწევს შებრძოლება.

>>>

გეიმფლეის თვალსაზრისით FarSky თავის მთავარ ოპონენტთან, მეგა პოპულარულ Minecraft-თთან შედარებით გაცილებით რთული ჩანს. თამაშში მოცემულია ფაქტორები, რომლებიც მას გაცილებით რეალისტურს და ჰარდკორულს ხდის. მაგალითად ტემპერატურის, წნევის და ჟანგბადის მაჩვენებლები. მაღალი წნევის დროს პერსონაჟი გაცილებით მეტი ჟანგბადის მოხმარებას იწყებს, დაბალი ტემპერატურისგან იყინება, ხოლო ჟანგბადის უკმარისობისგან რათქმაუნდა იხრჩობა. ჟანგბადი, ისევე როგორც სხვა მაჩვენებლები ბაზაზე რეგულირდება.

>>>

ამ მომენტისთვის თამაშს არ გააჩნია მულტიფლეიერ რეჟიმები. დეველოპერების მტკიცებით, FarSky-ში თავიდანვე მხოლოდ სოლო გასვლაზე კეთდებოდა აქცენტი, მაგრამ მოთამაშეების დაჟინებული თხოვნის გამო მათ შესაძლოა მსგავსი ფუნქციებიც დაამატონ (წყარო).
კვაზი-mode

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 3 guests