Risen 3: Titan Lords, PC, X360, PS3

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#1 » 11 May 2014 00:35

Risen 3: Titan Lords
Piranha Bytes ახალი პროექტი Risen 3: Titan Lords ამ წლის აგვისტოში PC (Steam), Xbox 360 და PlayStation 3 ერთდროულად გამოვა. თამაში Risen 2: Dark Waters გაუმჯობესებული გრაფიკული ძრავის მეშვეობით იქმნება. მოვლენების განვითარების ადგილი ვიზუალურად შუასაუკუნეების ევროპას გავს, მაგრამ გარკვეული ლოკაციები ხმელთაშუა ზღვის და ტროპიკების მსგავსია. ყველა ლოკაცია ხელით არის დახატული. ავტორების თქმით, ეს სტუდიის ისტორიაში ყველაზე მოზრდილი სამყარო იქნება.

>>>

Risen 3 მთავარი გმირი, სრულიად ახალი პერსონაჟია. თამაშის დასაწყისში მის სულს ძლევამოსილი სულების მმართველი შთანთქავს. მომდევნო თავგადასავლებში მიღებული გადაწყვეტილებებით კი ჩვენი გმირი ან მოახერხებს საკუთარი ადამიანობის დაბრუნებას, ან საბოლოოდ დემონად გადაიქცევა. შინაარსის განვითარებასთან ერთად იგი ბევრ ნაცნობ პერსონაჟს შეხვდება (Risen 2 მთავარი გმირის ჩათვლით), ასევე მიცვალებულების სამყაროში მოხვედრაც არაერთხელ მოუწევს. Piranha Bytes სხვა პროექტების მსგავსად, სიუჟეტის განვითარება აქაც რამდენიმე ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების ურთიერთქმედებით მოხდება - ჯერჯერობით მხოლოდ სამი მათგანია ცნობილი.

>>>

საბრძოლო მექანიკა უფრო Gothic და Gothic 2 მსგავსი იქნება, ანუ ვეღარ შეხვდებით Risen წინა სერიის სისტემას: ოთხი საბაზისო დარტყმა, მარტივი კომბოები. აწი მოწინააღმდეგეების დარტყმების დაბლოკვაც აღარ გამოვა, მაგრამ დაბრუნდება მუშკეტები, მშვილდები, ვუდუს მაგია და ცურვა. საკუთარი გმირის თქვენი რეალური გემოვნების მიხედვით განვითარებისთვის, თამაშის პროლოგში ყველანაირი მაღალი ლეველის სპელის მოსინჯვის საშუალება გექნებათ. მოგვიანებით, მათ რათქმაუნდა "გაანულებენ".

>>>

გზადაგზა, დეველოპერები წინა სერიის რამდენიმე სავალალო შეცდომასაც გამოასწორებენ. პირველრიგში გაუმჯობესდება NPC მარშუტის ძიაებაზე პასუხისმგებელი ალგორითმი. ასევე მომავალში თქვენ ვეღარ იხილავთ რაიმე მცირე და გამაღიზიანებელ DLC, მათ მაგივრად მხოლოდ მაშტაბური და ღირსეული დამატებები გამოვა.
წინა ნაწილი არ მითამაშია, გავიგე, რომ ვერ იყო ისეთი როგორსაც ველოდებოდი, უფრო რაღაც ექსპერიმენტივით იქყო დეველოპერებისთვის. მაგრამ პრიველი დღემდე ძალიან ტკბილად მახსოვს (ნუ გიტიკებზე რო არაფერი ვთქვა). მესამეშიც აშკარად იმ დროისკენ უფრო იღებენ ორიენტირს და წინა ნაწილში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას გეგმავენ, რაც გასახარებელია, რადგან კიდევ ერთ Gothic არასდროს იქნება ზედმეტი )) ეს ზუსტად ის ხალხია, რომლებსაც მართლა შეუძლიათ ამ ლეგენდარული სერიისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი სავსე თამაშის დადება . ეს კი გუშინ გავრცელებული სინემატიკი
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#2 » 25 Jul 2014 13:58

UPD - Back to The Roots Feature >>>
ნოსტალგიური ცრემლით დამთავრდა ეს ყველაფერი ისეაქვთ ვიდეო გაკეთებული, რომ ეგრევე გახვედრებს თუ რამდენად კარგად იციან რა უყვართ მათ სერიაში ფანებს და რისი მოლოდინის გამართლება მოუწევთ. შეილება ნექსთ გენი არაა და რაღაც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით არ აკეთებენ, მარა ხელით დახატული სამყარო და თავგადასავლის გრძნობა თუ გოტიკის სერიების მსგავსი დატოვეს პირადად მე მეტი არაფერი არ მინდა ამათგან.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#3 » 12 Aug 2014 21:27

გამოსვლის ინფო:
Release Date: Aug 12, 2014
Developer: Deep Silver
Genre(s): Role-playing
Metascore 71 out of 100
User Score 5.9 out of 10
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4153
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#4 » 13 Aug 2014 04:33

ე ნაბო*ბი, ლომკები მქონდა უკვე მაგის იმედზე ვიყავი ცოტა რომ გამაძლებინოს ;/
მაინც დავხურავ :ცხენი:

***

>>> >>>

და არი ბიჭო! რამე ცუდი არ იფიქრო
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#5 » 13 Aug 2014 09:31

გააჩნია რატოაქ დაბალი შეფასებები, პროსტა შეილება თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება - გრაფიკა ...
დალშე თუ იგივე ხარისხი დევს რაც გოტიკ/რიზენ მაგრად მკიდია, ვთამაშობ მეც.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4153
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#6 » 13 Aug 2014 13:55

გრაფიკა ისეთი აქ, მე დავამოდელებდი ეგრე. ტექნიკურადაც პროტოტიპს გავს, რაც მა&ვებს, ვერ ვხვდები ყოველ ჯერზე თავიდან რატო წერე თამაშს როცა მექანიკა იგივეა და ყოველ ჯერზე უფრო გაუმართავი გამოდის.

მარა Fun Factor თავისებური და ექსპლორაციის მუღამი იგრძნობა უკვე. რაც მთავარია და გყავს და დანარჩენს ეშველება :D
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4153
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#7 » 16 Aug 2014 17:56

იმდენი ვითამაშე გუშინ ერთი სამი ინფაქტი გადავიტანე უძილობის გამო. რიზენ 2-ივით არის, არცერთი კომპონენტი ცალკე ნორმალურ ხარისხსაც ვერ უახლოვდება მარა ერთად ძალიან მუღამიანი სათამაშოა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#8 » 16 Aug 2014 23:01

დღეს დავიწყე და მაგრად გამისწორდა, რაღაც მონატრებულივარ RPG-ების თემას ეტყობა. სამყარო ისევ გოტიკის სტილში აღიქმება და ძალიან დეტალურად (ლამაზად) არი დახატული (ნუ ჯერ რაც ვნახე ყოველშემთხვევაში).
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4153
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#9 » 17 Aug 2014 02:27

ეძრობა ხოლმე ზოგჯერ აი ესეთი მომენტები და იძირები ნოსტალგიაში და ატმოფეროში.

ასეთი მომენტებიც ვერ აფუჭებს შეგრძნებას

ბონუსი

თან საუნდრეკი გაიხსენეთ ღამის
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8731
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#10 » 18 Aug 2014 19:12

ქურდების კუნძულზე იყავი? ეგრევე მანდ წავედი პროლოგის მერე და ჩემთვის ქვესთებს ვაკეთებდი. ეხა პირატების ბუხტისკენ დავიძარი და ესეც საინტერესო კუნძული ჩანს (ყველა კუნძული ცალკე ამბავივით როა ასწორებს მაგრად). კომბატი ძაან კრივოი მეჩვენება მარა ისე მოაქ გოტიკის Fილს რო მკიდია, თანამგზავრიც მაგარი გამო....ია, სადღაც დგება და აღარ მოდის ტიპი ))) მარა მაგასაც გაუძლებ)
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4153
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#11 » 19 Aug 2014 00:33

კი გუშინ დავხურე ეგ კუნძული, გაასწორა. ჯაფარა თუ გინდა ტარინისშია.
მე შევედი მაგების გილდიაში და ძაან ძაან საკაიფო იდეა გაეზრო, ანუ მაგიაა და თან მელეე კომბატია. ანუ რო ჩხუბობ რაღაც ხელჩართული ბრძოლების ანიმაციას უკრავ და თან სპელს ისვრი. მაგარი გამისწორდა. მტრების AI მაინც ტვინს ღუნავს მარა რო დააფგრეიდებ ყველაფერს მერე გემატება კომბოები, ბლოკები და იცვლება ანიმაცია და ნაკლებად გამაღიზიანებელია კომბატი.

ეხა დაბალ ლეველში თუ შეგაჯდა მონსტრი და გიტევს გაუჩერებლად, ორჯერ დააწექი W-ს და გაგორდები და გაუტეხავ კომბოს. კიდე ალქიმია ისწავლე, როგორც გოთიკაში აქაც შეგილია სტატების გაზრდის პოუშენის მოხარშვა და ამოგწევს მეორად სკილებში.

მე ტარინისი, ანტიგუა, ტაკარიგუა, კალადორი ლავის ადგილის გამოკლებით და ქურდების კუნძული დავხურე უკვე. ეხა კილა დამრჩა და ნისლის კუნძული. ყველაფერს ვაექსპლორებ ბოლომდე.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4153
Contact:

Risen 3: Titan Lords

Unread post#12 » 20 Aug 2014 16:36

მივადექი ბოლო კუნძულსაც ;/ რა გაძლებს ეხა შემდეგ რპგ-მდე ;/
ვისიამოვნე საბოლოო ჯამში თამაშით, ერთი ნახევარი წელიც რო ემუშავათ და გაეპოლიშებინათ ყველაფერი საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდოდა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 26 guests

cron