Witcher 2: Assassin of Kings, PC, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#81 » 01 Jun 2011 18:10

ტომი, ძაან პატარაა?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#82 » 01 Jun 2011 18:20

ჯერ არ მოვრჩენილვარ, სულ ხუთი ეპიზოდია - პროგოლოგია, პირველი თავი, მეორე, მესამე და ეპილოგი.
თუ დაბალ სირთულეზე ითამაშებ და მარტო მთავარ სიუჟეტს მიაწვები, მემგონი მართლა პატარა გამოდის, კონტრაქტების შესრულებით და სხვა მეორადი კვესტების კეთებით არც ისე პატარა უნდა იყოს.
38 საათს იძახდნენ დეველოპერები როგორც მახსოვს.
მე მაქსიმალურად ვცდილობ მალე არ დავამთავრო ^^
პირველ ჩაპტერში ვარ, ფლოცტამში.

ისე კარგი დიდი DLC-ები რომ გამოუშვან გაასწორებს, და არა მარტო აითემები და თითო-თითო კვესტი.
უფასო იქნება ყველა დამატება და ივნისის ბოლომდე კიდევ ორს გამოვუშვებთო (ტროლის გამოვიდა უკვე).
I won't miss.

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#83 » 06 Aug 2011 05:11

ვითამაშე ერთი 3 საათი, ეხა გამოვრთე. ჯერ გრაფიკას ვაყენებდი ერთი საათი, მერე იმ პირველი შთაბეჭდილებების გადალახვას ვცდილობდი, აი ეპიკურობის შემოყრა რო უნდა თამაშის დაწყებისას. ეს ყველაფერი ასეთუისე რო გავიარე, გამიხარდა, ეს ხო ის ძველი გერალტია, უბრალოდ უფრო დახვეწილი. ნუ თავიდანვე ბევრი დიალოგები და ვარიანტები ვცადე, რამდენიმეზე ვიცინე კიდეც. ერთისიტყვით ჯერ კარგია და მივყვები ხვალ ნელნელა, ძალიან ნელა თან =)
ტომი შენ რაქენი? შეეცადე პასუხში არ დამასპოილერო ოღონ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#84 » 06 Aug 2011 14:25

მე კარგი ხნის წინ დავხურე და ძალიან მომეწონა. მაგრამ ისე არა, როგორც პირველი.
არ არის დიდი, პირველზე პატარაა და ლოკაციებიც უფრო მცირე მასშტაბიანია, ვიდრე ორიგინალ ვითჩერში (არა და დეველოპერები პირიქით ამბობდნენ).
კომბატი მომეწონა, მარტივია და ჩელენჯიც არის, მიუხედავად იმისა, რომ ხსნარების დალევა ბრძოლისას არ შეგიძლია.
მუსიკალური გაფორმებაც მშვენიერია, მთავარი თემაც და ატმოსფერულებიც.
სიუჟეტი ძალიან არასწორხაზოვანია. ბოლო მომენტი კი არის საბოლოო ჯამში ერთი, მაგრამ იმ მომენტამდე მისვლა ბევრნაირად შეგიძლია.
ძველი გერალტი ვისაც ენატრება, იმისთვის პარიკმახერი ჩასვეს dlc-ით ^^
ნუ, გრაფიკა რა თქმა უნდა რულზ, არტისტულიც და ტექნიკურიც, თან პატჩებზე fps იზრდება პირველ ვერსიასთან შედარებით.
I won't miss.

Disturbed
Posts: 192

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#85 » 17 Aug 2011 21:18

ჩემი აზრით თამაში არის კარგი,მაგრამ ძალიან ბევრი უაზრო რენდერინგია.კონკრეტულად.
არ არის საჭირო ამდენი სინათლეები და გასხივოსნებული ხალხი.რომ ვუყურებ წმინდანები მგონია.
დანარჩენი სხვა არაფერი პრობლემა არ მაქვს ამ თამაშის მიმართ.მეც ველოდებოდი ამ თამაშს და უაზრო წვრილმანებს ყურადღება რომ არ მივაქციოთ,შეგვიძლია ვუთხრათ დეველოპერებს. ''CD Projekt RED,Well Done''.

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#86 » 18 Aug 2011 12:36

ბევრი არ მითამაშია. პირველ სოფელში გავიჩითე, გარეთ, ტყეში გავიარ გამოვიარე, მომეწონა მაგრა. ძაან ლამაზადაა ლოკაციები დახატული, დღეს გავაგრძელებ სავარაუდოთ, მარა მეზარება ამ ახალი თამაშების ათვისება და მომკალი...

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#87 » 18 Aug 2011 19:45

Mini News
CD Projekt RED - The Witcher 2'ის გლობალურ განახლებაზე მუშაობს. სტუდია, 2.0 განახლებაში შესული სიახლეების გამხელას gamescom 2011'ზე აპირებს.

User avatar
Ripster
Posts: 1857

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#88 » 19 Aug 2011 12:07

არ არის საჭირო ამდენი სინათლეები და გასხივოსნებული ხალხი.რომ ვუყურებ წმინდანები მგონია.

: D : D ჰაჰა : D

ისე ეგ ალბათ მაღალ გრაფიკაზე კარგი იქნება : P
მე ლოუ-მედიუმზე ვთამაშობდი და თან დაბალ რეზოლუციაზე როგორც მახსოვს და არც ისე მისწორდებოდა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#89 » 19 Aug 2011 12:46

აუ მეც ეგრევარ. 1300 გაფართოებაზე ვთამაშობ, დალშე ულტრა გრაფიკის მეტი ყველაფერი აწეულიმაქ, მარა რათგინდა? მაინც არუვარგა გრაფიკა. მაქსიმუმი რო ვნახე მაგრად კი მომეწონა, მარა კადრების ამბავი იყო... ნუ შეილება 2.0 პაჩმა შეცვალოს რამე.

User avatar
Ripster
Posts: 1857

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#90 » 19 Aug 2011 14:17

ხო ოპტიმიზაცია აქვს მაგარი ცუდი...
ერთ ორ წელიწადში დავხურავ ალბათ კიდევ
რამე ოპტიმიზაციის პაჩიც თუ გაეძრო ვაბშე გაასწორებს

თვითონ თამაში
რაც არ უნდა თქვა
ზებუნებრივია : P
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#91 » 24 Aug 2011 03:42

Mini News
CD Projekt RED'ის თანამშრომლები The Witcher 2'ის გლობალური განახლება 2.0'ის გამოსვლას 29 სექტემბრისთვის გეგმავენ. მასში შესული იქნება ახალი სიძნელე Dark Mode, დეტალური ტუტორიალი, არკადული რეჟიმი Arena Mode, რომელშიც გმირი მოწინააღმდეგეების შემოსევების მოგერიებას შეეცდება და ასევე გერალტის ათეულობით ახალი შესაძლებლობა.

Disturbed
Posts: 192

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#92 » 13 Sep 2011 20:26

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კრებული witcher-ისა და witcher:Assassins of Kings-ის:Download
=================================
ადრე მქონდა გადმოწერილი დავხურე DLC-ების გარეშე და ეხლე თავიდან გადმოვწერე DLC-ებით.ხოდა რო ვთამაშობ მაგდებს.error-ს არ აგდებს უბრალოდ თამაშს მითიშავს ერთი ხუთ წუთში ჩართვიდან.დამეხმარეთ რა ვქნა

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#93 » 18 Sep 2011 13:34

ბოლო პატჩი გადმოწერე. ქრეშებსაც ასწორებს და FPS drop-ებსაც.
I won't miss.

Disturbed
Posts: 192

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#94 » 18 Sep 2011 13:37

შეგილია სრული ვერსიის ლინკი მომცე?? ((( Repack-არა.გთხოვ რა.ოღონთ რუსული რომ იყოს

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#95 » 18 Sep 2011 13:45

სრული ვერსია - Torrent

Patch 1.1 - updating step one
Patch 1.2 - updating step two
მეორე პატჩის დაყენებამდე პირველი უნდა დააყნო. პირველის შემთხვევაში გადმოსაწერად რეგიონი სწორად უნდა შეარჩიო, მეორეს დროს - არა.
ცალკე DLC-ების გადმოწერა/დაყენება არ დაგჭირდება, პატჩებშია ჩაშენებული.
I won't miss.

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#96 » 29 Sep 2011 01:58

ჯერ შენი ქებით უნდა დავიწყო ტომი =) მაგრად გამომადგა პაჩები და უეჭველი ყველას დაჭირდება.
ამიტო იმ ბოლო ორის ლინკებსაც დავდებ გუშინ რაც მომეცი.
ესეიგი ეს 1.3.0 პაჩი Download
და მეორე (ძალიან ბევრი fix-ებით) 1.3.5 პაჩი Download
შეგახსნებეთ, რომ ამ ორის დაყენების წინ, საჭირო იქნება ტომის მიერ დადებული პაჩების დაყენებაც.
-----------------
ეხლა კი უშუალოდ თამაშზე ვისაუბრებ. არა, ჯერ არ დამიხურია, მარა მაინც მინდა რო ვისაუბრო =)
რამდენიმე სქრინი გადავიღე და თან იმათ გაგაცნობთ.
მიმოხილვის მსგავსის გაკეთება ნამდვილად არმინდა და უბრალოდ სურათებს გაუკეთებ კომენტებს ჯობია:

>>>

პირველი რაც ნამდვილად მომეწონა, ეს იყო ტყე. ტყე რომელიც ულამაზესია და ძალიან მაგრად არის გაკეთებული. თავიდან პროსტა დავდიოდი და მიკვირდა (საბოლოოდ საკმაოდ პატარა აღმოჩნდა, მარა მართლა ნიმუშია). ერთადერთი აღმოსავლეთის მხარეს მყოფი ჭაობის დანიშნულება ვერ გავიგე ბოლომდე. ერთი პატარა ქვესთი იყო და აღარც გადავსულვარ იქით, უკან დაბრუნება კიდე მაგად მეეჭვება.

>>>

საბრძოლო სისტემა, ცალკე თემაა და მხოლოდ სურათით შემოვიფარგლები და დავამატებ, რომ ჩელენჯი და fun საკაიფოდ აქვს (მაღალ სიძნელეზე განსაკუთრებით) რაც ამანაც იგრძნო.

>>>

სპოილერია მარა ამის ხვრელი რო არ დავდო ნემაგუ ))) რაღაცღადაობა სქრინი გამოვიდა.

>>>

ამაზე კიდე ცვეტში გავჭედე ))) იტოგში კეირანი რო მივაჩუხანე, დავიწყე გარშემო სიარული. ვათვალიერებ RPG შნიკის ავანდყოფური ყველაფრის ნახვის მანიით და უცებ ეს ორი ტიპი იჩითება ბალახში. ნუ რამოხდა ხო, ცხვარი და ვიღაც მკვდარი ტიპი, მარა ცხვარს რო დავაკვირდი, დღემდე ვერ მოვწვი რაჭირდა და რატო. ანუ ფეხები დაჭედებულიაქ ფიცრებზე და მუცელიაქ გამოფატრული... შეილება რამე ქვესთი გავმაზე ჩუჩელა მენზეთქო მერე ვფიქრობდი, მარა მაინც სხვა რამე მგონია...

>>>

სუბტიტრები ვერ გავთიშე, თორე ძალიან ბევრი კარგი სქრინის გადაღება შეილებოდა ამ ანიმაციებში.

>>>

გვინბლეიდი და ყველაზე მაგარი ლოთი თამაშში. წინაშიც მაგრად მევასებოდა ეს და ლუწიკი )))

>>>

რაიყო ხოარ გეგონათ რო ძუძუების გარეშე დაგტოვებდით? ))) ბორდელში შევედი, ყველა მოვ%%ი კაციან ქალიანათ და დავაზაგრუსკე...

>>>

ეს კრეტინი მაგრა არ დამევასა )) რამე უკეთესი ვიდი როგორ ვერ მოუფიქრეს, თან ვიჩერია ესეც... მარა სქრინი საკაიფო გამოვიდა.

>>>

ესეც გამისწორდა რო ვნახე =) ფეხუცები არ გამოგეპაროთ.

>>>

ეს უკვე მეორე ჩაპტერის ამბავი იწყება. ჯერ არ მომწონს გარემო, მარა სასახლის გარეთ არ გავსულვარ პაკა შტო.

>>>

ხო და აი ბოლოსთვისაც საკაიფო შემოვინახე))) დასახელება რაშე ჰაერში. ტომი არვიცითქო ხო გითხარი და გავიგე დღეს, ჰაერში გადავკეცე. ადვილი იყო მარა ვიღადავე ზატო )

მადლობთ ყურადღებისთვის და რო დავხურავ კიდე შემოგთავაზებთ რამდენიმეს.

Disturbed
Posts: 192

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#97 » 29 Sep 2011 11:18

ხვალ გამოვა ახალი პაჩი 2.2.0,რომელშიც შესული იქნება უამრავი სიახლე.Developer-ებმა ძირითადი აქცენტი combat-ზე გააკეთეს,მაშასადამდე ახალ პაჩში ჩვენ საშუალება გვექნება ვითამაშოთ შესწორებული და გაუმჯობესებული combat-ით:

- უამრავი შესწორება იქნა შეტანილი არეა სისტემაში
- parrying-ის სისტემა აღარ არის ლიმიტირებული(მაშინაც კი როდესაც ენერგია სრულიად დაცლილია),მაგრამ მთლიან damage-ს მაინც არ დააიგნორებს.(მაქსიმალური იგნორი damage-ს იქნება 50%)
- გერალტის შემტევი დარტყმები არ იშლება შემტევი მოწინააღმდეგისგან
- გერალტის ძირს დავარდნის შემდეგ(იგულისმება Knock Down),მტერს აღარ შეეძლება შეტევა განახორციელოს.თუ გერალტი ძირს დავარდა ის სწრაფად დგება(ამიტომ უნდა ვივარაუდოთ რომ ეს Knock Down გერალტზე პაქტობრივად არც მოქმედებს).
- გერალტს აღარ შეუძლია შეტევა განახორციელოს ისეთ მოწინააღმდეგეზე,რომელიც ეფარება სხვა,არდათარგეთებულ მოწინააღმდეგეს.
- სამიზნე საკეტი სისტემა გაუმჯობესდა. უპირატესობა ენიჭება წინასწარ იდენტიფიცირებულ სამიზნეს
- სამიზნის არჩევის სისტემა გაუმჯობესდა.გერალტი ავტომატურად იჭერს სამიზნეს იმაზე,ვიზეც კრიტიკული ზიანი აქვს მიყენებული და ვიზეც დიდი შანსია გაკეთდეს დამასრულებელი დარტყმა(იგულისხმება Finishing move)
-გერალტის შემტევი დარტყმები აღარ შეწყდება,იმ შემთხვევაშიც კი,თუ ჩვენ გამოვიყენებთ W, S, A, D კლავიშებს.
- გერალტს შეუძლია 180 გრადუსით იმოძრაოს,რათქმაუნდა შეტევის დასრულების შემდეგ.
- შორი მანძილიდან შეტევის პრობლემა იქნა აღმოფხვრილი.გერალტი ახლა მონტირებას უკეთებს შორეულ შეტევებს(ხმლით შეტევა სწრაფ სტილში).როდესაც ოპონენტები განლაგებულები არიან შორ მანზილზე

სხვა დამატება და შესწორება
- ბომბების სროლის სისტემა აღარ ბლოკავს შეტევებს
- გამოქვაბულში,რომელსაც მივყავართ ლოკ მუინამდე გვხვდება უფრო მეტი მონსტრი(მესამე თავი,როდესაც იორვიტთან ერთად ვირჩევთ B-პლანს ლოკ მუინში შეღწევისას.
- შესწორება იქნა შეტანილი ნისლში სულების გაჩენისას(იგულისმება მეორე თავი.ბრძოლის ველი)
- ადრენალინი აღარ დაიცლება,იმ შემთხვევაშიც კი,თუ გერალტი აღარ არის კომბატში.
- მემშვილდოსნეები უფრო სწრაფად ყრიან მშვილდებს,როდესაც გერალთი უახლოვდებათ
- Mage-ბი აღარ დაიდებენ დამცავ ბარიერს იმ დროს,როდესაც გერალტი ისვრის ხანჯლებს
- თამაშში კეთდება Pause იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც შესრულების პროცესშია Finishing move-ის ანიმაცია.
- ტროლის პრობლემა მეორე თავში იქნა გამოსწორებული.ზოგიერთ გარემოებაში გერალტს არ შეეძლო შეტევა მასზე.
- ხანჯლების სროლის დროს phyx გაუმჯობესდა და გამოსწორდა
- ხანჯლების დამიზნება ახლა უფრო ხილვადია
- გერალტის სიკვდილის ანიმაცია იმ დროს,როდესაც იგი კვდება აკსიის ქასტვის დროს გამოსწორდა.
- ლეტოს მიერ ბომბების გამოყენება ახლა უშედეგოა.(ადრე მოჩვენებების საწინააღმდეგო ბომბებით შეიძლებოდა ლეტოს მოკვლა თავისუფლად.Bug)+*****SPOILER***** მაგრამ ჩავთვალე რომ ეს უკვე გამოსწორებულია და ამიტომ დავწერე.
- quick save-ის Load-ის სისწრაფე გაუმჯობესდა
- Camera Position/ეს ოპერაცია გამოსწორებულ იქნა(კეირანთან ბრძოლის დროს)
- კამერის მართვა კლავიატურიდან გაუმჯობესდა
- სიახლეები Mutagen-ის სტატისტიკაში
- შესწორებები იქნა შეტანილი პირველი თავის მინი კარტაში
- მთელი თამაშის აუდიო ბალანსირებაში კორექტირება იქნა შეტანილი
- ნაკერებთან მოქმედებაში იქნა შეტანილი ცვლილებები,კერძოდ ანიმაციაში
- პატარა შეცდომა Quest-ში "Scent of Incense" გადაწყდა
- მრავალრიცხოვანი შესწორება იქნა შეტანილი NPC-ს ტუჩების მოძრაობაში
აგრეთვე:
Dark Mode,რომელზეც არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი
Arena Battle,სადაც ჩვენ შეგვეძლება გამოვცადოთ ჩვენი შესაძლებლობები,ახალი ტალანტები ახალ მონსტრებთან და Humanoid-ებთან

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#98 » 29 Sep 2011 13:02

Disturbed გაიხარე მაგარი საქმე გაგიკეთებია. ეს თუ გავაძრე დახაკულზე რო იმუშაოს ისეთი ვერსია, მაგრად გამისწორდება. ისევ უნდა გავჩერდე ცოტახანი, როგორც ჩანს =) ისე კაი დროს დავიწყე თამაში, ეხა გამოვიდა მთავარი fix-ები. ვინც დახურა თავიდანაც ღირს ცდა. ბევრი ჰეითერი გაიჩინა ბაგების გამო არადა...

- უამრავი შესწორება იქნა შეტანილი არეა სისტემაში

ეს ვერ გავიგე რასნიშნავს.

- parrying-ის სისტემა აღარ არის ლიმიტირებული(მაშინაც კი როდესაც ენერგია სრულიად დაცლილია),მაგრამ მთლიან damage-ს მაინც არ დააიგნორებს.(მაქსიმალური იგნორი damage-ს იქნება 50%)

ბლოკი ჯერ არ გამომიყენებია, ნახევარი თამაში გავიარე არადა.
მარა 50% რო მიდის კარგია, რეალისტურს ხდის.

- შორი მანძილიდან შეტევის პრობლემა იქნა აღმოფხვრილი.გერალტი ახლა მონტირებას უკეთებს შორეულ შეტევებს(ხმლით შეტევა სწრაფ სტილში).როდესაც ოპონენტები განლაგებულები არიან შორ მანზილზე

ამას ეხაც საკაიფოდ აკეთებს, ხტება, ტრიალდება იმის მხარეს ვინც უნდა მოკლას და ეგრევე სახეში არჭობს =) (რამდენიმე ანიმაციაა სპეციალურად მაგისთვის) სუ ტრიალში რო ხარ მაგრად ასწორებს, მატრიცა მგონია ხოლმე. თუ რამეს გააუმჯობესებენ იასნა კარგია, კარგი უნდა აკეთონ ჰეჰ =)))

ისე კომბატის გაუმჯობესების სია მაგარი საკაიფოა.

- quick save-ის Load-ის სისწრაფე გაუმჯობესდა

ღმერთმანი, დამტანჯა.

- მთელი თამაშის აუდიო ბალანსირებაში კორექტირება იქნა შეტანილი

რო გაკივის ლოუდინგების დროს მუსიკა, დედას ვიგინები ხოლმე იმხელა ხმაზეა, იმედია მსგავსზეა საუბარი....

Dark Mode,რომელზეც არც ისე ბევრი რამ არის ცნობილი
Arena Battle,სადაც ჩვენ შეგვეძლება გამოვცადოთ ჩვენი შესაძლებლობები,ახალი ტალანტები ახალ მონსტრებთან და Humanoid-ებთან

ეს ცალკე თემაა და რო გამოვა მერე დეტალურად ვილაპარაკოთ ამაზე.

p.s. პირატულზე თუ არ დამბლოკა პაჩმა კარგი იქნება.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#99 » 29 Sep 2011 19:27

Riddick
საღოლ, ვიღადავე სქრინებზე, ბოლოზე განსაკუთრებით )
FPS-ის ამბავი როგორ გაქვს? ვიზუალურად კარგად გაუშვი, როგორც ჩანს.

ხო და ოფიციალურს არაფერს დაგიბლოკავს, არ აქვს მნიშვნელობა პირატული ვერსია გაქვს თუ ოფიციალური.
I won't miss.

Riddick
Posts: 11705

Witcher 2: Assassin of Kings

Unread post#100 » 01 Oct 2011 03:04

დავაყენე 2.0 უმტკივნეულოდ. არენა და ტრეინინგი დაემატა მენიუს.
გადმოწერეთ დააყენეთ, ეშვება უპრობლემოდ Download

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 268 guests


cron