The Banner Saga, PC

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
GHOST
Posts: 1342
Contact:

The Banner Saga

Unread post#1 » 23 Jan 2014 12:10

The Banner Saga
>>>

ცოტა არ იყოს და ტეხავს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო TBS-ზე თემის არ არსებობა.
BioWare სტუდიის ყოფილი თანამშრომლების ახალი პროექტი. The Banner Saga - ტაქტიკური (სვლის მონაცვლეობის) RPG, რომლის მოქმედებაც სკანდინავიურ მიწებზე ვითარდება. 2013 წელს სტუდიამ მხოლოდ მულტიფლეიერის რეჟიმი გამოუშვა, ხოლო რამდენიმე დღის წინ მოთამაშეებისთვის სრულფასოვანი კომპანიც ხელმისაწვდომი გახდა. The Banner Saga რთული და უკომპრომისო თამაშია, რომელშიც ყველაზე უმნიშვნელო მოწინააღმდეგეც კი შესაძლოა მარცხის ტოლფასი გახდეს, არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სიუჟეტური პერსონაშები ბუზებივით იხოცებიან, ხოლო დასამახსოვრებელ წერტილებს შორის დაშორება შეიძლება რამდენიმე საათიანი ინტერვალებით იყოს.

>>>

სკანდინავიური მოთხრობების სტილში შესრულებული ეპიკური სიუჟეტი ადამიანებით და რქიანი ვარლამ-გიგანტებით დასახლებულ ფენტეზი სამყაროს დასასრულის შესახებ მოგვითხრობს. მზე ცას მიეყინა, ხალხში რაღაც გაურკვეველ, უაზრმაზარ გველზე ლაპარაკობენ, ჩრდილოეთიდან კი ქვის გიგანტები ბრუნდებიან. თამაშის ისტორია «რაგნაროკს» წააგავს. ისტორიის თხრობა სხვადასხვა გმირებს შორის მონაცვლეობითი პრინციპით ხორციელდება, მათი მთავარი მიზანი შედარებით უსაფრთხო ადგილის მოძებნაა. ყველა გმირს თავის ამალა დაყვება სადაც მცველებთან ერთად უსახლკაროდ დარჩენილი ლტოლვილებიც არიან: ულამაზესი პეიზაჟების ფონზე, ნელი სვლით, პატარა ქარავანი გზას მიუყვება, თქვენ კი ამასობაში საკმაოდ არასასიამოვნო პრობლემების გადაწყვეტა გიწევთ - შეტაკებები ბანტიდებთან, ხანძრები, რესურსებზე მონადირე ქურდები, გაფუჭებული საჭმელი - მოვლენების ავტომატური გენერატორი არ იღლება და ყოველ დღე ახალი "ბედნიერი" მოვლენებით გახარებთ.

>>>

სეივების სიმწირის გამო ყველა გადადგმულ ნაბიჯზე კარგად მოგიწევთ დაფიქრება, მაგრამ შეცდომების მაინც ბევრი იქნება: ტყიდან რამდენიმე უცხო მონადირე გამოდის, თქვენი ნებართვით მათ ქარავანის დაცვის რიგებში იღებენ - დამატებითი მებრძოლები ხო არასდროსაა ზედმეტი? ერთი კვირის შემდეგ ტყიდან შეფარებული ლტოლვილები საჭმლის მნიშვნელოვან მარაგთან ერთად გარბიან, ხოლო დარჩენილებს შორის, შიმშილით მკვდრების რიცხვი ყოველდღე მატუობს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1515
Contact:

The Banner Saga

Unread post#2 » 23 Jan 2014 12:43

მაგარი (ატმოსფერული) მუღამი მაქვს ამის.

ვიკინგები
სტრატეგია
ვიკინგები
Austin Wintory
ვიკინგები

Must.
I'm alaverdi to you, brother.

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

The Banner Saga

Unread post#3 » 23 Jan 2014 22:11

შარშან ვნახე პირველად და პირი დამრჩა ღია ვიზუალზე, პროსტა პაშაგავოი სისტემა არ მითამაშია საფუძვლიანათ არასდროს და დიდათ არც ველოდებოდი. ისეთი საინტერესო Fიჩები წერია თამაშზე კი მომინდა ეხა, მარა წავიკითხე რო რთული ინგლისურით არი და რუსულად დასუბულიც არაა ჯერ. დაველოდები თუ გამოუშვეს ვნახავ.

P.S. თემა გავასწორე ვიკინგ ))
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

The Banner Saga

Unread post#4 » 23 Jan 2014 22:57

რაღაც ისეთი პირი უჩანს (იობანი!) turn based -ს ვერ ავცდები მაინც, მენანება RPG-ების გამაზვა რომელიც ჰორიზონტზე ჩანს. ბასრ ობიექტებს მოვიცილებ თვალში გაყრისგან თავის დასაცავად, მწვანე ჩაის მოვადუღებ კასრში და იმედია მეყოფა მოთმინება ასეთი კომბატის დამუღამების.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

The Banner Saga

Unread post#5 » 27 Jan 2014 04:50

დავხურე

უმმ ნორმსა და კარგს შორის არის, რაღაც შედევრალური არ შეუქმნიათ. ვიკინგებბის ატმოსფერო არ მოუტანია ჩემთვის, უფრო რუსთავი 2-ზე რომ ანიმაციური სერიალები გადიოდა იმის ვიდზეა. არის რამდენიმე ატმოსფერული ადგილი მაგრამ უმეტესად ვიზუალი და განსაკუთრებით პერსონაჟების ვიდი არც ისე კაია, ბევრს იმენა სასაცილო თვალები აქ და სტრანნი პროპორციები.

კომბატი რაღაც ზე ტაქტიკური არ ყოფილა, ორი სამი სახეობის მტერია და HP/Armor დემეჯის შორის ოდნავი მენეჯმენტი ჭირდება.

სთორი ჩამთრევი და რამე არ არის, ძაან კლიშე არ არის და რამე, მარა ეს დრედები ძაან mass effect/dragon age ვიდზე აყენებენ და რაღაცნაირად აუფასურებენ უფრო კომპექსური სთორის შექმნის მცდელობას. "ანლიმითედ ბედ გაის" პრინციპზე არიან როგორც სვორმი ან ინდოქტრინებული სასტავი.

თამაშის ალბათ ყველაზე ღირსშესანიშნავი თვისებებია 1 რომ ყველა ბრძოლა სთორიზეა დაფუძვნებული, ნუ ანუ რენდომ ფაიტები არაა, ყველა ბრძოლის წინ რაღაც სთორი მიზეზია რატო იბრძვი, მარა ცოდა შაბლონურია რადგან ბრძოლის პროცესში სთორი აღარ ვითარდება.

მეორე არის ამ შენ ქარავანს რო უვლი და ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღები გიწევს, მარა რაღაცნაირი ქაოტურია ეს ყველაფერი. არის ერთი მონაკვეთი სადაც საჭმელი გითავდება და ემთხვევა რამდენიმე ცუდათ დამთავრებადი ენქაუნთერი და გაქ ატმოსფერო რომ სასტავი მიგყავს და ერთად ლახავთ წინაღობებს. მაგრამ უმეტესად რას რატომ ირჩევ გაუგებარია და რეაქციას არ იწვევს არჩევნები.

თამაში ღირს, მოსაწყენი სათამაშო არ არის, მაგრამ 7.5~8/10 დან ბაზარია იმჰო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1342
Contact:

The Banner Saga

Unread post#6 » 09 Dec 2014 11:36

ეს კენტავრები რა უბედურებაა, ბერძნული მითოლოგიიდან მოდიან, საერთოდ არ ჯდება სკანდინავიურ მითოლოგიაში და ვიკინგებში. : \

ეგ ერთი მომენტი არ მომეწონა ძალიან, დალშე ველი მოუთმენლად მეორე ნაწილს.

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests