Satellite Reign, PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Satellite Reign

Unread post#1 » 03 Apr 2014 21:54

Satellite Reign
>>>

Satellite Reign - მოცემული პროექტი, ძალიან ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი, საკულტო თამაშის Syndicate Wars გაგრძელება გახლავთ. ახალი კიბერპანკ სტრატეგიის Satellite Reign-ის დეველოპმენტისთვის საჭირო 350 000 ევროდან, შემქმნელებმა 461 000 მოაგროვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში გაყიდვაში უკვე 2014 წლის ბოლოსთვის გამოვა. Satellite Reign-ში დეგრადირებული სოციალური წყობის მქონე მომავლის სამყარო იქნება წარმოდგენილი, სამყარო სადაც ყველაფერს უზარმაზარი კორპორაციები განაგებენ, მათი კონტროლის ქვეშაა ყველა მართვის ორგანო და პოლიცია, ხოლო მოახლეების როლში ამ უსამართლო სამყაროში დაბადებული, ჩვეულებრივი ადამიანები ყავთ. თქვენ თქვენი 4 კაციანი გუნდის დახმარებით, მოცემულ ქაოსში წესრიგის დამყარების და სამართლიანობის აღდგენის საშუალება გეძლევათ.

>>>

ტაქტიკურ და სტრატეგიულ შემადგენლებს შორის დაჭერილი ოქროს შუალედის გამო, თამაშს უამრავ ახალ გულშემატკივარს უწინასწარმეტყველებენ. იარაღების აფდეითების და პერსონაჟების შექმნის გაფართოვებული სისტემა, კონფლიქტების მოგვარების სხვადასხვა გზები და შეუზღუდავი მოქმედებების თავისუფლება, უნიკალური, კონკრეტულად თქვენი თამაშის სტილის შექმნის საშუალებას მოგცემთ. საიდენტიფიკაციო ნომრები, იმპლანტანტების და ხელოვნური ორგანოების ბაზარი, ათასნაირი დივაისები, კლონების ბანკი, რომელიც თქვენი გარდაცვლილი აგენტების დაბრუნებაში დაგეხმარებათ, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმისა რაზეც 5Lives Studios დეველოპერები მუშაობენ (მათი თქმით პროექტი უკვე 60% მზადაა - ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო ცარიელი დაპირებების მაგივრად, რეალურად საკულტო ტატქტიკურ სტრატეგიას გვაჩუქებენ). Pre-alpha - >>>
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Satellite Reign

Unread post#2 » 06 Apr 2014 13:52

ცოტა ხნის წინ გამოსულ შადოურანს მაგონებს რატომღაც.
ვიზუალი ძაან მომწონს ასეთი ;ს
რა გამოუვათ ვნახოთ.

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Satellite Reign

Unread post#3 » 14 Nov 2014 21:05

UPD - Early Access Trailer >>>
ნოსტალგია მომაწვა.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Satellite Reign

Unread post#4 » 19 Mar 2015 03:02

კაიხანია Early Access გამოვიდა და ხალხი თამაშობს + დადებით შეფასებებსაც უწერენ.
Early Access როგორც იცით გამოსულებში გადამაქ, ამითო ესეც შესაბამის კატეგორიაში წავიდა.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Satellite Reign

Unread post#5 » 25 Aug 2015 12:26

საბოლოო ვერსიამდე მიიყვანეს როგორც ჩანს და გამოსვლის წინა ტრეილერიც გაავრცელეს >>>
სეთინგი, გეიმფლეი, კამერა, ყველაფერი მომწონს, პროსტა გრაფიკა აქ რამდენიმე წლის წინანდელი თამაშის.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests