Transistor, PC, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8277
Contact:

Transistor

Unread post#1 » 03 Jun 2014 16:49

Transistor - Supergiant Games მეორე პროექტი, რომელიც ბევრი რაღაცით მათ პირველ პროექტს, Bastion მოგაგონებთ. ორივე თამაში მსოფლიოს აღსასრულს ეძღვნება, უბრალოდ Bastion იგი უკვე მომხდარია, ხოლო Transistor ეს ყველაფერი თამაშის პროცესშივე ვითარდება. ჩუმი გმირები ორივე პროექტში მიტოვებული ქალაქების ქუჩებში დახეტიალობენ და გზაზე შემხვედრ თითქმის ყველანაირ არსებას უსწორდებიან.

>>>

მთავარი გმირი:
სანამ რედის მოკვლას შეეცდებოდნენ იგი კლაუდბენკის ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო. მკვლელებმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რის გამოც იგი ცოცხალი გადარჩა, გადარჩენის პარალელურად მან მისივე მკვლელობისთვის განსაზღვრული, უცნაური მოლაპარალე ხმალი/ტრანზისტორი და კლაუდბენკის განადგურების შესახებ დატოვებული ინფორმაცია ჩაიგდო ხელში, სანაცვლოდ კი ორი, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საყვარელი ადამიანი და განუმეორებელი ხმა დაკარგა.

>>>

სათამაშო პროცესი:
უშუალოდ სათამაშო პროცესი ორ სახეობად იყოფა: რეალური დროის და დაგეგმარების რეჟიმები. დაგეგმარების რეჟიმის დროს, მოთამაშე თავის მართვის ქვეშ მყოფი პერსონაჟის მოქმედებების თანმიმდევრობას განსაზღვრავს, ხოლო რეჟიმის გათიშვის შემდეგ მოცემული მოქმედებები ავტომატურად სრულდება. დაგეგმარების რეჟიმში მოსახვედრად ნელა შევსებადი პანელის გამოყენებაა საჭირო, რის გამოც მოცემულის სისტემატიურად გამოყენება უბრალოდ შეუძლებელი ხდება. თამაშში ასევე წარმოდგენილია სტანდარტული, მოკალი მოწინააღმდეგე, მიიღე გამოცდილების ქულები, ანუ EXP. გამოცდილების საკმარისი ქულების მოგროვების შემთხვევაში, მოთამაშე ახალ ლეველს და "ფუნქციებად" წოდებულ, სპეციალურ შესაძლებლობას იძენს, რომელიც შემგომში შეგიძლიათ სხვა მსგავს შესაძლებლობებს შეურიოთ, რაც დამატებითი ეფექტების მიღებაში დაგეხმარებათ. სულ "ფუნქციების" სამი რეჟიმი არსებობს: აქტიური, პასიური და აქტიურის დამატებითი. პლიუს ამას, მოთამაშეს ახალ ლეველზე გადასვლისას ფუნქციის ახალი სლოტების, აქტივაციის დამატებითი განყოფილებების და ერთდროულად გააქტიურებადი შესაძლებლობების გახსნა/გააქტიურება შეუძლია. ყველა მსგავსი ოპერაციის განხორციელება გზაზე შემხვერდრი ტერმინალების საშუალებით ხორციელდება.

>>>

ვიზუალი და მუსიკა:
ჩეხი ილუსტრატორის ალფონსო მუხის (Alfons Mucha) ნამუშევრები რედის და კლაუდბენკის შემქმნელისთვის (Jen Zee) აშკარად ერთერთი უმთავრესი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. ამ ყველაფერში დასარწმუნებლად ორი ხელოვანის ნამუშევრების ერთმანეთთან შედარება დაგვეხმარება: >>>
თამაშისთვის შექმნილ მუსიკალურ გაფორმებაზე დარენ კორბი (Darren Korb) მუშაობდა, ხოლო ვოკალის როლში ეშლი ბარეტი იყო. (პირადად მე არ მომისმენია, არ მინდა რო თამაშამდე დავისპოილერო, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან მაღალი დონის საუნდტრეკი აქვს).

► Show Spoiler
https://coub.com/view/1cdqmc

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Transistor

Unread post#2 » 04 Jun 2014 07:42

ესენი გეიმდიზაინერები კი არა, კომპოზიტეროები უნდა იყვნენ
:3

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Transistor

Unread post#3 » 07 Jun 2014 01:39

ბასტიონთან შედარება არაა, ამან იმენა დამღალა აღარ მინდა თამაში, ეს საუნტრეკები კაია მარა ბასტიონის მთავარი საუტნრეკი ჯობია ყველას ერთად აღებულს, ვაბშე ატმოსფეროსაც არ მოაქ არაფერს არ მოაქ ვაბშე არ მომეწონა

gireimo
Posts: 8
Contact:

Transistor

Unread post#4 » 11 Aug 2014 16:35

მეც არ გამისწორდა,რაღაც მომენტშI თითქოს მაინც მოაქ ატმსოფერო მარა ამ რობოტუნებით სავსე გარემომ ვაფშე არ გამისწორა,მიუხედავად იმისა რო კომბატი საიტნერესო იყო მაინც მოსაწყენი გამოვიდა ჩემ თვალში

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests