The Witcher 3: Wild Hunt,

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
RPG , JRPG , TRPG , Roguelike , HacknSlash , RTS , TBS , Tower defense , Wargame , Economical ...
User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#581 » 23 Dec 2017 16:06

ბიჭო ანუ, რავი აი წარმოიდგინე რომ გაქ 500კვ.მ. რუკა. ამ რუკაზე გაქ გასანაწილებელი 8~10 ობიექტი (ფორტი, სოფელი, ნანგრევი,) და მათ შორის გზა გასაყვანი.
ასეთი უფრო საინტერესო გამოსაკვლევია
https://imgur.com/a/I7ImU
თუ ასეთი?
https://imgur.com/a/3dODA

ანუ ერთ შემთხვევაში ფაქტიურად ერთ გზას მიუყვები წრფივად და გზად გხვდება ზედ სოფლები. მეორე შემთხვევაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე არჩევანია სად წახვიდე და აღმოჩენის მეტი შეგრძნება.

შენ კი მესმის, დაჟე დაწერე ცხენის გარეშე დავათვალიერე ყველაფერიო.

მარა ხო აზზე ხარ ეგ არაა ჩვეულებრივი Playthrough.

მე/ჩემი ძმაც, ან გზას მივყვებოდი ან რუკაზე ვპოულობდი ნასახლარს და იმისკენ მივდიოდი. ქვესტებიც მასეთი პრინციპით მატარებდა, ანუ ადგილი იყო და იმავე ადგილში წყდებოდა ქვესტი. ხოდა რეალურად გაუკვალავ გზებზე გადახვევის არანაირი აზრი არ იყო, იმიტო რომ ყველაფერი საინტერესო ამ კრუგებზე იყო მოთავსებული, ასევე ამ გზის კრუგების მიყოლისთვის ჯილდოვდებოდი, რადგან ხსნიდი ტელეპორტის პოინტებს და ასევე ბევრი საიდ ქვესტი იყო ამ ოფიციალურ გზებზე მოთავსებული.


https://guides.gamepressure.com/static/ ... p_1649.jpg ტუსანტში, ბევრად დაქსაქსეს ეგ გზები და გაზარდეს ამ შუა ტერიტორიებში სიარულის მოტივაცია და აუცილებლობა. შესაბამისად უფრო გამისწორდა ტუსანტის ექპლორაცია ვიდრე ველენის ან White Orchard-ის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#582 » 24 Dec 2017 00:08

აი არვიცი ეგ რა და რა გითხრა? ანუ ქვესთების განლაგებას თუ აბრალებ, ბაზარი არაა, მარა თითონ ლანდშაფტისგან რაგინდა ვერ გავიგე ეგ. ვაფშე ბუტაფორიულია ვიჩერის სამყარო და ვერც თუსენთი ვერ გამისწორდა იმის ნახევრად როგორც გოტიკი მაგალითად, ან თუნდაც პირველი რიზენი. იქ მუშაობს, აქ კიდე სხვა დატვირთვააქ.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#583 » 24 Dec 2017 00:58

ბიჭო ლანდშაფტს არ ვაბრალებ, ლანდშაფტზე თითონ განლაგებას შენობების, სოფლების და ა.შ. და მათ შორის გაყვანილი გზის კომბინაციას.

ანუ როგორ არი იცი, ეხა მე რასაც ვამბობ არის კონკრეტული მეთოდები რომლებიც მუშაობს სხვა თამაშებში და ქმნის მოთამაშისთვის თან გასაგებ გზას გასავლელს, თან ამ გზას აქცევს საინტერესოდ.

და არაა აუცილებელი Witcher-შიც ეგ მეთოდი გამოეყენებინათ რაზეც მე ვამბობ, მარა რამე უნდა ექნათ რომ შედეგი მიეღოთ. ანუ შეილება შენობები დაალაგო საინტერესოდ, შეილება გზები გაიყვანო მათ შორის საინტერესოდ, შეილება მოთამაშის ქვესტების ობჯექტივებით გახადო საინტერესო.

როგორც მხატვრობაში არის წესები, მარა სინამდვილეში წესები არის პროსტა სია იმისი რა მუშაობს კარგად და თუ გესმის რა შედეგის მიღება გინდა შეგილია ამოატრიალო წესები და მაგარი არტი მიიღო მაინც ეგრეა ყველაფერში.

ანუ ზოგადად(გინდა თამაშში, გინდა სურათში, გინდა რეალობაში):
რთული, ვერტიკალური სიღრმის (ტერასები) მქონე სივრცე უფრო საინტერესოა ვიდრე ბრტყელი სივრცე.
ჭკვიანურად დაქსაქსული გზები უფრო საინტერესოა ვიდრე სწორი ტრასა.
როდესაც ფონზე ჩანს რამე საინტერესო ობიექტი უფრო საინტერესოა სურათი, ვიდრე ყველაფერი რო ბექგრაუნდულია.
როდესაც სამყაროსთან რაღაც კითხვები გაქ, რაღაც Objective-ები და ამის გადალახვას ცდილობ შენთვის გასაგები მეთოდებით უფრო საინტერესოა ვიდრე როცა პროსტა ბექგრაუნდია რუკა. (მაგალითად რომ ვეძებთ პახოდში სწორე ბილიკს უფრო საინტერესო ექპერიენსია, ვიდრე პროსტა 5 კილომეტრი რომ ტრასას უნდა მივუყვეთ და მიგვიყვანს სადაც გვინდა).

მაგრამ რათქმა უნდა შეილება ამ ყველა ზოგადი წესების დარღვევა თუ გესმის რატო აკეთებ ამას, და ეს გეხმარება შექმნა კონკრეტული ექსპერიენსი. მაგალითად ვაბშე შეგილია რეალური ამაზონის ჯუნგლების 50 კილომეტრი დაასკანერო, მოთამაშე ჩააგდო შიგნი, მიცე Survival სკილები და უთხრა რომ შორს ფონზე მთასკენ უნდა მივიდეს და მეტი არაფერი კონტენტი არ იყოს გარდა ჯუნგლების ბუნებრივი ჩელენჯების (ცხოველი, საჭმელი, რთული ტერაინი) და იქნება საინტერესო იმიტო რო ეგ დატვირთვა აქ.
დაახლოებით მაგისი გამარტივებული ვერსიაა ახალი Zelda, სადღაც გინდა მიხვიდე მარა უნდა გაარკვიო როგორ აცოცდე, როგორ გაუძლო ყინვას, როგორ გადაკვეთო ესა თუ ის ბარიერი. დალშე პროსტა დიდი უდაბნოა ბრტყელი Zelda.


ხოდა ვიჩერში არაა ეგ კარგად შეკრული გეიმ დიზაინში. სამყარო არის ბუტაფორიული მართლა, მაგრამ სამყაროს დატვირთვა არ არის ბუტაფორიული. ანუ არის აქტივობები რომლებიც მიმართულია იმისკენ რომ სამყარო გამოიკვლიო. პროსტა რუკა რომ ვერ პასუხობს მაგას და პახოდუ აქტივობების დიზაინიც რომ რუკას არ შეესაბამება ეგ არის ცუდი.


ხოდა კონკრეტულად რასაც მე ვამბობდი, ანუ ან გზების ან სოფლების ან ორივეს განლაგების ამბავში:
https://guides.gamepressure.com/static/ ... p_1649.jpg
https://guides.gamepressure.com/static/ ... p_1310.jpg
ამ ორ რუქას რო დააკვირდე, ველენში არის წრიული გზები რომლებიც უფრო მარტივად უკავშირდება ერთმანეთს. ტუსანტში იგივე გზები არის დაქსაქსული/დატოტილი უფრო.
ძალიან პატარა დეტალია მაგრამ
აი ერთი და იგივე სოფლის განლაგების და ლანდშაფტის მაგალითზე: https://imgur.com/a/vYFTz
ყვითელი წრე ორი სოფელი რო იყოს და იასამნისფერი ვარსკვლავი რამე პატარა ღირსშესანიშნაობა რუკაზე (წაქცეული ხე ლამაზად, ფორტი დანგრეული, ჩანჩქერი პატარა), წითელი გზები ან პატარა ბილიკებია.

და წარმოიდგინე რომ თამაშში ერთი 3-4ჯერ გიწევს მაგ ორ სოფელს შორის მოძრაობა სხვადასხვა დროს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#584 » 24 Dec 2017 01:01

აი ზელდა რო ვახსენე შეხედე რა ბრტყელი და უბრალო ლანდშაფტია
https://tiredoldhackdotcom.files.wordpr ... otw-10.jpg
https://cdn.pocket-lint.com/r/s/1200x/a ... zA2Wel.jpg

პროსტა თამაში არის ამაზე გათვილი რა. ამ ლანდშაფტთან ინტერაქციაზე იფიქრეს და ეგ გახადეს თავგადასავალი. ვაბშე ერთი წამით არ მომიწყენია აქ სიარულით.

აქ რო ჩაყარო ეხა პირდაპირ ვიჩერი, სკაირიმი, გოთიკი, მას ეფექტი ან რამე ეგეთი, იგივე კონტროლით და ინტერაქციებით მაგარი უკიდეგანო ტასკა გახდება ამ სივრცის ათვისება.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#585 » 24 Dec 2017 13:59

მე არ მქონია ეგ პრობლემა. სოფლების განლაგების და გავლილი მარშუტებით უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. პირიქით, გარემო რო მისწორდებოდა მაგან ამოიღო ის კითხვისნიშნების ნეგატივი.
რაც არ მომეწონა და რის გამოც არ იმუშავა ჩემთვის ექსფლორაციამ ეგენი დავწერე.
დალშე რაც იყო იყო ძაან რეალისტური და საინტერესო იმ თვალსაზრისითაც რო მართლა იმ დროის განცდას იძლეოდა.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#586 » 24 Dec 2017 23:59

მესმის, მე სხვანაირი ექსპერიენსი მქონდა და ვხედავ პატერნებს თამაშის შიგნით რუკების ევოლუციის, სხვა თამაშის რუკების ფორმას და ზოგად ლეველ დიზაინის წესებს შორის რაც ნასწავლი მაქ და გარჩეული.

ვუშვებ იმას რომ შეილება ვცდებოდე და არასწორ ინტერპრეტაციას ვუკეთებდე, მაგრამ ეხანდელი ჩემი ლოგიკური დასკვნა და შეფასებაა რომ არის კონკრეტული პრობლემები რომლებიც ავღწერე ვიჩერის რუკის დიზაინში, და ასევე არის ზოგადად რუკასა და მასზე დადგმულ გეიმპლეის შორის დიდი დისონანსი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#587 » 16 Jun 2018 23:50

https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 23 guests