The Witcher 3: Wild Hunt, აღწერა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#1 » 09 Feb 2013 17:58

The Witcher 3: Wild Hunt

დაანონსდა The Witcher სერიებში რიგით მესამე და უკანასკნელი ნაწილი - Wild Hunt. თამაში მზადებაშია PC და შემდეგი თაობის კონსოლებისთვის.

დეველოპერები ხაზგასმით აღნიშნავენ პროექტის მასშტაბებს, რაშიც მათ სრულიად ახალი შესაძლებლობები ეძლევათ ტექნიკური თვალსაზრისით (next-gen title). თამაშის სამყარო იცვლის ტიპს და გადადის open world სტანდარტზე, სადაც უკვე აღარ იქნება სიუჟეტური ეპიზოდები და მათ მიხედვით დაყოფილი ლოკაციები. არ ხდება level scaling და სამყაროს კვლევა უფრო გოთიკურ სტილში იქნება.

>>>

სადაც სერიის წინა ნაწილებში სიუჟეტი მძლავრად იყო ფოკუსირებული სამყაროში პოლიტიკურ მოვლენებზე და გმირის მათში მონაწილეობაზე, ახლა ის გაცილებით პერსონალური იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი დატვირთვა ექნება მთავარი გმირის (გერალტს) პერსონაჟს და მოვლენებიც ძირითადად მის ირგვლივ განვითარდება. გადაღლილი, წვერ-მოშვებული ბებერი მგლით ახლა უკეთ შევიცნობთ, თუ რას ნიშნავს იყო ვითჩერი. წინა პლანზე გადმოდის მონსტრებზე ნადირობა (yay).

>>>

მექანიკა ძირითადად აგებულია მეორე ნაწილის მიხედვით, თუმცა მასში საგრძნობი ცვლილებებია შეტანილი. თამაშში იდება წინა ნაწილთან შედარებით ბევრად მეტი ანიმაცია (რაოდენობით 96, სადაც მეორეს ანიმაციების რიცხვი 20-ს შეადგენს). გათვალისწინებულაი მოთამაშეებში წინა ნაწილის ინვენტორიის სისტემისგან გამოწვეული უკმაყოფილება. მთლიანად ხელ-ახლა იწერება AI.

>>>

Title Reveal

პერსონაჟის მოძრაობა უფრო სწრაფია, ვიდრე მეორე ნაწილში. იტესტება და არ არის გამორიცხული თამაშში ვიხილოთ mounted combat (ცხენიდან ბრძოლა). ორივე ვარიანტში იქნება ცხენი, როგორც გადაადგილების საშუალება. შეგვეძლება ნავის მართვა. წყალში ასევე ვიხილავთ რეალურ ფიზიკაზე დაფუძნებულ, მოძრავ გემებს. სამყაროში გადაადგილებისას არ შევხვდებით loading screen-ებს (ლოკაციების ჩატვირთვა). ჩამატებულია fast-travel ფუნქცია.

>>>

სამყარო ფართობით მეორე ვითჩერისაზე 20-ჯერ დიდია. ბევრად მეტი სათადარიგო კვესტი (დავალება), ვიდრე წინა თამაშებში. კვლავ შევხვდებით მინი-თამაშებს. სიუჟეტის განვითარებაში კვლავ გვექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. სამყაროს ყველა მიწას საკუთარი სიტორია გააჩნია. მონსტრების ადგილ-მდებარეობას განაპირობებს დღის დრო და სხვა მდგომარეობები (ამინდი? შეიძლება.), ჩამატებულია მონსტრების ანატომია, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მათზე ნადირობა უფრო advanced დონეზე ვაწარმოოთ.

Teaser

>>>
თამაში სავარაუდოდ გამოვა 2014 წელს, PC და შემდეგის თაობის კონსოლებზე.
The Witcher 3: Wild Hunt-ის HUB GameInformer-ზე:
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#2 » 09 Feb 2013 18:38

იმედია მართლა იციან რას შვებიან, კარგი დიდი მაშტაბის open ended მარტო ერთია ეხლა.
პროსტა სკრინები მაგონებს assassins creeds და ვიგრუზები ხოლმე მაგაზე ;/
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#3 » 09 Feb 2013 18:46

არაფერს არ მინდა რომ დაემსგავსოს. უნიკალური, ვითჩერული გამოცდილება მინდა. Assassin's Creed-ს მაგარი ცარიელი სამყარო აქვს, აქ საპირისპირო უნდა იყოს ყველა ვარიანტში.
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#4 » 14 Feb 2013 13:47

I won't miss.

Disturbed
Posts: 192

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#5 » 15 Feb 2013 15:25

ნაღდად არ მინდა წვერებში იყოს გერალტი... ან თუ ექნება წვერი როგორც თმის ფორმას იცვლიდა მეორე ნაწილში,ეგრე რომ შეეძლოს შეცვლა.ანუ რომ მოიშოროს წვერი

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#6 » 15 Feb 2013 20:08

მე მაგრად მისწორდება, ბებერი მგლის ვიდს აძლევს : D
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#7 » 16 Feb 2013 13:34

Comparing The Open World of The Witcher 3: Wild Hunt
hellwalker

Assassin's Creed-ზე თქვეს, რომ აკლია reward for world exploration (მოთამაშის დაჯილდოვება / დაკმაყოფილება სამყაროს კვლევისთვის).
მე ჯერ-ჯერობით ვფიქრობ, რომ pure ვითჩერულ გამოცდილებასაც მოგვცემენ და გაშლილი სამყაროს გადმოცემასაც კარგად აითვისებენ.
I won't miss.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#8 » 16 Feb 2013 16:42

კარგია, სკაირიმ მოსწონთ და მაგაზე აკეთებენ აქცენტს, სამწუხაროა Gothic რომ არ ახსენეს, უფრო ახლოა ვიჩერთან მაგ მხრივ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#9 » 19 Feb 2013 15:16

I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#10 » 19 Feb 2013 21:55

სკაირიმის გიგანტებს საერთოდ არ გავს

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#11 » 20 Feb 2013 18:48

იმედია მეორეს ნაირი ს***ა არ იქნება და პირველს აჯობებს...

User avatar
Ripster
Posts: 1854

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#12 » 20 Feb 2013 18:52

)) არ მეგონა ამ ფორუმზე ასეთ პოსტს თუ გადავაწყდებოდი ))
მეც რატომღაც პირველი უფრო მომეწონა. რაღაც ატმოსფერო უფრო მოდიოდა ვიჩერული.
რავი შეიძლება ძველი სისტემის გამო ნერვები რომ დამაწყვიტა მეორემ მაგის ბრალია არ ვიცი
მაგრამ რავი ასე მგონია

პირველი უფრო "ღრმა" ჩანდა. ნუ ფაქტია გაცილებით უფრო დიდი სიმპათია დაიმსახურა ჩემთვის
p.s. ორივე ჩემი უსაყვარლესი თამაშია! :დ
ეს ისე მაინც ))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#13 » 20 Feb 2013 19:09

მეც პირველი მირჩევნია, მაგრამ სირობა ნამდვილად არ არის, in my arrogant opinion.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#14 » 20 Feb 2013 19:11

მე მეორე მომწონს ბევრად
პირველში მარტო ატმოსფერო სოფლის და ტყეების
მეორეში უფრო სთორი და პერსონაჟები
ისე კი ორივე ვიჩერულ სულში ზის
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#15 » 20 Feb 2013 20:22

პირველი მირჩევნია გაცილებით და არასდროს მითქვავს მეორე ჯობიათქო. პირველი დამოუკიდებელი ეპილოგ, პროლოგიანი ისტორიაა. მეორეს კიდე თავფეხი თითქოს მოჭრილიაქ, მარა სამაგიეროთ შუა ნაწილი მაღალი დონის სიუჟეტური ნამუშევარია.
პროსტა ეს მესამეს თემაა... მესამე კიდე რაღაც საერთოდ სხვა იქნება როგორც ჩანს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#16 » 02 Mar 2013 00:12

სქრინშოთები
მშვენივრად გამოიყურება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Slacker
Posts: 358

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#17 » 02 Mar 2013 00:16

შეიძლება შვილს არ დაველოდო ესე, როგორც ამ თამაშს ველოდები.
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#18 » 02 Mar 2013 06:16

ამ თამაშის პირველი ნაწილი იმიტო მიყვარს, რომ რეალური მონადირის შთაგონებას გაძლევს (მონადირე მის უნაკლო ზომა-წონის გარემოში). ყველა მოწინააღმდეგე ინდივიდუალური თემაა და შესაბამის ბექგრაუნდს ატარებს. ყველას თავის მიდგომა უნდა, ბევრი არცერთი სახეობის მოწინააღმდეგე არ არის. უმეტეს ატმოსფეროს კი საერთოდ 1 თეული მონსტრები ქმნიან. ისიც ალბათ სუ 10 ცალი იქნება. კი შეილება 1 უნიკალური მონსტრის მცნება დატოვონ, მაგრამ ზომა რო გაიზდება 10 ხო აღარ ეყოფა? გახდიან 50-ს და დამთავრებულია უხილავი წიგნისეული სამყაროს შეკრულობა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს სკაირიმის ხელა თუ გახდა ამ განცდასაც უკან წაიღებს. არ ვამბობ, რომ რაიმე სხვა განხრით საკულტო ვეღარ გახდება, მაგრამ მისი იდენტურობა ჩემთვის ზუსტად ეგ იყო. მაგიტო მიყვარს. არა ლოკაციების სიდიდით, არამედ მათი "წონით", აზრიანობით, შეკრულობით. პირველი რაც იყო იმაზე გახსნილი არმჭირდება მე ვიჩერი. ვიჩერი დაწერილი ისტორიაა და არა ნახადუ მოთამაშეს საიმპროვიზირებელი გარემო. მაგრად მეწყინება ეგ რო გააკეთონ.

პირველში დაჭერილი იყო თავისუფლების და სიუჟეტის ოქროს ბალანსი. არვიცი ეს ვინ რამდენად დააფასა, მაგრამ მე დღემდე მახსოვს შთაბეჭდილება. მეორეში უკვე დაირღვა მოცემული. თავისუფლებამ იკლო, სამყარო დაპატარავდა, მეორეხარისხოვანი გახდა სიუჟეტთან შედარებით და რაღაცით თეატრის სცენას მაგონებდა. სიუჟეტი კი დამძიმდა, ჩაიხლართა და თითქოს გაუვალი გახდა ფანტაზიისთვის. დღემდე ვერ ვხვდები რაში ჭირდებოდა ლიტერატურაში რეალურად არსებულ, ესეთ დახვეწილ გმირს ალტერნატიული არჩევანის მიბმა და მოთამაშის ხელში გაშვება... (სიუჟეტზე ამდენი იმუშავო და ბოლოს მაგრძნობინო, რომ მე გიწყვიტავ მომავალს? და რატო უკარგავ საკუთარ ნამუშევარს ფასს? რატო ცვლი ჩემ "ინტერესში"? ) - კი მასეფექტში იმუშავა, გმირი და სამყაროც რეალურად ახალი და თამაშისთვის შექმნილი იყო და მაგიტომ. მარა ვიჩერი? ვიჩერი ხო თვითკმაყოფადია თავის სამყაროში? სიდიპროჯექტის შექმნილი ხო არ არის? ბუნებრივი დამაჯერებლობა დაკარგა თამაშმა (თითქოს ავტორს უნდათ რომ წაართვან და თინეიჯერების წინ საჟანგლიოროთ გამოიყენონ). პირველი არჩევანი გავაკეთე თუ არა იმ წამსვე მივხვდი რომ რაღაც დაირღვა, რაღაც ჩემ ეგოიზმს თუ ანანისტურ ფანტაზიას გადაუმისამართეს მთელი სამყარო, წამი მოიგეს და ყველაფერი წააგეს მაგით. აი ავირჩიე და აბა ეხა რა მოხდება ))) და რატო? ისე ცუდი ხდებოდა რამე?))) ლამბორჯინს რო ყიდულობ თბილიშში სასიარულოდ და მატორის წუნინგს რო უკეთებ უფრო ჩქარა ივლისო ეგ ბაზარია. და მოვიდა მესამეს დრო, სადაც უკვე სხვა ტიპის, მეორესგან რადიკალურად შეცვლილი ტრაკის ქიცინის ნიშნები მოჩანს. მე ამას ვხედავ და რო ვთქვა შთამბეჭდავათ გამოიყურებათქო მიჭირს. წინაზე თუ მოთამაშეს აარჩევინეს უკვე დამთავრებული და შემდგარი გმირის ბედი, ეხლა რას იზავენ კაცმა არიცის. მაგ. ბიოშოკს რო ალტერნატიულ არჩევანზე დაფუძვნებული სიუჟეტი მიაბან? ინგლისურს ვისწავლი... ცხენის მასკას დავიხურავ და გადაურეკავ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#19 » 02 Mar 2013 14:44

(სიუჟეტზე ამდენი იმუშავო და ბოლოს მაგრძნობინო, რომ მე გიწყვიტავ მომავალს? და რატო უკარგავ საკუთარ ნამუშევარს ფასს? რატო ცვლი ჩემ "ინტერესში"? ) - კი მასეფექტში იმუშავა, გმირი და სამყაროც რეალურად ახალი და თამაშისთვის შექმნილი იყო და მაგიტომ. მარა ვიჩერი? ვიჩერი ხო თვითკმაყოფადია თავის სამყაროში? სიდიპროჯექტის შექმნილი ხო არ არის? ბუნებრივი დამაჯერებლობა დაკარგა თამაშმა (თითქოს ავტორს უნდათ რომ წაართვან და თინეიჯერების წინ საჟანგლიოროთ გამოიყენონ).

თამაშები წიგნის სიუჟეტს არანაირად არ მიყვება. non canonical sequel-ია
შემდგარი გმირის ისტორია პირველის პროლოგში უკვე დარღვეულია სადაც მკვდარი გერალტი ცოცხალია
ფაქტიურად დევეოპერებს მიეცათ სამყარო, პერსონაჟები და თავისუფლები არიან გაგრძელებისს არჩევანში
უბრალოდ მიყვებიან წიგნის მოტივებს მეტი არაფერი (და ამას ცუდად ნამდვილად არ აკეთებენ imho)
100 საათში დაიდება გეიმფლეი და ვნახოთ რას ამზადებენ. მე პირადად პირველის exploration და მეორეს სთორი დამაკმაყოფილებს. არც მაქ ურვილი დიდი და გახნსილი სმაყაროსი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Witcher 3: Wild Hunt

Unread post#20 » 02 Mar 2013 14:50

წიგნის სიუჟეტი არ გაუხდიათ არასწორხაზოვანი და თავიანთი დანამატებით, გერალტის თავიანთ ისტორიას ქმნიან ასეთად. გერალტის ხასიათი და პერსონაჟი კი ჩემს თვალში ამით არ დარღვეულა.
I won't miss.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron