Kingdom Come: Deliverance, #1 აღწერა | PC, PS4, Xone

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#21 » 05 Jan 2017 01:33

ტყე ისეა გაკეთებული პახოდში რო წახვიდე, გადაიღო და youtube-ზე ჩენელი გააკეთო შეილება მოაგროვო სუბსქრაიბერი ))
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#22 » 05 Jan 2017 03:31

ტყე ნამდვილია... მანდ თუ მასეთი ტყეები ჩადეს და თან დიდი ვაბშე ვეღარ გამომიყვანთ მაგედან, ყველა ბილიკს შევისწავლი და რობინ ჰუდი გავხდები )))
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
SLaYeR
Posts: 4252
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#23 » 11 Jan 2018 04:28

http://www.pcgamer.com/being-a-nobody-i ... _pcgamerfb

ძალიან დამაიმედებელი რევიუა. ვიდეოც აუცილებლად სანახავია, ძალიან რეალისტური სამყაროს დიზაინია და გამოკვლევა ძალიან საინტერესო ჩანს
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#24 » 02 Feb 2018 02:32

ქარიზმა გადმოდის ტრეილერიდან
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4005
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#25 » 17 Feb 2018 23:33

ძალიან სასაცილოა. https://www.nexusmods.com/kingdomcomedeliverance/mods/
პირველი მოდი რაც დაიდო იყო Unlimited Saves, ანუ ფიზიკურად პირველი რაც დაიდო.
მეორე გრაფიკის, მესამე Lockpicking-ის გაიოლების და დანარჩენიც მიყვება წონის მოცილება, მშვილდზე სამიზნე, ჩაფხუტის ეკრანის ბლოკერის დამალვა და ა.შ.

ძალიან მომწონს მოდები ამ მხრივ რომ დეველოპერის წვეტიანი იდეების მოქესტვა შეილება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

girei136
Posts: 1
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#26 » 19 Feb 2018 03:03

არადა რაღაც მუღამიც აქვს სეივის ლიმიტსაც :დ

User avatar
hellwalker
Posts: 4005
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#27 » 19 Feb 2018 07:13

მუღამი აქ როცა არ იკრაშება თამაში და ბევრი დიალოგი და სთორი არაა. ასევე მისიაზე როა ან დანჯენ რანზე აწყობილი თამაში და არა ოფენ ვორლდზე. პახოდუ ოპციპნალური პწიჩკა როცაა და არა ჩაინტეგრირებული ფიჩერი.
თან დაჟე გამოსვლისას დასეივება არ ქონდათ დამატებული, ეხა აპირებენ. გამოდის რომ იმენა იძულებული იყავი გეთამაშა მანამ სეივს არ იპოვიდი.


მოკლედ needless to say, გაუტესტავად გავაჯმევინებ მაგ ფიჩერს როცა დავიწყებ თამაშს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#28 » 19 Feb 2018 12:00

აუ არა, სეივის გარეშე დღეს თამაში ძაან სისულელეა, მითუმეტეს ამ სტილის. ისედაც 20 საათიანი შესვლის ბარიერი როაქ, ლამის წერაკითხვის თავიდან სწავლა რო გიწევს და კიდე სეივს რო არ აკეთებს ...
ზოგადად ეს მინი დისკომფორტების შემქმნელი მექანიკები ძაან ბევრი ყოფილა, რაც მიმოხილვიდან ვნახე.

მარა წუწუნს არ დავიწყებ. ქრაუდფაუნდინგით ამხელა რაღაც რო შეძლეს ეგეც ცალკე სერიოზული მიღწევაა. ამიტო ხელის ჩაქნევა არამგონია ღირდეს. ეხა მაგარი გაჰაიპტა, კარგად გაიყიდება, რაც იმას ნიშნავს რო სერიოზულად დახვეწავენ. ერთი სამი ოთხი თვე უნდა მისცე ისეთი სიტუაციაა.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#29 » 23 Feb 2018 04:56

მახსოვს წლების წინ ამ თამაშის სახელის გამო მეღადავეთ :))))
ყველა კმაყოფილია და რაც რიდიკმა თქვა მაგას წერენ, რამოდენიმე თვე უნდა პაჩები და ძაან დონე რპგ შეგვრჩებაო))
მე ჩემი 1050 ტი-თ წესიერად ვერ ვთამაშობ და იქითა წლისთვის შევინახავ ამ იგრას))))))))
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
hellwalker
Posts: 4005
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#30 » 23 Apr 2018 02:44

ჩავწერე, სტიმ სეილზე მინდოდა მოცდა და ყიდვა მარა დამეზარა ლოდინი. რამე DLC-ებს ხევენ მანამდე და ერთად დავითრევ.

https://imgur.com/a/EVQ8rhO

კაროჩე საბოლოო ჯამში არის Medieval Oblivion. რეალისტური გარემოც არის, ეს 12 ტანცაცმლის ლეიერიც, კომბატიც ასე თუ ისე ტაქტიკურია მარა Feel Gamepley-ს აქ Oblivion-ის. დარბიხარ რუკაზე, ბანდიტებს ებრძვი, ლუტს აგროვებ, დიდი ტერიტორიაა და მართო ერთი ოროლა ქვესტი თითო სოფელში ზოგან არც ეგ, ცოტა სთორი NPC. ჯერჯერობით ყველაზე მეტად რაც გამისწორდა ესაა https://imgur.com/a/zdZfX6C მედიევალ ფაქტები მოკლედ აღწერილი.

არ დავმალავ და ვიჩერის სტილიზებული ტყეები და ქალაქები უფრო შთამბეჭდავი იყო ვიდრე ამისის ფოტორეალიზმი. მარა ალბათ "ნა ლუბიწელა".

სთორი ეგეთ პონტში რა ჯერჯერობით. ტიპიური ჰოლივუდური კინოსავით მიდის Medieval. რაღაც აი ნაპერწკალი აკლია და სახასიათოობა პერსონაჟების.

რაც ამათ უნდოდათ "Red Dead Redemption" ხმლით, დიდად არ გამოვიდა. არც World-ია ეგეთი ლამაზი და სახასიათო და არც პერსონაჟებ/სიტუაციები. ერთი 2 წელი რო კიდე ემუშავათ შეილება მიეღოთ რამე ეგეთი. იმედია მეორე ნაწილში გაქაჩავენ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4005
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#31 » 23 Apr 2018 09:51

აუ რამხელა პოტენციალია ტო https://imgur.com/a/wZxK7Fv
დაჟე ნადირობაც ასეთ ტყეში, მარა რავი არ მოაქ რა ჩემთვის როგორც უნდა მოიტანოს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4005
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance - [Release Date: 2016]

Unread post#32 » 24 May 2018 03:02

DLC დაანონსეს http://www.rpgcodex.net/article.php?id=10909
ვაბშე რო ევაჟკაცათ CDProject-ივით და Enhanced-ზე წასულიყვნენ არ იქნებოდა ურიგო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4005
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#33 » 26 May 2018 17:22

დავხურე თამაში. საერთო ჯამში შუასაუკუნეების Oblivion-ად მოვნათლავდი თამაშს და ჰოლივუდის ბოევიკად სიუჟეტს. კონტენდი არც ისე ცოტა აღმოჩნდა როგორც თავიდან მეგონა, უბრალოდ ცუდათ არის განაწილებული. მთავარი სიუჟეტი ხსნის ახალ ფენა ქვესტებს, მაგრამ რადგან Gothic-ივით აქტებად არ არის დაყოფილი გაუგებარია როგორ და რა პრინციპით გაიხსნება ახალი ქვესტი. ამიტომ მთავარი სიუჟეტის დროულად მიყოლით უფრო შევსებული ექსპერიენსი გხვდება.

სამყარო და გრაფიკა საკმაოდ ლამაზია და ძალიან რეალისტური. მაგრამ რეალისტურობის გამო ატმოსფერულობა აკლია რაც მხატვრულ დამუშავებას მოაქ. ფანტაზიით გასასცოცხლებელი ნაკლებია და უფრო იმას იღებ რაც თვალწინ დაგიდეს. განსაკუთრებით ტყეებმა იზარალა მაგითი, იდუმალების და დაკარგულობის შეგრძნებას არ იწვევს, ცხოველების სიმწირე ასევე ნაკლებად უღრანი და ველური ტყის ატმოსფეროს ქმნის. სამაგიეროდ სკანირების და რეალური რეფერენსების ხარჯზე უამრავი უნიკალური, რეალისტური ადგილების პოვნა შეილება რომლის მსგავსს სხვა თამაშში ვერ ნახავ. https://photos.app.goo.gl/0M5IkKxdOXGLjIfl2 https://photos.app.goo.gl/U4i3BGZrDBm4468Y2


ხმლის კომბატი ინვაციური და საკმაოდ საინტერესოა. სამწუხაროდ ბალანსის პრობლემის გამო ყველაზე ეფექტური ბრძოლის მეთოდი სწრაფი შერჭობის დასპამვა არის ამიტომ არ გიწევს დამუღამება ბრძოლის საერთოდ. მშვილდის სროლა იმდენად რახიტია რეალურ ცხოვრებაში უფრო ისწავლი მშვილდის სროლას ვიდრე ამ თამაშში. მასიური ბრძოლები ძალიან შთამბეჭდავია, ორმაგად შთამბეჭდავი იმის გამო რომ უბრალო ჯარისკაცი ხარ და შენს გარშემო არაა აწყობილი არაფერი. ერთ ადგილზე რო დადგე და არაფერი აკეთო მაინც პროგრესირებს ბრძოლა. ციხესიმაგრეებზე შეტევები განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია. თუმცა ბუნებაში შეტაკებებსაც არაფერი უჭირს.
https://photos.app.goo.gl/nhbkaPput5DD6E5y6 https://photos.app.goo.gl/jrq0R0BAGaRqQ1Pa2 https://photos.app.goo.gl/k8oU2yDbnXxtlklA3

სიუჟეტი უმეტესად სწორხაზოვანია. იშვიათად გაქ საშუალება რამდენიმენაირად ამოხსნა ქვესტი, მაგრამ როგორც წესი ეს კარგ და არაოპტიმალურ ამოხსნებს შორის არჩევანია. ინტერვიუში ნახსენები მისიები სადაც ბრძოლას ან ერთი მხარე ან მეორე იგებს და სიუჟეტი მაინც წინ მიდის, მსგავსი არაფერი შემხვედრია. ქვესტები სიუჟეტურად საინტერესო და სახასიათოა, განსაკუთრებით ცოტა თუ ერკვევი ისტორიაში ან ისტორიული ფაქტებით დახუნძლულ კოდექს წაიკითხავ დროულად. ჯალათის დისკრედიტაცია, ბერის ცხოვრების და დღიური რეჟიმის სრულფასოვანი სიმულაცია, მძღნერს ვინ ზიდავს და წყალს ვინ მაგის გადაწყვეტა, მოკლედ მრავალფეროვნებასაც არ უჩივის თამაში და ქვესტების ისტორიული ადეკვატურობა და რეალიზმი თავისებურ შარმს ძენს ყველაფერს. სამწუხაროდ დამუშავების და პოლიშის ნაკლებობა იჩენს ხოლმე პერიოდულად თავს, ისტროიები წყდება მოულოდნელად და აღარ გრძელდება, ქვესტის ნაწილი დამაბნეველი და დაჩქარებულია ხოლმე ამოჭრილი კონტენტის გამო, ბაგებიც საკმაოდ ხშირად გხვდება. ასევე თამაში ვერ გაექცა ყველა დიდი ბოევიკის, განსაკუთრებით კი გახსნილი სამყაროს მქონე ბოევიკის პრობლემას და სრული დისონანსია მთავარ სიუჟეტს და სამყაროს ზოგად ტონს შორის. ძალიან ბევრი გასართობი და სახალისო ქვესტია იმისთვის რომ მთავარი სიუჟეტის დრამა შეინარჩუნო, უფრო მეტიც გახსოვდეს საერთოდ ცოტა ხნის მერე რა ხდებოდა მთავარ სიუჟეტში. სამყაროს დიზაინიც ცუდაც ასახავს ომის პირას მყოფი ხალხის რეალობას, თავისთვის ცხოვრობენ უბრალოდ და არხეინად.

თამაშის ყველაზე დასაფასებელი ასპექტი ალბათ არის მისი სიმულაციური ღირებულებები. რეალისტური გარემო, კომპლექსური და აუთენტური გეიმპლეი ელემენტები, ისტორიული სიუჟეტი და პირველი პირის კამერა გიცოცხლებს შუასაუკუნეების ცხოვრებას და მის მონაწილედ გხდის. კრაფტინგი, მინითამაშები და მეორადი გეიმ მექანიკები ყველა კარგად ჯდება თამაშის საერთო სურათში. ერთადერთი წონის მექანიკაა გამაღიზიანებელი და გაგდებს თამაშიდან, თუმცა მოდით შესაძლებელია მაგის გაუქმება.

https://photos.app.goo.gl/dFks5NdXSfsgUO9z1 https://photos.app.goo.gl/fmgu0u5vJCsmfLYD2

Enhanced Edition დახატავდა ამ თამაშს და შედევრის დონემდე აიყვანდა. ასევე საინტერესოა DLC-ში რას იზამენ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8475
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#34 » 26 May 2018 23:56

კაია საბოლოოთ თუ დადებითი შთაბეჭდილება დაგრჩა. აი ბოლო ბეტმენის მსგავსად, ამასაც მინდა რო ვაცადო. თითქმის დარწმუნებულივარ რო სერიოზულად დაიხვეწება.
ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს მაინც რეალიზმით, ყველანაირი "დამხმარე მხატვრული ელემენტების" გარეშე, იმ დროის დანახვა და შეგრძნებაა. ანუ რა იყო საინტერესო და ვაფშე იყო თუ არა რამე )))
პ.ს. ისე ენდინგზე რას იტყვი? მე რაც ვიცი ძაან შუაში გამწყდარი და დაუმთავრებლიაო იძახიან.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4005
Contact:

Re: Kingdom Come: Deliverance

Unread post#35 » 27 May 2018 00:37

ენდინგი არის რეალისტური და ცოტა ისტორიული კონტექსტი გჭირდება რო დაუმუღამო. ანუ კლიმაქსი არ იკვრება ჰოლივუდურად და ეგ იწვევს იმედგაცრუებას, მაგრამ რეალობასთან შეგუების კუთხით. ასევე თამაშის ეპილოგი შემდეგი თამაშის და ლოკაციების შეყვანას იწყებს და ალბათ მანდ მოხდება ისტორიის კლიმაქსი საბოლოო.

მთავარი პრობლემა არის მაინც რომ ისტორია შენზე არაა. არის რაღაც მოვლენა რაც ხდება რეგიონში და მოიცავს ამ რეგიონს მთლიანად, მათ შორის შენც როგორც ერთ-ერთ მაცხოვრებელს ამ რეგიონის. შენი სოციალური დგომასთან შედარებით ბევრად მაღლა მდგარ ადამიანების ამბიციებით და ჭიდილით ვითარდება მოვლენები.

ვიჩერს გავს მაგ მხრივად რაღაცით, ოღონდ გერალტი ნიპრიჩომ რო გაეძრობა სხვის პრობლემაში მაინც მთავარ გმირად რჩება და რამის იდი ნახუითი ელაპარაკება დედოფლებს, მეფეებს და ძალაუფლების მქონე ტიპებს. აქ ეგ მომენტი არაა, დიდებულების სამსახურშია ჰენრი და არ აბლატავებენ დიდად.

ამიტომ საერთო ჯამში გაპოლიშებული ფილმის სცენარივით არ მიდის, რო თავიდან დებილი როჟა ხარ, დაგჩაგრავენ და მერე წვალების და განსაცდელის გადალახვის შემდეგ ყველაფერი ლაგდება თავის ადგილზე და ჯილდოვდები ემოციურად.

უფრო არის სიუჟეტი რომ სამეფო ოჯახმა იყლეპროჭავა, და მაგათი ამბიციებით გამოწვეულ ზვავში მოყევი უბრალო როჟა და ცადე შენ პონტში სწორედ, კაცურად მოქცეულიყავი შენს ძალებს მაღლა სიტუაციაში გაჩითვისას.

პახოდუ სათამაშო არეაც რეალურად არის 4 სოფელი, 3 პატარა ციხე სიმაგრე და მონასტერი. ანუ ქვეყნის ერთერთი მეორადი პროვინციის პატარა მონაკვეთში ვითარდება სიუჟეტი. მგონი რაინდების მართვის ქვეშაა დაჟე ლორდი ან ბარონი არ ჩითავს. ნამდვილი სოფლებია აღებული და ნამდვილი ტერიტორია თამაშში პროსტა რუკაზეა ცოტა გადაადგილებული და მაშტაბი შემცირებული.

ნუ საერთო ჯამში ბევრი რამის უკეთესად გაკეთება შეილებოდა, უფრო გამოკვეთილი სახასიათო პერსონაჟები, უფრო უტრირებული და ნაბოზარი კონფლიქტები, მეტი დაძაბულობა და ადამიანის ბუნების ჩვენება. მაგრამ აირჩიეს სხვა ტონი, ნაკლებად ეპიკური და არა სტილიზებული.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 7 guests