Darkwood, PC

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

Darkwood

Unread post#1 » 01 Sep 2013 12:17

სამი დეველოპერისგან შემდგარმა გუნდმა, რომლებიც თავიანთ თავს "Acid Wizard სტუდიას" უწოდებენ, სადებიუტო პროექტი წარმოადგინა. Darkwood - პროცედურულ გენერირებაზე დაფუძვნებული ძველი სტილის survival horror. წინასწარ გაწერილი რაიმე სახის სიუჟეტი და სცენარი თამაშს არ გააჩნია, ხოლო მოვლენები და თვითონ სათამაშო სამყარო ავტომატურად გენერირდება. Darkwood ორ განზომილებიანია და ზედხედის კამერას იყენებს.

>>>

Darkwood-ში ერთი-ერთი უცნაური ჟანრის სახელად rogue-ის ელემენტებიც იქნება რეალიზებული - გმირს სხვადასხვა გამოსადეგი ნივთების შეგროვების პარალელურად, ბარიკადების შენება, ფიცრებით კარებების, ან ფანჯრების ამოჭედვა და გენერატორების შეკეთება შეეძლება. ასევე მოსალოდნელია პერსონაჟის განვითარების RPG-სეული ელემენტები. მაგრამ სერიოზულად განვითარება სავარაუდოთ არ გამოგივათ - თამაშში პირველივე სიკვდილი საბოლოოა, ხოლო ახლიდან დაწება სრულიად ახალ სამყაროს და სხვა მოვლენათა ჯაჭვს დაარეგენერირებს. კი ეს ზოგისთვის შეიძლება ნამდვილი ტრაგედია აღმოჩნდეს, მაგრამ შემქმნელების ბუნდოვანი მინიშნებებით თუ ვიმსჯელებთ, ხელახლა დაწყებისას ძველი პერსონაჟის გარკვეული ამუინიციის შენარჩუნებას მაინც შევძლებთ. დაახლოებით მსგავს მოდელს ვხვდებით DayZ-შიც.

>>>

საშინელებათა ჟანრის თამაშის იდეა რომელშიც ყველანაირი მოვლენა განუსაზღვრელი იქნება, რათქმაუნდა ძალიან საინტერესოა. მაგრამ Darkwood წარმატების შანსების განსაზღვრა ჯერმ მაინც ძალიან რთულია, რადგან პროცედურული გენერირება - განსაკუთრებიდ დამწყები დეველოპერებისთვის, საკმაოდ რთული თემაა. და ამის მიუხედავად, სწორ ხელებში მოხვედრის შემთხვევაში ეს ნამდვილად უძლიერესი ინსტრიმენტი შეიძლება გახდეს - Elite, Dwarf Fortress, Spore, Diablo და Minecraft.
კვაზი-mode

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest

cron