Planet Explorers, PC - Early Access

თამაშები ჟანრებად:
RPG, JRPG, TRPG, Roguelike, HacknSlash, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
Riddick
Posts: 9193
Contact:

Planet Explorers

Unread post#1 » 10 Apr 2014 22:57

Planet Explorers - კიდევ ერთი უზარმაზარი გახსნილი სამყაროს მქონე სენდბოქსის ჟანრის თამაში. სათავგადასავლო RPG პროექტი, შორეულ პლანეტაზე სახელად "მარია". თამაშში Unity 3D-ზე დაფუძვნებული ახალი OpenCL სისტემა გამოიყენება, რაც სათამაშო ლანდშაფტის ნებისმიერი ფორმით დეფორმირების და ახალი ობიექტების ნებისმიერი სახეობების შექმნის საშუალებას გვაძლევს.

>>>

სიუჟეტის მიხედვით, 2287 წელს, Epsilon Indi Star სისტემაში მყოფ პლანეტა მარიაზე, ერთერთი პირველი კოლონიალური ხომალდი იქნა გაგზავნილი. დაშვების დროს ხომალდი მართვას კარგავს და პლანეტას ეჯახება. სამაშველო კაფსულების მეშვეობით, ზოგიერთი კოლონიზატორი გადარჩენას ახერხებს, მაგრამ პლანეტაზე დაშვების შემდეგ, სრულიად ახალი საფრთხე იჩენს თავს - პლანეტის ძირძველ მოსახლეობას საერთოდ არ გახარებია დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენა. კოლონიზატორები კი ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეეცდებიან გამოიკვლიონ, მოაგროვონ, ააშენონ, შექმნან, იბრძოლონ და ბოლოს სრულიად დაეპატრონონ მოცემულ პლანეტას.

>>>

გეიმფლეი მესამე და პირველი პირის პერსპექტვით არის წარმოდგენილი. მოთამაშეებს თავიანთი პერსონაჟის ხასიათის, იარაღების, ტრანსპორტის, ან შენობების შექმნა და განსაზღვრა შეუძლიათ. მოთამაშეები უნდა გაუმკლავდნენ სხვადასხვა დონის ინტელექტის მქონე მოწინააღმდეგეებს და დაიცვან კოლონისტები. ამ ეტაპზე (Early Access), თამაშში წარმოდგენილია დამოუკიდებელი სოლო რეჟიმი, ასევე არის შემთხვევითი, სოლო ან მულტიფლეიერ სათავგადასავლო რუკებიც. დეველოპერების მტკიცებით, მომავალში მულტიფლეიერი Planet Explorers-ში გაცილებით სერიოზულ ადგილს დაიკავებს და მომდევნო განახლებებში, მოცემული რეჟიმების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
- https://coub.com/view/1qfz5x

Riddick
Posts: 9193
Contact:

Planet Explorers

Unread post#2 » 28 May 2014 04:05

გამოსვლის ინფო:
Release Date: Mar 11, 2014
Developer: Pathea Games
Genre(s): Survival
Metascore - No score yet
User Score 7.2 out of 10

Note:
ეს Early Access თამაშები ძალიან გაურკვეველი მოვლენაა და ცოტაოდენი ანალიზის შემდეგ გადავწყვიტე გამოსული თამაშების განყოფილებებში გადავანაწილო. მომწონს ეს პროექტი ზოგადად, მაგრამ ვფიქრობ რო უაზროდ დაიკარგება ესეც მასაში (მარა ვნახოთ, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის).
- https://coub.com/view/1qfz5x

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 13 guests