Starbound, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Starbound

Unread post#1 » 08 Dec 2013 00:06

Starbound - პიქსელებით ვარსკვლავებისკენ!
2013 წლის ზაფხულში სტუდია Chucklefish (Terraria შემქმნელი გუნდის წევრებისგან შემდგარი სტუდია) 2D "პიქსელ არტის" სტილში შესრულებული თამაში Starbound დაანონსა.

>>>

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი, მომაკვდავი პლანეტიდან გაქცევის მცდელობისას, საკუთარ კოსმოსურ ხომალდს მიტოვებული კოსმიური სადგურისკენ მიმართავს, რომელიც მოგვიანებით მისი ახალი სახლი გახდება. დროთაგანმავლობაში მას სხვა კომპანიონებიც შეუერთდებიან, რის შემდეგაც სადგურზე ახალი კვლევები და საჭირო ტექნიკის შექმნაზე მუშაობა იწყება. მაგრამ დროთა განმავლობაში, კოსმოსური სადგურის მაქსიმალურად გაუმჯობესების და მისი სრული პოტენციალის გამოყენებისთვის, სხვადასხვა სახის რესურსების მოპოვება ხდება საჭირო. მოცემული პრობლემის გადასაჭრელად კი მამაც კოსმონავტებს სხვადასხვა ექსპედიციების ჩატარება მოუწევთ. პროცედურული გენერირების მეშვეობით ყოველი პლანეტა, რომელზეც ისინი მოხვდებიან, უნიკალური იქნება. ავტორების სიტყვების თანახმად, Starbound ავტო გენერირების სისტემა მხოლოდ ნიადაგის ფერის გადაღებვით არ შემოიფარგლება - იგი ცვლის როგორც ამინდს, ასევე გრავიტაციას, მცენარეებს, აბორიგენების ვიზუალს და ქცევის მანერას, სირთულეს, პლანეტის მობინადრეთა სახეობებს და სხვა მრავალ დეტალს.

>>>
(ჩვენი მიზიანია თავი ნამდვილ მკვლევარად გაგრძნობინოთ!)

მოთამაშეები (Starbound მოცემული იქნება კოოპერატიული გასვლის რეჟიმი) მაუსის კურსორით ნებისმიერი ობიექტის მონიშვნას შეძლებენ, რის შემდეგაც ეკრანზე მისი დეტალური აღწერა გამოვა, რაც ავტომატურად შეავსებს თქვენ საერთო ელექტრონულ კატალოგს. მოცემული მიდგომის მეშვეობით დეველოპერებს თამაშისთვის კიდევ უფრო ღრმა კვლევითი ხასიათის მიცემა სურთ - რაიმე ახალი, გამოსადეგი თვისებების მქონე ყვავილის აღმოჩენის შემთხვევაში, მოთამაშეს შეუძლია გაუზიაროს მოცემული აღმოჩენა მის მეგობრებს და გადასცეს მისი ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატები.

>>>
(მოიწვიეთ მეგობრები! ჩამოაყალიბეთ ექსპედიცია!)

ღია კოსმოსში გამოკიდებულ სადგურზე ცხოვრებისგან დაღლილ მოგზაურებს შეუძლიათ მათთვის სასურველ პლანეტაზე დასახლდნენ - ეს მშვენიერია, მაგრამ ყველაფერს თავის ფასი აქვს. როდესაც პალანეტას საკუთად საცხოვრებელ ტერიტორიად აქცევთ გეიმფლეის სულ სხვა ელემენტები იხსნება. თქვენი განკარგულებების ქვეშ, პლანეტა კიდევ უფრო უნიკალური ხდება. ხელს გიშლით ამინდი? შექმენით მისი მართვის ცენტრი! არ მოგწონთ რელიეფი? ჩაატარეთ ტერამორფინგი! პლანეტის ყველა ასპექტი უშუალოდ თქვენი კონტროლის ქვეშ გადმოდის. როგორც კი ყველაფრით კმაყოფილი იქნებით, შეგიძლიათ დაკავდეთ პლანეტის პოპულაციის ზრდით, რაშიც სხვა პლანეტებიდან წამოყვანილი სხვადასხვა სახეობის ცოცხალი არსებები დაგეხმარებათ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მათ მიხედვა სჭირდებათ. ტრეილერი.

>>>

    საინტერესო ფაქტები თამაშზე:
  • Starbound გახლავთ Diablo, Metroid, Castlevania, Terraria ნაზავი და კიდევ რაღაც, რაც ჯერ არასდროს ყოფილა.
  • პლანეტების რელიეფი მთლიანად დეფორმირებადია, ასე რომ ღრმა მაღაროების ამოთხრაში ხელს არავინ შეგიშლით.
  • იქნება ქალაქის მართვის სისტემა.
  • თამაშის მუსიკალურ გაფორმებაზე ორი მშვენიერი მუსიკოსი მუშაობს. საუნდტრეკი რეტრო სტილში იქნება შესულებული.
  • თამაშის ყველა პლანეტას თავისი რისკის დონე გააჩნია, რომელიც 1 დან 100 განისაზღვრება. 100 რისკის დონის მქონე პლანეტებზე გადარჩენა ყოველთვის რთული იქნება და აქ ამუნიციაც კი ვერ გიშველით. თამაშის ბოლოსკენ NPC ზუსტად მსგავს ადგილებში გაგაგზავნიან.
  • თამაშში იქნებიან ბოსები!
  • სრული ისტორია, ქვესთები, სამყარო, ყველაფერი ეს მულტიფლეიერშიც ხელმისაწვდომი იქნება.
  • თამაშს აქვს ძალიან ღრმა კრაფტინგის სისტემა.
  • თქვენ შეგეძლებათ საკუთარი მტრების ტყვეთ აყვანა და შემდეგ მათი გაწვრთნა, რის შემდეგაც ისინი უკვე თქვენს მხარეს იბრძოლებენ.
  • თამაშში იქნება PVP პრძოლების რეჟიმი, ამ რეჟიმში გადასასვლელად სპეციალური "არენა ასტეროიდების" მონახულება მოგიწევთ.
  • პლანეტას შეგიძლიათ შემოუაროთ მთლიანად. შეგიძლიათ შეკრად რგოლი, რისი მეშვეობითაც ისევ იმ ადგილას დაბრუნდებით საიდანაც დაიწყეთ.
  • ზოგიერთ პლანეტას წინასწარ ექნება სიუჟეტი გაწერილი და იგი არ დარეგენერირდება ავტომატურად.
  • პლანეტების გარდა მოინახულებთ სხვა ობიექტებსაც.
  • ერთ-ერთი ელემენტი რაც გვინდოდა რომ ყოფილიყო Starbound-ში - ეს არის ღრმა და ხანგრძლივი ბრძოლები. ჩვენ ვცდილობთ კონკურენცია გაუწიოთ ისეთ საბრძოლო სისტემებს, როგორებიც გინახავთ დიდ თანამედროვე RPG-ში, მაგალითად როგორიცაა Skyrim ან Amalur.
  • იქნება სტელს შემადგენელი.
  • სათამაშო ვალუტას ერქმევა - პიქსელი.
  • ნაპოვნ ნივთებს სხვადასხვა ფერის კონტურები ექნებათ, რაც მათი ღირებულების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
  • ოფიციალური გვერდი
პირადი:
ვაფშე შემთხვევით გავიგე რო გამოდის. არტი ვნახე და დამაინტერესა რა თამაში იყო. როცა ვნახე, თავიდან ტერარია მეგონა, მარა რო გავერკვიე ძალიან დამაინტერესა. ატმოსფეროში ვიდეოებიდანვე შევცხოვრდი, უკვე იქ ვარ ))) და თან გავიგე, რომ ბეტა ვერსია დადებულია სტიმზე. ხალხი თამაშობს და რაც არუნდა ღირდეს მინდა რო მეც მივიღო ამ ყველაფერში მონაწილეობა )) თან დიდი პლიუსი ისააქ, რომ ჩვეულებრივ სინგფლეიერზეა აწყობილი და ონლაინის გარეშეც ითამაშება (რამდენადაც ვიცი), მარა კოოპს აქ საერთოდ სხვა მუღამი ექნება. ამიტო თუ მოგეწონებათ ვინმეს და დააპირებთ ყიდვას, იცოდეთ რო თქვენთან ვარ. შევიკრიბოთ მსურველები და დარწმუნებულივარ ძალიან კარგ დროს გავატარებთ. თან არამგონია რო ძვირი ღირდეს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Starbound

Unread post#2 » 08 Dec 2013 00:38

ტერარია არ მომწონს, ეს როგორც კი ვნახე მომეწონა ძალიან
მთელი სტიმი ამას თამაშობს და დავითრევ ალბათ მეც მალე 10$ ღირს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Starbound

Unread post#3 » 08 Dec 2013 04:36

ანუ ისეთი ბეტა რო თამაშობს ჩვეულებრივათ უკვე ხალხი?
სტიმი არ მიყენია და თუ მართლა ეგეთ დონეზეა ჩაუჯდეთ. სპაუნასაც უნდა და სამი კაცი უკვე კაია.
თუ ვინმეს გენდომებათ კიდე დაწერეთ. პრინციპში ამის ჯერ პირატული ვერსიის ნახვა შეილება და მერე ყიდვა თუ ვინმეს ეგრევე არ მოუნდება ოფიციალური.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Starbound

Unread post#4 » 08 Dec 2013 05:36

ჰო პირატულის გატესტვა მინდა მერე, ჯერ რა დონეზეა რო ვნახო
დათრევით ყველა ვარიანტში დავითრევ პროსტა ეხლა რამდენად ღირს თამაში ეგ მაინტერესებს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Starbound

Unread post#5 » 08 Dec 2013 15:03

აგერ დემოც კაკრას

User avatar
GHOST
Posts: 1940

Starbound

Unread post#6 » 23 Dec 2013 11:57

მეც გავიჩითებოდი.

4-პაკი 25 დოლარი ჯდება, თითო 6,25 გამოდის.

Riddick
Posts: 11696

Starbound

Unread post#7 » 24 Dec 2013 01:06

პაკი რა პონტია? ეხა რაც ვნახე 10 დოლარი ღირს და არაა სრული ვერსია აშკარად.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Starbound

Unread post#8 » 24 Dec 2013 06:50

თამაშის 4 კოპიას ერთად ყიდულობ ბითუმად და შეგიძლია დაურიგო სხვებს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Starbound

Unread post#9 » 25 Dec 2013 16:00

საღამოს შევაჭრათ კოლექტიურად.

Riddick
Posts: 11696

Starbound

Unread post#10 » 25 Dec 2013 17:24

სიამოვნებით, მარა რამდენადაც გავიგე არაა ჯერ კარგ ფორმაში. ტოპ სისტემებზეც ჭედავს და დაბალი fps მიდისო, ნუ ზუსტად ვერ გეტყვი რახდება, მარა ისე არ ვქნათ რო დაგვეკარგოს სურვილი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Starbound

Unread post#11 » 25 Dec 2013 18:19

პლანეტაზე რო გადავედი ხომალდთან შედარებით ნელი იყო რაღაც, მეთქი მე მეჩვენბათქო და მერე სპაუნასაც მოუწერია ჭედავსო. დავიცადოთ ჩვენი რა მიდის, გამოასწორებენ ალბათ. თან თავიდან რო რთავ აწერია არაა ფორმაშI და შეილება პერსონაჟების წაშლაცო))) ნუ მაქსიმუმ პროსტა გატესტვა და დამუღამება მოსულა, თამაში არ ღირს ჯერ ჩემი აზრით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
GHOST
Posts: 1940

Starbound

Unread post#12 » 25 Dec 2013 18:23

ხარაშო, გადავედით ლოდინის რეჟიმში.

Riddick
Posts: 11696

Starbound

Unread post#13 » 08 Jul 2015 18:52

მაგრად მეშლება ნერვები ამ თამაშზე. მახსენდება ხოლმე რამდენიმე თვეში ერთხელ (უფრო მაშინ თუ ტერარიას სქრინებს გადავაწყდი სადმე) და მინდება თამაში. შევდივარ სტიმზე და ისევ ერლი ექსესია... უკვე ისეთი სიტუაციაა რო დასრულებულ თამაშს მგონი აღარც ელოდებიან... არადა ბევრად სქრინებს რო ვნახულობ დორბლი მომდის ...

Riddick
Posts: 11696

Re: Starbound

Unread post#14 » 03 Aug 2016 02:24

დღეს youtube-ზე რო მიმოხილვა დავინახე რაღაც უსასრულო ლოდინის დასრულებასავით იყო. რო მოკვდები და მერე რო ხდება. რაც არ უნდა ეთქვათ, პროსტა Early access-დან გამოსვლის ფაქტი გამიხარდა. თითონ სარელიზო ვერსიას რაც შეეხება სერიოზულად გადაუკეთებიათ. მონსტრები ავტომატურად აღარ გენერირდება, მაგრამ რაც არი გააზრებული და დაბალანსებულია. თამაშს გაუკეთეს "სრულფასოვანი" სიუჟეტი. ანუ მთლად ტერარია, ან მაინკრაფტი არ იქნება, პროსტა ჰევი რეინიც ნაკლებად. დეტალურად აქეთ https://www.youtube.com/watch?v=GDTLDOIRghg

გადმოვწერე და უნდა გავეცნო ნელნელა. თუ მართლა დამთავრებული და ნორმალური ვეშია ერთად თამაშის თემაც აქტუალური იქნება ისევ :saiclai:

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 107 guests


cron