The Witcher 3: Wild Hunt,

Roguelike, HacknSlash, JRPG, TRPG, Tactical RPG, RTS, TBS, Tower defense, Wargame, Economical...
User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#481 » 07 Mar 2016 22:40

ვიჩერის დიაგრამები იპოვე და სეტს რო შეკრავ სკოლისას დაინახავ განსხვავებას. მე ვიდის პონტში მაინტერესებდა ხოლმე ნაპოვნი ხმლები და მაგიტომ ვიჭერდი თორე სეტი და სკოლა ფაქტიურად განაპირობებს გეიმფლეის და იმ გეიმფლეიში ყველაზე კაი ვარიანტი ისევ სეტის იარაღია და არმორია. ნუ მაგის გარეშეც არაა ძნელი მარა ეგ ბევრად აიოლებს საქმეს და თან უკეთესად გამოიყურება არმორები.

ძველ თამაშებზე 100%
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#482 » 09 Mar 2016 21:54

ეგრე ვქენი მოკლედ ბევრი არმორები შევაგროვე და ყველაზე მძიმე როა bear school არმორი ეგ ჩავიცვი საკაიფოა მართლა და ვერცხლის ხმალიც ძაან მაგარია მაგ სკოლის, ქვების კეთებაც ვისწავლე და ჩემით ვაკეთებ და ვსვამ, პროსტა რაღაც ვერ გავიგე რა, wolf school ის რაღაცებს ვერ ვაგროვებ კაერ მორჰენშია და მანდ ვერ გადავდივარ და მემგონი კაი ხანი ვერ გადავალ, ეგეთი შეცდომა გაეპარათ ვითომ?

პ.ს

ვინმეს თუ უნდა მალე აქაჩოს ლეველი ბაგი ვნახე შემთხვევით, სკელიგაზე რო მისიაა ერთერთი მთაზე რო უნდა ახვიდე და რაღაც აიღო და მერე მიწისქვეშეთიდანაც რო უნდა აიღო და ვიღაც კაცს მიუტანო, მანდ სანამ მისიას დაიწყებ მანამდე უნდა აიღო მთიდან ის რაღაც და მერე დაებაზრო ამ კაცს, ხოდა რო მორჩები ლაპარაკს გაივლი ცოტას სანამ 50 იქსპის მოგიმატებს, მერე ისევ დაებაზრები და რო გაივლი ისევ მოგიმატებს და ალბათ დაუსრულებლად იქნება ესე, მე პროსტა არ გავაკეთე ბევჯერ ძაან მარა ვინმეს თუ უნდა ესე ქნას ზუსტად, ოღონდ თუ მიწისქვეშეთიდანაც აიღე ის რაღაც აღარ გამოვა

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#483 » 09 Mar 2016 22:46

Wolf-ის არმორი პაჩში დაამატეს, თავიდან არ იყო და თამაშის ბოლოსკენ იღებ მაგას იქამდე ვერა. დიდი არაფერია ეგ და ვიდიც სხვების უფრო მომწონს.

დათვის ხმალი ძალიან ამგარია კი. მე კატის არმორი მეცვა და დათვის ხმალი მეჭირა, მთელს არაფერს არ ვტოვებდი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#484 » 10 Mar 2016 00:46

ხო კატის მეც ავაწყე მგონი ბოლომდე და ორივე უნდა გქონდეს რა, მაგიები ნელა ივსება ძაან ამ მძიმე არმორის გამო, ორი არმორი და ორი ხმალია საჭირო ვერცხლის და რკინისაც და ბევნაირი ტაქტიკით გამოვა თამაში

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#485 » 10 Mar 2016 00:58

მაგიას შილდისთვის ვიყენებდი, იგნი ორამდე მქონდა აწეული გასართობად, ირდენიც ორამდე სულებისთვის მგონი და სტანი, დალშე ალქიმია და ხმლის სიძლიერე მქონდა მომატებული, ძალიან დიდ dmg-ზე ავდიოდი ბოლოს, ისე რო მაგია მეკიდა საერთოდ.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#486 » 10 Mar 2016 00:59

დათვის არმორი ძაან ბედესია ))
თმებს რო იშვებ საყელოში გეკეცება და ეგ კიდე თავის სი...ს აძლევს http://i.imgur.com/9VNsfpN.png
ეხა მგლის მაცვია http://i.imgur.com/5L0MJxH.png მარა ბოლო ლეველი დათვის ყველაზე მაგრად დამევასა
კვაზი-mode

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#487 » 10 Mar 2016 06:55

კი მაგარია ვიდითაც და ისეც მარა იგნი ს და აქსი ს მეორე ლეველები მაქ გახსნილი და დროდადრო კატისაც უნდა ჩავაცვა თორე მაგრა ნელა ავსებს ეს მაგიას, ორივე მაგარია იგნის მეორე ლეველი ფარებს აფუჭებს ეგრევეე და აქსი კიდე შენიანად აქცევს სასტავს, ეგ კაია პირიქით მრავალფენოვანს ხდის თამაშს თან ბევრი რამე ეტევა ჩანთაში და არაა პრობლემა ყველაფერი ორორი რო ათრიო , ეხა ერთი ალქიმია მინდა განვავითარო მარა ჯერ ვერ დავამუღამე რა ჯობია, უფრო გასაძლიერებელ ელექსირებს მივაწვები ალბათ, ისე თუ დააკვირდით ისიც მაგარი პლიუსია მუტაგენების ფანჯრები რო გაქ, ვთქვათ ხმლებს განავითარებ სკილებში და მანდ კიდე ლურჯ მუტაგენებს ჩასვამ დიდებს და მაგიაც ძლიერი იქნება, საკაიფო აქვს ყველაფერი მოკლედ ჯერ არ მომბეზრებია.

აქ პატარა სპოილერებია და არ ნახოს ვისაც არ დაუხურავს:

ეხა კიდე სიუჟეტურად რაც შეეხება რაღაც მომენტი იყო ცირია სადაა შენი აზრითო გეკითხებოდა ვიღაც ჯადოქარი თუ რაღაც ეგეთი და მანდ მგონი ვერ მივხვდი, ჩემ პასუხზე იყო დამოკიდებული ვისით გაგძელდებოდა სიუჟეტი თუ ისედაც იმ პოეტის ძებნა დამჭირდებოდა? ეგ რთული მომენტია სუ მეშინია კაი პერსონაჟი არ დავკარგო, მაგალითად ტრისზე იმენა ვახვეწნინე არ წახვიდეო წინა ორი სერია მაგასთან ერთად გავიარე, ის მეორე ვაბშე არ დამევასა ბოროტი ჯადოქარია იმენა, მეორე სერიაშიც დავიკიდე ეგ ქალი უინტერესო პერსონაჟია ჩემი აზრით, თან აჩმორებს გერალტს და არ ეკადრება ამას ეგ :D

ხო და კიდე ერთიც მაინტერესებს ფილიპა როა მეორე სერიიდან ჯადოქარი თვალები რო ამოთხარა მეფემ მაგის მისია უაზროდ მორჩა არ მჯერა შენიო და გამომიშვა მეფემ, ის კრისტალიც არ ვანახე რა აზრი ქონდა, მარა წერილი ვუნახე სადაც მაგის და ერთერთი პერსონაჟის კავშირზე წერდა ვიღაც და ეგ რო წამეკითხა განვითარდებოდა ნეტა ქვესთი? გვიან ვნახე მე, მაგრა მაინტერესებს მაგ ქალის ნახვა და გამიტყდა ეგრე რო მორჩა.

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#488 » 10 Mar 2016 07:16

მუტაგენებიც ელექსირებიც, შხამიც და სინერჯი ქვია მგონი ეგენი განავითარე. სკილების დარესეტების დასალევს პოულობ მერე, ფული რო გექნება იყიდე დაგატესტე სხვადასხვა ვარიაციები, სკელიგაზე ყიდის დრუიდი, ოღონდ ჯერ ქვესტი უნდა გაუკეთო.

მეორე ვინ იენიფერი? ეგ არ არის მეორე ნაწილში, წიგნებიდან არის გერალტის სასიყვარულო ობიექტი. თამაშებში მოტეხილი ყავდათ და აქ უცებ დასაწყისშივე გამოაჩინეს, ვითომ გერალტს უნდა მოეძებნა და აქეთ მოძებნა გერალტი )))

ფილიპაზე შეგხვდება კიდე ქვესტი მარა მეორე სერიის მერე ძალიან ცუდადაა ჩატენილი მანდ ფილიპა, საერთოდ მაგებთან ბრძოლას ველოდებოდი მეორე სერიის მერე. იმენა დაუმუშავებელია ფილიპას რაც ეხება ყველაფერი და ისეა წარმოჩენილი რო არც გჭირდება მეორე ნაწილის ცოდნა. საერთოდ მეორე სერიიდან შეგნებულად ცოტა რაღაც გადომიტანეს და სულ სხვა ისტორიაზე გააკეთეს თამაში. იორვეთს და სასკიასაც ველოდებოდი მარა ხმა არ ამოუღიათ.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#489 » 10 Mar 2016 07:38

მაგ დრუიდს ჩავუბრატდი უკვე სუ ორჯერ დავარესეტე სკილები და ეხა საკაიფოდაა ჯერჯეობით მარა ალქიმიის განვითარება რო მომინდება კიდე ვიზამ წესით

პერსონაჟებს რაც შეეხება მეორეში კი არაა მარა მაგის სიუჟეტური ხაზი არის მემგონი და ეგ დავიკიდე რა, ეგრე მახსოვს შეილება მეშლება. ტეხავს ისე ეგრე როა ბოლომდე რო არ შემოყავთ მეორე ნაწილის მთავარი პერსონაჟი სიუჟეტში, იქ იმენა ფილიპაზე იყო ყველაფერი აგებული, როშე შემხვდა კიდე ქვესთიც შევუსრულე მარა ეგეც ძაან ლაითადაა ჯერჯერობით , იმედია ცოტა კარგად შემოიყვანენ სიუჟეტში, მთავარია ტრისი მაინც არ დაიკარგა მთლად მარა კაერ მორჰენამდე მაგასაც ვეღარ ვნახავ მგონი, ეგრე მგონია ამ იენეფერს ძალით ტენიან მოთამაშეს, ხასიათი და ყველაფერი ხელოვნური აქ და ვაბშე სხვანაირად იყო აღწერილი მეორე ნაწილში მაგის და გერალტის ურთიერთობა და თვითონ ეგ ჯადოქარიც, მოკლედ ეგ ხაზი ჩაუვარდათ ჩემი აზრით, გავივლი მალევე სიუჟეტს და ვნახოთ რა იქნება, თითქმის დარწმუნებული ვარ რო არ დამაღალატებს მიანობაში

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#490 » 10 Mar 2016 07:46

როშეც დაკიდებულია კი, ზრდილობის გულისთვისაა თამაშში. იენიფერი მომეწონა მე მანდ, არის მომენტებში ხელოვნურობა, ეტყობა რო მომენტებში ბედეს ქალად ცდილობენ წარმოჩენას მარა მთლიანობაში კარგია, დიდი აქცენტია და კარგადაა დამუშავებული მაგის ქალური ბუნებაც და სირილას მიმართ დედობრივი ინსტქინქტიც. ტრისს წინა თამაშებში ყვერები ება, აქ კიდე თინეიჯერი გოგოს ქცევები აქვს ბიჭი რო შორიდან მოსწონთ და ვითომ კარგად რო აჩვენებენ თავს, ყველა დიალოგში ნამიოკებს მაძლევდა შევწუხდი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#491 » 10 Mar 2016 08:13

ხო ხასიათებში შეცვლილია თითქოს ტრისი თუმცა ჯადოქრები რო გააქცია მანდ გამოჩნდა რო ისევ ისეთია როგორც წინა სერიებში, მე მაინც მთლიანად ვიჩერს აღვიქვამ როგორც გერალტის და ტრისის ისტორიას, იენეფერთან ინტერესის გულისთვის გავიარე ქვესთი და ვცადე გერალტის და მაგის უფრო დაახლოვება მარა არ გაამართლა მაგანაც, ზოგადად პერსონაჟი კი არაა ცუდი ნამდვილად

User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#492 » 10 Mar 2016 12:27

ერთ სლოტიანი შესაძლებლობები როა, ბოლო ფანჯარაში, ბონუსების პონტში. მაგით იწყობა კუნგლაო)) ყველაფერი ადრენალინზე მქონდა და ნიშნები არ მითავდებოდა საერთოდ. რო იწყებ ერთი კუბიკი გაქ უკვე, იმას სანამ დახარჯავ, მეორე, დახარჯე, წკაპ მოგემატა კიდე)) ძნელზე ვთამაშობდი და ეგეთი ბილდით ერთი ერთზე 6 -7 ლეველით დიდ სასტავს ვხოცავდი. ეგ გამისწორდა, ჭკვიანურმა ბილდმა რო უპირატესობა მომცა და მაღალ ლეველებთან შეტაკებები მაგარი დაძაბული და საინტერესო გახადა. ნიშნები უნდა გაანაწილო ჰოთქიებზე და დაძაბული კომბატი, დაძაბული ცეკვა ხდება. ყველა მომენტში საჭირო ნიშანს ხმარობ და ხმალი რო ემატება ძალიან მაგარი სანახაობა გამოდის.

მე როგორც ზევით დავწერე შანი მევასებოდა და ეხა ამ დამატებაში ვნახავ. ისე იენიფერს გავყევი, ტრისი დიდათ არ მისწორდებოდა მე ადრეც. და იენიფერმა გამაკვირვა, ძაან განსხვევბული, მომენტებში დისკომფორტამდე მისული ურთიერთობა გაქ. მაგარი კაპრიზნი ქალია, რთული ხასიათით, რომელიც გარკვეულწილად სპეციალურად იქმნის ეგეთ იმიჯს. მარა თამაში გაძლევს იმის საშუალებას, რო უკანა ფონი ნახო, რთულად მარა მაინც )) მოტივები მაგარი კეთილიაქ და თავისიანების ბოლომდე ერთგულია, იცავს ნებისმიერ ფასად. მაგარი როჟაა იტოგში. პროსტა ვიზუალი არ მომეწონა მე ტრისის და მაგისი. ცირილა ძაან საყვარელია.
კვაზი-mode

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#493 » 10 Mar 2016 15:44

აუ ეგ კაი თქვი ისე ეხა გამახსენდა ერთი სკილია თუ მაგია არ გაქ მაშინ ადრენალინს გამოიყენებსო მაგას გავხსნი და ადრენალინის მიმატებას მივაწვები, ეგრე ვაბშე საკაიფო იქნება, მაგარი მუღამიაქ კომბატის დახვეწას რაც დაწერე მაგის გამო, მაგიების გარეშეც დახოცავ ყველას ნორმალზე მარა ძნელზე რო გაქ ყველაფრის გამოყენება გიწევს და ვაბშე კაი სანახავია ბრძოლები, ეს ჰოტქეებია ძნელი მოსარგები მარა ერთხელ რო მოარგებ მერე მიდის კარგად

ტრისა და იენეფერს რაც შეეხება ძნელი გასარჩევია რომელი ჯობია, მე მაინც ვფიქრობ ეგეთი პერსონაჟი უფრო გაგიჩალიჩებს რამეს ვიდრე პირიქით, მაგალითად ნეკრომანტია რო გააკეთა ის ბაღი გაანადგურა სუმთლად არადა რამდენი ვიჩალიჩე მანამდე მაგის გადასარჩენად , დარწმუნებული ვარ ბევრს არ დაევასებოდა ეგ პერსონაჟი, გასაგებია რო სხვადასხვანაირი ხასიათები უნდოდათ ქონოდა გერალტს და მაგას მარა ზედმეტი მოუვიდათ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#494 » 12 Mar 2016 22:29

blood and wine ეს არ გამოსულა ხო ჯერ? https://www.youtube.com/watch?v=ehjJ614QfeM ეს მონსტრი მანდ იქნება ალბათ ხო? ამის მოკვლის მუღამი მაქ, კონტრაქტები სუ გათავდა მარა ეს არ შემხვდა მაინც

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#495 » 12 Mar 2016 23:29

ეგ არ არის არსად, არადა Alp-იც და Bruxa-ც სახასიათო მონსტრებია, უხდება სეთინგს, პირველშიც მაგრა ასწორებდა ეგენი და აქ ველოდებოდი მარა ის რაღაც ღამურა კაცები ჩასვეს მარტო. ფორუმებზე იწერებოდა რო ვერ პოულობდნენ მაგას და ოფიციალურ ფორუმზეც იყო ტოპიკები, თუ მიაქცევენ ფლეიერებს ყურადღებას შეიძლება დაამატონ DLC-ში, თუ არადა მოდერები იზავენ ალბათ როდისმე.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#496 » 12 Mar 2016 23:58

რო დავგუგლე ბევრი წერს მაგაზე, რა უნდა იყოს ერთი მონსტრია და ვსო მარა ისეთი ვიდეო დადეს ბევრს მოუნდა მაგის მოკლვლა,

მოდებს რაც შეეხება აქ დავწერ ბარემ, https://www.youtube.com/watch?v=Z8LrfUDhsEw ეს მოდი ხო არ დაგიყენებია? სერიოზულად აწია მართლა გრაფიკა მარა ბუნდოვანება ემატება დროდადრო ეკრანს და აღარაფერი ჩანს , თანაც შავი ხაზები ემატება ზემოთ და ქვემოთ ფილმს რო გავდეს ეტყობა, არასწორად დავაყენე შეილება, წინა მოდი წავშალე ძაან ფერმკთალი მეჩვენა ბოლოს მაინც მარა ეს სერიოზულია მართლა დაჟე ფპს დააგდო 5-10 ით

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#497 » 13 Mar 2016 01:24

ბევრია მასეთი მოდები რომელიც Sweet FX-ს იყენებს, შეიძლება ENB-ზეც გადავიდნენ. გრაფიკა იმიტო ემატება რო უკეთესი Anti Aliasing აქვს ან ფერების კონფიგურაცია ისეთი რო გრაფიკულად გარკვეულ კონტრასტებს სძენს. კონკრეტულად ეგ მოდი თუ არ მოგწონს სხვბი ნახე და ამოარჩევ რომელიმეს, მე მარტო ერთი მეყენა, კარგი იყო მარა დამიღალა თვალები და ორიგინალი ვითამაშე. ზემოთ ქვემოთ ხაზები ფილმის ეფექტივით აქვთ ხოლმე და არ გინდა ეგეთი.
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
SLaYeR
Posts: 3817
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#498 » 13 Mar 2016 15:50

კირას ქოსფლეი http://nerimoner.deviantart.com/art/Sor ... -555936452
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
grigoli1970
Posts: 602
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#499 » 14 Mar 2016 04:55

აუ მაგაზე რამდენი ვიღადავე, წესით ლამბერტთან ერთად მოხია დიდი ბრძოლის მერე ეგრეა შინაარსში მარა დაცარიელებულ კაერ მორჰენშია სასახლის უკან თან ჩაკეტილია სასახლის კარი მაგ მხრიდან ცხენით თუ არ გადაახტი გალავანს ისე ვერ დაებაზრები, რაუნდა ნეტა მანდ, შეცდომაა შეილება თამაშის :D

User avatar
Tom Clancy
Posts: 1473
Contact:

Re: The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#500 » 01 Apr 2016 20:17

ასე მალე არ ველოდი... დააანონსეს შემდეგი https://www.youtube.com/watch?v=KoL1NRh ... e=youtu.be

Return to “RPG & Strategy”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 2 guests