მთავარი გმირი:
სანამ რედის მოკვლას შეეცდებოდნენ იგი კლაუდბენკის ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო. მკვლელებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რის გამოც იგი ცოცხალი გადარჩა, გადარჩენის პარალელურად მან მისივე მკვლელობისთვის განსაზღვრული, უცნაური მოლაპარალე ხმალი/ტრანზისტორი და კლაუდბენკის განადგურების შესახებ დატოვებული ინფორმაცია ჩაიგდო ხელში, სანაცვლოდ კი ორი, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საყვარელი ადამიანი და განუმეორებელი ხმა დაკარგა.
სათამაშო პროცესი:
უშუალოდ სათამაშო პროცესი ორ სახეობად იყოფა: რეალური დროის და დაგეგმარების რეჟიმები. დაგეგმარების რეჟიმის დროს, მოთამაშე თავის მართვის ქვეშ მყოფი პერსონაჟის მოქმედებების თანმიმდევრობას განსაზღვრავს, ხოლო რეჟიმის გათიშვის შემდეგ მოცემული მოქმედებები ავტომატურად სრულდება. დაგეგმარების რეჟიმში მოსახვედრად ნელა შევსებადი პანელის გამოყენებაა საჭირო, რის გამოც მოცემულის სისტემატიურად გამოყენება უბრალოდ შეუძლებელი ხდება. თამაშში ასევე წარმოდგენილია სტანდარტული, მოკალი მოწინააღმდეგე, მიიღე გამოცდილების ქულები, ანუ EXP. გამოცდილების საკმარისი ქულების მოგროვების შემთხვევაში, მოთამაშე ახალ ლეველს და "ფუნქციებად" წოდებულ, სპეციალურ შესაძლებლობას იძენს, რომელიც შემგომში შეგიძლიათ სხვა მსგავს შესაძლებლობებს შეურიოთ, რაც დამატებითი ეფექტების მიღებაში დაგეხმარებათ. სულ "ფუნქციების" სამი რეჟიმი არსებობს: აქტიური, პასიური და აქტიურის დამატებითი. პლიუს ამას, მოთამაშეს ახალ ლეველზე გადასვლისას ფუნქციის ახალი სლოტების, აქტივაციის დამატებითი განყოფილებების და ერთდროულად გააქტიურებადი შესაძლებლობების გახსნა/გააქტიურება შეუძლია. ყველა მსგავსი ოპერაციის განხორციელება გზაზე შემხვერდრი ტერმინალების საშუალებით ხორციელდება.
ვიზუალი და მუსიკა:
ჩეხი ილუსტრატორის ალფონსო მუხის (Alfons Mucha) ნამუშევრები რედის და კლაუდბენკის შემქმნელისთვის (Jen Zee) აშკარად ერთერთი უმთავრესი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ამ ყველაფერში დასარწმუნებლად ორი ხელოვანის ნამუშევრების ერთმანეთთან შედარება დაგვეხმარება: >>>
თამაშისთვის შექმნილ მუსიკალურ გაფორმებაზე დარენ კორბი (Darren Korb) მუშაობდა, ხოლო ვოკალის როლში ეშლი ბარეტი იყო. (პირადად მე არ მომისმენია, არ მინდა რო თამაშამდე დავისპოილერო, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მაღალი დონის საუნდტრეკი აქვს).
► Show Spoiler